Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველაფერი სისულელეა, ამ დიდი ტრაგედიის ფონზე..." - 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებას "ფეისბუქზე" ეხმაურებიან
"ყველაფერი სისულელეა, ამ დიდი ტრაგედიის ფონზე..." - 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებას "ფეისბუქზე" ეხმაურებიან

15 წლის ლუკა სი­რა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეძ­რა. მო­ზარ­დი, რო­მელ­მაც პო­ლი­ცი­ა­ში და­კი­თხვის შემ­დეგ თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და, რამ­დე­ნი­მე დღე ებ­რძო­და სიკ­ვდილს, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ, მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, შსს-სთან აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი შე­იკ­რიბ­ნენ. მათ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის სა­ვალ ნა­წილ­ზე წარ­წე­რე­ბი ე.წ. "პუ­ლი­ვი­ზა­ტო­რე­ბით" და­წე­რეს: "ამ ცხოვ­რე­ბის დე­დაც!", "ამ სის­ტე­მის დე­დაც", "ამ რე­ჟი­მის დე­დაც!", "ნუ მომ­კლავ", არ მომ­კლა", "აბა და­მი­ჭი­რე თუ შე­გიძ­ლია" , "სის­ტე­მა კლავს" და ა.შ.

"ფე­ის­ბუქ­ზე" ეხ­მა­უ­რე­ბი­ან მო­ზარ­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქტს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი:

გია მურ­ღუ­ლია, პე­და­გო­გი, თბი­ლი­სის 24-ე სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი:

"რო­დე­საც 15 წლის ბიჭი თავს იკ­ლავს, სა­კუ­თარ თავს კი­თხვა უნდა და­ვუს­ვათ - რო­გორ ვცხოვ­რობთ ჩვენ?

რა­ტომ არ ეში­ნი­ათ (მათ­თვის მხო­ლოდ ამ სი­ტყვას აქვს რე­ა­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა) გა­რეწ­რებს, ადა­მი­ა­ნებს არა­ა­და­მი­ა­ნუ­რად მო­ექ­ცნენ?

რა­ტომ ეგუ­ე­ბა მუდ­მი­ვად ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ფი­ზი­კურ თუ სუ­ლი­ერ ძა­ლა­დო­ბას და სწრა­ფად­ვე რა­ტომ ივი­წყებს მის მსხვერ­პლს?!

რა­ტომ გვე­ად­ვი­ლე­ბა ასე სხვა­თა ტრა­გე­დია?

ის სი­ცო­ცხლით სავ­სე იყო. არ უნ­დო­და სიკ­ვდი­ლი. სურ­და მე­გობ­რო­ბა, სურ­და სიყ­ვა­რუ­ლი, სურ­და გა­მარ­ჯვე­ბე­ბი, სურ­და ბედ­ნი­ე­რე­ბა. ამის სა­ნაც­ვლოდ მან სი­ძულ­ვი­ლი და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ქარ­თუ­ლი "სულ ერ­თია" მი­ი­ღო.

მაგ­რამ ეს ხომ არ არის სა­ქარ­თვე­ლო?! სად წა­ვი­და ჩვე­ნი მშვე­ნი­ე­რი ქვე­ყა­ნა - თა­ნად­გო­მი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე და ძლი­ე­რი? ის ხომ ისევ აქ არის?! ჩვენ ყვე­ლა­ნი ხომ ისევ აქ ვართ?! განა ჩვენ და­ვიმ­სა­ხუ­რეთ, რომ ამ­დე­ნი ტრა­გე­დია ერ­თად დაგ­ვა­ტყდა თავს? ეს კი­თხვა ძა­ლი­ან ხმა­მაღ­ლა უნდა და­ვუს­ვათ ერ­თმა­ნეთ­საც და სა­კუ­თარ თავ­საც.

განა უბ­რა­ლოდ საღი აზრი არ გვი­ბიძ­გებს, რომ რა­ღაც შევ­ცვა­ლოთ? გო­ნი­ე­რე­ბა თუ არა, სიფრ­თხი­ლე სად გაქ­რა?

ამ ღი­მი­ლი­ა­ნი ბი­ჭის სრუ­ლი­ად ალო­გი­კურ­მა და და­მან­გრე­ველ­მა სიკ­ვდილ­მა უამ­რა­ვი კი­თხვა და­ბა­და. ჩვე­ნი ვა­ლია, მათ ვუ­პა­სუ­ხოთ.

