საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

11

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 13:51-ზე, მთვარე ტყუპშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრეებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ცუდი დღეა ქორწინებისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პაპა მარტო ხვდებოდა ახალ წელს, ვერ ვისვენებდი და კონცერტის მერე მასთან წავედი" - გიორგი სუხიტაშვილი მშობლიურ კარალეთსა და ბებო-პაპაზე
"პაპა მარტო ხვდებოდა ახალ წელს, ვერ ვისვენებდი და კონცერტის მერე მასთან წავედი" - გიორგი სუხიტაშვილი მშობლიურ კარალეთსა და ბებო-პაპაზე

მომ­ღე­რა­ლი გი­ორ­გი სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი თა­ვის­ სო­ფელ­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დატ­ვირ­თუ­ლი სა­მუ­შაო გრა­ფი­კი აქვს, ხში­რად უწევს გას­ტრო­ლებ­ზე სი­ა­რუ­ლი ქვეყ­ნის სხვა­დას­ხვა კუ­თხე­შიც და უცხო­ეთ­შიც, ამას ემა­ტე­ბა რე­პე­ტი­ცი­ე­ბი, ჩა­წე­რა, კონ­ცერ­ტე­ბი - სო­ფელს არას­დროს ივი­წყებს.

გი­ორ­გი სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი: "სო­ფე­ლი ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო, სა­სი­ა­მოვ­ნო წლე­ბი, ტკბი­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი და სით­ბოა. 90-იანი წლე­ბი არ იყო დალ­ხე­ნი­ლი, მაგ­რამ ბავ­შვი უფ­რო­სე­ბი­ვით არ გა­ნიც­დის სიძ­ნე­ლე­ებს. მშობ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ, პა­ტა­რას სი­ლა­ღე არ და­ე­კარ­გოს. ამი­ტომ ჩემი კა­რა­ლე­თი ჩემ­თვის ტკბი­ლი და თბი­ლი მო­გო­ნე­ბე­ბის ერ­თგვა­რი "სა­წყო­ბია". ის ტი­პუ­რი ქარ­თლის სო­ფე­ლია, არა­ერთ ის­ტო­რი­ულ ნარ­კვევ­ში მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი. ნიკა ან­თი­ძის­გან (კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი) პი­რო­ბა მი­ვი­ღე, რომ არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი კა­რა­ლეთ­ში ერთ წე­ლი­წად­ში და­ი­წყე­ბა. გა­მი­ხარ­დე­ბა, თუ ამ გა­თხრებს კონ­კრე­ტუ­ლი შე­დე­გი მოჰ­ყვე­ბა", - გვე­უბ­ნე­ბა გი­ორ­გი.

- ქარ­თლში ნოყი­ე­რი მი­წაა და რაც უნდა "ჩა­აგ­დო", ყვე­ლა­ფე­რი ხა­რობს. საბ­ჭოთა კავ­ში­რის დროს ჩვე­ნი ხილი ჩრდი­ლო­ეთ­ში გა­დი­ო­და. აქე­დან მო­სახ­ლე­ო­ბას სარ­გე­ბე­ლი ჰქონ­და. მა­შინ რუ­სე­თი ასე მტრუ­ლად არ იყო გან­წყო­ბი­ლი... როცა ქარ­თლის მო­სახ­ლე­ო­ბა იმ წარ­სულს მის­ტი­რის და ამ­ბობს, რომ გზა რუ­სე­თის­კენ უნდა გა­იხ­სნა­სო, უნდა იცო­დეს, რომ დღეს ეს სა­ხი­ფა­თოა.

- ბე­ბოს, რო­მე­ლიც ცოტა ხნის წინ გარ­და­იც­ვა­ლა, ხში­რად დიდი სიყ­ვა­რუ­ლით იხ­სე­ნებ, პა­პას კი, რო­მე­ლიც კა­რა­ლეთ­ში მარ­ტო დარ­ჩა, მუდ­მი­ვად აკი­თხავ და მას "მარ­ტო­პა­პა" შე­არ­ქვი... რა გას­წავ­ლეს ამ ადა­მი­ა­ნებ­მა?

