მსოფლიო
მოზაიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პურის დადებითი და უარყოფითი თვისებები
პურის დადებითი და უარყოფითი თვისებები

ხორ­ბლის პური მსოფ­ლიო მო­სახ­ლე­ო­ბის ძი­რი­თად საკ­ვებს წარ­მო­ად­გენს. იგი ბი­ო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით აუ­ცი­ლე­ბელ საკ­ვებ პრო­დუქ­ტებს მი­ე­კუთ­ვნე­ბა. პუ­რის მოხ­მა­რე­ბის დღი­უ­რი ნორ­მა ადა­მი­ან­ზე სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში 150-დან 500 გრა­მამ­დე მერ­ყე­ობს. პუ­რის სა­შუ­ა­ლე­ბით ადა­მი­ა­ნი ღე­ბუ­ლობს ნახ­შირ­წყლებს (40-52%), ცი­ლებს (5-9%), მი­ნე­რა­ლურ ნივ­თი­ე­რე­ბებს (კა­ლი­უ­მი, კალ­ცი­უ­მი, მაგ­ნი­უ­მი, ნატ­რი­უ­მი, ფოს­ფო­რი, რკი­ნა) და ვი­ტა­მი­ნებს. პური გან­სა­კუთ­რე­ბით მდი­და­რია B ჯგუ­ფის ვი­ტა­მი­ნე­ბით, რომ­ლე­ბიც ას­რუ­ლე­ბენ ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის რე­გუ­ლა­ტო­რე­ბის როლს და უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ სტრე­სი­სა­გან დაც­ვას. გარ­და ამი­სა, ხორ­ბლის პურ­ში შე­მა­ვა­ლი ცი­ლე­ბი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით შე­ი­ცა­ვენ გლუ­ტა­მი­ნის მჟა­ვას, რო­მე­ლიც აგ­რეთ­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ო­ბის­თვის, ასე­ვე სწავ­ლის უნა­რი­სა და მახ­სოვ­რო­ბის­თვის.

ნახ­შირ­წყლე­ბი­დან პური ძი­რი­თად სა­ხა­მე­ბელს და მცი­რე ოდე­ნო­ბით უჯრე­და­ნას შე­ი­ცავს. სა­ხა­მე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის ად­ვი­ლად შეთ­ვი­სე­ბა­დი ნივ­თი­ე­რე­ბაა. უჯრე­და­ნა კი პი­რი­ქით - ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მის მიერ არ შე­ით­ვი­სე­ბა, თუმ­ცა საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის ნორ­მა­ლუ­რად ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის­თვის ის მა­ინც აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

კერ­ძოდ, უჯრე­და­ნა:

• აძ­ლი­ე­რებს ნაწ­ლა­ვე­ბის პე­რეს­ტალ­ტი­კას;

• ხელს უშ­ლის ქო­ლეს­ტე­რი­ნის შე­წო­ვას;

• და­დე­ბით როლს თა­მა­შობს ნაწ­ლა­ვე­ბის მიკროფ­ლო­რის ნორ­მა­ლი­ზა­ცი­ა­ში, თრგუ­ნავს ლპო­ბის პრო­ცე­სებს;

• და­დე­ბით გავ­ლე­ნას ახ­დენს ლი­პი­დურ ცვლა­ზე, რომ­ლის დარ­ღვე­ვა­მაც შე­საძ­ლე­ბე­ლია სიმ­სუქ­ნემ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნოს;

• ბო­ჭავს ნაღ­ვლის მჟა­ვებს;

• ხელს უწყობს მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბის მიერ გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ტოქ­სი­ნე­ბი­სა და მძი­მე მე­ტა­ლე­ბის გა­მოყ­ვა­ნას ორ­გა­ნიზ­მი­დან.