ახლა უნდა ავირ­ჩი­ოთ: ისე მო­ვიქ­ცეთ, რო­გორც ღირ­სე­უ­ლი ხალ­ხი და სა­ხელ­მწი­ფო იქ­ცე­ვა და პრინ­ცი­პუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ვი­ღოთ (სა­მარ­თლის, სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ორ­გა­ნი­ზე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც), ან უბ­რა­ლოდ გა­ვაგ­რძე­ლოთ უზ­რუნ­ვე­ლი ცხოვ­რე­ბა მომ­დევ­ნო ტრა­გე­დი­ამ­დე.

მე­ო­რე ცუდი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა.

ასე ძა­ლი­ან გა­ვუ­ში­ნა­ურ­დე­ბით სიკ­ვდილს - სხე­უ­ლი­საც და სუ­ლი­საც. აქე­დან კი ძა­ლი­ან ახ­ლოს არის ის წერ­ტი­ლი, რომ­ლის შემ­დე­გაც უკან ვე­ღარ ბრუნ­დე­ბი­ან".

ანა აბა­ში­ძე, უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი:

"ადა­მი­ა­ნე­ბი თუ ხართ ყვე­ლა გა­დად­გე­ბით და აღა­რას­დროს დაბ­რუნ­დე­ბით ამ სის­ტე­მა­ში! მაგ­რამ ვიცი რომ არ იზამთ ამას, არც ეს საქ­მე იქ­ნე­ბა გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი და თქვე­ნი მყრა­ლი სუნი მო­ი­ცავს მთელ ქვე­ყა­ნას! იყა­ვით ახლა და იმარ­თლეთ თავი. ყვე­ლა დღე უყუ­რეთ სარ­კე­ში ბავ­შვის სის­ხლის­მსმელ თქვენ სა­ხე­ებს!"

სა­ლო­მე ასა­თი­ა­ნი, ჟურ­ნა­ლის­ტი:

"სა­პო­ლი­ციო სა­დიზმს და სი­სას­ტი­კეს ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბი არ შეც­ვლი­ან. იმი­ტომ, რომ მათი ძა­ლა­უფ­ლე­ბა ზუს­ტად ამ სა­დიზ­მზე დგას და სხვა არა­ფერ­ზე.

სა­ხელ­მწი­ფოს რეპ­რე­სი­ულ აპა­რა­ტებ­ზე - პო­ლი­ცი­ე­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც 15 წლის აღელ­ვე­ბულ თი­ნე­ი­ჯერს და­ა­კა­ჩა­ვე­ბენ და თავს მო­აკ­ვლე­ვი­ნე­ბენ, რომ­ლე­ბიც 22 წლის დე­მურ სტუ­რუ­ას მან­ქა­ნა­ში გა­ლა­ხა­ვენ და თავს მო­აკ­ვლე­ვი­ნე­ბენ, სპეც­რაზმზე, რო­მე­ლიც საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე გა­მო­სუ­ლებს თვა­ლებს დაგ­ვთხრის და საჩ­ვე­ნე­ბელ სა­დამ­სჯე­ლო ოპე­რა­ცი­ებს მოგ­ვი­წყობს.

სის­ტე­მა­ზე, რო­მე­ლიც ყო­ველ­დღე, ყო­ველ წამს, ახ­ლაც, როცა ჩვე­ნი ფე­ის­ბუ­კის "ბუშ­ტი" ლუკა სი­რა­ძის ტრა­გე­დი­ით აფეთ­ქდა, დიდი ალ­ბა­თო­ბით ასო­ბით და ათა­სო­ბით ადა­მი­ანს ატე­რო­რებს და აში­ნებს - თბი­ლი­სის გა­რე­უბ­ნებ­ში, რე­გი­ო­ნებ­ში, იქ, სა­დაც გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა და უძა­ლო­ბა სუ­ფევს.

ესაა ის ძირ­მომ­პა­ლი და მან­კი­ე­რი სა­ძირ­კვე­ლი, რო­მელ­საც მთე­ლი ჩვე­ნი მან­კი­ე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მა ეფუძ­ნე­ბა. და სა­ნამ პრობ­ლე­მის ფესვს მკა­ფი­ოდ არ და­ვი­ნა­ხავთ და რა­ღაც ფუნ­და­მენ­ტურს არ მო­ვი­მოქ­მე­დებთ, არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა. ბო­ლოს და ბო­ლოს სე­რი­ო­ზუ­ლად უნდა მოვ­კი­თხოთ "სის­ტე­მას", რა უნდა და რა­ტომ სრესს ასე და­უნ­დობ­ლად და­უც­ველ ადა­მი­ა­ნებს. ამა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ამა­ზე მთა­ვა­რი მარ­თლა არა­ფე­რია სხვა".