- ადა­მი­ა­ნო­ბის სწავ­ლა არის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი... უნდა შეგ­ვეძ­ლოს, დავ­რჩეთ ადა­მი­ა­ნე­ბად და ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ადა­მი­ა­ნად დარ­ჩე­ნა­ში სწო­რედ საყ­ვა­რელ პაპა-ბე­ბო­ზე ზრუნ­ვაა. სო­ფე­ლიც იმი­ტომ მიყ­ვარს, რომ ამ ადა­მი­ა­ნებ­თან ასო­ცირ­დე­ბა. ბავ­შვო­ბა მათ­თან ერ­თად გა­ვა­ტა­რე, მათ მას­წავ­ლეს თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი - სოფ­ლის სიყ­ვა­რუ­ლი, ბა­ღის, ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის მოვ­ლა, ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა.

სო­ფე­ლი ძა­ლი­ან გულ­წრფე­ლია, ის ბრძე­ნი­ცაა. რა დროც უნდა გა­ვი­დეს და რო­გორც უნდა მოვ­ხუც­დე, სულ ყურ­ში მექ­ნე­ბა თინა ბა­ბოს ხმა, მისი ნამ­ღე­რი და ფე­ხის ხმაც კი. პა­პა­ჩემს "მარ­ტო­პა­პა" იმი­ტომ შე­ვარ­ქვი, რომ მარ­ტოა...

მე­უბ­ნე­ბი­ან, სო­ფელ­ში რომ და­დი­ხარ და ამის დას­ტუ­რად ფო­ტო­ებს დებ, იქ მარ­თლა მუ­შა­ო­ბო? ბაღი გავ­სხა­ლი, ეზო­ში ბა­ლა­ხი გავ­თი­ბე... ამას იმი­ტომ არ ვა­კე­თებ, რომ კარ­გი ტიპი ვარ...სო­ფელ­ში ჩემ­ზე მე­ტად მშრო­მე­ლი ხალ­ხი ცხოვ­რობს და მა­გათ ვე­ნაც­ვა­ლე, ვინც იქა­უ­რო­ბა არ მი­ა­ტო­ვა, წვა­ლობს, რომ თავი შე­ი­ნა­ხოს, არ გა­მო­კე­ტოს თა­ვი­სი სახლ-კარი. სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში მი­წევს სი­ა­რუ­ლი და და­მუ­შა­ვე­ბულ მი­წას რომ ვხე­დავ, მი­ხა­რია.

მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ, სამი სა­ა­თით მა­ინც ჩა­ვი­დე სო­ფელ­ში. ზა­ფხულ­ში არ მე­ცა­ლა და არც ვგეგ­მავ­დი, მა­გა­ლი­თად, ეზოს გა­თიბ­ვას, მაგ­რამ წა­მოზ­რდი­ლი ბა­ლა­ხი რომ და­ვი­ნა­ხე, ცელი ავი­ღე... მუ­შა­ო­ბა­ში მივ­ხვდი, რომ პა­პას ზო­მა­ზე იყო და­ყე­ნე­ბუ­ლი, წა­ვე­დი და ძრა­ვი­ა­ნი სა­თი­ბი ვი­ყი­დე, რი­თაც 2000 კვმ ეზო მთლი­ა­ნად გავ­თი­ბე. ეს ჩემი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, რომ ეზო მო­უვ­ლე­ლი არ იყოს. ამა­ვე დროს არის თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბაც.

- რა მოჰ­ყავ­და თქვენს ოჯახს ამ ფარ­თობ­ზე?

- ყვე­ლა­ნა­ი­რი ბოსტნე­უ­ლი, ბა­ღჩე­უ­ლი, ხილი... ძა­ლი­ან მინ­და პა­ტა­რა სახ­ლიც ჩავ­დგა, მინ­და, იქ სი­ცო­ცხლე სულ იყოს. ეს ჩემი მე­გობ­რე­ბის­თვის ერ­თგვა­რი გა­მოწ­ვე­ვაა, ჩა­მო­ვიდ­ნენ და თუნ­დაც ჩემს სო­ფელ­ში მიწა იყი­დონ, ან სახ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით მათ, ვინც დე­და­ქა­ლაქ­ში კორ­პუს­ში ცხოვ­რობს.

