მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი
"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

მუდ­მი­ვად ბეწ­ვის ხიდ­ზე უწევს გავ­ლა. თუმ­ცა, ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბით მი­ღე­ბუ­ლი და­დე­ბი­თი ემო­ცია იმ­დე­ნად დი­დია, რომ ცვლი­დან ცვლამ­დე გა­მო­ძა­ხე­ბე­ბის დროს მი­ღე­ბულ სტრესს აბა­ლან­სებს. კი­თხვა­ზე - უნა­ნია თუ არა, ამ პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა, და­ვით და­ვი­თი­ძე მპა­სუ­ხობს, რომ უამ­რა­ვი შემ­თხვე­ვის გახ­სე­ნე­ბა შე­უძ­ლია, რო­დე­საც თა­ვის გუნდთან ერ­თად ად­გილ­ზე ოპე­რა­ტი­უ­ლად მი­სულს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე გა­და­ურ­ჩე­ნია, ამი­ტომ სი­ნა­ნუ­ლის უფ­ლე­ბა მო­რა­ლუ­რად არა აქვს... მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლო­ბამ­დე იყო თე­ატ­რის სცე­ნა და რო­ლე­ბი, რომ­ლებ­თან გა­მო­თხო­ვე­ბაც ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და...

და­ვით და­ვი­თი­ძე, მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი:

- 2000-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში, მე და ჩემი მე­გო­ბარ­მა ფილ­მის ბი­ლე­თე­ბის ვი­ყი­დეთ და უკან ვბრუნ­დე­ბო­დით. გზა­ში ფლა­ე­რი გვა­ჩუ­ქეს, სა­დაც ეწე­რა, ფილმში გა­და­სა­ღე­ბად ახა­ლი სა­ხე­ე­ბი გვჭირ­დე­ბაო. მე­გო­ბარ­მა მი­თხრა, შენი თე­მაა, სცა­დეო... წა­ვე­დით თე­ატ­რა­ლურ აკა­დე­მი­ა­ში, ნაც­ნო­ბი გო­გო­ნა და ვი­ღაც ბიჭი დამ­ხდვ­ნენ. ბიჭი ცოტა აგ­რე­სი­უ­ლად მე­სა­უბ­რე­ბო­და. გო­გო­ნამ მა­ნიშ­ნა, რე­ჟი­სო­რია, აყე­ვიო... არ მო­მეშ­ვა, ლექ­სი წა­მი­კი­თხეო. გავ­ჯი­უტ­დი, მაგ­რამ მა­ინც მას­წავ­ლა... ეს იყო ჩემი პირ­ვე­ლი შე­ხე­ბა თე­ატრთან, მაგ­რამ ძა­ლი­ან მალე ისე და­ვინ­ტე­რეს­დი, თავ­და­უ­ზო­გა­ვად და­ვი­წყე ჩემს თავ­ზე მუ­შა­ო­ბა... ასე აღ­მოვ­ჩნდი სპექ­ტაკლში "სიყ­ვა­რუ­ლი ნარ­კო­ტი­კის გა­რე­შე", სა­დაც მთა­ვა­რი როლი მომ­ცეს. სცე­ნა­რი, მა­შინ­დელ პრობ­ლე­მას, ახალ­გაზ­რდებ­ში ნარ­კო­ტი­კის მოხ­მა­რე­ბას ეხ­მი­ა­ნე­ბო­და. საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპექ­ტაკ­ლი აღ­მოჩ­ნდა. რო­გორც თბი­ლის­ში, ასე­ვე რე­გი­ო­ნებ­შიც ვი­თა­მა­შეთ. სხვა რო­ლე­ბიც მქონ­და. ერთი სი­ტყვით, თვით­ნას­წავ­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ თე­ატ­რა­ლურ სამ­ყა­რო­ში საკ­მა­ოდ ღრმად შევ­ტო­პე და რო­გორც იტყვი­ან, სცე­ნის მტვე­რი­თაც მო­ვი­წამ­ლე... შემ­დეგ, ჩემი ცხოვ­რე­ბა სხვა­ნა­ი­რად წა­რი­მარ­თა, თუმ­ცა თე­ატ­რი დღემ­დე ძა­ლი­ან მიყ­ვარს. მით უფრო, ათამ­დე სპექ­ტაკლში, ისე­თი კარ­გი მსა­ხი­ო­ბე­ბის გვერ­დით მო­მი­წია თა­მა­ში, რო­გო­რიც არის რეზო თა­ვარ­თქი­ლა­ძე.

