საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2020 წლიდან ავტომანქანები გაიაფდება? - ქართველ ავტოდილერებს სომხეთის ბაზარი ეხურებათ
2020 წლიდან ავტომანქანები გაიაფდება? - ქართველ ავტოდილერებს სომხეთის ბაზარი ეხურებათ

მო­მა­ვა­ლი წლი­დან სა­ქარ­თვე­ლო­დან სომ­ხეთ­ში ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის რე­ექ­სპორ­ტი, შე­საძ­ლოა, სა­ერ­თოდ შე­წყდეს.

მი­ზე­ზი სომ­ხე­თის ევ­რა­ზი­ულ სა­ბა­ჟო კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბაა, სა­დაც წევ­რი ქვეყ­ნე­ბის­თვის გან­ბა­ჟე­ბის ერ­თობ­ლი­ვი ტა­რი­ფი მოქ­მე­დებს და იქ, მე­სა­მე ქვეყ­ნებ­თან სა­ქონ­ლით ვაჭ­რო­ბის დროს და­მა­ტე­ბით, საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბია და­წე­სე­ბუ­ლი.

დღეს სომ­ხეთ­ში მოქ­მე­დებს ერ­თი­ა­ნი 10%-იანი გა­და­სა­ხა­დი მე­სა­მე ქვეყ­ნე­ბი­დან შე­მო­სულ ავ­ტო­მან­ქა­ნებ­ზე (ევ­რა­ზი­უ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი კავ­ში­რი­სა და დსთ-ის ქვეყ­ნე­ბის გარ­და). თუმ­ცა, 2020 წლი­დან სომ­ხე­თი ევ­რა­ზი­უ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი კავ­ში­რის ტა­რი­ფებ­ზე გა­და­ვა, რაც ნიშ­ნავს, რომ გან­ბა­ჟე­ბის გა­და­სა­ხა­დი გა­ნი­სა­ზღვრე­ბა მან­ქა­ნის წლო­ვა­ნე­ბი­სა და ძრა­ვის სიმ­ძლავ­რის მი­ხედ­ვით.

ასე­ვე, გა­და­სა­ხა­დი და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა იმა­ზე, თუ ვის შე­მოჰ­ყავს ქვე­ყა­ნა­ში ავ­ტო­მო­ბი­ლი - კერ­ძო პირს სა­კუ­თა­რი მოხ­მა­რე­ბის­თვის, თუ ავ­ტო­დი­ლერს გა­სა­ყი­დად. ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში გა­და­სა­ხა­დი რამ­დენ­ჯერ­მე მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე ახლა.

ევ­რა­ზი­ის ეკო­ნო­მი­კუ­რი კავ­ში­რი - ეკო­ნო­მი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა, რო­მე­ლიც რუ­სე­თის ეგი­დით მოქ­მე­დებს და სომ­ხეთს, ბე­ლო­რუსს, ყა­ზა­ხეთ­სა და ყირ­გი­ზეთს მო­ი­ცავს. ორ­გა­ნი­ზა­ცია თა­ვის წევ­რე­ბის­თვის მუ­შა­ხე­ლის, სა­ქონ­ლის, მომ­სა­ხუ­რე­ბი­სა და კა­პი­ტა­ლის გა­და­ად­გი­ლე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

2015 წლი­დან სომ­ხე­თი ევ­რა­ზი­ის ეკო­ნო­მი­კურ კავ­შირს შე­უ­ერ­თდა და ავ­ტო­მა­ტუ­რად ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­ბა­ჟო კავ­ში­რის წევ­რი გახ­და. იმა­ვე 2015 წელს გა­და­წყდა ევ­რა­ზი­ის ეკო­ნო­მი­კუ­რი კავ­ში­რის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში სა­ბა­ჟო გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­თა­ნაბ­რე­ბა. ამ პრო­ცე­სის სა­ბო­ლოო მი­ზა­ნი სა­ერ­თო ბაზ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა უნდა გახ­დეს. სომ­ხეთ­ში სა­ბა­ჟო გა­და­სა­ხა­დე­ბის გაზ­რდა გა­და­ი­დო 2020 წლამ­დე, ანუ ზო­გი­ერ­თი სა­ქონ­ლის­თვის გა­მო­ნაკ­ლი­სი და­უშ­ვეს.

