პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გუდაურში 5 დღე არაა წყალი და ხელისუფლება მცხეთაში ქეიფობს - მე დავყრიდი ყველაფერს, გავიქცეოდი, წავიყვანდი მთელ მთავრობას და ყველაფერს 1 საათში გავაკეთებინებდი"
"გუდაურში 5 დღე არაა წყალი და ხელისუფლება მცხეთაში ქეიფობს - მე დავყრიდი ყველაფერს, გავიქცეოდი, წავიყვანდი მთელ მთავრობას და ყველაფერს 1 საათში გავაკეთებინებდი"

გუ­და­ურ­ში 5 დღეა, წყა­ლი არაა და ესე­ნი მცხე­თა­ში ქე­ი­ფო­ბენ, ბა­კუ­რი­ან­შიც წყა­ლი თით­ქმის არა­ვის არ აქვს, გარ­და გამ­გებ­ლის პი­რა­დი სას­ტუმ­რო­სი, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტმა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში გა­ნა­ცხა­და, სა­დაც მან სა­ქარ­თვე­ლოს კუ­რორ­ტებ­ზე წყალ­მო­მა­რა­გე­ბის პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა.

მისი თქმით, ანა­ლო­გი­ურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ის „წა­იყ­ვან­და იქ მთავ­რო­ბას და ყვე­ლა­ფერს 1 სა­ათ­ში გა­ა­კე­თე­ბი­ნებ­და“.

„გუ­და­ურ­ში 5 დღე არ არის წყა­ლი და ესე­ნი ქე­ი­ფო­ბენ მცხე­თა­ში. ამ დროს მე დავ­ყრი­დი ყვე­ლა­ფერს, გა­ვიქ­ცე­ო­დი, წა­ვიყ­ვან­დი იქ მთელ მთავ­რო­ბას და გა­ვა­კე­თე­ბი­ნებ­დი ყვე­ლა­ფერს ზუს­ტად 1 სა­ათ­ში. არა­და, ახლა იკარ­გე­ბა არამ­ხო­ლოდ შე­მო­სავ­ლე­ბი, ამ წუ­თას, არა­მედ იკარ­გე­ბა პერ­სპექ­ტი­ვე­ბი ჩვე­ნი კუ­რორ­ტე­ბის­თვის. ბა­კუ­რი­ან­ში წყა­ლი თით­ქმის არა­ვის არ აქვს, გარ­და გამ­გებ­ლის პი­რა­დი სას­ტუმ­რო­სი, გა­ჩერ­და ის პრო­ექ­ტე­ბი, რო­მე­ლიც მე და­ვი­წყე. სვა­ნეთ­ში მე ავა­შე­ნე კურ­შა­ვე­ლის სი­დი­დის სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტი, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბო­და ყვე­ლა­ზე დიდი სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტი და ყვე­ლა­ზე დიდი ევ­რო­პა­ში, რო­გორც მი­ნი­მუმ. უზარ­მარ­ზა­რი რეკ­ლა­მა გა­ვა­კე­თეთ, სა­ბა­გი­რო­ე­ბიც ჩა­მო­ვი­ტა­ნეთ, გა­ა­ჩე­რეს, გზე­ბიც გა­ა­ჩე­რეს, ყვე­ლა­ფე­რი, კო­რუფ­ცი­ის გამო, ივა­ნიშ­ვი­ლის პი­რა­დი ბოღ­მის გამო“, - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­დაც მთის კუ­რორ­ტი და სა­თხი­ლა­მუ­რო გზე­ბია, იქ ხალ­ხი ღა­რი­ბი არ არის.

„არა­და, სა­დაც არის მთის კუ­რორ­ტი, იქ შე­უძ­ლე­ბე­ლია, ხალ­ხი იყოს ღა­რი­ბი - არც სვა­ნეთ­ში, არც მა­ღალმთი­ან აჭა­რა­ში, სა­დაც ასე­ვე გა­ჩერ­და გან­ვი­თა­რე­ბა, არც გუ­და­ურ­ში, არც ბა­კუ­რი­ან­ში. ყველ­გან, სა­დაც არის სა­თხი­ლა­მუ­რო ტრა­სე­ბი, ხალ­ხს აქვს მა­ღა­ლი შე­მო­სავ­ლე­ბი და ხალ­ხი მდიდ­რდე­ბა. ჩემი გათ­ვლე­ბით, 2019 წლის­თვის, 2012-თან შე­და­რე­ბით 8-ჯერ უნდა გაზ­რდი­ლი­ყო სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტებ­ზე ჩა­მომ­სვლელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა. აქ ძა­ლი­ან ცოტა ზრდა არის და ამ ყვე­ლა­ფერ­ზე პი­რა­დად ეკის­რე­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ივა­ნიშ­ვილს, რო­მელ­საც პი­რა­დი ბოღ­მის და სი­ხარ­ბის გამო უნდა, ფასი და­უგ­დოს ამ კუ­რორ­ტებს და მერე ყვე­ლა ჩა­ი­დოს ჯი­ბე­ში. სას­წრა­ფოდ არის ყვე­ლა­ფე­რი შე­საც­ვლე­ლი და ინფრას­ტრუქ­ტუ­რა არის მო­სა­წეს­რი­გე­ბე­ლი, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ვკარ­გავთ შე­მო­სავ­ლებს და პერ­სპექ­ტი­ვას, ამის ბოლო შე­მო­სავ­ლის წყა­როს ვკარ­გავთ ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მახო
51

