Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
ლონდა თოლორაია -  "მწვანე სკოლამ" პოლიციას სათვალთვალო კამერებისა და არასრულწლოვანთა კომუნიკაციის ჩანაწერები გადასცა
ლონდა თოლორაია -  "მწვანე სკოლამ" პოლიციას სათვალთვალო კამერებისა და არასრულწლოვანთა კომუნიკაციის ჩანაწერები გადასცა

სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტორ­მა ლონ­და თო­ლო­რა­ი­ამ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე 15 წლის ლუკა სი­რა­ძის საქ­მის დე­ტა­ლებ­ზე ისა­უბ­რა. მან მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს გა­აც­ნო ამ დრომ­დე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად გა­მოკ­ვე­თი­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი.

"ვი­ნა­ი­დან საქ­მე ეხე­ბა არას­რულ­წლო­ვანს, ამავდრო­უ­ლად სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებს არა­ერ­თი არას­რულ­წლო­ვა­ნი, მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლით ვზო­მავ ყვე­ლა სი­ტყვას, რო­მელ­საც ამ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ვამ­ბობ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლა­ნი ვაც­ნო­ბი­ე­რებთ ამ საქ­მის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სენ­სი­ტი­ურ ხა­სი­ათს და ყვე­ლას გთხოვთ, რომ ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­უ­ბარს მო­ვე­კი­დოთ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლით. რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ამ საქ­მე­ზე სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურ­მა გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო 12 დე­კემ­ბერს, ჩვენ მოგ­ვმარ­თა საია-ს ად­ვო­კატ­მა, რო­მე­ლიც მი­უ­თი­თებ­და პო­ლი­ცი­ის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში 15 წლის არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­ვა­რა­უ­დო იძუ­ლე­ბის ფაქ­ტზე. გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო და­უ­ყოვ­ნებ­ლივ, 335-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, რაც გუ­ლის­ხმობს ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მის იძუ­ლე­ბას.

დღემ­დე ჩა­ტა­რე­ბუ­ლია 100-ზე მეტი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა ამ საქ­მე­ზე, და­ი­კი­თხა და ახ­ლაც მიმ­დი­ნა­რე­ობს ყვე­ლა იმ პი­რის გა­მო­კი­თხვა, რო­მელ­საც შე­იძ­ლე­ბა მი­ნი­მა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­აც კი ჰქონ­დეს საქ­მის ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ, ამო­ვი­ღეთ და და­ვათ­ვა­ლი­ე­რეთ არას­რულ­წლოვ­ნის პერ­სო­ნა­ლუ­რი კომ­პი­უ­ტე­რი, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი, შე­მა­ვა­ლი და გა­მა­ვა­ლი ზა­რე­ბის დე­ტა­ლუ­რი ნუს­ხა, და­ვათ­ვა­ლი­ე­რეთ შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი, ასე­ვე ყვე­ლა ად­გი­ლი, რო­მე­ლიც გა­მო­ძი­ე­ბის­თვის შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო სა­ინ­ტე­რე­სო, ჩა­ვა­ტა­რეთ სხვა­დას­ხვა ტი­პის და ამ­ჟა­მა­დაც და­ნიშ­ნუ­ლია სხვა­დას­ხვა ტი­პის ექ­სპერ­ტი­ზე­ბი და დღემ­დე გრძელ­დე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო პრო­ცე­სი რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რია. გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით იმი­სა რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მგრძნო­ბი­ა­რეა ეს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე, ამ საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლია ფსი­ქო­ლო­გი, რო­მე­ლიც აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა­ში, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღე­ბენ არას­რულ­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბი, იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას", - გა­ნა­ცხა­და თო­ლო­რა­ი­ამ.