მე­რაბ მეტ­რე­ვე­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი:

"მინ­და "ოც­ნე­ბის" ყვე­ლა დე­პუ­ტატ­მა, წევ­რმა და მხარ­დამ­ჭერ­მა იცო­დეს, რომ 15 წლის ლუკა სი­რა­ძის სიკ­ვდი­ლი მათ სინ­დის­ზე­ცაა. თქვენ­მა მამა-მარ­ჩე­ნალ­მა უც­ვლე­ლად გად­მო­ი­ბა­რა მკვლე­ლი სის­ტე­მა, თა­ვი­სი ჯა­ლა­თი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბით, ჯა­ლა­თი პრო­კუ­რო­რე­ბით, ჯა­ლა­თი მო­სა­მარ­თლე­ე­ბით და თქვენ ამა­ზე ხმა არ ამო­ი­ღეთ, უფრო მე­ტიც, მხა­რი და­უ­ჭი­რეთ, გა­აპ­რა­ვეთ ეს ყვე­ლა­ფე­რი. რამ­დე­ნი­მე თქვენ­მა წევ­რმა სწო­რედ ამის გამო და­ტო­ვა "ოც­ნე­ბა" ( ზოგ­მა ადრე, ზოგ­მა გვი­ან), თქვენ კი ბო­ლომ­დე დარ­ჩით და დღემ­დე აპ­რა­ვებთ ამას, ამი­ტომ ამ ბავ­შვის სიკ­ვდილ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლე­ბი თქვენც ხართ!"

ჯანა ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, ფსი­ქო­ლო­გი:

"დიდი უბე­დუ­რე­ბა მოხ­და. გარ­და­იც­ვა­ლა 15 წლის ლუკა სი­რა­ძე. ეს ყვე­ლა ჩვენ­თა­გა­ნის სირ­ცხვი­ლი და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ვინც საკ­მა­რი­სად ვერ გა­ვაპ­რო­ტეს­ტეთ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დარ­ბე­ვა და თვა­ლე­ბის და­თხრა ძა­ლო­ვა­ნე­ბის მხრი­დან.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, ვინც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დარ­ბე­ვის, და ბევ­რი სხვა მსგავ­სი საქ­მე, ხო­რა­ვას ქუ­ჩის ტრა­გე­დი­ით და­წყე­ბუ­ლი მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის მკლვლე­ლო­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ჩა­ფარ­ცხა და დამრბე­ვე­ბი და­ა­წი­ნა­უ­რა. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის, ვინც პო­ლი­ცია ისე და­გე­შა რომ 15 წლის ბიჭს ან­ტიჰუ­მა­ნუ­რად მო­ე­პყრო.

სკო­ლი­სა, რო­მელ­მაც ბი­ჭის პრობ­ლე­მა ვერ და­ი­ნა­ხა და არ სცა­და დახ­მა­რე­ბო­და. ოჯა­ხის, ვინც იგი ვერ და­იც­ვა".

მა­ნა­ნა თოქ­მა­ჯიშ­ვი­ლი, თბი­ლი­სის მე­რი­ის მე­დი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი:

"ვიდ­რე ჩვენ ვიბ­რძვით არ­სე­ბო­ბის­თვის, ვჩხუ­ბობთ ათა­სი უაზ­რო­ბის გამო, ვცდი­ლობთ ზი­ზღით და სი­ძულ­ვი­ლით სავ­სე სამ­ყა­რო­ში მყა­რი ად­გი­ლი მო­ვი­პო­ვოთ, ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა გვრჩე­ბა ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი-შვი­ლე­ბი, რომ­ლე­ბის­თვის დრო არას­დროს გვაქვს, არ ვი­ცით რა ტკი­ვათ, რა აწუ­ხებთ. ყვე­ლა­ფე­რი სი­სუ­ლე­ლეა ამ დიდი ტრა­გე­დი­ის ფონ­ზე..."