არადა მართალს ამბობს, დარწმუნებული ვარ ეგრე იქნებოდა

mzirali
36

ბატონო მიშა ასეთი ექსცესები რომ არ იყოს პირველ რიგში სასმელი წყლის მიწოდების სისტემის აზრიანად და ხარისხიანად გამართვა არის საჭირო და მისი მომსახურება და არ არის მთავრობის აქეთ იქით წოწიალი საჭირო. რა ? ინჟინრები არიან თუ ტექნიკური პერსონალი...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"გუდაურში 5 დღე არაა წყალი და ხელისუფლება მცხეთაში ქეიფობს - მე დავყრიდი ყველაფერს, გავიქცეოდი, წავიყვანდი მთელ მთავრობას და ყველაფერს 1 საათში გავაკეთებინებდი"

"გუდაურში 5 დღე არაა წყალი და ხელისუფლება მცხეთაში ქეიფობს - მე დავყრიდი ყველაფერს, გავიქცეოდი, წავიყვანდი მთელ მთავრობას და ყველაფერს 1 საათში გავაკეთებინებდი"

გუდაურში 5 დღეა, წყალი არაა და ესენი მცხეთაში ქეიფობენ, ბაკურიანშიც წყალი თითქმის არავის არ აქვს, გარდა გამგებლის პირადი სასტუმროსი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა, სადაც მან საქართველოს კურორტებზე წყალმომარაგების პრობლემის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, ანალოგიურ სიტუაციაში ის „წაიყვანდა იქ მთავრობას და ყველაფერს 1 საათში გააკეთებინებდა“.

„გუდაურში 5 დღე არ არის წყალი და ესენი ქეიფობენ მცხეთაში. ამ დროს მე დავყრიდი ყველაფერს, გავიქცეოდი, წავიყვანდი იქ მთელ მთავრობას და გავაკეთებინებდი ყველაფერს ზუსტად 1 საათში. არადა, ახლა იკარგება არამხოლოდ შემოსავლები, ამ წუთას, არამედ იკარგება პერსპექტივები ჩვენი კურორტებისთვის. ბაკურიანში წყალი თითქმის არავის არ აქვს, გარდა გამგებლის პირადი სასტუმროსი, გაჩერდა ის პროექტები, რომელიც მე დავიწყე. სვანეთში მე ავაშენე კურშაველის სიდიდის სათხილამურო კურორტი, რომელიც იქნებოდა ყველაზე დიდი სათხილამურო კურორტი და ყველაზე დიდი ევროპაში, როგორც მინიმუმ. უზარმარზარი რეკლამა გავაკეთეთ, საბაგიროებიც ჩამოვიტანეთ, გააჩერეს, გზებიც გააჩერეს, ყველაფერი, კორუფციის გამო, ივანიშვილის პირადი ბოღმის გამო“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, სადაც მთის კურორტი და სათხილამურო გზებია, იქ ხალხი ღარიბი არ არის.

„არადა, სადაც არის მთის კურორტი, იქ შეუძლებელია, ხალხი იყოს ღარიბი - არც სვანეთში, არც მაღალმთიან აჭარაში, სადაც ასევე გაჩერდა განვითარება, არც გუდაურში, არც ბაკურიანში. ყველგან, სადაც არის სათხილამურო ტრასები, ხალხს აქვს მაღალი შემოსავლები და ხალხი მდიდრდება. ჩემი გათვლებით, 2019 წლისთვის, 2012-თან შედარებით 8-ჯერ უნდა გაზრდილიყო სათხილამურო კურორტებზე ჩამომსვლელთა რაოდენობა. აქ ძალიან ცოტა ზრდა არის და ამ ყველაფერზე პირადად ეკისრება პასუხისმგებლობა ივანიშვილს, რომელსაც პირადი ბოღმის და სიხარბის გამო უნდა, ფასი დაუგდოს ამ კურორტებს და მერე ყველა ჩაიდოს ჯიბეში. სასწრაფოდ არის ყველაფერი შესაცვლელი და ინფრასტრუქტურა არის მოსაწესრიგებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვკარგავთ შემოსავლებს და პერსპექტივას, ამის ბოლო შემოსავლის წყაროს ვკარგავთ ჩვენი ეკონომიკისთვის“, - განაცხადა სააკაშვილმა.

სიახლე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში - დღეიდან თბილისის მოსახლეობას 80 ახალი ავტომობილი მოემსახურება

ბაგა-ბაღები თბილისში, რომლებსაც წელს დაანგრევენ - "მათ ნაცვლად ახალი ბაღები აშენდება"

ბიძინა ივანიშვილი "ლაგუნა ვერეს" აქციებს მთლიანად შეისყიდის - ერთი აქციის ფასი 4 ლარამდეა