ავტორი:

10 საჩუქარი, რომლის ჩუქებასაც უბედურება მოაქვს - ამ სიას გადახედეთ

10 საჩუქარი, რომლის ჩუქებასაც უბედურება მოაქვს - ამ სიას გადახედეთ

ყველას ბევრი გვიფიქრია იმაზე, თუ რა საჩუქარი შეიძლება გაუხარდეს ჩვენს საყვარელ ადამიანს, მაგრამ ალბათ ცოტა თუ დაფიქრებულა, რამდენად იქნება ესა თუ ის საჩუქარი მათთვის წარმატების მომტანი. ეზოთერიკები გვთავაზობენ იმ ნივთების ჩამონათვალს, რომლებიც უარყოფითი ენერგეტიკის მატარებელნი არიან და ეს ნეგატივი სწორედ ჩუქების პროცესში აქტიურდება. ასე რომ, სანამ საყვარელ ადამიანს საჩუქარს შეურჩევდეთ, ამ სიას გადახედეთ:

  • დანა, მაკრატელი და სხვა ბასრი ნივთი. ასეთ ნივთებში ძალიან ცუდი ენერგია ბუდობს და მათ წარუმატებლობა მოაქვთ იმ სახლის ყველა ბინადრისთვის, რომელშიც ასეთი საჩუქარი შედის.
  • საათი. ჩინეთში, მაგალითად სჯერათ, რომ ნაჩუქარი საათი ადამიანის სიკვდილის ათვლას იწყებს. გარდა ამისა, შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტური სიტუაციის შექმნა იმ ადამიანთან, ვისაც ვჩუქნით.
  • ჭურჭელი. მიიჩნევა, რომ ცარიელი ჭურჭლის ჩუქება საფრთხეს უქმნის მატერიალურ კეთილდღეობას, მაგრამ თუ მასში რაიმეს ჩავდებთ, მაგალითად, ფულის მონეტას, პირიქით იღბალს მოიზიდავს. წაიკითხეთ სრულად