საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რასაც ამბობს ბატონი ბიძინა, ყოველთვის სიმართლეა" - მთავრობის წევრები ივანიშვილს ხეების გადარგვისთვის აქებენ
"რასაც ამბობს ბატონი ბიძინა, ყოველთვის სიმართლეა" - მთავრობის წევრები ივანიშვილს ხეების გადარგვისთვის აქებენ

"ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის თქმით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა დენ­დრო­ლო­გი­ურ პარკში გა­დარ­გუ­ლი ხე­ე­ბი გა­და­შე­ნე­ბას გა­და­არ­ჩი­ნა. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ დენ­დრო­ლო­გი­უ­რი პარ­კის გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ ჟურ­ნალ "ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა დღეს შე­კი­თხვე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რამ­დე­ნი­მე წარ­მო­მად­გე­ნელს და­უს­ვეს.

ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის ნა­თია თურ­ნა­ვას გან­ცხა­დე­ბით, "რა თქმა უნდა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ეს ხე­ე­ბი გა­და­შე­ნე­ბას გა­და­არ­ჩი­ნა":

"უნი­კა­ლურ პარკს აკე­თებს. ზო­გა­დად, ბევ­რი ხე არის მო­უვ­ლე­ლი. კეთ­დე­ბა ძა­ლი­ან კარ­გი რამ, რო­მე­ლიც ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა," - გა­ნა­ცხა­და თურ­ნა­ვამ.

თბი­ლი­სის მე­რის, კახა კა­ლა­ძის თქმით კი, დენ­დრო­ლო­გი­უ­რი პარ­კი "ძა­ლი­ან მა­გა­რი გა­მო­დის":

"ხე­ე­ბი სა­დაც გა­და­ირ­გო, შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ძა­ლი­ან მა­გა­რი სივ­რცე კეთ­დე­ბა. სა­მუ­შა­ო­ე­ბის ნა­წი­ლი დას­რუ­ლე­ბუ­ლია. პარ­კი გა­დე­ცე­მა სა­ხელ­მწი­ფოს და იქ ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს ექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა შე­ვი­დეს, და­ის­ვე­ნოს. ძა­ლი­ან მა­გა­რი გა­მო­დის. უფრო მეტ­საც ვი­ტყო­დი, ქვე­ყა­ნა­ში ჩვენ ბევ­რი ასე­თი სივ­რცე გვჭირ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

ფოტო: გა­მო­ცე­მა "ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბა"

"რა­საც ამ­ბობს ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა, ყო­ველ­თვის სი­მარ­თლეა" - ამის შე­სა­ხებ ვიცე- პრე­მი­ერ­მა, რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა, მაია ცქი­ტიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვი­უს შე­ფა­სე­ბი­სას.

"ვიცი რა ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და მისი საქ­ველ­მოქ­მე­დო პრო­ექ­ტე­ბი, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ყვე­ლა მისი საქ­მე მი­მარ­თუ­ლია სო­ცი­ა­ლუ­რი ამო­ცა­ნის შეს­რუ­ლე­ბის­კენ.

რო­დე­საც ვსა­უბ­რობთ ხე­ე­ბის გა­დარ­გვის სა­კი­თხზე, ბევ­რი არა­კე­თილ­მო­სურ­ნე მავ­ნებ­ლურ და და­მან­გრე­ველ საქ­მი­ა­ნო­ბად წარ­მო­ჩე­ნას ცდი­ლობ­და, სი­ნამ­დვი­ლე­ში ამ ხე­ე­ბის გა­დარ­გვა იმის­თვის ხდე­ბო­და, რომ გუ­რი­ის რე­გი­ონს კი­დევ ერთი ღირ­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბა შე­მა­ტე­ბო­და - დენ­დრო­ლო­გი­უ­რი პარ­კი, რომ­ლის მსგავ­სიც სა­ქარ­თვე­ლო­ში არაა,“ - გა­ნა­ცხა­და ცქი­ტიშ­ვილ­მა.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გა­მო­ცე­მა „ვე­ლურ ბუ­ნე­ბას­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში დენ­დრო­ლო­გი­ურ პარ­კებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ისა­უბ­რა და გა­ნა­ცხა­და რომ, ეს ხე­ე­ბი გა­და­არ­ჩი­ნა, რად­გან უმე­ტე­სი მათ­გა­ნი უკვე გა­და­შე­ნე­ბის პი­რას იყო:

