პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველას გაუკვირდა, შენ ამას როგორ თამაშობო?" - ვინ არის "ინტრიგანი ჟურნალისტი" ჩცდ-დან და როგორია მისი რეალური ცხოვრება
"ყველას გაუკვირდა, შენ ამას როგორ თამაშობო?" - ვინ არის "ინტრიგანი ჟურნალისტი" ჩცდ-დან და როგორია მისი რეალური ცხოვრება

"სე­რი­ალ­ში ჩემ­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტი­პა­ჟი შევ­ქმე­ნი და რად­გან ეს გოგო ადა­მი­ა­ნებს აღი­ზი­ა­ნებს, ე.ი. გა­მო­მი­ვი­და", - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი თა­თია შე­თე­კა­უ­რი. რა­ტომ გა­ა­ი­გი­ვეს პერ­სო­ნაჟ­თან და რას წერ­დნენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, რა ეს­მის ყვე­ლა­ზე ხში­რად სა­კუ­თარ თავ­ზე, რას ვერ გა­ა­კე­თებს ვე­რა­ნა­ი­რი თან­ხის სა­ნაც­ვლოდ და რა როლი ითა­მა­შა ფშა­ველ­მა ბე­ბი­ამ მის ცხოვ­რე­ბა­ში? - ამ ყვე­ლა­ფერს თა­თი­ას მიერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი­დან შე­ი­ტყობთ.

- ბავ­შვო­ბა­ში მინ­დო­და გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი...

- ..მსა­ხი­ო­ბი. სულ ეს სურ­ვი­ლი მქონ­და, ფშავ­ში ბე­ბი­ას მო­ნოს­პექ­ტაკ­ლებს ვუდ­გამ­დი.

- სე­რი­ალ­ში "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი"...

- ...ეპი­ზო­დუ­რი როლი ად­რეც შე­ვას­რუ­ლე, მა­ში­ნაც ჟურ­ნა­ლის­ტი ვი­ყა­ვი, პა­ტა­რა ჩარ­თვა მქონ­და. შემ­დეგ გა­ვი­გე, რომ კას­ტინ­გი ტარ­დე­ბო­და, ხელ­მე­ო­რედ მი­ვე­დი. მალე და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, რომ როლ­ზე ვი­ყა­ვი დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და.

- ჩემი პერ­სო­ნა­ჟი...

- ...ინ­ტრი­გა­ნი გო­გოა. ყვე­ლას გა­უკ­ვირ­და, შენ ამას რო­გორ თა­მა­შობ? უარ­ყო­ფით როლს რა­ტომ და­თან­ხმდიო? ჩემ­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტი­პა­ჟი შევ­ქმე­ნი და რად­გან ეს გოგო ადა­მი­ა­ნებს აღი­ზი­ა­ნებს, ე.ი. გა­მო­მი­ვი­და. ამ ყვე­ლა­ფერ­ში ცუდი ის არის, რომ სა­ოც­რე­ბებს მწერ­დნენ: "ბავ­შვს რას ას­წავ­ლი", "რომ გნა­ხავ, თმით გით­რევ", "ეს ცხოვ­რე­ბა­შიც ასე­თი იქ­ნე­ბა, ისე ვერ ითა­მა­შებ­და", "შენ შენს შვი­ლებ­საც ასე გაზ­რდი"... მსგავ­სი წი­ნა­და­დე­ბა ბევ­რი იყო. ამ ყვე­ლა­ფერ­ზე რე­აქ­ცია სა­ერ­თოდ არ მქონ­და. ჩემი ახ­ლობ­ლე­ბი და ოჯა­ხის წევ­რე­ბი კი მარ­თლა ნერ­ვი­უ­ლობ­დნენ, მი­რე­კავ­დნენ არ წა­ი­კი­თხოო.

- ჩემ­ზე ამ­ბო­ბენ...

- ...რომ ვარ ძა­ლი­ან მიმ­ნდო­ბი და გუ­ლუბ­რყვი­ლო. მარ­თლა ასე­თი ვარ. ეშ­მა­კო­ბა, თვალ­თმაქ­ცო­ბა არ შე­მიძ­ლია, ამას ვერც ვის­წავ­ლი. ის ადა­მი­ა­ნი არ ვარ, რო­მელ­საც სხვი­სი ცუდი უხა­რია ან უნდა. ასე­თი აზ­რე­ბი თავ­ში სა­ერ­თოდ არ მომ­დის. როცა სხვა გულს მტკენს ან მა­ტყუ­ებს, ვე­რაფ­რით ვხვდე­ბი, ამას რა­ტომ აკე­თებს, ამით რა სი­ა­მოვ­ნე­ბას იღებს? ყვე­ლას ვენ­დო­ბი. არ მეს­მის, ვინ­მემ ცუდი რა­ტომ უნდა გა­მი­კე­თოს? მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ასე­თი შემ­თხვე­ვა არა­ერ­თხელ მქო­ნია, მა­ინც ასე­თად დავ­რჩი.