- რა­ტომ ვერ გა­ყე­ვით თე­ატრს?

- იმ დროს სა­ა­ვი­ა­ციო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვსწავ­ლობ­დი, ახა­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბი­სას, თე­ატ­რა­ლუ­რის დიპ­ლომს ითხოვ­დნენ და ამან შე­მა­ფერ­ხა.

- 2008 წლის ომიც გა­მო­ა­ი­ა­რეთ, ხომ?

- რო­დე­საც კო­მი­სა­რი­ა­ტი­დან და­რე­კეს, სახ­ლში მხო­ლოდ მე და დედა ვი­ყა­ვით, ჩემი ძმა სხვა­გან იყო, მამა კი უცხო­ეთ­ში ცხოვ­რობ­და... უცებ დე­დამ ტი­რი­ლი და­ი­წყო, - ომი და­ი­წყო, კო­მი­სა­რი­ატ­ში გი­ბა­რე­ბე­ნო... მა­ნამ­დე რე­ზერ­ვი ორ­ჯერ მქონ­და გავ­ლი­ლი. მოკ­ლედ, დე­დამ მი­მიყ­ვა­ნა კო­მი­სა­რი­ატ­ში, სა­დაც ავ­ტო­მა­ტე­ბი დაგ­ვი­რი­გეს და ავ­ტო­ბუ­სით ახალ­გო­რის­კენ გა­ვე­მარ­თეთ. სო­ფელ აბ­რევ­ში ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი დაგ­ვხვდნენ. არ მახ­სოვს, რო­მე­ლი სამ­ხედ­რო ნა­წი­ლი იყო. ბი­ჭე­ბი ძა­ლი­ან მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი იყ­ვნენ, - ნუ გე­ში­ნი­ათ, სი­ტუ­ა­ცი­ას ვა­კონ­ტრო­ლებ­თო, გვი­თხრეს. მე სო­ფელ ავ­ნევ­ში, მა­მა­პა­პი­სე­უ­ლი სახ­ლი მქონ­და, იქა­უ­რო­ბა ჩემ­თვის მშობ­ლი­უ­რი იყო და ორ­მა­გი შე­მარ­თე­ბით ვი­ყა­ვი...

- თქვე­ნი ფუნ­ქცია რა იყო, რა და­ვა­ლე­ბა მოგ­ცეს?

- იმ სოფ­ლე­ბის მი­და­მო­ებ­ში, სა­დაც და­ბა­ნა­კე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით, ვი­თა­რე­ბა უნდა გაგ­ვე­კონ­ტრო­ლე­ბი­ნა. ჩვენ გარ­შე­მო, მთებ­ზე ქარ­თველ სამ­ხედ­რო­ებს სტრა­ტე­გი­უ­ლი სი­მაღ­ლე­ე­ბი ჰქონ­დათ აღე­ბუ­ლი... მე­ო­რე დღეს, გამ­თე­ნი­ი­სას, გან­გა­ში ატყდა, მო­ე­წყვეთ, გავ­დი­ვარ­თო. სამ­ხედ­რო­ე­ბის ნა­წი­ლი დარ­ჩა, ნა­წი­ლი წა­მო­ვი­და. რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტ­რი ფე­ხით ვი­ა­რეთ, შემ­დეგ ავ­ტო­ბუ­სე­ბამ­დე მი­ვე­დით და გორ­ში ჩა­ვე­დით... ეს იყო 9 აგ­ვის­ტო და გორი უკვე და­ბომ­ბი­ლი დაგ­ვხვდა. მო­ე­დან­ზე გავ­ჩერ­დით. მე­თა­უ­რო­ბა ერ­თმა­ნეთ­ში რა­ღა­ცას თათ­ბი­რობ­და, თა­ვა­დაც დაბ­ნე­უ­ლე­ბი ჩან­დნენ. სა­ღა­მომ­დე იქ დაგვტო­ვეს, ღა­მით კი მეჯვრის­ხევ­ში წაგ­ვიყ­ვა­ნეს. თა­ვი­დან მთე­ლი სა­ა­ვი­ა­ციო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბი­ჭე­ბი ერ­თად ვი­ყა­ვით რე­ზერვში, შემ­დეგ რა­ტომ­ღაც მარ­ტო მო­მი­წია ყოფ­ნამ, რაც გა­მო­უც­დე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის, რო­მე­ლიც ომში მიჰ­ყავთ, ძა­ლი­ან დამ­თრგუნ­ვე­ლია, რად­გან ბი­ჭე­ბი ერ­თმა­ნეთს ვამ­ხნე­ვებ­დით... მოკ­ლედ, ისევ გას­ცეს ბრძა­ნე­ბა, - რე­ზერ­ვი მო­ე­წყო­სო... რო­გორც გა­ირ­კვა, რუ­სებს ჰქონ­დათ ინ­ფორ­მა­ცია, ჩვე­ნი იქ ყოფ­ნის შე­სა­ხებ და მე­თა­უ­რო­ბას შე­ე­შინ­და, სო­ფე­ლი არ და­ე­ბომ­ბათ... ცხინ­ვა­ლის გა­და­სახ­ვევ­თან გავ­ჩერ­დით, სა­დაც გვი­თხრეს, - და­ის­ვე­ნეთ, ქა­ლაქ­ში შე­სას­ვლე­ლად ვემ­ზა­დე­ბი­თო.