რაც მა­ღა­ლია ფქვი­ლის ხა­რის­ხი, მით მე­ტია მას­ში სა­ხა­მებ­ლის შემ­ცვე­ლო­ბა და ნაკ­ლე­ბია უჯრე­და­ნას შემ­ცვე­ლო­ბა. მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ფქვი­ლის­გან გა­მომ­ცხვა­რი პური, რა თქმა უნდა უფრო ნოყი­ე­რია, მაგ­რამ უფრო და­ბა­ლი ბი­ო­ლო­გი­უ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა, რად­გან თით­ქმის არ შე­ი­ცავს ვი­ტა­მი­ნებ­სა და მი­ნე­რა­ლურ ნივ­თი­ე­რე­ბებს. თა­ნაც უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზმს უჯრე­და­ნაც სჭირ­დე­ბა: საკ­ვებ­ში უჯრე­და­ნას ან სხვა შე­უთ­ვი­სე­ბა­დი ნახ­შირ­წყლე­ბის ნაკ­ლებ­ლო­ბა კუჭ­ნაწ­ლა­ვის და გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას უწყობს ხელს და შე­საძ­ლოა სწორ­ნაწ­ლა­ვის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სის­მსივ­ნის მი­ზე­ზიც კი გახ­დეს.

ამი­ტომ, ქათ­ქა­თა თეთ­რი პური არც ისე­თი სა­სარ­გებ­ლოა ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მის­თვის, რო­გორც გვგო­ნია. გარ­და ხორ­ბლი­სა, პური ჭვა­ვის ფქვი­ლის­გა­ნაც ცხვე­ბა. გემ­რი­ელ პურს აცხო­ბენ აგ­რეთ­ვე ხორ­ბლი­სა და ჭვა­ვის ფქვი­ლის ნა­რე­ვის­გან. ჭვა­ვის პური ნაკ­ლე­ბად კა­ლო­რი­უ­ლია (100 გრა­მი ჭვა­ვის პუ­რის სა­შუ­ა­ლო ენერ­გე­ტი­კუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბაა 190 კკალ, ხორ­ბლის პუ­რი­სა კი - 233 კკალ) და დი­ე­ტურ კვე­ბა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. გარ­და ამი­სა, სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს დი­ე­ტო­ლო­გე­ბი გვირ­ჩე­ვენ მი­ვირ­თვათ ისე­თი და­მა­ტე­ბე­ბით დამ­ზა­დე­ბუ­ლი პური, რო­გო­რი­ცაა მა­გა­ლი­თად:

• ქა­ტოს და­მა­ტე­ბით დამ­ზა­დე­ბუ­ლი პური _ შეკ­რუ­ლო­ბის, სიმ­სუქ­ნი­სა და ჭარ­ბი წო­ნის დროს;

• ცი­ლე­ბის და­მა­ტე­ბით დამ­ზა­დე­ბუ­ლი პური, რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია დი­ა­ბე­ტი­კე­ბი­სათ­ვის;

• ლე­ცი­ტი­ნი­ა­ნი პური _ ათე­როსკლე­რო­ზის, ანე­მი­ის, ღვიძ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სა და სტრე­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი შე­დე­გე­ბის შემ­ცი­რე­ბი­სათ­ვის არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი;

• კვლი­ა­ვის და­მა­ტე­ბით დამ­ზა­დე­ბუ­ლი პური _ კარ­გია შე­ბე­რი­ლო­ბი­სა და მუ­ცელ­ში სიმ­ძი­მის დროს;

• იო­დის შემ­ცვე­ლი პური _ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლი­სა და გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სას;

ნინო ესა­კია - ექი­მი ენ­დოკ­რი­ნო­ლოგ-დი­ე­ტო­ლო­გი, მე­დი­ცი­ნის აკა­დე­მი­უ­რი დოქ­ტო­რი

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

პურის დადებითი და უარყოფითი თვისებები

პურის დადებითი და უარყოფითი თვისებები

ხორბლის პური მსოფლიო მოსახლეობის ძირითად საკვებს წარმოადგენს. იგი ბიოლოგიური თვალსაზრისით აუცილებელ საკვებ პროდუქტებს მიეკუთვნება. პურის მოხმარების დღიური ნორმა ადამიანზე სხვადასხვა ქვეყნებში 150-დან 500 გრამამდე მერყეობს. პურის საშუალებით ადამიანი ღებულობს ნახშირწყლებს (40-52%), ცილებს (5-9%), მინერალურ ნივთიერებებს (კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, ფოსფორი, რკინა) და ვიტამინებს. პური განსაკუთრებით მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, რომლებიც ასრულებენ ნერვული სისტემის რეგულატორების როლს და უზრუნველყოფენ სტრესისაგან დაცვას. გარდა ამისა, ხორბლის პურში შემავალი ცილები დიდი რაოდენობით შეიცავენ გლუტამინის მჟავას, რომელიც აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის გამართულად მუშაობისთვის, ასევე სწავლის უნარისა და მახსოვრობისთვის.

