ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა დედაქალაქიდან მოშორებით მდებარე სამხედრო პოსტზე მყოფი ქალები მოინახულა. ფოტოებზე ჩანს, რომ ჯარისკაცები კიმ ჩენ ინთან შეხვედრისას სიხარულისგან ტირიან. სამხედრო პუნქტი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს.
ქალებს იდენტური უნიფორმები აცვიათ და ერთნაირი ვარცხნილობა აქვთ. ფოტოებზე ლიდერის გარშემო არიან შემოკრებილი, სურათები ჩრდილოეთ კორეის საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა. კიმ ჩენ ინი სამხედრო ეკიპირებასთანაც გადაიღეს.