- რა ხდე­ბო­და იქ?

- ჩვენ ცოტა მო­ფა­რე­ბულ­ში ვი­ყა­ვით გა­ჩე­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ მა­ინც და­ვი­ნა­ხე რო­გორ გა­მოჰ­ყავ­დათ ცხინ­ვა­ლი­დან სის­ხლი­ა­ნი დაჭ­რი­ლე­ბი... ისი­ნი გვაფრ­თხი­ლებ­დნენ და გვეხ­ვე­წე­ბოდ­ნენ, არ მი­ქა­როთ, არ წახ­ვი­დე­თო... მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო მძი­მე ტექ­ნი­კა. ქა­ლაქ­ში მძი­მე ტექ­ნი­კის სრო­ლე­ბის ხმა ის­მო­და. ავ­ტო­ბუს­ში ას­ვლა გვიბ­რძა­ნეს და ნელ-ნელა და­ვი­ძა­რით.

- ავ­ტო­ბუ­სით შეჰ­ყავ­დით ცხინ­ვალ­ში?

- დიახ, ასე იყო გეგ­მა­ში... იმ დროს, ავ­ტო­ბუს­ში რომ ავ­დი­ო­დი, სა­ი­დან­ღაც ჩემი ჯგუ­ფე­ლი გა­მო­ვარ­და და მეცა, - სად მი­დი­ხა­რო... ლა­მის კა­რი­დან ჩა­მომხსნა. - რას აკე­თებ, ხომ არ გა­გიჟ­დიო და ია­რა­ღი და ფორ­მაც ჩა­მა­ბა­რე­ბი­ნა... ერთი სი­ტყვით, ამ ბიჭ­მა, ალექ­სამ, ისევ სა­ა­ვი­ა­ცი­ოს ბი­ჭებ­თან წა­მიყ­ვა­ნა. ერთი სი­ტყვით, და­ახ­ლო­ე­ბით 500 ადა­მი­ა­ნი ფე­ხით წა­მო­ვე­დით უკან. აღარც მახ­სოვს, რამ­დენ სა­ათს მოვ­დი­ო­დით. რო­დე­საც თბი­ლის­ში ჩა­მო­ვე­დით, მა­შინ გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ ეს იყო ჩემი და ჩემი ოჯა­ხის­თვის ყვე­ლა­ზე მძი­მე 4 დღე... გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, მო­უ­ლოდ­ნელ ხმა­ურ­ზე მწვა­ვე რე­აქ­ცი­ე­ბი მქონ­და. შემ­დეგ თან­და­თან გა­და­მი­ა­რა...

- შემ­დეგ გა­და­წყვი­ტეთ, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში და­გე­წყოთ მუ­შა­ო­ბა...

