ავტორი:

ჩამოვარდნილი თვითმფრინავი სახლებს დაეცა - კონგოში მსხვერპლის რაოდენობის დაზუსტება უჭირთ

ჩამოვარდნილი თვითმფრინავი სახლებს დაეცა - კონგოში მსხვერპლის რაოდენობის დაზუსტება უჭირთ

თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც სულ მცირე, 17 ადამიანი იყო, კონგოში დასახლებულ პუნქტში ჩამოვარდა. CNN-ის ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომელიც კერძო ავიაკომპანიას Busy Bee ეკუთვნოდა, მაპენდოს დასახლებაში აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა.

ადგილობრივი გუბერნატორის ინფორმაციით, სამართალდამცველები გარდაცვლილებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაციას ჯერ კიდევ აზუსტებს, ამიტომ ზუსტი რაოდენობის თქმა, ჯერჯერობით, შეუძლებელია.

ავიაკატასტროფები კონგოში ხშირად ხდება. ავიაკომპანიებს, რომლებიც იქ ოპერირებენ, ევროპის ტერიტორიაზე ფრენის უფლება არ აქვთ.

კიმ ჩენ ინი და სიხარულისგან ატირებული ქალები - დიქტატორმა სამხედრო პუნქტი მოინახულა

სამოაში წითელას ვირუსს 22 ადამიანი ემსხვერპლა - გარდაცვლილთა უმრავლესობა 5 წლამდე ბავშვია

ავიაკატასტროფა კონგოში - ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი გარდაიცვალა