დაჩი გრძე­ლიშ­ვი­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი:

"აქ­ცი­ი­დან აქ­ცი­ამ­დე; პო­ლი­ცი­ი­დან - სა­სა­მარ­თლომ­დე; საკ­რე­ბუ­ლო­დან - მავ­თულხლარ­თე­ბამ­დე; პარ­ლა­მენ­ტი­დან-კან­ცე­ლა­რი­ამ­დე... ისე­თი გან­ცდა მაქვს რომ ადა­მი­ა­ნე­ბი მხო­ლოდ გა­რეთ, ქუ­ჩა­ში დარ­ჩნენ - სხვა­გან ყველ­გან ცხო­ვე­ლე­ბი არი­ან გა­მაგ­რე­ბუ­ლი - უსულ­გუ­ლო, გულღრძო და თავ­ხე­დი ცხო­ვე­ლე­ბი... ამ ცხოვ­რე­ბის დე­დაც!"

უჩა ნა­ნუ­აშ­ვი­ლი, ყო­ფი­ლი სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი:

"სის­ტე­მა უნდა და­ინ­გრეს! სის­ტე­მა, რო­მე­ლიც კლავს, ძა­ლა­დო­ბა კლავს! გულ­გრი­ლო­ბაც! ბავ­შვი არაა პრი­ო­რი­ტე­ტი! ესაა ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის კუ­თხით არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­ჯა­მე­ბა. პ. ს. თა­ნაგ­რძნო­ბა გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს და ახ­ლობ­ლებს. კმა­რა!"

ლე­ვან ჯო­ბა­ვა, ჟურ­ნა­ლის­ტი:

"აქ შე­მო­ხედ­ვის სულ მე­ში­ნო­და, სულ მე­ში­ნო­და რომ ეს ამ­ბა­ვი ასე დას­რულ­დე­ბო­და! ეს ტრა­გე­დი­აა, რო­მე­ლიც გაც­ლის ძა­ლას, ფე­რებს, სურ­ვი­ლებს! ახლა ყვე­ლა ვგლო­ვობთ ამ ბი­ჭის ამ­ბავს! ახლა ყვე­ლას გვტკი­ვა! ყვე­ლა თა­ვი­სე­ბუ­რად გა­მოვ­ხა­ტავთ ამ ტკი­ვილს! სამ­წუ­ხა­როა, მაგ­რამ გა­ივ­ლის ერთი კვი­რა ან 10 დღე და "ყვე­ლას" ნაც­ვლად დარ­ჩე­ბა "ცოტა"!

ცოტა ვინ­მე თუ იგ­ლო­ვებს და ცოტა ვინ­მეს თუ გა­ახ­სენ­დე­ბა ეს ტრა­გე­დია! სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბა შთან­თქავს ამ ტრა­გე­დი­ას და მო­მა­ვალ წელს ამ დროს ფბ - მე­მო­რი გა­ახ­სე­ნებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას თუ რა "ძლი­ე­რია" ადა­მი­ა­ნი და რო­გორ ეგუ­ე­ბა ყვე­ლა­ფერს.

ვცდე­ბი? კარ­გია თუ ვცდე­ბი, ე.ი ვვი­თარ­დე­ბით რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბა!

სა­ზო­გა­დო­ე­ბის სიძ­ლი­ე­რი იმით იზო­მე­ბა ჩემ­თვის , თუ რისი დათ­მო­ბა შე­უძ­ლია ადა­მი­ანს მე­ო­რე ადა­მი­ა­ნის­თვის!

მე ამ ბი­ჭის წი­ნა­შე თავს დამ­ნა­შა­ვედ ვთვლი! პე­ტი­ცი­ე­ბის წერა, სტა­ტუ­სე­ბის წერა "მარ­ტი­ვი" გა­მო­სა­ვა­ლია! ლან­ძღვა/გი­ნე­ბა და აგ­რე­სი­უ­ლი გა­მოს­ვლე­ბი უა­რე­სი მა­გა­ლი­თია ლუ­კას თა­ნა­ტო­ლე­ბის­თვის!

მე არ ვი­ზე­ი­მებ ახალ წელს! არც სახ­ლს მოვ­რთავ! არც სა­ა­ხალ­წლო სუფ­რას გავ­შლი! არც ვინ­მეს მო­გი­ლო­ცავთ და თქვენც ნუ შე­წუხ­დე­ბით! სულ მზად ვი­ყა­ვი და მზად ვარ მო­ვუს­მი­ნო, ვე­მე­გობ­რო და მხარ­ში და­ვუდ­გე მო­ზარ­დებს! ბო­დი­ში ლუკა, მეტი არა­ფე­რი შე­მიძ­ლია!"