- დიახ, ჩემი ძმა უკვე მუ­შა­ობ­და მე­ძან­ძრე-მაშ­ვე­ლად და მიყ­ვე­ბო­და, სად იყ­ვნენ და ვის რო­გორ და­ეხ­მარ­ნენ. ეს ყვე­ლა­ფე­რი თან­და­თან და­მიგ­როვ­და და ვი­ფიქ­რე, რომ ვცდი, რა გა­მო­მი­ვა-მეთ­ქი. ნორ­მა­ტი­ვე­ბი წარ­მა­ტე­ბით ჩა­ვა­ბა­რე და მუ­შა­ო­ბაც და­ვი­წყე. მა­ლე­ვე მივ­ხვდი, რომ ეს იყო, რის­კი­ა­ნი, ფა­თე­რა­კი­ა­ნი, მაგ­რამ ამას­თან კა­ცუ­რი და კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი საქ­მე. არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა ყო­ფი­ლა, რო­დე­საც მე და ჩემს მე­გობ­რებს, ადა­მი­ა­ნის ან ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის ფა­სად გვიხ­სნია.

ერთხელ უკონ­ტაქ­ტო გა­მო­ძა­ხე­ბა შე­მო­ვი­და, რაც ნიშ­ნავს, რომ ადა­მი­ა­ნი, ვის გა­მოც გვი­ძა­ხე­ბენ, კონ­ტაქ­ტუ­რი არ არის. დედა სახ­ლს ალა­გებ­და, რა დრო­საც 4 წლის ბავ­შვი ოთახ­ში ჩა­ი­კე­ტა. შე­ში­ნე­ბულ­მა ქალ­მა დახ­მა­რე­ბა მე­ზო­ბელს სთხო­ვა, იქ ერ­თის ნაც­ვლად რამ­დე­ნი­მე მე­ზო­ბე­ლი ჩა­ერ­თო, კე­დელ­ზე უბ­რა­ხუნ­დნენ, მაგ­რამ ბავ­შვს ვერ გა­ა­გო­ნეს. ად­გილ­ზე მი­სუ­ლებს სრუ­ლი პა­ნი­კა დაგ­ხვდა. დედა ძა­ლი­ან ცუ­დად იყო. ზედა სარ­თუ­ლი­დან და­ვეშ­ვი. ვიდ­რე ფან­ჯა­რა­ში შე­ვი­ხე­დე­ბო­დი, ღმერ­თს ვეხ­ვე­წე­ბო­დი, რამე ცუდი არ დამ­ხვედ­რო­და. ეს არის წუ­თე­ბი, რო­დე­საც ყვე­ლა­ფერ­ზე ფიქ­რობ და იმედს ეპო­ტი­ნე­ბი, რომ ცუდი სუ­რა­თი არ დაგ­ხვდე­ბა. ერთი სი­ტყვით, და­ვი­ნა­ხე, პა­ტა­რას წიგნ­თან ერ­თად ჩას­ძი­ნე­ბო­და და გა­რეთ მყო­ფებს გავ­ძა­ხე, მშვი­დო­ბაა-მეთ­ქი. ბავ­შვი არც გა­მიღ­ვი­ძე­ბია, რომ არ შე­ში­ნე­ბო­და. კარი შიგ­ნი­დან გა­ვა­ღე, რომ დედა შე­მო­სუ­ლი­ყო. ქალი კარ­თან მუხ­ლებ­ზე მდგო­მი დამ­ხვდა, სი­ტყვებს თავს ვე­ღარ უყ­რი­და... მად­ლი­ე­რე­ბის­გან ფე­ხებ­ზე შე­მო­მეხ­ვია... ვერ აღვწერ იმ გან­ცდას,

- ალ­ბათ გაქვთ ცუდი შე­დე­გით დას­რუ­ლე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბიც...

