საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ტყუპშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალურისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთავარ არხზე" თათია თოფურია და თამრიკო ჭოხონელიძე გამოჩნდებიან - რას ყვება თაკო მესხი დილის გადაცემის კულუარებზე
"მთავარ არხზე" თათია თოფურია და თამრიკო ჭოხონელიძე გამოჩნდებიან - რას ყვება თაკო მესხი დილის გადაცემის კულუარებზე

ჟურ­ნა­ლის­ტი თაკო მეს­ხი 13 წე­ლია, ერ­თსა და იმა­ვე გუნდში მუ­შა­ობს, გუნდში, რო­მელ­საც ცოტა ხნის წინ "პოს­ტკრიპ­ტუ­მი" ერ­ქვა დღეს კი "პოს­ტფაქ­ტუ­მი" ჰქვია.

ახლა მის ცხოვ­რე­ბა­ში სი­ახ­ლეა - დი­ლის გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი ხდე­ბა. 2 იან­ვრი­დან „პოს­ტფაქ­ტუმ­ში“ მუ­შა­ო­ბის პარ­ლე­ლუ­რად, გა­და­ცე­მას „შენი დილა“ წა­უ­ძღვე­ბა, რო­მე­ლიც "მთა­ვარ არხზე" ყო­ველ დი­ლით 8 სა­ა­თი­დან გავა.

"რო­დე­საც ზა­ფხულ­ში „რუს­თა­ვი 2“-ის ამ­ბე­ბი და­ი­წყო, ძა­ლი­ან გან­ვიც­დი­დი, ვნერ­ვი­უ­ლობ­დი... მერე მთელ­მა ჩვენ­მა გუნ­დმა „მთა­ვარ არხზე“ გა­და­ვი­ნაც­ვლეთ. გა­მო­ვი­და, რომ მხო­ლოდ სა­ხე­ლი და ოფი­სი შე­ვიც­ვა­ლეთ. დღეს ყვე­ლა­ნი ისევ ერ­თად ვართ და იმა­ვე საქ­მეს ვა­კე­თებთ.

რო­დე­საც არ­ხმა დი­ლის გა­და­ცე­მა­ზე და­ი­წყო ფიქ­რი, ჩვე­ნი ანონ­სე­ბის პრო­დი­უ­სერს, ჩემს ახლო მე­გო­ბარს მა­ცა­ცო ინაშ­ვილს იდეა გა­უჩ­ნდა - თაკო კარ­გად მო­ირ­გებს ამ ამ­პლუ­ა­სო. არა­და, რის­კი­ა­ნი არ ვარ...

რო­დე­საც 13 წის წინ, "პოს­ტკრიპ­ტუმ­ში" მი­ვე­დი, უნი­ვერ­სი­ტე­ტი ახა­ლი დამ­თავ­რე­ბუ­ლი მქონ­და, მაგ­რამ წამ­ყვა­ნო­ბა­ზე არც მა­შინ და არც მერე მი­ოც­ნე­ბია. სტა­ჟი­ან, გა­მოც­დილ და პრო­ფე­სი­ო­ნალ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან მოვ­ხვდი და მალე ამ გუნ­დის ორ­გა­ნუ­ლი წევ­რი გავ­ხდი. ყვე­ლა­ფე­რი მათ მას­წავ­ლეს" - გვე­უბ­ნე­ბა თაკო.

- ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­და­ცე­მის სი­უ­ჟე­ტის მომ­ზა­დე­ბა და დი­ლის წამ­ყვა­ნო­ბა, ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი საქ­მეა. არ იქ­ნე­ბა რთუ­ლი ამ ყვე­ლაფ­რის შე­თავ­სე­ბა?

- კადრს მიღ­მა მუ­შა­ო­ბა­სა და პირ­და­პირ ეთერ­ში მუ­შა­ო­ბას შო­რის სხვა­ო­ბა ნამ­დვი­ლად არის. ჩემ­მა ახალ­მა პრო­დი­უ­სე­რებ­მა თაშ­კა (თა­მარ) ჩანტლა­ძემ და სა­ლო­მე ბე­ნაშ­ვილ­მა (დი­ლის გა­და­ცე­მის პრო­დი­უ­სე­რე­ბი) და­მარ­წმუ­ნეს, რომ ეს საქ­მე აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­მი­ვი­დო­და. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად კი­დევ იმან გა­მი­ად­ვი­ლა, რომ "დი­ლის ტიპი" ვარ, გაღ­ვი­ძე­ბა არ მი­ჭირს - 7 სა­ათ­ზე, საქ­მე მაქვს თუ არა, უკვე ფეხ­ზე ვარ.

- ჰო, მაგ­რამ ახლა უფრო ადრე მო­გი­წევს გაღ­ვი­ძე­ბა...