არ­ჩილ გამ­ზარ­დია, ექ­სპერ­ტი:

"თა­ვის დრო­ზე, რომ არ "ეპ­რა­ვე­ბი­ნა" გულ­შე­მატ­კი­ვარს "ნუ­ლო­ვა­ნი ტო­ლე­რან­ტო­ბის" იდეა, რომ არ ემარ­თლე­ბი­ნა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა გა­დაც­დო­მა­ში, სი­სას­ტი­კე­ში, ზუს­ტად რომ და­ერ­ქვა სა­ხე­ლი ყვე­ლაფ­რის­თვის და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­ე­წია თა­ვი­სი­ვე რჩე­უ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის...

ეს წლე­ბი, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ჯი­ნა­ზე, ყვე­ლა­ფერ­ში კვე­რი რომ არ ეკრა გულ­შე­მატ­კი­ვარს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სათ­ვის", პა­სუ­ხი მო­ე­თხო­ვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის უამ­რა­ვი უსა­მარ­თლო­ბის გამო, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლო­ბი­სას სის­ტე­მი­სას და­ხო­ცი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გამო...

პარ­ტი­ულ გულ­შე­მატ­კივ­რო­ბა­სა თუ მტრო­ბა­ზე მე­ტად, მარ­თლაც რომ გვა­დარ­დებ­დეს ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და ერ­თმა­ნე­თის სი­ცო­ცხლე გვა­ღელ­ვებ­დეს...

ალ­ბათ დღემ­დე მუდ­მი­ვად სას­ტი­კი სის­ტე­მე­ბით არ მო­ვი­დო­დით, ჯერ ადრე და მერე შემ­დეგ სწო­რედ ეს სი­ფხიზ­ლე და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა შე­არ­ბი­ლებ­და სის­ტე­მას.

ახლა, რამ­დე­ნის ცრემ­ლია ნი­ან­გის ცრემ­ლი­ვით... თა­ვის­თვის სა­სურ­ველს რომ უმარ­თლებს სი­სას­ტი­კეს და თა­ვის­თვის არა­სა­სურ­ველს - უმტყუ­ნებს მხო­ლოდ.

სა­ნამ ჩვე­ნი შვი­ლე­ბის სი­ცო­ცხლე პო­ლი­ტი­კა­ზე ძვირ­ფა­სი არ გახ­დე­ბა და სა­ნამ უსა­მარ­თლოდ შე­ეც­დე­ბა ბევ­რი თა­ვი­ან­თი ბე­ლა­დის გა­მარ­თლე­ბას, მა­ნამ­დე ეს სი­სას­ტი­კე სის­ტე­მის მუდ­მი­ვად იქ­ნე­ბა, მხო­ლოდ პერ­სო­ნა­ლი­ე­ბი შეც­ვლი­ან ერ­თმა­ნეთს"

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
lado
86

საშინელება და ტრაგედიაა რაც მოხდა მარა უფრო დიდი საშინელებები და ტრაგედიები წინ გვაქვს

lia
178

20 ივნისი შერჩა გახარიას. ლუკას სიკვდილიც შერჩებათ უდიპლომო თადუმაძეებს. კიდევ ბევრი შერჩებათ. 

ავტორი:

"ყველაფერი სისულელეა, ამ დიდი ტრაგედიის ფონზე..." - 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებას "ფეისბუქზე" ეხმაურებიან

"ყველაფერი სისულელეა, ამ დიდი ტრაგედიის ფონზე..." - 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებას "ფეისბუქზე" ეხმაურებიან

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებამ საზოგადოება შეძრა. მოზარდი, რომელმაც პოლიციაში დაკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, რამდენიმე დღე ებრძოდა სიკვდილს, თუმცა სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ფაქტთან დაკავშირებით, შსს-სთან აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ. მათ ავტომობილების სავალ ნაწილზე წარწერები ე.წ. "პულივიზატორებით" დაწერეს: "ამ ცხოვრების დედაც!", "ამ სისტემის დედაც", "ამ რეჟიმის დედაც!", "ნუ მომკლავ", არ მომკლა", "აბა დამიჭირე თუ შეგიძლია" , "სისტემა კლავს" და ა.შ.

"ფეისბუქზე" ეხმაურებიან მოზარდის გარდაცვალების ფაქტს ინტერნეტმომხმარებლები:

გია მურღულია, პედაგოგი, თბილისის 24-ე საჯარო სკოლის დირექტორი:

"როდესაც 15 წლის ბიჭი თავს იკლავს, საკუთარ თავს კითხვა უნდა დავუსვათ - როგორ ვცხოვრობთ ჩვენ?