- დიახ, სამ­წუ­ხა­როდ, უამ­რა­ვი ასე­თი ფაქ­ტი ხდე­ბა. ბევ­რი უბე­დუ­რე­ბა გვი­ნა­ხავს ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვი­სას. კი­დევ ერთი ამ­ბა­ვი მახ­სენ­დე­ბა: შე­ტყო­ბი­ნე­ბა შე­მო­ვი­და, ორ­თა­ჭა­ლის ხიდ­ზე კარ­გა ხა­ნია, ბიჭი დგას და პირ­ჯვარს იწერს. სა­ვა­რა­უ­დოდ, რა­ღა­ცა ცუდს აპი­რებ­სო... სუ­ი­ცი­დის მცდე­ლო­ბა იყო. ბიჭი არა­ა­დაკ­ვა­ტუ­რი იყო, ჩან­თა და რა­ღაც ზე­წა­რი ხელ­ში ეჭი­რა, რამ­დე­ნი­მე დღეა, ქუ­ჩა­ში მძი­ნავ­სო... შე­ვე­ცა­დეთ, სა­უ­ბარ­ში აგ­ვყო­ლო­და. წა­მოს­ცდა, - დედა მყავს ცუ­დად და მის­თვის სა­ყი­დე­ლი წამ­ლის ფუ­ლიც არ მაქ­ვსო... რა­ღა­ცას უნდა მოვ­ჭი­დე­ბო­დით, რომ შეგ­ვე­ყოვ­ნე­ბი­ნა და შე­ვუ­ტი­ეთ, ავად­მყოფ დე­დას რას უპი­რე­ბო... ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ცო­ტა­თი გა­ერ­თო. ამ დროს ერთ-ერ­თმა ჩვენ­მა კო­ლე­გამ ხელი სტა­ცა და გად­მო­იყ­ვა­ნა. მერე გვი­თხრა, რე­გი­ო­ნი­დან ვარ, ყვე­ლა მპირ­დე­ბა, მაგ­რამ სამ­სა­ხუ­რი ვერ ვი­შო­ვეო... ჩვენ­თან ერ­თად პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც იყ­ვნენ და ერ­თმა უთხრა, სა­დაც ფორ­მე­ბი იკე­რე­ბა, იქ მი­გიყ­ვან და რე­კო­მენ­და­ცი­ას გა­გი­წე­ვო... მერე რა მოხ­და, არ ვიცი, რად­გან გაგ­რძე­ლე­ბას თვალს ვე­ღარ ვა­დევ­ნებთ.

- სა­ხა­ლი­სო გა­მო­ძა­ხე­ბე­ბიც ხში­რია?

- საკ­მა­ოდ. ერთხელ გამ­თე­ნი­ი­სას გა­მოგ­ვი­ძა­ხეს, ზამ­თა­რი იყო და ძა­ლი­ან ცი­ო­და. შარ­დე­ნის ქუ­ჩა­ზე სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის ეკი­პა­ჟი გვჭირ­დე­ბაო. ად­გილ­ზე მი­სუ­ლებ­მა და­ვი­ნა­ხეთ, კატა ხეზე იყო ასუ­ლი და ვერ ჩა­მო­დი­ო­და... ცო­ტა­თი ნერ­ვე­ბი მო­მე­შა­ლა, რა­ნა­ი­რი კა­ტაა, ხი­დან ვერ ჩა­მო­დის-მეთ­ქი, მაგ­რამ სხვა რა გზა მქონ­და? მი­ვად­გი კიბე. ამ დროს შე­ვამ­ჩნიე, გარ­შე­მო მყო­ფე­ბი ტე­ლე­ფო­ნე­ბით გვი­ღებ­დნენ და გან­წყო­ბა მა­შინ­ვე შე­მეც­ვა­ლა, - რაც შე­იძ­ლე­ბა ფა­ქი­ზად მოვ­კი­დე ხელი კა­ტას და ისე წა­მო­ვიყ­ვა­ნე. ისიც არ გამ­ძა­ლი­ა­ნე­ბია. რო­გორც კი კა­ტის გა­დარ­ჩე­ნის ოპე­რა­ცია და­ვას­რუ­ლე, იქ შეკ­რე­ბილ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მქუ­ხა­რე ტა­შით და­მა­ჯილ­დო­ვა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
xato
0

ვაჟკაცები და ამავედროს ძალიან სიმპატიურებიც

ვერიკო
1

დიდ პატივს ვცემ ყველას, ვინც გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს ეხმარება. სულ მშვიდობით და წარმატებით გეკეთებინოთ თქვენი საქმე. თქვენ ხართ ჩვენი იმედი. ❤️

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

მუდმივად ბეწვის ხიდზე უწევს გავლა. თუმცა, ადამიანების დახმარებით მიღებული დადებითი ემოცია იმდენად დიდია, რომ ცვლიდან ცვლამდე გამოძახებების დროს მიღებულ სტრესს აბალანსებს. კითხვაზე - უნანია თუ არა, ამ პროფესიის არჩევა, დავით დავითიძე მპასუხობს, რომ უამრავი შემთხვევის გახსენება შეუძლია, როდესაც თავის გუნდთან ერთად ადგილზე ოპერატიულად მისულს უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაურჩენია, ამიტომ სინანულის უფლება მორალურად არა აქვს... მეხანძრე-მაშველობამდე იყო თეატრის სცენა და როლები, რომლებთან გამოთხოვებაც ძალიან გაუჭირდა...