- კი, კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ორ­შა­ბათს, ოთხშა­ბათს და პა­რას­კევს 5 სა­ათ­ზე უნდა გა­ვიღ­ვი­ძო. ჩემი მე­წყვი­ლე ლე­ვან ბუ­თხუ­ზი იქ­ნე­ბა. ესეც ერთ-ერთი ფაქ­ტო­რია, რომ ამ შე­მო­თა­ვა­ზე­ბას დავ­თან­ხმდი. ლე­ვანს მა­ყუ­რე­ბე­ლი კარ­გად იც­ნობს, რო­გო­რი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნია, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლი, სა­ინ­ტე­რე­სო, ნა­თე­ლი, ღრმა, ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი, ზუს­ტად ვიცი, რა­ღაც რომ ვერ შევ­ძლო, ლე­ვა­ნი გვერ­დით იქ­ნე­ბა და სი­ტუ­ა­ცი­ას და­ა­ბა­ლან­სებს.

- და­ნარ­ჩენ დღე­ებ­ში ეთერ­ში სხვა წყვი­ლი იმუ­შა­ვებს?

- სამ­შა­ბათს, ხუთ­შა­ბათს და შა­ბათს ეთერ­ში თა­თია თო­ფუ­რი­ა­სა და კოკო რო­ი­ნიშ­ვი­ლის წყვი­ლი იქ­ნე­ბა. მას და კო­კოს მა­ყუ­რე­ბე­ლი კარ­გად იც­ნობს. თა­თი­ას დიდი ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი სტა­ჟი და გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს და კოკო კი, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, კარ­გი მსა­ხი­ო­ბია. მოკ­ლედ, ყვე­ლა­ნი ვემ­ზა­დე­ბით.

ჩვენ­თან ერ­თად დი­ლის გა­და­ცე­მას უამ­რა­ვი სეგ­მენ­ტუ­რი წამ­ყვა­ნი გვე­ყო­ლე­ბა, რად­გა­ნაც გა­და­ცე­მას ექ­ნე­ბა რუბ­რი­კე­ბი - რე­პორ­ტა­ჟი თბი­ლი­სის ქუ­ჩე­ბი­დან და ამ რუბ­რი­კას ანა სუ­ბე­ლი­ა­ნი წა­უ­ძღვე­ბა, თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში ივ­ლის მო­პე­დით და ქა­ლა­ქის პრობ­ლე­მებ­ზე მოგ­ვიყ­ვე­ბა, ასე­ვე გვექ­ნე­ბა კულ­ტუ­რის ბლო­კი, სა­დაც ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის დილა იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

მოკ­ლედ, ყვე­ლა წამ­ყვანს თა­ვი­სი მუდ­მი­ვი თემა ექ­ნე­ბა. გვაქვს ასე­ვე კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ნა­წი­ლიც, მას ქეთი ბაქ­რა­ძე წა­იყ­ვანს. მა­ყუ­რე­ბე­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის რუბ­რი­კა­საც მი­ა­დევ­ნებს თვალს, თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე კი სიმ­ღე­რას წა­რად­გენს.

ძა­ლი­ან ვღე­ლავ, რად­გა­ნაც სულ სხვა რა­მეს­თან მაქვს შე­ხე­ბა და ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი სა­ნერ­ვი­უ­ლო ისაა, რომ ეს არის პირ­და­პი­რი ეთე­რი, რა­შიც ნაკ­ლე­ბი გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს... გა­და­ცე­მა სამი სა­ა­თია იქ­ნე­ბა ეთერ­ში - 8-დან 11 სა­ა­თამ­დე. მა­ყუ­რე­ბე­ლი აქ­ტი­უ­რად გვწერს, გვეხ­მი­ა­ნე­ბა, ელო­დე­ბა და უხა­რია, რომ მალე ჩვენს ეთერ­ში დი­ლის გა­და­ცე­მაც გა­მოჩ­ნდე­ბა. ვფიქ­რობ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი „დილა“ გვექ­ნე­ბა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, გვინ­და, რომ ასე­თი იყოს.

- ორი პა­ტა­რა საყ­ვა­რე­ლი გო­გო­ნას დედა ხარ - რა გი­თხრეს ბავ­შვებ­მა?