რატომ არ ეშინიათ (მათთვის მხოლოდ ამ სიტყვას აქვს რეალური მნიშვნელობა) გარეწრებს, ადამიანებს არაადამიანურად მოექცნენ?

რატომ ეგუება მუდმივად ჩვენი საზოგადოება ფიზიკურ თუ სულიერ ძალადობას და სწრაფადვე რატომ ივიწყებს მის მსხვერპლს?!

რატომ გვეადვილება ასე სხვათა ტრაგედია?

ის სიცოცხლით სავსე იყო. არ უნდოდა სიკვდილი. სურდა მეგობრობა, სურდა სიყვარული, სურდა გამარჯვებები, სურდა ბედნიერება. ამის სანაცვლოდ მან სიძულვილი და ჩვეულებრივი ქართული "სულ ერთია" მიიღო.

მაგრამ ეს ხომ არ არის საქართველო?! სად წავიდა ჩვენი მშვენიერი ქვეყანა - თანადგომითა და სიყვარულით სავსე და ძლიერი? ის ხომ ისევ აქ არის?! ჩვენ ყველანი ხომ ისევ აქ ვართ?! განა ჩვენ დავიმსახურეთ, რომ ამდენი ტრაგედია ერთად დაგვატყდა თავს? ეს კითხვა ძალიან ხმამაღლა უნდა დავუსვათ ერთმანეთსაც და საკუთარ თავსაც.

განა უბრალოდ საღი აზრი არ გვიბიძგებს, რომ რაღაც შევცვალოთ? გონიერება თუ არა, სიფრთხილე სად გაქრა?

ამ ღიმილიანი ბიჭის სრულიად ალოგიკურმა და დამანგრეველმა სიკვდილმა უამრავი კითხვა დაბადა. ჩვენი ვალია, მათ ვუპასუხოთ.

ახლა უნდა ავირჩიოთ: ისე მოვიქცეთ, როგორც ღირსეული ხალხი და სახელმწიფო იქცევა და პრინციპული გადაწყვეტილებები მივიღოთ (სამართლის, სოციალური პასუხისმგებლობისა და განათლების სისტემის ორგანიზების მიმართულებითაც), ან უბრალოდ გავაგრძელოთ უზრუნველი ცხოვრება მომდევნო ტრაგედიამდე.

მეორე ცუდი გადაწყვეტილება იქნება.

ასე ძალიან გავუშინაურდებით სიკვდილს - სხეულისაც და სულისაც. აქედან კი ძალიან ახლოს არის ის წერტილი, რომლის შემდეგაც უკან ვეღარ ბრუნდებიან".

ანა აბაშიძე, უფლებადამცველი:

"ადამიანები თუ ხართ ყველა გადადგებით და აღარასდროს დაბრუნდებით ამ სისტემაში! მაგრამ ვიცი რომ არ იზამთ ამას, არც ეს საქმე იქნება გამოძიებული და თქვენი მყრალი სუნი მოიცავს მთელ ქვეყანას! იყავით ახლა და იმართლეთ თავი. ყველა დღე უყურეთ სარკეში ბავშვის სისხლისმსმელ თქვენ სახეებს!"

სალომე ასათიანი, ჟურნალისტი:

"საპოლიციო სადიზმს და სისასტიკეს ჩვენი ხელისუფლებები არ შეცვლიან. იმიტომ, რომ მათი ძალაუფლება ზუსტად ამ სადიზმზე დგას და სხვა არაფერზე.

სახელმწიფოს რეპრესიულ აპარატებზე - პოლიციელებზე, რომლებიც 15 წლის აღელვებულ თინეიჯერს დააკაჩავებენ და თავს მოაკვლევინებენ, რომლებიც 22 წლის დემურ სტურუას მანქანაში გალახავენ და თავს მოაკვლევინებენ, სპეცრაზმზე, რომელიც საპროტესტო აქციებზე გამოსულებს თვალებს დაგვთხრის და საჩვენებელ სადამსჯელო ოპერაციებს მოგვიწყობს.

სისტემაზე, რომელიც ყოველდღე, ყოველ წამს, ახლაც, როცა ჩვენი ფეისბუკის "ბუშტი" ლუკა სირაძის ტრაგედიით აფეთქდა, დიდი ალბათობით ასობით და ათასობით ადამიანს ატერორებს და აშინებს - თბილისის გარეუბნებში, რეგიონებში, იქ, სადაც განუკითხაობა და უძალობა სუფევს.