დავით დავითიძე, მეხანძრე-მაშველი:

- 2000-იანი წლების დასაწყისში, მე და ჩემი მეგობარმა ფილმის ბილეთების ვიყიდეთ და უკან ვბრუნდებოდით. გზაში ფლაერი გვაჩუქეს, სადაც ეწერა, ფილმში გადასაღებად ახალი სახეები გვჭირდებაო. მეგობარმა მითხრა, შენი თემაა, სცადეო... წავედით თეატრალურ აკადემიაში, ნაცნობი გოგონა და ვიღაც ბიჭი დამხდვნენ. ბიჭი ცოტა აგრესიულად მესაუბრებოდა. გოგონამ მანიშნა, რეჟისორია, აყევიო... არ მომეშვა, ლექსი წამიკითხეო. გავჯიუტდი, მაგრამ მაინც მასწავლა... ეს იყო ჩემი პირველი შეხება თეატრთან, მაგრამ ძალიან მალე ისე დავინტერესდი, თავდაუზოგავად დავიწყე ჩემს თავზე მუშაობა... ასე აღმოვჩნდი სპექტაკლში "სიყვარული ნარკოტიკის გარეშე", სადაც მთავარი როლი მომცეს. სცენარი, მაშინდელ პრობლემას, ახალგაზრდებში ნარკოტიკის მოხმარებას ეხმიანებოდა. საკმაოდ წარმატებული სპექტაკლი აღმოჩნდა. როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც ვითამაშეთ. სხვა როლებიც მქონდა. ერთი სიტყვით, თვითნასწავლი ვიყავი, მაგრამ თეატრალურ სამყაროში საკმაოდ ღრმად შევტოპე და როგორც იტყვიან, სცენის მტვერითაც მოვიწამლე... შემდეგ, ჩემი ცხოვრება სხვანაირად წარიმართა, თუმცა თეატრი დღემდე ძალიან მიყვარს. მით უფრო, ათამდე სპექტაკლში, ისეთი კარგი მსახიობების გვერდით მომიწია თამაში, როგორიც არის რეზო თავართქილაძე.

- რატომ ვერ გაყევით თეატრს?

- იმ დროს საავიაციო უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ახალი ხელშეკრულების გაფორმებისას, თეატრალურის დიპლომს ითხოვდნენ და ამან შემაფერხა.

- 2008 წლის ომიც გამოაიარეთ, ხომ?

- როდესაც კომისარიატიდან დარეკეს, სახლში მხოლოდ მე და დედა ვიყავით, ჩემი ძმა სხვაგან იყო, მამა კი უცხოეთში ცხოვრობდა... უცებ დედამ ტირილი დაიწყო, - ომი დაიწყო, კომისარიატში გიბარებენო... მანამდე რეზერვი ორჯერ მქონდა გავლილი. მოკლედ, დედამ მიმიყვანა კომისარიატში, სადაც ავტომატები დაგვირიგეს და ავტობუსით ახალგორისკენ გავემართეთ. სოფელ აბრევში ქართველი სამხედროები დაგვხვდნენ. არ მახსოვს, რომელი სამხედრო ნაწილი იყო. ბიჭები ძალიან მოტივირებული იყვნენ, - ნუ გეშინიათ, სიტუაციას ვაკონტროლებთო, გვითხრეს. მე სოფელ ავნევში, მამაპაპისეული სახლი მქონდა, იქაურობა ჩემთვის მშობლიური იყო და ორმაგი შემართებით ვიყავი...

- თქვენი ფუნქცია რა იყო, რა დავალება მოგცეს?