- იმის გამო, რომ ჩემი პრო­ფე­სია უმე­ტე­სად სამ­სა­ხურ­ში ყოფ­ნას მო­ი­თხოვს, ბავ­შვე­ბი სულ ღე­ლა­ვენ ამა­ზე, ამი­ტომ რო­გორც კი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო მიჩ­ნდე­ბა, ვცდი­ლობ, ბავ­შვებ­თან გა­ვა­ტა­რო. ვუყ­ვე­ბი ამ­ბებს, ვა­ა­ნა­ლი­ზებთ პო­ზი­ტი­ურ და ნე­გა­ტი­ურ მოვ­ლე­ნებს, ერ­თმა­ნეთს აზ­რებს ვუც­ვლით. ვუ­თხა­რი, რომ ასე­თი სი­ახ­ლე იქ­ნე­ბა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, თქვე­ნი გაღ­ვი­ძე­ბა დი­ლას მე ვე­ღარ მო­მი­წევს, მა­ყუ­რე­ბე­ლი უნდა გა­ვაღ­ვი­ძო-მეთ­ქი. ისე­თი ამ­ბა­ვი ატე­ხეს, - უარი თქვიო. მერე ავუხ­სე­ნი, ვე­ლა­პა­რა­კე რა­ღა­ცე­ბი, მაგ­რამ ჯერ პა­ტა­რე­ბი არი­ან.

უფ­რო­სი 8 წლის და უმ­ცრო­სი 6 წლის, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც ეს­მით ჩემი. ისიც უხა­რი­ათ, რო­დე­საც დე­დი­კოს ეკ­რან­ზე ნა­ხა­ვენ, მაგ­რამ მათ ის უფრო ახა­რებთ, როცა მათ­თან ერ­თად ვარ. მოკ­ლედ, ერ­თა­დერ­თი, რაც მა­ღელ­ვებს, ისაა, რომ მათ­ზე ადრე მე უნდა გა­ვი­დე სახ­ლი­დან, მაგ­რამ იმე­დია, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა!

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მეკო
112

ძალიან კარგი. დარწმუნებული ვარ უპირველესი არხი იქნება მთავარი არხი სულ მალე, თუ არ არის უკვე.

ქეთა
22

ნეტა ამ არხს უყურებს ვინმე? საინტერესოა 

ავტორი:

"მთავარ არხზე" თათია თოფურია და თამრიკო ჭოხონელიძე გამოჩნდებიან - რას ყვება თაკო მესხი დილის გადაცემის კულუარებზე

"მთავარ არხზე" თათია თოფურია და თამრიკო ჭოხონელიძე გამოჩნდებიან - რას ყვება თაკო მესხი დილის გადაცემის კულუარებზე

ჟურნალისტი თაკო მესხი 13 წელია, ერთსა და იმავე გუნდში მუშაობს, გუნდში, რომელსაც ცოტა ხნის წინ "პოსტკრიპტუმი" ერქვა დღეს კი "პოსტფაქტუმი" ჰქვია.

ახლა მის ცხოვრებაში სიახლეა - დილის გადაცემის წამყვანი ხდება. 2 იანვრიდან „პოსტფაქტუმში“ მუშაობის პარლელურად, გადაცემას „შენი დილა“ წაუძღვება, რომელიც "მთავარ არხზე" ყოველ დილით 8 საათიდან გავა.

"როდესაც ზაფხულში „რუსთავი 2“-ის ამბები დაიწყო, ძალიან განვიცდიდი, ვნერვიულობდი... მერე მთელმა ჩვენმა გუნდმა „მთავარ არხზე“ გადავინაცვლეთ. გამოვიდა, რომ მხოლოდ სახელი და ოფისი შევიცვალეთ. დღეს ყველანი ისევ ერთად ვართ და იმავე საქმეს ვაკეთებთ.

როდესაც არხმა დილის გადაცემაზე დაიწყო ფიქრი, ჩვენი ანონსების პროდიუსერს, ჩემს ახლო მეგობარს მაცაცო ინაშვილს იდეა გაუჩნდა - თაკო კარგად მოირგებს ამ ამპლუასო. არადა, რისკიანი არ ვარ...

როდესაც 13 წის წინ, "პოსტკრიპტუმში" მივედი, უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული მქონდა, მაგრამ წამყვანობაზე არც მაშინ და არც მერე მიოცნებია. სტაჟიან, გამოცდილ და პროფესიონალ ჟურნალისტებთან მოვხვდი და მალე ამ გუნდის ორგანული წევრი გავხდი. ყველაფერი მათ მასწავლეს" - გვეუბნება თაკო.

- ყოველკვირეული გადაცემის სიუჟეტის მომზადება და დილის წამყვანობა, ერთმანეთისგან განსხვავებული საქმეა. არ იქნება რთული ამ ყველაფრის შეთავსება?

- კადრს მიღმა მუშაობასა და პირდაპირ ეთერში მუშაობას შორის სხვაობა ნამდვილად არის. ჩემმა ახალმა პროდიუსერებმა თაშკა (თამარ) ჩანტლაძემ და სალომე ბენაშვილმა (დილის გადაცემის პროდიუსერები) დამარწმუნეს, რომ ეს საქმე აუცილებლად გამომივიდოდა. ამ გადაწყვეტილების მიღება ყველაზე მეტად კიდევ იმან გამიადვილა, რომ "დილის ტიპი" ვარ, გაღვიძება არ მიჭირს - 7 საათზე, საქმე მაქვს თუ არა, უკვე ფეხზე ვარ.