ესაა ის ძირმომპალი და მანკიერი საძირკველი, რომელსაც მთელი ჩვენი მანკიერი პოლიტიკური სისტემა ეფუძნება. და სანამ პრობლემის ფესვს მკაფიოდ არ დავინახავთ და რაღაც ფუნდამენტურს არ მოვიმოქმედებთ, არაფერი შეიცვლება. ბოლოს და ბოლოს სერიოზულად უნდა მოვკითხოთ "სისტემას", რა უნდა და რატომ სრესს ასე დაუნდობლად დაუცველ ადამიანებს. ამაზე მნიშვნელოვანი და ამაზე მთავარი მართლა არაფერია სხვა".

მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი:

"მინდა "ოცნების" ყველა დეპუტატმა, წევრმა და მხარდამჭერმა იცოდეს, რომ 15 წლის ლუკა სირაძის სიკვდილი მათ სინდისზეცაა. თქვენმა მამა-მარჩენალმა უცვლელად გადმოიბარა მკვლელი სისტემა, თავისი ჯალათი პოლიციელებით, ჯალათი პროკურორებით, ჯალათი მოსამართლეებით და თქვენ ამაზე ხმა არ ამოიღეთ, უფრო მეტიც, მხარი დაუჭირეთ, გააპრავეთ ეს ყველაფერი. რამდენიმე თქვენმა წევრმა სწორედ ამის გამო დატოვა "ოცნება" ( ზოგმა ადრე, ზოგმა გვიან), თქვენ კი ბოლომდე დარჩით და დღემდე აპრავებთ ამას, ამიტომ ამ ბავშვის სიკვდილზე პასუხისმგებლები თქვენც ხართ!"

ჯანა ჯავახიშვილი, ფსიქოლოგი:

"დიდი უბედურება მოხდა. გარდაიცვალა 15 წლის ლუკა სირაძე. ეს ყველა ჩვენთაგანის სირცხვილი და პასუხისმგებლობაა. საზოგადოების, ვინც საკმარისად ვერ გავაპროტესტეთ ჩვენი მოქალაქეების დარბევა და თვალების დათხრა ძალოვანების მხრიდან.

ხელისუფლების, ვინც მოქალაქეების დარბევის, და ბევრი სხვა მსგავსი საქმე, ხორავას ქუჩის ტრაგედიით დაწყებული მაჩალიკაშვილის მკლვლელობით დამთავრებული, ჩაფარცხა და დამრბევები დააწინაურა. ხელმძღვანელობის, ვინც პოლიცია ისე დაგეშა რომ 15 წლის ბიჭს ანტიჰუმანურად მოეპყრო.

სკოლისა, რომელმაც ბიჭის პრობლემა ვერ დაინახა და არ სცადა დახმარებოდა. ოჯახის, ვინც იგი ვერ დაიცვა".

მანანა თოქმაჯიშვილი, თბილისის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი:

"ვიდრე ჩვენ ვიბრძვით არსებობისთვის, ვჩხუბობთ ათასი უაზრობის გამო, ვცდილობთ ზიზღით და სიძულვილით სავსე სამყაროში მყარი ადგილი მოვიპოვოთ, ყურადღების მიღმა გვრჩება ყველაზე მთავარი-შვილები, რომლებისთვის დრო არასდროს გვაქვს, არ ვიცით რა ტკივათ, რა აწუხებთ. ყველაფერი სისულელეა ამ დიდი ტრაგედიის ფონზე..."

დაჩი გრძელიშვილი, ჟურნალისტი:

"აქციიდან აქციამდე; პოლიციიდან - სასამართლომდე; საკრებულოდან - მავთულხლართებამდე; პარლამენტიდან-კანცელარიამდე... ისეთი განცდა მაქვს რომ ადამიანები მხოლოდ გარეთ, ქუჩაში დარჩნენ - სხვაგან ყველგან ცხოველები არიან გამაგრებული - უსულგულო, გულღრძო და თავხედი ცხოველები... ამ ცხოვრების დედაც!"

უჩა ნანუაშვილი, ყოფილი სახალხო დამცველი:

"სისტემა უნდა დაინგრეს! სისტემა, რომელიც კლავს, ძალადობა კლავს! გულგრილობაც! ბავშვი არაა პრიორიტეტი! ესაა ბავშვთა უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შეჯამება. პ. ს. თანაგრძნობა გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს. კმარა!"