მისი თქმით, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით და ამ ეტაპ­ზე მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით, 15 წლის მო­ზარ­დმა, რო­მელ­მაც თვით­მკვლე­ლო­ბა პო­ლი­ცი­ა­ში გა­მო­კი­თხვის შემ­დეგ სცა­და, პო­ლი­ცი­ის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ექ­ვსსა­ათ­ნა­ხე­ვა­რი დაჰ­ყო.

" 2019 წლის 10 დე­კემ­ბერს, დი­ლით, "მწვა­ნე სკო­ლის" ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ სკო­ლის გარე და შიდა პე­რი­მეტ­რი იყო მო­ხა­ტუ­ლი და გა­კე­თე­ბუ­ლი იყო შე­სა­ბა­მი­სი წარ­წე­რე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბის ჩამ­დე­ნი პი­რის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის მიზ­ნით სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ და­ათ­ვა­ლი­ე­რა სკო­ლის პე­რი­მეტრზე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი სათ­ვალ­თვა­ლო ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბი. ასე­ვე, ქმე­დე­ბის ჩამ­დე­ნი პი­რის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის მიზ­ნით, და­ი­წყო ბავ­შვე­ბის გა­მო­კი­თხვა ჯგუ­ფუ­რად, ასე­ვე ბავ­შვე­ბის­თვის ამ აუ­დიო-ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რებ­ზე აღ­ბეჭ­დი­ლი სუ­რა­თის წარ­დგე­ნა, მას­ზე აღ­ბეჭ­დი­ლი ჩამ­დე­ნი პი­რის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის მიზ­ნით და პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში, გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი იქნა პო­ლი­ცია, ვი­ნა­ი­დან ჩა­ით­ვა­ლა, რომ მიღ­წე­უ­ლი ზი­ა­ნი იძ­ლე­ო­და პო­ლი­ცი­ის­თვის შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას.

პო­ლი­ცი­ის მის­ვლამ­დე ბავ­შვებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია აქვს სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას, მათი მის­ვლის შემ­დგომ სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ პო­ლი­ცი­ას გა­დას­ცა სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის მიერ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი ყო­ველ­გვა­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლის გა­რე­შე, ასე­ვე, პო­ლი­ცი­ის ხელ­ში მოხ­ვდა არას­რულ­წლო­ვან­თა კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ამ­სახ­ვე­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დგომ პო­ლი­ცი­ა­ში შე­დის ოფი­ცი­ა­ლუ­რად შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე იწყე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა უკვე დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის სამ­მარ­თვე­ლოს პირ­ველ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, სა­დაც აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა იწყე­ბა 187-ე მუხ­ლით - ნივ­თის გან­ზრახ და­ზი­ა­ნე­ბა, და აღ­ნიშ­ნუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე გა­მო­სა­ძი­ებ­ლად ეწე­რე­ბა გა­მომ­ძი­ე­ბელ მ.ჩ.-ს.

ამა­ვე დღეს აღ­ნიშ­ნულ­მა გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა და­ი­წყო საქ­მე­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, მათ შო­რის და­ი­წყო პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მოწ­მე­თა და­ბა­რე­ბა, რო­მელ­თა შო­რის იყო 15 წლის ლ.ს. პო­ლი­ცი­ის მხრი­დან ამ არას­რულ­წლოვ­ნის გა­მო­ძა­ხე­ბა მოხ­და მშობ­ლის მეშ­ვე­ო­ბით და მშო­ბელ­თან ერ­თად ლ.ს. პო­ლი­ცი­ის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­მო­ცხად­და 17:00 სა­ათ­ზე. არას­რულ­წლო­ვან­თან გა­სა­უბ­რე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და­ახ­ლო­ე­ბით ექ­ვსსა­ათ­ნა­ხე­ვა­რი და ის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და ღა­მის თორ­მე­ტის ნა­ხევ­რამ­დე ნა­ხევ­რამ­დე, ანუ მისი გა­მო­კი­თხვის და მას­თან გა­სა­უბ­რე­ბის პრო­ცე­სი გრძელ­დე­ბო­და ხან­გრძლი­ვი ვა­დით და მათ შო­რის ღა­მის სა­ა­თებ­ში. ვი­ნა­ი­დან პო­ლი­ცი­ა­ში არ არ­სე­ბობს არას­რულ­წლოვ­ნე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ოთა­ხე­ბი, არას­რულ­წლოვ­ნის გა­მო­კი­თხვა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და პო­ლი­ცი­ა­ში ერ­თი­ან სივ­რცე­ში, სა­დაც ასე­ვე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ პო­ლი­ცი­ის სხვა თა­ნამ­შრომ­ლე­ბი.