- ახა­ლი წელი რო­გო­რია სო­ფელ­ში?

- ახა­ლი წელი უკე­თე­სია სო­ფელ­ში, ვიდ­რე სხვა­გან. 31-ში, ღა­მის კონ­ცერ­ტის შემ­დეგ, რა დრო­საც უნდა მოვ­რჩე, ვცდი­ლობ სო­ფელ­ში წა­ვი­დე. შარ­შან პაპა მარ­ტო პირ­ვე­ლად ხვდე­ბო­და ახალ წელს. ვერ ვის­ვე­ნებ­დი და მას­თან წა­ვე­დი. ბებო ყვე­ლა­ფერს გემ­რი­ე­ლად აკე­თებ­და. ჩვენს დიდ აი­ვან­ზე რამ­დე­ნი­მე წყე­ბად იყო გაბ­მუ­ლი ჩურ­ჩხე­ლე­ბი. ერთხელ ერ­თმეტ­რი­ა­ნი ჩურ­ჩხე­ლე­ბი მო­ვინ­დო­მეთ და ისიც გაგ­ვი­კე­თა. მისი ცი­ვად მო­ხარ­შუ­ლი ქა­თა­მი სა­ოც­რე­ბა იყო. ვიხ­სე­ნებ და მე­ნატ­რე­ბა. გული მწყდე­ბა, რომ ახა­ლი წელი მის გა­რე­შე უნდა მო­ვი­დეს.

- მეკვლე­ო­ბის ტრა­დი­ცი­ას რო­გორ გა­იხ­სე­ნებ?

- სო­ფელ­ში კარგ მეკვლედ ვით­ვლე­ბო­დი, ამი­ტომ ყვე­ლა მე­პა­ტი­ჟე­ბო­და, თან ყვე­ლას­თან სიმ­ღე­რით შევ­დი­ო­დი...

- რას უსურ­ვებ­დი და ურ­ჩევ­დი მკი­თხველს?

- ვურ­ჩევ­დი, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ ადა­მი­ა­ნო­ბა. ეს ჩემ­თვის იმ გულ­წრფელ ურ­თი­ერ­თო­ბებს უდ­რის, რო­გო­რიც სოფ­ლებ­შია შე­მორ­ჩე­ნი­ლი. გა­უფრ­თხილ­დნენ სო­ფელს, არ მი­ა­ტო­ვონ, ეძე­ბონ გა­მო­სა­ვა­ლი, გან­ვი­თარ­დნენ... დღეს ძა­ლი­ან იო­ლია, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი რჩე­ვა მი­ვი­ღოთ ნე­ბის­მი­ერ დარ­გში, მით უფრო - სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში. ბო­ლოს და ბო­ლოს, ინ­ტერ­ნე­ტი გა­მო­ვი­ყე­ნოთ. ერ­თმა­ნეთ­საც გა­ვუც­ვა­ლოთ ინ­ფორ­მა­ცია და განვვი­თარ­დეთ, გა­ვი­ზი­ა­როთ სხვა ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბაც.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სტატუს ქუო
7

გიორგი,კარგი კაცი ხარ,რომ მარტოპაპა და სოფელი არ გავიწყდება.

