„ლაპსანგ სუშონგი", „პაი მუ ტანი", „ჰუანგ ია", „ულუნი“ - ეს ჩაის იმ სახეობების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც „ჩაიმანია“ საკუთარ მომხმარებელს ექსკლუზიურად სთავაზობს. გარდა გემური თვისებებისა, ყველა ეს ჩაი სხვადასხვა სასარგებლო თვისებებით ხასიათდება და ადამიანისთვის სილამაზის და ჯანმრთელობის ელექსირად ითვლება.
გთავაზობთ, ჩაის რამდენიმე ექსკლუზიურ სახეობას, რომელსაც „ჩაიმანია“ საკუთარ მომხმარებელს სთავაზობს:
თეთრი ჩაი "პაი მუ ტანი"
ჩაის სახეობებს შორის თეთრი ჩაი ყველაზე იშვიათი და ძვირფასია. ძველად მისი მირთმევა მხოლოდ სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს შეეძლოთ. მას უწოდებდნენ „მარგალიტს“, „უკვდავების ელექსირს“, „იმპერატორების სასმელს". ჩაის ამ სახეობის დაკრეფვას საკუთარი წესი აქვს - კრეფენ მხოლოდ დილის ცხრა საათიდან საღამოს ხუთ საათამდე. დროის სხვა მონაკვეთში მას ეკარგება გემო და სურნელი.
თეთრი ჩაი უებარი წამალია ართრიტის პრევენციისთვის და ანთების ჩასაქრობად. ჩაის ეს სახეობა შედგება ქლოროფილისგან, ტანინებისგან (რომელიც ანტი-ანთებითი ნივთიერებაა), კატეხინებისგან (ძლიერი ანტიოქსიდანტია), ვიტამინებისგან - A, B და C; ასევე მინერალებისაგან: ფტორი, რკინა, კალციუმი, კალიუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი.
ყვითელი ჩაი „ჰუანგ ია"
ფერმენტაციის სიღრმის მიხედვით მწვანე ჩაის შემდეგ მოდის ყვითელი ჩაი. ჩაის ამ სახეობისთვის კრეფენ მხოლოდ კვირტებს, ხელით ამუშავებენ, აჩერებენ ორთქლზე, ახვევენ პერგამენტის ქაღალდში ან ტილოს ქისებში ათავსებენ და აშრობენ. ეს განაპირობებს მის მაღალ ხარისხს და შესაბამისად ფასს.
ყვითელი ჩაი არბილებს ყელს, ტკივილს გულის არეში, აწყნარებს ხველას და ასთმას, აწესრიგებს არტერიულ წნევას, გულის მუშაობას, ააქტიურებს გონებრივ საქმიანობას.
ვინაიდან „ჰუანგ ია" გარკვეული პერიოდი ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ ჩინეთის იმპერატორთათვის, მისი წარმოების საიდუმლოს გამჟღავნება მკაცრად ისჯებოდა კანონით. ევროპაში ის XX საუკუნიდან გამოჩნდა.
შავი ჩაი „ლაპსანგ სუშონგი"
მისი სამშობლოც ჩინეთია. მას ხშირად უწოდებენ „შებოლილს", რადგან დამუშავების პროცესში ფოთლების გამოშრობა ხდება ფიჭვის ტოტების კვამლზე, სპეციალური პროცედურის საშუალებით. ამის გამო გამოირჩევა განსაკუთრებული სურნელით, რომელიც მირთმევისას გემოსთან ერთად საოცარ შთაბეჭდილებებს ქმნის.
ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკს, თუ სიტკბოს არ დაუმატებთ არეგულირებს არტერიულ წნევას, და სისხლში უარყოფითი ქოლესტერინის და შაქრის დონეს.
რძის ულუნი - ულუნებს შორის ყველაზე პოპულარული
ნახევრად-ფერმენტირებული ჩაი. გამოირჩევა კარამელის და რძის მსუბუქი არომატით. არსებობს არომატიზაციის ორი მეთოდი. პირველი საკმაოდ ძვირადღირებული და რთული პროცესია, ვინაიდან მისი არომატიზაცია ჩაის ბუჩქიდანვე იწყება. ჩაის ბუჩქებს ამუშავებენ კუბური ლერწმის შაქრის ფხვნილით, ხოლო ფესვებს რწყავენ ხსნადი რძით, რის შემდეგაც აყრიან დაფქვილ ბრინჯს. მეორე შემთხვევაში უკვე მოკრეფილ ფოთლებს ამუშავებენ რძის ექსტრაქტით. ეს განაპირობებს მის განსაკუთრებულ არომატს.
ამათ გარდა „ჩაიმანიაში“ შეხვდებით „მატჩას“, „პუ ერის“ და 200-მდე სახეობის უმაღლესი ხარისხის ჩაის და ჩაისებრ სასმელებს, რომელსაც ჩაიმანია მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან აგროვებს. როგორც კომპანიის დირექტორი ნინო მუმლაძე აცხადებს, ჩაის ყველა სახეობა გამორჩეული გემური თვისებებით ხასიათდება და სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. „ჩაიმანია“ ამ დროისთვის თბილისში 8 სავაჭრო წერტილით არის წარმოდგენილი. უახლოეს პერიოდში კი ახალ წერტილს გახსნის ბათუმში.
„ჩაიმანია“ 2019 წლიდან საინვესტიციო კომპანია „სინერჯი კაპიტალის“ პორტფელური კომპანიაა.
NS