უკრაინული გამოცემა Корреспондент.net იმ უკრაინელების სახელებსა და გვარებს აქვეყნებს, რომლებიც ირანში ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპნენ.
დაღუპული ეკიპაჟის წევრები იყვნენ: სერგეი ხომენკო, კატერინა სტატნიკი, მარინა მიკიტიუკი, ვალერია ოვჩარუკი, ვლადიმერ გაპონენკო, იულია სოლოგუ, ალექსეი ნაუმნიკი, იგორ მატკოვი, დენის ლიხნო. კატასტროფას ასევე ემსხვერპლა ორი უკრაინელი მგზავრი: ოლგა კობიუკი და ალიონა მალახოვა.
უკრაინული გამოცემის ინფორმაციით, მზადყოფნაშია ორი თვითმფრინავი, რომლებიც ირანში დაღუპულების ცხედრების გადმოსასვენებლად ჩაფრინდებიან.
Aviation Newsroom-ის ინფორმაციით, ტრაგედიისას გარდაცვლილი ეკიპაჟის ყველა წევრი უკრაინის მოქალაქეა, 71 მგზავრი ირანის მოქალაქე, 73 - კანადის, 4 - გერმანიის, 3- დიდი ბრიტანეთის, 8 - შვედეთის და 6 - ავღანეთის.
first video of the crash scene.#ukraine#ps752 pic.twitter.com/riUDistyrc
— Arshia (@ars__hii) January 8, 2020
Корреспондент.net-ის სტატიაში ასევე ვკითხულობთ, რომ უკვე გამოქვეყნდა დაღუპულ მგზავრთა სიაც, რომლის მიხედვითაც კანადის მოქალაქეთა დიდ ნაწილს არაბული სახელები და გვარები აქვთ. სავარაუდოდ, ისინი ეროვნებით არაბები არიან, თუმცა კანადაში ცხოვრობდნენ.
რუსი ბლოგერი რუსტემ ადაგამოვი, რომელიც სოციალურ ქსელში ცნობილია სახელით drugoi, "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე აქვეყნებს ფოტოს, რომელზეც მისი თქმით, ავიაკატასტროფაში დაღუპული ბიჭის წერილია ასახული.
✈️ Найденная записка на месте катастрофы: иранский студент просит Бога помочь ему с экзаменами, к которым он так долго готовился.
— Roustem Adagamov (@adagamov) January 8, 2020
Большинство граждан Канады на борту были студентами, которые выбрали МАУ из-за низких цен. Они возвращались домой после рождественских каникул. pic.twitter.com/ImZg8Gc3pH
"კატასტროფის ადგილას ნაპოვნია ჩანაწერი: მასში ირანელი სტუდენტი ღმერთს სთხოვს დახმარებას გამოცდების ჩაბარებაში, რომლისთვისაც დიდხანს ემზადებოდა...
კანადის მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი, რომლებიც ბორტზე იმყოფებოდნენ, სტუდენტები იყვნენ, რომლებმაც უკრაინის ავიახაზები დაბალი ფასების გამო აირჩიეს. ისინი ირანიდან მიფრინავდნენ საახალწლო არდადეგების შემდეგ" - წერს რუსი ბლოგერი.
ირანში უკრაინის საელჩომ განაცხადა, რომ ავიაკატასტროფის მიზეზი ძრავის ტექნიკური გაუმართაობა გახდა, თუმცა უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებში ამბობენ, რომ ბოინგმა ტექნიკური შემოწმება ორი დღით ადრე გაიარა.
ვერ დაეხმარა ოლლაჰი ირანელ სტუდენტს :(
ვაიმე შვილებოო, როგორ მეცოდებიან სტუდენტები. ნეტავ სულ არ ჩამოსულიყავით საახალწლოდ.