- ცხოვ­რე­ბას თა­ვი­დან რომ ვი­წყებ­დე...

- ...ჩემი შვი­ლე­ბი­სა და პრო­ფე­სი­ის გარ­და, ბევრ რა­მეს შევ­ცვლი­დი. გარ­კვე­ულ ნა­ბი­ჯებს აღარ გა­დავ­დგამ­დი, გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას მეტ დროს და­ვუთ­მობ­დი.

- ჩემი პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა იყო...

- ...მოს­წავ­ლე-ახალ­გაზ­რდო­ბის სა­სახ­ლე­ში დავ­დი­ო­დი და იქ სპექ­ტაკლში ვი­თა­მა­შე.

- ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ...

- ...ორი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შვი­ლი მყავს. უტა 18 წლის არის, გოგო 11-ისაა, მას ბე­ბი­ა­ჩე­მის სა­ხე­ლი - დე­დუ­კა და­ვარ­ქვი.

- ყო­ველ­თვის მაქვს სურ­ვი­ლი...

- ...შევ­ძლო ადა­მი­ა­ნებს უფრო მეტი გა­ვუ­კე­თო, ვიდ­რე - ვა­კე­თებ.

- თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც ჩემ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს...

- ...სიყ­ვა­რუ­ლი­სა და სით­ბოს გა­მო­ხატ­ვა შე­მიძ­ლია. მომ­წონს ის, რომ ბო­რო­ტი არ ვარ.

- თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც არ მომ­წონს და ვცდი­ლობ გა­მო­ვას­წო­რო...

- ...ხან­და­ხან სი­ზარ­მა­ცე მძლევს, დი­ლით ადრე გაღ­ვი­ძე­ბა მი­ჭირს.

- ვრის­კავ....

- ...ხში­რად. სულ ვრის­კავ, ფრთხი­ლი ნაკ­ლე­ბად ვარ. ბევ­რჯერ გა­უ­აზ­რე­ბელ რის­კზეც წავ­სულ­ვარ, ისეთ გვი­რაბ­შიც არა­ერ­თხელ შევ­სულ­ვარ, ბო­ლო­ში სი­ნათ­ლე რომ არ ჩან­და. ალ­ბათ გე­ნე­ტი­კა თა­ვი­სას შვრე­ბა, ამას­თან ერ­თად ზო­დი­ა­ქო­თი ლომი ვარ, შე­სა­ბა­მი­სად - უში­შა­რიც.

- დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებს...

- ...სულ ვნა­ნობ, გან­ვიც­დი.

- სა­კუ­თარ შეც­დო­მებ­ზე ვის­წავ­ლე...

- ...ყვე­ლა­ფე­რი. ცხოვ­რე­ბა ვის­წავ­ლე.

- პა­ტი­ე­ბა შე­მიძ­ლია...

- ...რთუ­ლად. არის სა­კი­თხე­ბი, რომ­ლის პა­ტი­ე­ბაც მი­ჭირს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბოღ­მა არ ვარ. როცა ადა­მი­ა­ნი ჩემ­თან ისეთ შეც­დო­მას უშ­ვებს, რო­მე­ლიც ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია და მისი და­ნახ­ვი­სას მუდ­მი­ვად მე­მახ­სოვ­რე­ბა, ასეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას ვწყვეტ, არ მინ­და, ვერ ვი­თა­მა­შებ. ის ადა­მი­ა­ნი კარ­გად თუ იქ­ნე­ბა, გა­მი­ხარ­დე­ბა, მაგ­რამ ჩემ­თან - არა, თა­ვის­თვის იყოს.

- როცა მო­მა­ვალ­ზე ვფიქ­რობ...

- ...ჩემი თავი წარ­მო­მიდ­გე­ნია ფშავ­ში, ლა­მაზ სახ­ლში, წიგ­ნებ­თან, შვი­ლებ­თან, შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან, ბუ­ხარ­თან და ში­ნა­ურ ცხო­ვე­ლებ­თან ერ­თად. ეს ჩემი ოც­ნე­ბაა. ფშავ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩემი გეგ­მე­ბი მაქვს.