ჩვე­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა მ.ჩ.-მ არას­რულ­წლო­ვან ლ.ს.-ს უთხრა, რომ და­ნა­შა­უ­ლის არა­ღი­ა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მის ძმას, რო­მე­ლიც სწავ­ლობ­და სამ­ხედ­რო აკა­დე­მი­ა­ში, შე­ექ­მნე­ბო­და გარ­კვე­უ­ლი სა­ხის პრობ­ლე­მე­ბი, თუ იგი და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რებ­და. ასე­ვე გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა არა­ა­რულ­წლო­ვანს, 15 წლის ლ.ს.-ს და­უ­პი­რის­პი­რა ამა­ვე პე­რი­ოდ­ში პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში და­ბა­რე­ბუ­ლი სხვა მოწ­მე­ე­ბი, რო­მელ­თა შო­რის იყო რო­გორც სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ასე­ვე სხვა არას­რულ­წლოვ­ნე­ბი. იმის გამო, რომ გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა არ იმოქ­მე­და არას­რულ­წლო­ვან­თა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, იმ კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად, რომ­ლი­თაც დღეს რე­გუ­ლირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში არას­რულ­წლო­ვან­თა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბით, რო­მე­ლიც გან­სა­ზღვრავს პრინ­ცი­პებს, რაც უნდა იყოს და­ცუ­ლი პო­ლი­ცი­ის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო, არას­რულ­წლოცვნებ­მა, რო­მე­ლიც იმ დღეს იქ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და რო­მელ­თა შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და, გა­ნი­ცა­დეს ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ემო­ცი­უ­რი სტრე­სი", - გა­ნა­ცხა­და თო­ლო­რა­ი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, შეკ­რე­ბი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, 2019 წლის 17 დე­კემ­ბერს, 15:00 სა­ათ­ზე, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო დე­პარ­ტა­მენ­ტში გა­მო­კი­თხვა­ზე გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი იქნა გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი მ.ჩ., რომ­ლის და­კი­თხვის შემ­დგომ მი­ღე­ბუ­ლი იქნა მისი და­კა­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

"სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ მ.ჩ.-ს წა­რედ­გი­ნა ბრალ­დე­ბა სსკ-ს 335-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, ორი ეპი­ზო­დით და ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბის სა­კი­თხი", - აღ­ნიშ­ნა ლონ­და თო­ლო­რა­ი­ამ.

ავტორი:

ლონდა თოლორაია -  "მწვანე სკოლამ" პოლიციას სათვალთვალო კამერებისა და არასრულწლოვანთა კომუნიკაციის ჩანაწერები გადასცა

ლონდა თოლორაია -  "მწვანე სკოლამ" პოლიციას სათვალთვალო კამერებისა და არასრულწლოვანთა კომუნიკაციის ჩანაწერები გადასცა

სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ პრესკონფერენციაზე 15 წლის ლუკა სირაძის საქმის დეტალებზე ისაუბრა. მან მედიის წარმომადგენლებს გააცნო ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოკვეთილი გარემოებები.