ქართლელი
1

კარგი ადამიანი ხარ.დიდხანს გიმყოფოს პაპა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თემურ ჭყონია აქციაზე დაკავებულებზე - ეს არის ჯიბრი, რომ სახელმწიფო უფრო ძლიერია, ვიდრე მოქალაქე და ამას რად უნდა დამტკიცება?
ავტორი:

"პაპა მარტო ხვდებოდა ახალ წელს, ვერ ვისვენებდი და კონცერტის მერე მასთან წავედი" - გიორგი სუხიტაშვილი მშობლიურ კარალეთსა და ბებო-პაპაზე

"პაპა მარტო ხვდებოდა ახალ წელს, ვერ ვისვენებდი და კონცერტის მერე მასთან წავედი" - გიორგი სუხიტაშვილი მშობლიურ კარალეთსა და ბებო-პაპაზე

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი თავის სოფელზე უზომოდ შეყვარებული ადამიანია. მიუხედავად იმისა, რომ დატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვს, ხშირად უწევს გასტროლებზე სიარული ქვეყნის სხვადასხვა კუთხეშიც და უცხოეთშიც, ამას ემატება რეპეტიციები, ჩაწერა, კონცერტები - სოფელს არასდროს ივიწყებს.

გიორგი სუხიტაშვილი: "სოფელი ჩემთვის საინტერესო, სასიამოვნო წლები, ტკბილი მოგონებები და სითბოა. 90-იანი წლები არ იყო დალხენილი, მაგრამ ბავშვი უფროსებივით არ განიცდის სიძნელეებს. მშობლებიც ცდილობენ, პატარას სილაღე არ დაეკარგოს. ამიტომ ჩემი კარალეთი ჩემთვის ტკბილი და თბილი მოგონებების ერთგვარი "საწყობია". ის ტიპური ქართლის სოფელია, არაერთ ისტორიულ ნარკვევში მოხსენიებული. ნიკა ანთიძისგან (კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი) პირობა მივიღე, რომ არქეოლოგიური სამუშაოები კარალეთში ერთ წელიწადში დაიწყება. გამიხარდება, თუ ამ გათხრებს კონკრეტული შედეგი მოჰყვება", - გვეუბნება გიორგი.

- ქართლში ნოყიერი მიწაა და რაც უნდა "ჩააგდო", ყველაფერი ხარობს. საბჭოთა კავშირის დროს ჩვენი ხილი ჩრდილოეთში გადიოდა. აქედან მოსახლეობას სარგებელი ჰქონდა. მაშინ რუსეთი ასე მტრულად არ იყო განწყობილი... როცა ქართლის მოსახლეობა იმ წარსულს მისტირის და ამბობს, რომ გზა რუსეთისკენ უნდა გაიხსნასო, უნდა იცოდეს, რომ დღეს ეს სახიფათოა.

- ბებოს, რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა, ხშირად დიდი სიყვარულით იხსენებ, პაპას კი, რომელიც კარალეთში მარტო დარჩა, მუდმივად აკითხავ და მას "მარტოპაპა" შეარქვი... რა გასწავლეს ამ ადამიანებმა?

- ადამიანობის სწავლა არის ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი... უნდა შეგვეძლოს, დავრჩეთ ადამიანებად და ყველაზე მთავარი ადამიანად დარჩენაში სწორედ საყვარელ პაპა-ბებოზე ზრუნვაა. სოფელიც იმიტომ მიყვარს, რომ ამ ადამიანებთან ასოცირდება. ბავშვობა მათთან ერთად გავატარე, მათ მასწავლეს თითქმის ყველაფერი - სოფლის სიყვარული, ბაღის, შინაური ცხოველების მოვლა, ადამიანებთან ურთიერთობა.

სოფელი ძალიან გულწრფელია, ის ბრძენიცაა. რა დროც უნდა გავიდეს და როგორც უნდა მოვხუცდე, სულ ყურში მექნება თინა ბაბოს ხმა, მისი ნამღერი და ფეხის ხმაც კი. პაპაჩემს "მარტოპაპა" იმიტომ შევარქვი, რომ მარტოა...

მეუბნებიან, სოფელში რომ დადიხარ და ამის დასტურად ფოტოებს დებ, იქ მართლა მუშაობო? ბაღი გავსხალი, ეზოში ბალახი გავთიბე... ამას იმიტომ არ ვაკეთებ, რომ კარგი ტიპი ვარ...სოფელში ჩემზე მეტად მშრომელი ხალხი ცხოვრობს და მაგათ ვენაცვალე, ვინც იქაურობა არ მიატოვა, წვალობს, რომ თავი შეინახოს, არ გამოკეტოს თავისი სახლ-კარი. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მიწევს სიარული და დამუშავებულ მიწას რომ ვხედავ, მიხარია.