- პირ­ვე­ლად რომ შე­მიყ­ვარ­და...

- ...ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი და თბი­ლი ვარ, ბა­ღის ასაკ­ში შე­მიყ­ვარ­და ჩემი ჯგუ­ფე­ლი. ყვე­ლას­თან ვამ­ბობ­დი, რომ ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და. სამ­წუ­ხა­როდ, ის ბავ­შვი დე­ნის დარ­ტყმით გარ­და­იც­ვა­ლა და ეს ამ­ბა­ვი ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე.

- მიკ­ვირს...

- ...ძა­ლი­ან ბევ­რი რამ. მიკ­ვირს ადა­მი­ა­ნე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რიგი სა­კი­თხე­ბი­სად­მი. მიკ­ვირს ადა­მი­ა­ნე­ბის ცხვი­რა­წე­უ­ლო­ბა, ამ­პარ­ტავ­ნე­ბა... სულ მაქვს გან­ცდა, რომ დღეს ვარ, ხვალ არ ვიქ­ნე­ბი და მინ­და, ისე ვი­ცხოვ­რო, ყვე­ლას­თვის მი­სა­ღე­ბი ვიყო. ამას ძა­ლი­ან გულ­წრფე­ლად ვამ­ბობ, არ ვთა­მა­შობ...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

შაკო
8

მომწონს ეს გოგო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"ყველას გაუკვირდა, შენ ამას როგორ თამაშობო?" - ვინ არის "ინტრიგანი ჟურნალისტი" ჩცდ-დან და როგორია მისი რეალური ცხოვრება

"ყველას გაუკვირდა, შენ ამას როგორ თამაშობო?" - ვინ არის "ინტრიგანი ჟურნალისტი" ჩცდ-დან და როგორია მისი რეალური ცხოვრება

"სერიალში ჩემგან რადიკალურად განსხვავებული ტიპაჟი შევქმენი და რადგან ეს გოგო ადამიანებს აღიზიანებს, ე.ი. გამომივიდა", - ამბობს მსახიობი თათია შეთეკაური. რატომ გააიგივეს პერსონაჟთან და რას წერდნენ სოციალურ ქსელში, რა ესმის ყველაზე ხშირად საკუთარ თავზე, რას ვერ გააკეთებს ვერანაირი თანხის სანაცვლოდ და რა როლი ითამაშა ფშაველმა ბებიამ მის ცხოვრებაში? - ამ ყველაფერს თათიას მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ..მსახიობი. სულ ეს სურვილი მქონდა, ფშავში ბებიას მონოსპექტაკლებს ვუდგამდი.

- სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები"...

- ...ეპიზოდური როლი ადრეც შევასრულე, მაშინაც ჟურნალისტი ვიყავი, პატარა ჩართვა მქონდა. შემდეგ გავიგე, რომ კასტინგი ტარდებოდა, ხელმეორედ მივედი. მალე დამირეკეს და მითხრეს, რომ როლზე ვიყავი დამტკიცებული, ძალიან გამიხარდა.

- ჩემი პერსონაჟი...

- ...ინტრიგანი გოგოა. ყველას გაუკვირდა, შენ ამას როგორ თამაშობ? უარყოფით როლს რატომ დათანხმდიო? ჩემგან რადიკალურად განსხვავებული ტიპაჟი შევქმენი და რადგან ეს გოგო ადამიანებს აღიზიანებს, ე.ი. გამომივიდა. ამ ყველაფერში ცუდი ის არის, რომ საოცრებებს მწერდნენ: "ბავშვს რას ასწავლი", "რომ გნახავ, თმით გითრევ", "ეს ცხოვრებაშიც ასეთი იქნება, ისე ვერ ითამაშებდა", "შენ შენს შვილებსაც ასე გაზრდი"... მსგავსი წინადადება ბევრი იყო. ამ ყველაფერზე რეაქცია საერთოდ არ მქონდა. ჩემი ახლობლები და ოჯახის წევრები კი მართლა ნერვიულობდნენ, მირეკავდნენ არ წაიკითხოო.

- ჩემზე ამბობენ...

- ...რომ ვარ ძალიან მიმნდობი და გულუბრყვილო. მართლა ასეთი ვარ. ეშმაკობა, თვალთმაქცობა არ შემიძლია, ამას ვერც ვისწავლი. ის ადამიანი არ ვარ, რომელსაც სხვისი ცუდი უხარია ან უნდა. ასეთი აზრები თავში საერთოდ არ მომდის. როცა სხვა გულს მტკენს ან მატყუებს, ვერაფრით ვხვდები, ამას რატომ აკეთებს, ამით რა სიამოვნებას იღებს? ყველას ვენდობი. არ მესმის, ვინმემ ცუდი რატომ უნდა გამიკეთოს? მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შემთხვევა არაერთხელ მქონია, მაინც ასეთად დავრჩი.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...ჩემი შვილებისა და პროფესიის გარდა, ბევრ რამეს შევცვლიდი. გარკვეულ ნაბიჯებს აღარ გადავდგამდი, განათლების მიღებას მეტ დროს დავუთმობდი.

- ჩემი პირველი წარმატება იყო...

- ...მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში დავდიოდი და იქ სპექტაკლში ვითამაშე.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...ორი არაჩვეულებრივი შვილი მყავს. უტა 18 წლის არის, გოგო 11-ისაა, მას ბებიაჩემის სახელი - დედუკა დავარქვი.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...შევძლო ადამიანებს უფრო მეტი გავუკეთო, ვიდრე - ვაკეთებ.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...სიყვარულისა და სითბოს გამოხატვა შემიძლია. მომწონს ის, რომ ბოროტი არ ვარ.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...ხანდახან სიზარმაცე მძლევს, დილით ადრე გაღვიძება მიჭირს.

- ვრისკავ....

- ...ხშირად. სულ ვრისკავ, ფრთხილი ნაკლებად ვარ. ბევრჯერ გაუაზრებელ რისკზეც წავსულვარ, ისეთ გვირაბშიც არაერთხელ შევსულვარ, ბოლოში სინათლე რომ არ ჩანდა. ალბათ გენეტიკა თავისას შვრება, ამასთან ერთად ზოდიაქოთი ლომი ვარ, შესაბამისად - უშიშარიც.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...სულ ვნანობ, განვიცდი.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ყველაფერი. ცხოვრება ვისწავლე.

- პატიება შემიძლია...

- ...რთულად. არის საკითხები, რომლის პატიებაც მიჭირს. მიუხედავად იმისა, რომ ბოღმა არ ვარ. როცა ადამიანი ჩემთან ისეთ შეცდომას უშვებს, რომელიც ჩემთვის მიუღებელია და მისი დანახვისას მუდმივად მემახსოვრება, ასეთთან ურთიერთობას ვწყვეტ, არ მინდა, ვერ ვითამაშებ. ის ადამიანი კარგად თუ იქნება, გამიხარდება, მაგრამ ჩემთან - არა, თავისთვის იყოს.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...ჩემი თავი წარმომიდგენია ფშავში, ლამაზ სახლში, წიგნებთან, შვილებთან, შვილიშვილებთან, ბუხართან და შინაურ ცხოველებთან ერთად. ეს ჩემი ოცნებაა. ფშავთან დაკავშირებით ჩემი გეგმები მაქვს.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...ძალიან ემოციური და თბილი ვარ, ბაღის ასაკში შემიყვარდა ჩემი ჯგუფელი. ყველასთან ვამბობდი, რომ ძალიან მიყვარდა. სამწუხაროდ, ის ბავშვი დენის დარტყმით გარდაიცვალა და ეს ამბავი ძალიან განვიცადე.

- მიკვირს...

- ...ძალიან ბევრი რამ. მიკვირს ადამიანების დამოკიდებულება რიგი საკითხებისადმი. მიკვირს ადამიანების ცხვირაწეულობა, ამპარტავნება... სულ მაქვს განცდა, რომ დღეს ვარ, ხვალ არ ვიქნები და მინდა, ისე ვიცხოვრო, ყველასთვის მისაღები ვიყო. ამას ძალიან გულწრფელად ვამბობ, არ ვთამაშობ...წაიკითხეთ სრულად

"ქართველები ხშირად დასცინოდნენ, ეუბნებოდნენ, თავის "ურჯულო" ქვეყანაში დაბრუნებულიყო" - ქართველ-ინდოელი წყვილის საოცარი სიყვარულის ამბავი

ოთხი მცირეწლოვანი შვილის მამას ძვირად ღირებული სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება - ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს

"მეუფე პეტრე მივიდეს პატრიარქთან, დაუბრუნებს ხარისხს და დაბრუნდეს აქ..." - მიტროპოლიტი გრიგოლი