"ვინაიდან საქმე ეხება არასრულწლოვანს, ამავდროულად საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში მონაწილეობას იღებს არაერთი არასრულწლოვანი, მე განსაკუთრებული სიფრთხილით ვზომავ ყველა სიტყვას, რომელსაც ამ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ვამბობ. დარწმუნებული ვარ, ყველანი ვაცნობიერებთ ამ საქმის განსაკუთრებულად სენსიტიურ ხასიათს და ყველას გთხოვთ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით საუბარს მოვეკიდოთ განსაკუთრებული სიფრთხილით. როგორც მოგეხსენებათ, ამ საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო 12 დეკემბერს, ჩვენ მოგვმართა საია-ს ადვოკატმა, რომელიც მიუთითებდა პოლიციის დაწესებულებაში 15 წლის არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული სავარაუდო იძულების ფაქტზე. გამოძიება დაიწყო დაუყოვნებლივ, 335-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ჩვენების მიცემის იძულებას.

დღემდე ჩატარებულია 100-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება ამ საქმეზე, დაიკითხა და ახლაც მიმდინარეობს ყველა იმ პირის გამოკითხვა, რომელსაც შეიძლება მინიმალური ინფორმაციაც კი ჰქონდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, ამოვიღეთ და დავათვალიერეთ არასრულწლოვნის პერსონალური კომპიუტერი, მობილური ტელეფონი, შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხა, დავათვალიერეთ შემთხვევის ადგილი, ასევე ყველა ადგილი, რომელიც გამოძიებისთვის შეიძლება ყოფილიყო საინტერესო, ჩავატარეთ სხვადასხვა ტიპის და ამჟამადაც დანიშნულია სხვადასხვა ტიპის ექსპერტიზები და დღემდე გრძელდება საგამოძიებო პროცესი რომელიც აქტიურია. გათვალისწინებით იმისა რომ განსაკუთრებულად მგრძნობიარეა ეს სისხლის სამართლის საქმე, ამ საქმეში ჩართულია ფსიქოლოგი, რომელიც აბსოლუტურად ყველა საგამოძიებო მოქმედებაში, რომელშიც მონაწილეობას იღებენ არასრულწლოვანი ბავშვები, იღებს მონაწილეობას", - განაცხადა თოლორაიამ.

მისი თქმით, ჩატარებული გამოძიებით და ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით, 15 წლის მოზარდმა, რომელმაც თვითმკვლელობა პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ სცადა, პოლიციის დაწესებულებაში ექვსსაათნახევარი დაჰყო.

" 2019 წლის 10 დეკემბერს, დილით, "მწვანე სკოლის" ადმინისტრაციამ აღმოაჩინა, რომ სკოლის გარე და შიდა პერიმეტრი იყო მოხატული და გაკეთებული იყო შესაბამისი წარწერები. აღნიშნული ქმედების ჩამდენი პირის იდენტიფიცირების მიზნით სკოლის ადმინისტრაციამ დაათვალიერა სკოლის პერიმეტრზე დამონტაჟებული სათვალთვალო ვიდეოკამერები. ასევე, ქმედების ჩამდენი პირის იდენტიფიცირების მიზნით, დაიწყო ბავშვების გამოკითხვა ჯგუფურად, ასევე ბავშვებისთვის ამ აუდიო-ვიდეოჩანაწერებზე აღბეჭდილი სურათის წარდგენა, მასზე აღბეჭდილი ჩამდენი პირის იდენტიფიცირების მიზნით და პარალელურ რეჟიმში, გამოძახებული იქნა პოლიცია, ვინაიდან ჩაითვალა, რომ მიღწეული ზიანი იძლეოდა პოლიციისთვის შეტყობინების საჭიროებას.

პოლიციის მისვლამდე ბავშვებთან კომუნიკაცია აქვს სკოლის ადმინისტრაციას, მათი მისვლის შემდგომ სკოლის ადმინისტრაციამ პოლიციას გადასცა სათვალთვალო კამერების მიერ დაფიქსირებული ჩანაწერები ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ასევე, პოლიციის ხელში მოხვდა არასრულწლოვანთა კომუნიკაციის ამსახველი ჩანაწერები. აღნიშნულის შემდგომ პოლიციაში შედის ოფიციალურად შეტყობინება, რომლის საფუძველზე იწყება გამოძიება უკვე დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, სადაც აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება იწყება 187-ე მუხლით - ნივთის განზრახ დაზიანება, და აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად ეწერება გამომძიებელ მ.ჩ.-ს.