- იმ სოფლების მიდამოებში, სადაც დაბანაკებული ვიყავით, ვითარება უნდა გაგვეკონტროლებინა. ჩვენ გარშემო, მთებზე ქართველ სამხედროებს სტრატეგიული სიმაღლეები ჰქონდათ აღებული... მეორე დღეს, გამთენიისას, განგაში ატყდა, მოეწყვეთ, გავდივართო. სამხედროების ნაწილი დარჩა, ნაწილი წამოვიდა. რამდენიმე კილომეტრი ფეხით ვიარეთ, შემდეგ ავტობუსებამდე მივედით და გორში ჩავედით... ეს იყო 9 აგვისტო და გორი უკვე დაბომბილი დაგვხვდა. მოედანზე გავჩერდით. მეთაურობა ერთმანეთში რაღაცას თათბირობდა, თავადაც დაბნეულები ჩანდნენ. საღამომდე იქ დაგვტოვეს, ღამით კი მეჯვრისხევში წაგვიყვანეს. თავიდან მთელი საავიაციო უნივერსიტეტის ბიჭები ერთად ვიყავით რეზერვში, შემდეგ რატომღაც მარტო მომიწია ყოფნამ, რაც გამოუცდელი ადამიანისთვის, რომელიც ომში მიჰყავთ, ძალიან დამთრგუნველია, რადგან ბიჭები ერთმანეთს ვამხნევებდით... მოკლედ, ისევ გასცეს ბრძანება, - რეზერვი მოეწყოსო... როგორც გაირკვა, რუსებს ჰქონდათ ინფორმაცია, ჩვენი იქ ყოფნის შესახებ და მეთაურობას შეეშინდა, სოფელი არ დაებომბათ... ცხინვალის გადასახვევთან გავჩერდით, სადაც გვითხრეს, - დაისვენეთ, ქალაქში შესასვლელად ვემზადებითო.

- რა ხდებოდა იქ?

- ჩვენ ცოტა მოფარებულში ვიყავით გაჩერებული, მაგრამ მაინც დავინახე როგორ გამოჰყავდათ ცხინვალიდან სისხლიანი დაჭრილები... ისინი გვაფრთხილებდნენ და გვეხვეწებოდნენ, არ მიქაროთ, არ წახვიდეთო... მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკა. ქალაქში მძიმე ტექნიკის სროლების ხმა ისმოდა. ავტობუსში ასვლა გვიბრძანეს და ნელ-ნელა დავიძარით.

- ავტობუსით შეჰყავდით ცხინვალში?

- დიახ, ასე იყო გეგმაში... იმ დროს, ავტობუსში რომ ავდიოდი, საიდანღაც ჩემი ჯგუფელი გამოვარდა და მეცა, - სად მიდიხარო... ლამის კარიდან ჩამომხსნა. - რას აკეთებ, ხომ არ გაგიჟდიო და იარაღი და ფორმაც ჩამაბარებინა... ერთი სიტყვით, ამ ბიჭმა, ალექსამ, ისევ საავიაციოს ბიჭებთან წამიყვანა. ერთი სიტყვით, დაახლოებით 500 ადამიანი ფეხით წამოვედით უკან. აღარც მახსოვს, რამდენ საათს მოვდიოდით. როდესაც თბილისში ჩამოვედით, მაშინ გავაცნობიერე, რომ ეს იყო ჩემი და ჩემი ოჯახისთვის ყველაზე მძიმე 4 დღე... გარკვეული დროის განმავლობაში, მოულოდნელ ხმაურზე მწვავე რეაქციები მქონდა. შემდეგ თანდათან გადამიარა...

- შემდეგ გადაწყვიტეთ, საგანგებო სიტუაციების სამსახურში დაგეწყოთ მუშაობა...

- დიახ, ჩემი ძმა უკვე მუშაობდა მეძანძრე-მაშველად და მიყვებოდა, სად იყვნენ და ვის როგორ დაეხმარნენ. ეს ყველაფერი თანდათან დამიგროვდა და ვიფიქრე, რომ ვცდი, რა გამომივა-მეთქი. ნორმატივები წარმატებით ჩავაბარე და მუშაობაც დავიწყე. მალევე მივხვდი, რომ ეს იყო, რისკიანი, ფათერაკიანი, მაგრამ ამასთან კაცური და კეთილშობილური საქმე. არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც მე და ჩემს მეგობრებს, ადამიანის ან ადამიანების სიცოცხლე საკუთარი სიცოცხლის ფასად გვიხსნია.