- ჰო, მაგრამ ახლა უფრო ადრე მოგიწევს გაღვიძება...

- კი, კვირის განმავლობაში ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს 5 საათზე უნდა გავიღვიძო. ჩემი მეწყვილე ლევან ბუთხუზი იქნება. ესეც ერთ-ერთი ფაქტორია, რომ ამ შემოთავაზებას დავთანხმდი. ლევანს მაყურებელი კარგად იცნობს, როგორი არაჩვეულებრივი ადამიანია, ინტელექტუალი, საინტერესო, ნათელი, ღრმა, ძალიან ჭკვიანი, ზუსტად ვიცი, რაღაც რომ ვერ შევძლო, ლევანი გვერდით იქნება და სიტუაციას დააბალანსებს.

- დანარჩენ დღეებში ეთერში სხვა წყვილი იმუშავებს?

- სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს ეთერში თათია თოფურიასა და კოკო როინიშვილის წყვილი იქნება. მას და კოკოს მაყურებელი კარგად იცნობს. თათიას დიდი ჟურნალისტური სტაჟი და გამოცდილება აქვს და კოკო კი, მოგეხსენებათ, კარგი მსახიობია. მოკლედ, ყველანი ვემზადებით.

ჩვენთან ერთად დილის გადაცემას უამრავი სეგმენტური წამყვანი გვეყოლება, რადგანაც გადაცემას ექნება რუბრიკები - რეპორტაჟი თბილისის ქუჩებიდან და ამ რუბრიკას ანა სუბელიანი წაუძღვება, თბილისის ქუჩებში ივლის მოპედით და ქალაქის პრობლემებზე მოგვიყვება, ასევე გვექნება კულტურის ბლოკი, სადაც ცნობილი ადამიანების დილა იქნება წარმოდგენილი.

მოკლედ, ყველა წამყვანს თავისი მუდმივი თემა ექნება. გვაქვს ასევე კულინარიული ნაწილიც, მას ქეთი ბაქრაძე წაიყვანს. მაყურებელი ტექნოლოგიების რუბრიკასაც მიადევნებს თვალს, თამრიკო ჭოხონელიძე კი სიმღერას წარადგენს.

ძალიან ვღელავ, რადგანაც სულ სხვა რამესთან მაქვს შეხება და ყველაზე მთავარი სანერვიულო ისაა, რომ ეს არის პირდაპირი ეთერი, რაშიც ნაკლები გამოცდილება მაქვს... გადაცემა სამი საათია იქნება ეთერში - 8-დან 11 საათამდე. მაყურებელი აქტიურად გვწერს, გვეხმიანება, ელოდება და უხარია, რომ მალე ჩვენს ეთერში დილის გადაცემაც გამოჩნდება. ვფიქრობ, განსაკუთრებული „დილა“ გვექნება, ყოველ შემთხვევაში, გვინდა, რომ ასეთი იყოს.

- ორი პატარა საყვარელი გოგონას დედა ხარ - რა გითხრეს ბავშვებმა?

- იმის გამო, რომ ჩემი პროფესია უმეტესად სამსახურში ყოფნას მოითხოვს, ბავშვები სულ ღელავენ ამაზე, ამიტომ როგორც კი თავისუფალი დრო მიჩნდება, ვცდილობ, ბავშვებთან გავატარო. ვუყვები ამბებს, ვაანალიზებთ პოზიტიურ და ნეგატიურ მოვლენებს, ერთმანეთს აზრებს ვუცვლით. ვუთხარი, რომ ასეთი სიახლე იქნება ჩემს ცხოვრებაში, თქვენი გაღვიძება დილას მე ვეღარ მომიწევს, მაყურებელი უნდა გავაღვიძო-მეთქი. ისეთი ამბავი ატეხეს, - უარი თქვიო. მერე ავუხსენი, ველაპარაკე რაღაცები, მაგრამ ჯერ პატარები არიან.

უფროსი 8 წლის და უმცროსი 6 წლის, თუმცა საბოლოოდ მაინც ესმით ჩემი. ისიც უხარიათ, როდესაც დედიკოს ეკრანზე ნახავენ, მაგრამ მათ ის უფრო ახარებთ, როცა მათთან ერთად ვარ. მოკლედ, ერთადერთი, რაც მაღელვებს, ისაა, რომ მათზე ადრე მე უნდა გავიდე სახლიდან, მაგრამ იმედია, ყველაფერი კარგად იქნება!

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"