ლევან ჯობავა, ჟურნალისტი:

"აქ შემოხედვის სულ მეშინოდა, სულ მეშინოდა რომ ეს ამბავი ასე დასრულდებოდა! ეს ტრაგედიაა, რომელიც გაცლის ძალას, ფერებს, სურვილებს! ახლა ყველა ვგლოვობთ ამ ბიჭის ამბავს! ახლა ყველას გვტკივა! ყველა თავისებურად გამოვხატავთ ამ ტკივილს! სამწუხაროა, მაგრამ გაივლის ერთი კვირა ან 10 დღე და "ყველას" ნაცვლად დარჩება "ცოტა"!

ცოტა ვინმე თუ იგლოვებს და ცოტა ვინმეს თუ გაახსენდება ეს ტრაგედია! საახალწლო განწყობა შთანთქავს ამ ტრაგედიას და მომავალ წელს ამ დროს ფბ - მემორი გაახსენებს საზოგადოებას თუ რა "ძლიერია" ადამიანი და როგორ ეგუება ყველაფერს.

ვცდები? კარგია თუ ვცდები, ე.ი ვვითარდებით როგორც საზოგადოება!

საზოგადოების სიძლიერი იმით იზომება ჩემთვის , თუ რისი დათმობა შეუძლია ადამიანს მეორე ადამიანისთვის!

მე ამ ბიჭის წინაშე თავს დამნაშავედ ვთვლი! პეტიციების წერა, სტატუსების წერა "მარტივი" გამოსავალია! ლანძღვა/გინება და აგრესიული გამოსვლები უარესი მაგალითია ლუკას თანატოლებისთვის!

მე არ ვიზეიმებ ახალ წელს! არც სახლს მოვრთავ! არც საახალწლო სუფრას გავშლი! არც ვინმეს მოგილოცავთ და თქვენც ნუ შეწუხდებით! სულ მზად ვიყავი და მზად ვარ მოვუსმინო, ვემეგობრო და მხარში დავუდგე მოზარდებს! ბოდიში ლუკა, მეტი არაფერი შემიძლია!"

არჩილ გამზარდია, ექსპერტი:

"თავის დროზე, რომ არ "ეპრავებინა" გულშემატკივარს "ნულოვანი ტოლერანტობის" იდეა, რომ არ ემართლებინა წინა ხელისუფლება ყველა გადაცდომაში, სისასტიკეში, ზუსტად რომ დაერქვა სახელი ყველაფრისთვის და წინააღმდეგობა გაეწია თავისივე რჩეული ხელისუფლებისათვის...

ეს წლები, "ნაციონალების" ჯინაზე, ყველაფერში კვერი რომ არ ეკრა გულშემატკივარს "ქართული ოცნებისათვის", პასუხი მოეთხოვა ხელისუფლებისათვის უამრავი უსამართლობის გამო, "ქართული ოცნების" ხელისუფლობისას სისტემისას დახოცილი ადამიანების გამო...

პარტიულ გულშემატკივრობასა თუ მტრობაზე მეტად, მართლაც რომ გვადარდებდეს ჩვენი თანამოქალაქეები და ერთმანეთის სიცოცხლე გვაღელვებდეს...

ალბათ დღემდე მუდმივად სასტიკი სისტემებით არ მოვიდოდით, ჯერ ადრე და მერე შემდეგ სწორედ ეს სიფხიზლე და წინააღმდეგობა შეარბილებდა სისტემას.

ახლა, რამდენის ცრემლია ნიანგის ცრემლივით... თავისთვის სასურველს რომ უმართლებს სისასტიკეს და თავისთვის არასასურველს - უმტყუნებს მხოლოდ.

სანამ ჩვენი შვილების სიცოცხლე პოლიტიკაზე ძვირფასი არ გახდება და სანამ უსამართლოდ შეეცდება ბევრი თავიანთი ბელადის გამართლებას, მანამდე ეს სისასტიკე სისტემის მუდმივად იქნება, მხოლოდ პერსონალიები შეცვლიან ერთმანეთს"

"მოდი, ახლოს მომიჯექიო... უცბად ქამრიდან იღებს იარაღს, მიმიზნებს და ირონიულად იცინის..." - რას იხსენებს პოლიციაში დაკითხვის შესახებ ცნობილი მსახიობის შვილიშვილი

"მაპატიე შვილო..." - რას წერს “მწვა­ნე სკო­ლის” დი­რექ­ტორ­ი გარდაცვლილ მოზარდზე

"მშობლებო, გაგიკვირდათ? მე არ გამკვირვებია, იმიტომ რომ ყოველდღე მიწევს თქვენი აგრესიისგან თქვენივე შვილების დაცვა..."