ივა­რა­უ­დე­ბო­და, რომ 2020 წლამ­დე სომ­ხე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცვლი­ლე­ბებ­თან ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის ადაპ­ტი­რე­ბას შეძ­ლებ­და.

შე­სა­ბა­მი­სად, 2020 წლი­დან ახა­ლი რეგ­ლა­მენ­ტი სრუ­ლად ამოქ­მედ­დე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, თუ მან­ქა­ნა პი­რა­დი მოხ­მა­რე­ბის­თვის ჩა­მოჰ­ყავს მო­ქა­ლა­ქეს, 3 წლამ­დე წლო­ვა­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­და­სა­ხა­დი მან­ქა­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი - თუკი მან­ქა­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბა არ აჭარ­ბებს 8500 ევ­როს, გან­ბა­ჟე­ბის ფასი ღი­რე­ბუ­ლე­ბის 54% იქ­ნე­ბა. ასე­ვე, ძრა­ვის მო­ცუ­ლო­ბის თი­თო­ე­ულ კუ­ბურ სან­ტი­მეტრზე- 2,5 ევრო.

8500-16700 ევ­როს ღი­რე­ბუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მყიდ­ველს 48%-ის გა­დახ­და მო­უ­წევს, ძრა­ვის თი­თო­ე­ულ კუ­ბურ სმ-ზე კი- არა­ნაკ­ლებ 3,5 ევრო. ავ­ტო­მო­ბი­ლის 16 700 - 42 300 ღი­რე­ბუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ასე­ვე 48%-ს გა­და­იხ­დი­ან, თუმ­ცა, 5,5 ევ­როს ძრა­ვის კუ­ბურ სან­ტი­მეტრზე.

და ბო­ლოს, პრე­მი­უმ კლა­სის მან­ქა­ნე­ბის­თვის და­წეს­და ღი­რე­ბუ­ლე­ბის 48% და კუ­ბურ სან­ტი­მეტრზე 20 ევრო.

სა­ბა­ჟო გა­და­სა­ხა­დე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით გა­იზ­რდე­ბა ძვე­ლი მან­ქა­ნე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც ად­გი­ლობ­რი­ვი ავ­ტო­დი­ლე­რე­ბი ახლა ია­ფად ყი­დუ­ლო­ბენ და ქვე­ყა­ნა­ში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით შე­აქვთ, რათა შემ­დეგ შე­ა­კე­თონ და ამით მო­გე­ბა ნა­ხონ წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
serj
19

რა პრობლემაა მერე, ჩვენც გავერთიანდეთ ევრაზიის კავშირში.

reali
0

რამდენად გაიაფდება ესა საქმე... მე 80 ლარამდე მაქ და თუ ამ ფასში ვიყიდი კაია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

2020 წლიდან ავტომანქანები გაიაფდება? - ქართველ ავტოდილერებს სომხეთის ბაზარი ეხურებათ

2020 წლიდან ავტომანქანები გაიაფდება? - ქართველ ავტოდილერებს სომხეთის ბაზარი ეხურებათ

მომავალი წლიდან საქართველოდან სომხეთში ავტომანქანების რეექსპორტი, შესაძლოა, საერთოდ შეწყდეს.

მიზეზი სომხეთის ევრაზიულ საბაჟო კავშირში გაწევრიანებაა, სადაც წევრი ქვეყნებისთვის განბაჟების ერთობლივი ტარიფი მოქმედებს და იქ, მესამე ქვეყნებთან საქონლით ვაჭრობის დროს დამატებით, საკმაოდ მაღალი გადასახადებია დაწესებული.