"ჩემ­თვის პი­რა­დად, ბუ­ნე­ბა არის ენერ­გი­ის უმ­თავ­რე­სი წყა­რო. სა­დაც არ ვცხოვ­რობ­დი, ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ­დი ქა­ლა­ქი­დან თავი და­მეღ­წია და ბუ­ნე­ბას­თან ახ­ლოს ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, რა­საც მეტ-ნაკ­ლე­ბად ვა­ხერ­ხებ­დი. ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ყვე­ლა ჩვენ­განს უნდა ჰქონ­დეს და ყო­ვე­ლი ამ პარ­კის შექ­მნი­თა და თა­ნად­გო­მით მე ზუს­ტად ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შექ­მნას ვცდი­ლობ.

გი­გან­ტუ­რი ხე­ე­ბის გა­და­ტა­ნას მრა­ვა­ლი ეპი­თე­ტი მო­უ­გო­ნეს, თუმ­ცა მინ­და გი­თხრათ, რომ მე ეს ხე­ე­ბი გა­და­ვარ­ჩი­ნე, რად­გან უმე­ტე­სი მათ­გა­ნი უკვე გა­და­შე­ნე­ბის პი­რას გახ­ლავთ.

შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ მე ასი ათა­სო­ბით ხე მაქვს დარ­გუ­ლი, შე­იძ­ლე­ბა ამას ჩემი ჰობი და­არ­ქვათ ან მო­თხოვ­ნი­ლე­ბა, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერ­ში ნე­გა­ტი­ვის და­ნახ­ვა და ხალ­ხის­თვის სიც­რუ­ის ტი­რა­ჟი­რე­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ში უნდა დას­რულ­დეს" - აღ­ნიშ­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა „ვე­ლურ ბუ­ნე­ბას­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზაალი
37

ბუნებასთან ასეთი მიდგომა მომწონს. ადრე მიშაც იბრძოდა ხეების გადასრჩენად (წყნეთში), ყოველ შემთხვევაში ასე ამბობდა და ამიტომაც ბევრმა მისცა ხმა, მაგრამ მერე ყცელაფერი გააფუჭა pensive .

ალექს
37

აქა ყველაზე დიდი გადასარგავი ხე კონსტიტუციაა და გახმა, ისე მოუთოხნეს მიშამ ,კობახიძემ,უსუფაშვილმა,დემეტრაშვილმა,ძაბირაძემ და შევარდნაძემ გულუასთან ერთად,ნათელაშვილი ბურჯანაძე კიდო ???!!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"რასაც ამბობს ბატონი ბიძინა, ყოველთვის სიმართლეა" - მთავრობის წევრები ივანიშვილს ხეების გადარგვისთვის აქებენ

"რასაც ამბობს ბატონი ბიძინა, ყოველთვის სიმართლეა" - მთავრობის წევრები ივანიშვილს ხეების გადარგვისთვის აქებენ

"ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ბიძინა ივანიშვილმა დენდროლოგიურ პარკში გადარგული ხეები გადაშენებას გადაარჩინა. ბიძინა ივანიშვილის მიერ დენდროლოგიური პარკის განაშენიანების შესახებ ჟურნალ "ველური ბუნებისთვის" მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებით, ჟურნალისტებმა დღეს შეკითხვები ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელს დაუსვეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, "რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილმა ეს ხეები გადაშენებას გადაარჩინა":

"უნიკალურ პარკს აკეთებს. ზოგადად, ბევრი ხე არის მოუვლელი. კეთდება ძალიან კარგი რამ, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება," - განაცხადა თურნავამ.