ნახშირწყლებიდან პური ძირითად სახამებელს და მცირე ოდენობით უჯრედანას შეიცავს. სახამებელი ადამიანისთვის ადვილად შეთვისებადი ნივთიერებაა. უჯრედანა კი პირიქით - ადამიანის ორგანიზმის მიერ არ შეითვისება, თუმცა საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის ის მაინც აუცილებელია.

კერძოდ, უჯრედანა:

• აძლიერებს ნაწლავების პერესტალტიკას;

• ხელს უშლის ქოლესტერინის შეწოვას;

• დადებით როლს თამაშობს ნაწლავების მიკროფლორის ნორმალიზაციაში, თრგუნავს ლპობის პროცესებს;

• დადებით გავლენას ახდენს ლიპიდურ ცვლაზე, რომლის დარღვევამაც შესაძლებელია სიმსუქნემდე მიგვიყვანოს;

• ბოჭავს ნაღვლის მჟავებს;

• ხელს უწყობს მიკროორგანიზმების მიერ გამომუშავებული ტოქსინებისა და მძიმე მეტალების გამოყვანას ორგანიზმიდან.

რაც მაღალია ფქვილის ხარისხი, მით მეტია მასში სახამებლის შემცველობა და ნაკლებია უჯრედანას შემცველობა. მაღალი ხარისხის ფქვილისგან გამომცხვარი პური, რა თქმა უნდა უფრო ნოყიერია, მაგრამ უფრო დაბალი ბიოლოგიური ღირებულებით ხასიათდება, რადგან თითქმის არ შეიცავს ვიტამინებსა და მინერალურ ნივთიერებებს. თანაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ადამიანის ორგანიზმს უჯრედანაც სჭირდება: საკვებში უჯრედანას ან სხვა შეუთვისებადი ნახშირწყლების ნაკლებლობა კუჭნაწლავის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს და შესაძლოა სწორნაწლავის ავთვისებიანი სისმსივნის მიზეზიც კი გახდეს.

ამიტომ, ქათქათა თეთრი პური არც ისეთი სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის, როგორც გვგონია. გარდა ხორბლისა, პური ჭვავის ფქვილისგანაც ცხვება. გემრიელ პურს აცხობენ აგრეთვე ხორბლისა და ჭვავის ფქვილის ნარევისგან. ჭვავის პური ნაკლებად კალორიულია (100 გრამი ჭვავის პურის საშუალო ენერგეტიკული ღირებულებაა 190 კკალ, ხორბლის პურისა კი - 233 კკალ) და დიეტურ კვებაში გამოიყენება. გარდა ამისა, სხვადასხვა დაავადებების დროს დიეტოლოგები გვირჩევენ მივირთვათ ისეთი დამატებებით დამზადებული პური, როგორიცაა მაგალითად:

• ქატოს დამატებით დამზადებული პური _ შეკრულობის, სიმსუქნისა და ჭარბი წონის დროს;

• ცილების დამატებით დამზადებული პური, რეკომენდირებულია დიაბეტიკებისათვის;

• ლეციტინიანი პური _ ათეროსკლეროზის, ანემიის, ღვიძლის დაავადებებისა და სტრესით გამოწვეული შედეგების შემცირებისათვის არის რეკომენდებული;

• კვლიავის დამატებით დამზადებული პური _ კარგია შებერილობისა და მუცელში სიმძიმის დროს;

• იოდის შემცველი პური _ გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისას;

ნინო ესაკია - ექიმი ენდოკრინოლოგ-დიეტოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი

R

სამშენებლო კოლეჯმა „კონსტრუქტ2-მა“ კომპანია „კნაუფ გიპს თბილისთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

როგორ დავიბრუნოთ მოძრაობის უნარი - ოპერაცია, რომელსაც ასაკობრივი შეზღუდვა არ აქვს

რა ისტორია აქვს „შავ პარასკევს“ და როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ მისი ლოდინი აღარ დაგვჭირდეს?