პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის კაცი, რომელმაც ჯეკპოტი, 1 182 454 ლარი მოიგო - ლატარიის კომპანიამ უცნობ მილიონერს დევნილთა დასახლებაში მიაგნო...
ვინ არის კაცი, რომელმაც ჯეკპოტი, 1 182 454 ლარი მოიგო - ლატარიის კომპანიამ უცნობ მილიონერს დევნილთა დასახლებაში მიაგნო...

მი­ლი­ო­ნე­რი, რო­მელ­საც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ეძებ­და, ნა­პოვ­ნია!

"ლოტო 6/42"-ის ჯეკპო­ტი - 1 182 454 ლარი 21 იან­ვარს გა­თა­მაშ­და, მაგ­რამ ახა­ლი ქარ­თვე­ლი მი­ლი­ო­ნე­რი რამ­დე­ნი­მე დღე არ ჩან­და. "სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ლა­ტა­რი­ამ" ყვე­ლა­ზე იღ­ბლი­ან ადა­მი­ანს ბა­თუმ­ში, დევ­ნილ­თა და­სახ­ლე­ბა­ში მი­აგ­ნო.

1 182 454 ლარი 77 წლის ვა­ლი­კო კვა­ჭა­ძემ და მის­მა შვილ­მა გი­ორ­გი კვა­ჭა­ძემ მო­ი­გეს.

დღე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი იყო... ჯერ რიგ­ში იდგა სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბის სა­სა­დი­ლო­ში, შემ­დეგ შვილ­მა გა­მო­უ­ა­რა და სახ­ლის­კენ ერ­თად გა­ე­მარ­თნენ, გზად ჯი­ხურ­თან შე­ჩერ­დნენ. 18 იან­ვარს „ლოტო 6/42“-ის ბი­ლე­თი შე­ი­ძი­ნეს. ციფ­რე­ბიც ერ­თად შე­ავ­სეს - მამა კარ­ნა­ხობ­და, შვი­ლი კი ბი­ლეთს ავ­სებ­და.

ბევ­რი იფიქ­რეს, გან­სა­კუთ­რე­ბით ბოლო ციფრ­ზე და­ფიქ­რდნენ და სა­ბო­ლო­ოდ ეს კომ­ბი­ნა­ცია დას­ვეს - 17, 24, 25, 29, 33 და 36. კომ­ბი­ნა­ცია, რო­მელ­მაც კვა­ჭა­ძე­ე­ბის ცხოვ­რე­ბა წა­მი­ე­რად ზღაპ­რულ სი­უ­ჟე­ტად აქ­ცია და სა­მუ­და­მოდ უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვა­ლა.

ბი­ლე­თის შე­ძე­ნამ­დე ერთი დღით ადრე, 17 იან­ვარს ვა­ლი­კო კვა­ჭა­ძეს 77 წელი შე­უს­რულ­და. მა­ნამ­დე ის და მისი ოჯა­ხი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლის სტა­ტუ­სის მქო­ნე პი­რე­ბის მძი­მე ყო­ფით ცხოვ­რობ­და. უკვე რვა წე­ლია, სა­კუ­თა­რი ბინა და­გი­რა­ვე­ბუ­ლი აქვთ და ბა­თუ­მის დევ­ნილ­თა და­სახ­ლე­ბა­ში, ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ცხოვ­რო­ბენ. ბი­ნის დაბ­რუ­ნე­ბის ოც­ნე­ბამ ლა­ტა­რი­ის თა­მა­ში და­ა­წყე­ბი­ნათ. ლა­ტა­რი­ას კი კა­თარ­ზი­სის სა­სა­დი­ლოს­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე ყი­დუ­ლობ­დნენ, იმე­დად მხო­ლოდ მო­გე­ბა ჰქონ­დათ დარ­ჩე­ნი­ლი.

და მო­ი­გეს! 1 182 454 ლარი!

ორ ლა­რად შე­ძე­ნილ­მა ბი­ლეთ­მა სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლის სტა­ტუ­სი კვა­ჭა­ძე­ე­ბის ოჯახს მი­ლი­ო­ნე­რე­ბის სტა­ტუ­სით შე­უც­ვა­ლა.

ახალ მი­ლი­ო­ნე­რებს ბევ­რი გეგ­მა აქვთ. პირ­ველ რიგ­ში, მშობ­ლი­ურ და­გი­რა­ვე­ბულ ბი­ნას გა­მო­იხ­სნი­ან, მან­ქა­ნას შე­ი­ძე­ნენ და ბიზ­ნესს წა­მო­ი­წყე­ბენ. კი­დევ ბევრ ოც­ნე­ბას აიხ­დე­ნენ და სა­მუ­და­მოდ და­ემ­შვი­დო­ბე­ბი­ან მო­მავ­ლის ში­შით სავ­სე ცხოვ­რე­ბას.

„სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ლა­ტა­რია“ კვა­ჭა­ძე­ებს „ლოტო 6/42“ -ში მო­გე­ბულ 1 182 454 ლარს უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში სა­ზე­ი­მოდ გა­დას­ცემს.

მკითხველის კომენტარები / 46 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mmm
21

უფრო წაგებულის სახე აქვს, ვიდრე მოგებულის.

ნიკა
1

გილოცავთ, ბედნიერებაში მოიხმარეთ. რა მაგარია !!

ავტორი:

ვინ არის კაცი, რომელმაც ჯეკპოტი, 1 182 454 ლარი მოიგო - ლატარიის კომპანიამ უცნობ მილიონერს დევნილთა დასახლებაში მიაგნო...

ვინ არის კაცი, რომელმაც ჯეკპოტი, 1 182 454 ლარი მოიგო - ლატარიის კომპანიამ უცნობ მილიონერს დევნილთა დასახლებაში მიაგნო...

მილიონერი, რომელსაც მთელი საქართველო ეძებდა, ნაპოვნია!

"ლოტო 6/42"-ის ჯეკპოტი - 1 182 454 ლარი 21 იანვარს გათამაშდა, მაგრამ ახალი ქართველი მილიონერი რამდენიმე დღე არ ჩანდა. "საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ" ყველაზე იღბლიან ადამიანს ბათუმში, დევნილთა დასახლებაში მიაგნო.

1 182 454 ლარი 77 წლის ვალიკო კვაჭაძემ და მისმა შვილმა გიორგი კვაჭაძემ მოიგეს.

დღე ჩვეულებრივი იყო... ჯერ რიგში იდგა სოციალურად დაუცველების სასადილოში, შემდეგ შვილმა გამოუარა და სახლისკენ ერთად გაემართნენ, გზად ჯიხურთან შეჩერდნენ. 18 იანვარს „ლოტო 6/42“-ის ბილეთი შეიძინეს. ციფრებიც ერთად შეავსეს - მამა კარნახობდა, შვილი კი ბილეთს ავსებდა.

ბევრი იფიქრეს, განსაკუთრებით ბოლო ციფრზე დაფიქრდნენ და საბოლოოდ ეს კომბინაცია დასვეს - 17, 24, 25, 29, 33 და 36. კომბინაცია, რომელმაც კვაჭაძეების ცხოვრება წამიერად ზღაპრულ სიუჟეტად აქცია და სამუდამოდ უკეთესობისკენ შეცვალა.

ბილეთის შეძენამდე ერთი დღით ადრე, 17 იანვარს ვალიკო კვაჭაძეს 77 წელი შეუსრულდა. მანამდე ის და მისი ოჯახი სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირების მძიმე ყოფით ცხოვრობდა. უკვე რვა წელია, საკუთარი ბინა დაგირავებული აქვთ და ბათუმის დევნილთა დასახლებაში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ. ბინის დაბრუნების ოცნებამ ლატარიის თამაში დააწყებინათ. ლატარიას კი კათარზისის სასადილოსკენ მიმავალ გზაზე ყიდულობდნენ, იმედად მხოლოდ მოგება ჰქონდათ დარჩენილი.

და მოიგეს! 1 182 454 ლარი!

ორ ლარად შეძენილმა ბილეთმა სოციალურად დაუცველის სტატუსი კვაჭაძეების ოჯახს მილიონერების სტატუსით შეუცვალა.

ახალ მილიონერებს ბევრი გეგმა აქვთ. პირველ რიგში, მშობლიურ დაგირავებულ ბინას გამოიხსნიან, მანქანას შეიძენენ და ბიზნესს წამოიწყებენ. კიდევ ბევრ ოცნებას აიხდენენ და სამუდამოდ დაემშვიდობებიან მომავლის შიშით სავსე ცხოვრებას.

„საქართველოს ეროვნული ლატარია“ კვაჭაძეებს „ლოტო 6/42“ -ში მოგებულ 1 182 454 ლარს უახლოეს დღეებში საზეიმოდ გადასცემს.

2 წლის შედეგებით Domenebi.ge უმსხვილესი დამოუკიდებელი რეგისტრატორია

ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ

სამედიცინო სერვისებზე მნიშვნელოვანი შეღავათების გაცემა დაიწყო