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით კი, დენდროლოგიური პარკი "ძალიან მაგარი გამოდის":

"ხეები სადაც გადაირგო, შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან მაგარი სივრცე კეთდება. სამუშაოების ნაწილი დასრულებულია. პარკი გადეცემა სახელმწიფოს და იქ ნებისმიერ ადამიანს ექნება შესაძლებლობა შევიდეს, დაისვენოს. ძალიან მაგარი გამოდის. უფრო მეტსაც ვიტყოდი, ქვეყანაში ჩვენ ბევრი ასეთი სივრცე გვჭირდება", - განაცხადა კალაძემ.

ფოტო: გამოცემა "ველური ბუნება"

"რასაც ამბობს ბატონი ბიძინა, ყოველთვის სიმართლეა" - ამის შესახებ ვიცე- პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა ივანიშვილის ინტერვიუს შეფასებისას.

"ვიცი რა ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება და მისი საქველმოქმედო პროექტები, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მისი საქმე მიმართულია სოციალური ამოცანის შესრულებისკენ.

როდესაც ვსაუბრობთ ხეების გადარგვის საკითხზე, ბევრი არაკეთილმოსურნე მავნებლურ და დამანგრეველ საქმიანობად წარმოჩენას ცდილობდა, სინამდვილეში ამ ხეების გადარგვა იმისთვის ხდებოდა, რომ გურიის რეგიონს კიდევ ერთი ღირშესანიშნაობა შემატებოდა - დენდროლოგიური პარკი, რომლის მსგავსიც საქართველოში არაა,“ - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა გამოცემა „ველურ ბუნებასთან“ ინტერვიუში დენდროლოგიურ პარკებთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა რომ, ეს ხეები გადაარჩინა, რადგან უმეტესი მათგანი უკვე გადაშენების პირას იყო:

"ჩემთვის პირადად, ბუნება არის ენერგიის უმთავრესი წყარო. სადაც არ ვცხოვრობდი, ყოველთვის ვცდილობდი ქალაქიდან თავი დამეღწია და ბუნებასთან ახლოს ვყოფილიყავი, რასაც მეტ-ნაკლებად ვახერხებდი. ამის შესაძლებლობა ყველა ჩვენგანს უნდა ჰქონდეს და ყოველი ამ პარკის შექმნითა და თანადგომით მე ზუსტად ამ შესაძლებლობების შექმნას ვცდილობ.

გიგანტური ხეების გადატანას მრავალი ეპითეტი მოუგონეს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მე ეს ხეები გადავარჩინე, რადგან უმეტესი მათგანი უკვე გადაშენების პირას გახლავთ.

შემიძლია გითხრათ, რომ მე ასი ათასობით ხე მაქვს დარგული, შეიძლება ამას ჩემი ჰობი დაარქვათ ან მოთხოვნილება, მაგრამ ყველაფერში ნეგატივის დანახვა და ხალხისთვის სიცრუის ტირაჟირება ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს" - აღნიშნა ივანიშვილმა „ველურ ბუნებასთან“ ინტერვიუში.

"...სხვა ინვესტორებიც საერთაშორისო სასამართლოში დავას დაიწყებენ" - როგორ განვითარდება მოვლენები ანაკლიის კონსორციუმის გარშემო

გიორგი გახარია - "წყალმომარაგების პრობლემა ბაკურიანსა და გუდაურში უნდა მოგვეგვარებინა, ეს არ უნდა მომხდარიყო"

"ბოდიში ყველა დამსვენებელს, ვისაც პრობლემები შეექმნა წყალმომარაგებასთან დაკავშირებით" - ცქიტიშვილის განმარტება გუდაურსა და ბაკურიანში უწყლობაზე