მაქსიმალურად ვცდილობ, სამი საათით მაინც ჩავიდე სოფელში. ზაფხულში არ მეცალა და არც ვგეგმავდი, მაგალითად, ეზოს გათიბვას, მაგრამ წამოზრდილი ბალახი რომ დავინახე, ცელი ავიღე... მუშაობაში მივხვდი, რომ პაპას ზომაზე იყო დაყენებული, წავედი და ძრავიანი სათიბი ვიყიდე, რითაც 2000 კვმ ეზო მთლიანად გავთიბე. ეს ჩემი პასუხისმგებლობაა, რომ ეზო მოუვლელი არ იყოს. ამავე დროს არის თავდაჯერებულობაც.

- რა მოჰყავდა თქვენს ოჯახს ამ ფართობზე?

- ყველანაირი ბოსტნეული, ბაღჩეული, ხილი... ძალიან მინდა პატარა სახლიც ჩავდგა, მინდა, იქ სიცოცხლე სულ იყოს. ეს ჩემი მეგობრებისთვის ერთგვარი გამოწვევაა, ჩამოვიდნენ და თუნდაც ჩემს სოფელში მიწა იყიდონ, ან სახლი, განსაკუთრებით მათ, ვინც დედაქალაქში კორპუსში ცხოვრობს.

- ახალი წელი როგორია სოფელში?

- ახალი წელი უკეთესია სოფელში, ვიდრე სხვაგან. 31-ში, ღამის კონცერტის შემდეგ, რა დროსაც უნდა მოვრჩე, ვცდილობ სოფელში წავიდე. შარშან პაპა მარტო პირველად ხვდებოდა ახალ წელს. ვერ ვისვენებდი და მასთან წავედი. ბებო ყველაფერს გემრიელად აკეთებდა. ჩვენს დიდ აივანზე რამდენიმე წყებად იყო გაბმული ჩურჩხელები. ერთხელ ერთმეტრიანი ჩურჩხელები მოვინდომეთ და ისიც გაგვიკეთა. მისი ცივად მოხარშული ქათამი საოცრება იყო. ვიხსენებ და მენატრება. გული მწყდება, რომ ახალი წელი მის გარეშე უნდა მოვიდეს.

- მეკვლეობის ტრადიციას როგორ გაიხსენებ?

- სოფელში კარგ მეკვლედ ვითვლებოდი, ამიტომ ყველა მეპატიჟებოდა, თან ყველასთან სიმღერით შევდიოდი...

- რას უსურვებდი და ურჩევდი მკითხველს?

- ვურჩევდი, რომ მაქსიმალურად შეინარჩუნონ ადამიანობა. ეს ჩემთვის იმ გულწრფელ ურთიერთობებს უდრის, როგორიც სოფლებშია შემორჩენილი. გაუფრთხილდნენ სოფელს, არ მიატოვონ, ეძებონ გამოსავალი, განვითარდნენ... დღეს ძალიან იოლია, კვალიფიციური რჩევა მივიღოთ ნებისმიერ დარგში, მით უფრო - სოფლის მეურნეობაში. ბოლოს და ბოლოს, ინტერნეტი გამოვიყენოთ. ერთმანეთსაც გავუცვალოთ ინფორმაცია და განვვითარდეთ, გავიზიაროთ სხვა ქვეყნების გამოცდილებაც.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 31 ადამიანი გარდაიცვალა - რამდენი მძიმე პაციენტია ქვეყანაში და რამდენი ადამიანი იმყოფება ხელოვნურ სუნთქვაზე

417 ახალი ინფიცირებული და 2 469 გამოჯანმრთელებული - როგორია ბოლო დღე-ღამის მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით

შეზღუდვები, რომლებიც დღეიდან 15 იანვრის ჩათვლით კვლავ ამოქმედდა