ერთხელ უკონტაქტო გამოძახება შემოვიდა, რაც ნიშნავს, რომ ადამიანი, ვის გამოც გვიძახებენ, კონტაქტური არ არის. დედა სახლს ალაგებდა, რა დროსაც 4 წლის ბავშვი ოთახში ჩაიკეტა. შეშინებულმა ქალმა დახმარება მეზობელს სთხოვა, იქ ერთის ნაცვლად რამდენიმე მეზობელი ჩაერთო, კედელზე უბრახუნდნენ, მაგრამ ბავშვს ვერ გააგონეს. ადგილზე მისულებს სრული პანიკა დაგხვდა. დედა ძალიან ცუდად იყო. ზედა სართულიდან დავეშვი. ვიდრე ფანჯარაში შევიხედებოდი, ღმერთს ვეხვეწებოდი, რამე ცუდი არ დამხვედროდა. ეს არის წუთები, როდესაც ყველაფერზე ფიქრობ და იმედს ეპოტინები, რომ ცუდი სურათი არ დაგხვდება. ერთი სიტყვით, დავინახე, პატარას წიგნთან ერთად ჩასძინებოდა და გარეთ მყოფებს გავძახე, მშვიდობაა-მეთქი. ბავშვი არც გამიღვიძებია, რომ არ შეშინებოდა. კარი შიგნიდან გავაღე, რომ დედა შემოსულიყო. ქალი კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვეღარ უყრიდა... მადლიერებისგან ფეხებზე შემომეხვია... ვერ აღვწერ იმ განცდას,

- ალბათ გაქვთ ცუდი შედეგით დასრულებული შემთხვევებიც...

- დიახ, სამწუხაროდ, უამრავი ასეთი ფაქტი ხდება. ბევრი უბედურება გვინახავს ავტოსაგზაო შემთხვევისას. კიდევ ერთი ამბავი მახსენდება: შეტყობინება შემოვიდა, ორთაჭალის ხიდზე კარგა ხანია, ბიჭი დგას და პირჯვარს იწერს. სავარაუდოდ, რაღაცა ცუდს აპირებსო... სუიციდის მცდელობა იყო. ბიჭი არაადაკვატური იყო, ჩანთა და რაღაც ზეწარი ხელში ეჭირა, რამდენიმე დღეა, ქუჩაში მძინავსო... შევეცადეთ, საუბარში აგვყოლოდა. წამოსცდა, - დედა მყავს ცუდად და მისთვის საყიდელი წამლის ფულიც არ მაქვსო... რაღაცას უნდა მოვჭიდებოდით, რომ შეგვეყოვნებინა და შევუტიეთ, ავადმყოფ დედას რას უპირებო... ჩვენთან საუბარში ცოტათი გაერთო. ამ დროს ერთ-ერთმა ჩვენმა კოლეგამ ხელი სტაცა და გადმოიყვანა. მერე გვითხრა, რეგიონიდან ვარ, ყველა მპირდება, მაგრამ სამსახური ვერ ვიშოვეო... ჩვენთან ერთად პატრულის თანამშრომლებიც იყვნენ და ერთმა უთხრა, სადაც ფორმები იკერება, იქ მიგიყვან და რეკომენდაციას გაგიწევო... მერე რა მოხდა, არ ვიცი, რადგან გაგრძელებას თვალს ვეღარ ვადევნებთ.

- სახალისო გამოძახებებიც ხშირია?

- საკმაოდ. ერთხელ გამთენიისას გამოგვიძახეს, ზამთარი იყო და ძალიან ციოდა. შარდენის ქუჩაზე სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი გვჭირდებაო. ადგილზე მისულებმა დავინახეთ, კატა ხეზე იყო ასული და ვერ ჩამოდიოდა... ცოტათი ნერვები მომეშალა, რანაირი კატაა, ხიდან ვერ ჩამოდის-მეთქი, მაგრამ სხვა რა გზა მქონდა? მივადგი კიბე. ამ დროს შევამჩნიე, გარშემო მყოფები ტელეფონებით გვიღებდნენ და განწყობა მაშინვე შემეცვალა, - რაც შეიძლება ფაქიზად მოვკიდე ხელი კატას და ისე წამოვიყვანე. ისიც არ გამძალიანებია. როგორც კი კატის გადარჩენის ოპერაცია დავასრულე, იქ შეკრებილმა საზოგადოებამ მქუხარე ტაშით დამაჯილდოვა.