დღეს სომხეთში მოქმედებს ერთიანი 10%-იანი გადასახადი მესამე ქვეყნებიდან შემოსულ ავტომანქანებზე (ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა და დსთ-ის ქვეყნების გარდა). თუმცა, 2020 წლიდან სომხეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ტარიფებზე გადავა, რაც ნიშნავს, რომ განბაჟების გადასახადი განისაზღვრება მანქანის წლოვანებისა და ძრავის სიმძლავრის მიხედვით.

ასევე, გადასახადი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვის შემოჰყავს ქვეყანაში ავტომობილი - კერძო პირს საკუთარი მოხმარებისთვის, თუ ავტოდილერს გასაყიდად. ორივე შემთხვევაში გადასახადი რამდენჯერმე მაღალი იქნება, ვიდრე ახლა.

ევრაზიის ეკონომიკური კავშირი - ეკონომიკური ინტეგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც რუსეთის ეგიდით მოქმედებს და სომხეთს, ბელორუსს, ყაზახეთსა და ყირგიზეთს მოიცავს. ორგანიზაცია თავის წევრებისთვის მუშახელის, საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის გადაადგილების თავისუფლებას უზრუნველყოფს.

2015 წლიდან სომხეთი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს შეუერთდა და ავტომატურად ამ ორგანიზაციის საბაჟო კავშირის წევრი გახდა. იმავე 2015 წელს გადაწყდა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ყველა ქვეყანაში საბაჟო გადასახადების გათანაბრება. ამ პროცესის საბოლოო მიზანი საერთო ბაზრის ჩამოყალიბება უნდა გახდეს. სომხეთში საბაჟო გადასახადების გაზრდა გადაიდო 2020 წლამდე, ანუ ზოგიერთი საქონლისთვის გამონაკლისი დაუშვეს.

ივარაუდებოდა, რომ 2020 წლამდე სომხეთის ხელისუფლება ცვლილებებთან ქვეყნის ეკონომიკის ადაპტირებას შეძლებდა.

შესაბამისად, 2020 წლიდან ახალი რეგლამენტი სრულად ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც, თუ მანქანა პირადი მოხმარებისთვის ჩამოჰყავს მოქალაქეს, 3 წლამდე წლოვანების შემთხვევაში გადასახადი მანქანის ღირებულებაზე იქნება დამოკიდებული - თუკი მანქანის ღირებულება არ აჭარბებს 8500 ევროს, განბაჟების ფასი ღირებულების 54% იქნება. ასევე, ძრავის მოცულობის თითოეულ კუბურ სანტიმეტრზე- 2,5 ევრო.

8500-16700 ევროს ღირებულების შემთხვევაში მყიდველს 48%-ის გადახდა მოუწევს, ძრავის თითოეულ კუბურ სმ-ზე კი- არანაკლებ 3,5 ევრო. ავტომობილის 16 700 - 42 300 ღირებულების შემთხვევაში მოქალაქეები ასევე 48%-ს გადაიხდიან, თუმცა, 5,5 ევროს ძრავის კუბურ სანტიმეტრზე.

და ბოლოს, პრემიუმ კლასის მანქანებისთვის დაწესდა ღირებულების 48% და კუბურ სანტიმეტრზე 20 ევრო.

საბაჟო გადასახადები განსაკუთრებით გაიზრდება ძველი მანქანებისთვის, რომლებსაც ადგილობრივი ავტოდილერები ახლა იაფად ყიდულობენ და ქვეყანაში დიდი რაოდენობით შეაქვთ, რათა შემდეგ შეაკეთონ და ამით მოგება ნახონ წაიკითხეთ ვრცლად

იტალიაში ქურდობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქეები დააკავეს - პოლიციამ ჩხრეკისას მოპარული პროდუქცია ამოიღო

დედოფლისწყაროში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

დედოფლისწყაროში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე დაიწვა