„საპატრიარქო და ხელისუფლება ერთად დგანან დეკანოზის წინააღმდეგ, ორივე ცდილობს, სულით გატყდეს და სხეულით დაზიანდეს“, - ამის შესახებ მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეზე საუბრისას განაცხადა.
იგი დეკანოზ გიორგი მამალაძის საზიარებლად სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია მისული. მისი თქმით, საპატრიარქო და ხელისუფლება მის წინააღმდეგ ერთობლივად დგანან.
„საპატრიარქო და ხელისუფლება ერთად დგანან მის წინააღმდეგ. როდესაც ქრისტე ჯვარს აცვეს, სადუკევლები და ფარისევლები გაერთიანდნენ; ზუსტად მამა გიორგი მამალაძის წინააღმდეგ გაერთიანებულია ორი ასე ვთქვათ, სადამსჯელო ორგანიზაცია, ორივე ცდილობს, რომ იგი სულით გატყდეს და სხეულით დაზიანდეს, ორივე ინსტიტუტი, ასე ვთქვათ, მისი მორალური და სხეულებრივი დაზიანებისთვისაა მობილიზებული“, - განაცხადა მღვდელ-მონაზონმა.