ამავე დღეს აღნიშნულმა გამომძიებელმა დაიწყო საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, მათ შორის დაიწყო პოლიციის განყოფილებაში მოწმეთა დაბარება, რომელთა შორის იყო 15 წლის ლ.ს. პოლიციის მხრიდან ამ არასრულწლოვნის გამოძახება მოხდა მშობლის მეშვეობით და მშობელთან ერთად ლ.ს. პოლიციის დაწესებულებაში გამოცხადდა 17:00 საათზე. არასრულწლოვანთან გასაუბრება მიმდინარეობდა დაახლოებით ექვსსაათნახევარი და ის დაწესებულებაში იმყოფებოდა ღამის თორმეტის ნახევრამდე ნახევრამდე, ანუ მისი გამოკითხვის და მასთან გასაუბრების პროცესი გრძელდებოდა ხანგრძლივი ვადით და მათ შორის ღამის საათებში. ვინაიდან პოლიციაში არ არსებობს არასრულწლოვნებისთვის განკუთვნილი სპეციალური ოთახები, არასრულწლოვნის გამოკითხვა მიმდინარეობდა პოლიციაში ერთიან სივრცეში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ პოლიციის სხვა თანამშრომლები.

ჩვენების საფუძველზე გამომძიებელმა მ.ჩ.-მ არასრულწლოვან ლ.ს.-ს უთხრა, რომ დანაშაულის არაღიარების შემთხვევაში მის ძმას, რომელიც სწავლობდა სამხედრო აკადემიაში, შეექმნებოდა გარკვეული სახის პრობლემები, თუ იგი დანაშაულს არ აღიარებდა. ასევე გამომძიებელმა არაარულწლოვანს, 15 წლის ლ.ს.-ს დაუპირისპირა ამავე პერიოდში პოლიციის განყოფილებაში დაბარებული სხვა მოწმეები, რომელთა შორის იყო როგორც სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ასევე სხვა არასრულწლოვნები. იმის გამო, რომ გამომძიებელმა არ იმოქმედა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ინტერესების შესაბამისად, იმ კანონმდებლობის შესაბამისად, რომლითაც დღეს რეგულირდება საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებით, რომელიც განსაზღვრავს პრინციპებს, რაც უნდა იყოს დაცული პოლიციის დაწესებულებაში, აღნიშნულის გამო, არასრულწლოცვნებმა, რომელიც იმ დღეს იქ იმყოფებოდნენ და რომელთა შორის დაპირისპირება მოხდა, განიცადეს ძალიან ძლიერი ემოციური სტრესი", - განაცხადა თოლორაიამ.

მისივე თქმით, შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, 2019 წლის 17 დეკემბერს, 15:00 საათზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში გამოკითხვაზე გამოძახებული იქნა გამომძიებელი მ.ჩ., რომლის დაკითხვის შემდგომ მიღებული იქნა მისი დაკავების გადაწყვეტილება.

"საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ მ.ჩ.-ს წარედგინა ბრალდება სსკ-ს 335-ე მუხლის პირველი ნაწილით, ორი ეპიზოდით და ამჟამად მიმდინარეობს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი", - აღნიშნა ლონდა თოლორაიამ.

ცოტნე გამსახურდია დაჭრეს

"ჩოლოიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა" - დაცვის მხარე სასამართლო სხდომის საავადმყოფოში ჩატარების შუამდგომლობას დააყენებს

"მკლავჭიდელია... კონფლიქტი არავისთან ჰქონია" - ვინ არის ბათუმში დაჭრილი პატრული და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა