Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს
“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

„ვინ არის მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი?“, - რთუ­ლია, ამ კი­თხვა­ზე უპა­სუ­ხო, რად­გან მსოფ­ლი­ო­ში ცო­ტამ თუ იცის იმ ქარ­თვე­ლე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­თაც მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში დიდი მიღ­წე­ვე­ბი აქვთ.

ამის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი კი ის არის, რომ დიდი ქარ­თვე­ლე­ბის შე­სა­ხებ ბევ­რი რამ თა­ვა­დაც არ ვი­ცით. სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სხვა­დას­ხვა მტრის შე­მო­სე­ვე­ბი­სა და ომის შემ­დეგ, ბევ­რი ქარ­თვე­ლი ქვეყ­ნი­დან უგზო-უკვლოდ იკარ­გე­ბო­და, შემ­დეგ კი შო­რე­უ­ლი ქვეყ­ნე­ბის სა­ნა­პი­რო­ებ­ზე მა­ღა­ლი სამ­ხედ­რო წო­დე­ბით იბ­რძო­და ან წარ­მა­ტე­ბით მოღ­ვა­წე­ობ­და სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში.

ალ­ბათ, ამ რთულ კი­თხვა­ზე პა­სუხს თე­ატ­რის, მუ­სი­კის, კი­ნო­სა და ქო­რე­ოგ­რა­ფი­ის სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რი­სა და ბევ­რი ჩვენ­გა­ნის საყ­ვა­რე­ლი სა­ავ­ტო­რო დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მე­ბის ავ­ტო­რის გი­ორ­გი კა­ლან­დი­ას სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მი - „ქარ­თვე­ლე­ბი მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში“ გვა­პოვ­ნი­ნებს.

პრო­ექ­ტი გა­მომ­ცემ­ლო­ბა “პა­ლიტ­რა L”-ის მიერ მზად­დე­ბა და გა­მო­ცე­მა მკი­თხვე­ლის­თვის მალე იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი. “ქარ­თვე­ლე­ბი მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში“ წარ­მო­ად­გენს გი­ორ­გი კა­ლან­დი­ას სიღ­რმი­სე­ულ ნა­მუ­შე­ვარს მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ქარ­თველ­თა ღვაწ­ლის შე­სა­ხებ, რო­მელ­თა დიდ ნა­წილ­საც არა­თუ ვიც­ნობთ, მათ შე­სა­ხებ არც კი გვსმე­ნია.

ავ­ტო­რი და გა­მომ­ცემ­ლო­ბა უკვე ორი წე­ლია მუ­შა­ო­ბენ ამ პრო­ექ­ტზე, რო­მე­ლიც გა­ა­ერ­თი­ა­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს მიღ­მა მცხოვ­რებ ქარ­თველ­თა უმ­დიდ­რეს ის­ტო­რი­ას. წიგ­ნი-ალ­ბო­მი სავ­სეა იშ­ვი­ა­თი ფო­ტო­მა­სა­ლით, უნი­კა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტე­ბის ფო­ტო­ას­ლე­ბით და მი­მო­წე­რი­დან ამო­ნა­რი­დე­ბით, რომ­ლე­ბიც ავ­ტორ­მა, ათ წელ­ზე მეტი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, მთე­ლი მსოფ­ლი­ოს ბიბ­ლი­ო­თე­კებ­ში, არ­ქი­ვებ­სა თუ სა­მუ­ზე­უ­მო სა­ცა­ვებ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა, შე­ის­წავ­ლა და, სა­ბო­ლო­ოდ, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ის­ტო­რი­ულ ნაშ­რო­მად აქ­ცია.

წიგნ­ში ან­ბა­ნუ­რი თან­მიმ­დევ­რო­ბი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი მა­სა­ლე­ბი 40-მდე ქვე­ყა­ნა­ში ქარ­თველ­თა ცხოვ­რე­ბი­სა და მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­სა­ხებ. ქარ­თვე­ლე­ბი ავ­ღა­ნეთ­ში, ალ­ჟირ­ში, მა­რო­კო­ში, საფ­რან­გეთ­ში, ბულ­გა­რეთ­ში, ინ­გლის­ში, თურ­ქეთ­ში, რუ­სეთ­ში, სპარ­სეთ­სა და ეგ­ვიპ­ტე­ში.

რას შე­ვი­ტყობთ წიგ­ნი­დან და რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მას­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი, ამის შე­სა­ხებ თა­ვად გი­ორ­გი კა­ლან­დი­ამ გვი­ამ­ბო:

- რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ, რომ ასე­თი ნაშ­რო­მი შე­გექ­მნათ და აქამ­დე თუ ყო­ფი­ლა მსგავ­სი პრე­ცე­დენ­ტი?

შე­იძ­ლე­ბა, საკ­მა­ოდ ამ­ბი­ცი­უ­რად ჟღერს, თუმ­ცა არც არის და­სა­მა­ლი, რომ ამ­ბი­ცი­უ­რი პრო­ექ­ტია, იმი­ტომ რომ მიზ­ნად ისა­ხავს ქარ­თველ­თა ის­ტო­რი­უ­ლი კვა­ლის ასახ­ვას მთელ მსოფ­ლი­ო­ში უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან მე­ო­რე მსოფ­ლიო ომამ­დე.

ხში­რად მო­მის­მე­ნია კი­თხვა - რა გა­ა­კე­თეს, რა მის­ცეს ქარ­თვე­ლებ­მა მსოფ­ლი­ოს?! ზოგ­ჯერ გი­წევს-ხოლ­მე ამ თე­მა­ზე და­ფიქ­რე­ბა და ეს ნაშ­რო­მი სწო­რედ ამ ფიქ­რის შე­დე­გია.ამ წიგ­ნი­სათ­ვის ათ წე­ლი­წად­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვაგ­რო­ვებ­დი მა­სა­ლებს. ნაშ­რომ­ში მო­თხრო­ბი­ლია არა­მარ­ტო ჩვე­ნე­ბუ­რე­ბის შე­სა­ხებ თურ­ქეთ­ში ან ინ­გლის­სა და საფ­რან­გეთ­ში და ეგ­ვიპ­ტე­ლი მამ­ლუ­ქე­ბის ის­ტო­რი­ე­ბი, არა­მედ ზო­გი­ერ­თი ქვეყ­ნის შე­სა­ხე­ბაც, რო­მე­ლიც მკი­თხვე­ლის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იქ­ნე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი, რა თქმა უნდა, მხო­ლოდ ჩემ მიერ არ არის აღ­მო­ჩე­ნი­ლი, გა­მორ­კვე­უ­ლი და ნაჩ­ვე­ნე­ბი. რა თქმა უნდა, ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ქარ­თვე­ლი ის­ტო­რი­კო­სე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­დნენ, მაგ­რამ ეს სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ერ­თი­ა­ნი კვლე­ვის სა­გა­ნი არ ყო­ფი­ლა. ნაშ­რომ­ში 400-ზე მეტი ილუსტრა­ცი­აა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, 800-ზე მეტი გვერ­დია, რო­მელ­შიც უდი­დე­სი შრო­მა ჩავ­დეთ. ამ თვალ­საზ­რი­სით მე მაძ­ლი­ე­რებს ისიც, რომ ამ წიგ­ნის ერთ-ერთი რე­დაქ­ტო­რია ლუ­ი­ზი­ა­ნას უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რი, შე­სა­ნიშ­ნა­ვი ქარ­თვე­ლი ის­ტო­რი­კო­სი ალექ­სან­დრე მი­ქა­ბე­რი­ძე, რომ­ლის­თვი­საც ქარ­თველ­თა ის­ტო­რი­უ­ლი კვა­ლის შეს­წავ­ლა უცხო არ არის.

- როცა უცხო­ეთ­ში ეც­ნო­ბო­დით ამ ნაშ­რო­მებს, თქვენ რო­გო­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დაგ­რჩათ, რამ­დე­ნად დი­დია მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში ქარ­თვე­ლე­ბის ღვაწ­ლი?

ალ­ბათ, თქვენც და­გის­ვამთ სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის შე­კი­თხვა და მეც. მახ­სენ­დე­ბა, მი­უნ­ხენ­ში ერთ-ერთ გა­ჩე­რე­ბა­ზე ვი­დე­ქი ჩემს მე­გო­ბარ­თან ერ­თად და ერთ-ერ­თმა გერ­მა­ნელ­მა ქალ­მა ჩვე­ნი ქარ­თუ­ლად სა­უ­ბა­რი რომ მო­ის­მი­ნა, გვკი­თხა, რა ენა­ზე სა­უბ­რობ­თო, ჩვენ ვუ­პა­სუ­ხეთ - „ქარ­თუ­ლად“. მოგ­ვიტ­რი­ალ­და და დაგ­ვის­ვა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი შე­კი­თხვა - „ვინ არის ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მთე­ლი მსოფ­ლი­ო­სათ­ვის?“

პირ­ვე­ლი, რომ ფიქ­რი მოგ­ვი­წია, შემ­დეგ პა­სუ­ხი გა­ვე­ცით, ალ­ბათ, თქვენც ხვდე­ბით რაც... ჩვენ გვყავს ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც ჩვენ თვი­თო­ნაც არ ვიც­ნობთ კარ­გად, ამი­ტო­მაც ამ ნაშ­რო­მის უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნი არის ესეც, რომ სწო­რედ ასე­თი თით­ქოს უწყი­ნა­რი და ად­ვი­ლი კი­თხვის დას­მის დროს ნე­ბის­მი­ერს შე­ეძ­ლოს პა­სუ­ხის გა­ცე­მა. ყვე­ლას ჰგო­ნია, რომ ეს არის სტა­ლი­ნი ან საბ­ჭო­თა ლი­დე­რე­ბი.

- დას­მულ შე­კი­თხვა­ზე თქვენ სტა­ლი­ნი უპა­სუ­ხეთ?

არა, მე სტა­ლი­ნი არ მი­პა­სუ­ხია, მაგ­რამ ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა, რო­მე­ლიც ჩემს გვერ­დით იდგა, ეს იყო პირ­ვე­ლი, რაც თქვა და აბ­სო­ლუ­ტუ­რად მეს­მის მისი. ინ­სინ­ტქუ­რად უთხრა! ხში­რად ასეა, რომ, მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი იო­სებ ბე­სა­რი­ო­ნის ძე სტა­ლი­ნი ჰგო­ნი­ათ და ამის სის­წო­რე­ზე არ და­ვი­წყებ სა­უ­ბარს. ეს არ გა­მო­რი­ცხავს იმას, რომ არ უნდა ვი­ცო­დეთ კი­დევ სხვა ქარ­თვე­ლე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­თაც ამა თუ იმ ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში თა­ვი­ან­თი როლი ითა­მა­შეს, მათ შო­რის, მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ში. ის, რომ 20-მდე ქარ­თვე­ლი გე­ნე­რა­ლი იბ­რძო­და პირ­ველ მსოფ­ლიო ომში, თა­ვად ქარ­თვე­ლებ­მა არ იცი­ან.

„რო­გო­რი იყო ქარ­თვე­ლე­ბის წვლი­ლი მსოფ­ლი­ო­ში?“ - ჩვე­ნის­თა­ნა პა­ტა­რა ერის შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ძა­ლი­ან დიდი. თუ თქვენ გა­ით­ვა­ლი­სიწ­ნებთ, თა­ნა­მედ­რო­ვე­ბას შე­ხე­დავთ და ნა­ხავთ, რამ­დე­ნი ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლია, მა­გა­ლი­თად, მსოფ­ლიო სპორ­ტში, მსოფ­ლიო სა­ო­პე­რო ხე­ლოვ­ნე­ბა­ში. ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­და­ამ­რავ­ლდეთ წინა სა­უ­კუ­ნე­ზე და მიხ­ვდე­ბით, რომ არ­ცთუ ისე ნაკ­ლე­ბი ქარ­თვე­ლო გვყავ­და ბევრ დარ­გში, რომ­ლი­თაც ჩვენ შეგ­ვიძ­ლია, ვი­ა­მა­ყოთ.

- მსმე­ნია, მო­საზ­რე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია, ეს არის მე­ფე­ე­ბის ის­ტო­რია და არა ხალ­ხის.რო­გორ ფიქ­რობთ, თქვენ მიერ შექ­მნი­ლი ნაშ­რო­მი სწო­რედ ხალ­ხის ის­ტო­რი­ას გვი­ამ­ბობს?

ეს მო­საზ­რე­ბა მეც ხში­რად გა­მი­გია და ეს მხო­ლოდ ჩვენ­თან არ ხდე­ბა, ყვე­ლა დიდ ის­ტო­რი­ას წე­რენ დიდი პი­როვ­ნე­ბე­ბი.

სა­ბედ­ნი­ე­როდ ამ წიგნ­ში მე­ფე­ე­ბის ის­ტო­რია არ არის მო­თხრო­ბი­ლი, თუმ­ცა არც უმა­გი­სო­ბაა. ჩვენ გვყავ­და ბევ­რი ქარ­თვე­ლი მეფე, რო­მე­ლიც ცხოვ­რობ­და უცხო­ეთ­ში და თა­ვი­ან­თი მოღ­ვა­წე­ო­ბის იმ ქვე­ყა­ნას ძა­ლი­ან დიდი კვა­ლი და­ამ­ჩნი­ეს. თუნ­დაც ვახ­ტანგ VI ან არ­ჩილ მეფე, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად მა­ინც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ქარ­თვე­ლე­ბის ის­ტო­რი­ე­ბია, რომ­ლებ­მაც უმაღ­ლეს სა­ფე­ხუ­რე­ბამ­დე მი­აღ­წი­ეს - ესე­ნი­იქ­ნე­ბი­ან მამ­ლუ­ქე­ბი თუ ირან­ში გა­ტა­ცე­ბუ­ლი ტყვე ქარ­თვე­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც უმაღ­ლეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მი­აღ­წი­ეს ან ისი­ნი, ვინც ტყვედ გა­ი­ყიდ­ნენ და შემ­დეგ ალ­ჟი­რის ნა­პი­რებ­თან იბ­რძოდ­ნენ, რო­გორც ად­მი­რა­ლე­ბი. მა­ინც ალ­ბათ ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ხალ­ხის ის­ტო­რია, არა მე­ფე­თა და მთა­ვარ­თა.

- სა­ინ­ტე­რე­სოა, კონ­კრე­ტუ­ლად, რა ვი­ზუ­ა­ლურ მა­სა­ლას ვი­ხი­ლავთ თქვენს ნაშ­რომ­ში, რაზე მოგ­ვი­თხრობს ის?

ჩვენ ძა­ლი­ან დიდი ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევთ ვი­ზუ­ა­ლურ მა­სა­ლას, რად­გან ინ­ტერ­ნეტ­ში ხში­რად, გა­უ­გე­ბა­რი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი ვრცელ­დე­ბა ხოლ­მე. სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი დიდი და წამ­ყვა­ნი მუ­ზე­უ­მის ხელ­მძღვა­ნე­ლი ვარ, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, წვდო­მა მაქვს ძა­ლი­ან ბევრ ვი­ზუ­ა­ლურ მა­სა­ლა­ზე, რომ­ლე­ბიც მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა მუ­ზე­უმ­შია და­ცუ­ლი. ამას­თა­ნა­ვე, ჩვენ ვართ Google-ის კულ­ტუ­რუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის წევ­რე­ბი, რაც­ბევრ შე­საძ­ლებ­ლო­ბას გვაძ­ლევს. ბევ­რი მუ­ზე­უ­მის ძვე­ლი სა­ცა­ვი­დან და არ­ქი­ვი­დან მი­ვი­ღეთ ექ­სკლუ­ზი­უ­რი მა­სა­ლა და ექ­სკლუ­ზი­უ­რად ბეჭდ­ვის უფ­ლე­ბა გვაქვს. ასე­ვე, რაც ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და რაც მსოფ­ლი­ო­ში აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლია - „პა­ლიტ­რა L”-თან ერ­თან, ბევ­რი ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტის რე­კონ­სტრუქ­ცია გა­ვა­კე­თეთ, რა­შიც მხატ­ვრე­ბიც იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლე­ბით. შე­დე­გად, მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ვი­ზუ­ა­ლუ­რი მა­სა­ლა გვაქვს, რა­საც მე დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებ.

- რო­გორ ფიქ­რობთ, არის თუ არა ეს ნა­მუ­შე­ვა­რი ის, რა­საც ელო­დით, რაც გსურ­დათ, რომ ყო­ფი­ლი­ყო?

ამ წიგნ­ზე ფიქ­რი და მუ­შა­ო­ბა 2007 წელს და­ვი­წყე და ვფიქ­რობ, რომ 2 ან 3 ტო­მად გა­მო­ვა. არ ვიცი რო­გო­რი გა­მო­ვი­და, მაგ­რამ თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ მთელ სა­მუ­შაო ჯგუფ­თან ერ­თად, და­წყე­ბუ­ლი რე­დაქ­ტო­რე­ბი­დან დამ­თავ­რე­ბუ­ლი მხატ­ვრუ­ლი კონ­ცეფ­ცი­ის ავ­ტო­რით - ყვე­ლამ ძა­ლი­ან დიდი შრო­მა ჩავ­დეთ გა­მო­ცე­მის მომ­ზა­დე­ბა­ში.

მაია ალუ­და­უ­რი - მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი, და ნეს­ტან მა­ღა­ლაშ­ვი­ლი - მხატ­ვრუ­ლი კონ­ცეფ­ცი­ის ავ­ტო­რი და დი­ზა­ი­ნე­რი არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ჩემ­თან ერ­თად ძა­ლი­ან ბევ­რი იშ­რო­მეს. მათ­თვის მით­ქვამს და ახლა პირ­ვე­ლად აღ­ვნიშ­ნავ: მეტი არა­ფე­რი რომ არ გა­ვა­კე­თოთ, ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს წი­ნა­შე რა­ღაც წვლი­ლი გა­ვი­ღეთ და რო­გორც ვახ­ტანგ ჯო­ხა­ძე ამ­ბობ­და: ცუ­დად ჯდო­მას ცუ­დად შრო­მა ვამ­ჯო­ბი­ნე.

ავტორი:

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

„ვინ არის მთელი მსოფლიოსთვის ყველაზე ცნობილი ქართველი?“, - რთულია, ამ კითხვაზე უპასუხო, რადგან მსოფლიოში ცოტამ თუ იცის იმ ქართველების შესახებ, რომელთაც მსოფლიო ისტორიაში დიდი მიღწევები აქვთ.

ამის ძირითადი მიზეზი კი ის არის, რომ დიდი ქართველების შესახებ ბევრი რამ თავადაც არ ვიცით. საუკუნეების განმავლობაში, სხვადასხვა მტრის შემოსევებისა და ომის შემდეგ, ბევრი ქართველი ქვეყნიდან უგზო-უკვლოდ იკარგებოდა, შემდეგ კი შორეული ქვეყნების სანაპიროებზე მაღალი სამხედრო წოდებით იბრძოდა ან წარმატებით მოღვაწეობდა სხვადასხვა სფეროში.

ალბათ, ამ რთულ კითხვაზე პასუხს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორისა და ბევრი ჩვენგანის საყვარელი საავტორო დოკუმენტური ფილმების ავტორის გიორგი კალანდიას სამეცნიერო ნაშრომი - „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ გვაპოვნინებს.

პროექტი გამომცემლობა “პალიტრა L”-ის მიერ მზადდება და გამოცემა მკითხველისთვის მალე იქნება ხელმისაწვდომი. “ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ წარმოადგენს გიორგი კალანდიას სიღრმისეულ ნამუშევარს მსოფლიოს მასშტაბით ქართველთა ღვაწლის შესახებ, რომელთა დიდ ნაწილსაც არათუ ვიცნობთ, მათ შესახებ არც კი გვსმენია.

ავტორი და გამომცემლობა უკვე ორი წელია მუშაობენ ამ პროექტზე, რომელიც გააერთიანებს საქართველოს მიღმა მცხოვრებ ქართველთა უმდიდრეს ისტორიას. წიგნი-ალბომი სავსეა იშვიათი ფოტომასალით, უნიკალური დოკუმენტების ფოტოასლებით და მიმოწერიდან ამონარიდებით, რომლებიც ავტორმა, ათ წელზე მეტი დროის განმავლობაში, მთელი მსოფლიოს ბიბლიოთეკებში, არქივებსა თუ სამუზეუმო საცავებში აღმოაჩინა, შეისწავლა და, საბოლოოდ, უმნიშვნელოვანეს ისტორიულ ნაშრომად აქცია.

წიგნში ანბანური თანმიმდევრობითაა წარმოდგენილი მასალები 40-მდე ქვეყანაში ქართველთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. ქართველები ავღანეთში, ალჟირში, მაროკოში, საფრანგეთში, ბულგარეთში, ინგლისში, თურქეთში, რუსეთში, სპარსეთსა და ეგვიპტეში.

რას შევიტყობთ წიგნიდან და როგორ მიმდინარეობდა მასზე მუშაობის პროცესი, ამის შესახებ თავად გიორგი კალანდიამ გვიამბო:

- რატომ გადაწყვიტეთ, რომ ასეთი ნაშრომი შეგექმნათ და აქამდე თუ ყოფილა მსგავსი პრეცედენტი?

შეიძლება, საკმაოდ ამბიციურად ჟღერს, თუმცა არც არის დასამალი, რომ ამბიციური პროექტია, იმიტომ რომ მიზნად ისახავს ქართველთა ისტორიული კვალის ასახვას მთელ მსოფლიოში უძველესი დროიდან მეორე მსოფლიო ომამდე.

ხშირად მომისმენია კითხვა - რა გააკეთეს, რა მისცეს ქართველებმა მსოფლიოს?! ზოგჯერ გიწევს-ხოლმე ამ თემაზე დაფიქრება და ეს ნაშრომი სწორედ ამ ფიქრის შედეგია.ამ წიგნისათვის ათ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ვაგროვებდი მასალებს. ნაშრომში მოთხრობილია არამარტო ჩვენებურების შესახებ თურქეთში ან ინგლისსა და საფრანგეთში და ეგვიპტელი მამლუქების ისტორიები, არამედ ზოგიერთი ქვეყნის შესახებაც, რომელიც მკითხველისთვის მოულოდნელი იქნება. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩემ მიერ არ არის აღმოჩენილი, გამორკვეული და ნაჩვენები. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე ქართველი ისტორიკოსები წლების განმავლობაში მუშაობდნენ, მაგრამ ეს საბოლოო ჯამში, ერთიანი კვლევის საგანი არ ყოფილა. ნაშრომში 400-ზე მეტი ილუსტრაციაა გამოყენებული, 800-ზე მეტი გვერდია, რომელშიც უდიდესი შრომა ჩავდეთ. ამ თვალსაზრისით მე მაძლიერებს ისიც, რომ ამ წიგნის ერთ-ერთი რედაქტორია ლუიზიანას უნივერსიტეტის პროფესორი, ქართველი მეცნიერი, შესანიშნავი ქართველი ისტორიკოსი ალექსანდრე მიქაბერიძე, რომლისთვისაც ქართველთა ისტორიული კვალის შესწავლა უცხო არ არის.

- როცა უცხოეთში ეცნობოდით ამ ნაშრომებს, თქვენ როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ, რამდენად დიდია მსოფლიო ისტორიაში ქართველების ღვაწლი?

ალბათ, თქვენც დაგისვამთ საკუთარი თავისთვის შეკითხვა და მეც. მახსენდება, მიუნხენში ერთ-ერთ გაჩერებაზე ვიდექი ჩემს მეგობართან ერთად და ერთ-ერთმა გერმანელმა ქალმა ჩვენი ქართულად საუბარი რომ მოისმინა, გვკითხა, რა ენაზე საუბრობთო, ჩვენ ვუპასუხეთ - „ქართულად“. მოგვიტრიალდა და დაგვისვა ძალიან მარტივი შეკითხვა - „ვინ არის ყველაზე ცნობილი ქართველი მთელი მსოფლიოსათვის?“

პირველი, რომ ფიქრი მოგვიწია, შემდეგ პასუხი გავეცით, ალბათ, თქვენც ხვდებით რაც... ჩვენ გვყავს ისეთი ადამიანები, რომელთაც ჩვენ თვითონაც არ ვიცნობთ კარგად, ამიტომაც ამ ნაშრომის უმთავრესი მიზანი არის ესეც, რომ სწორედ ასეთი თითქოს უწყინარი და ადვილი კითხვის დასმის დროს ნებისმიერს შეეძლოს პასუხის გაცემა. ყველას ჰგონია, რომ ეს არის სტალინი ან საბჭოთა ლიდერები.

- დასმულ შეკითხვაზე თქვენ სტალინი უპასუხეთ?

არა, მე სტალინი არ მიპასუხია, მაგრამ ჩემმა მეგობარმა, რომელიც ჩემს გვერდით იდგა, ეს იყო პირველი, რაც თქვა და აბსოლუტურად მესმის მისი. ინსინტქურად უთხრა! ხშირად ასეა, რომ, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ქართველი იოსებ ბესარიონის ძე სტალინი ჰგონიათ და ამის სისწორეზე არ დავიწყებ საუბარს. ეს არ გამორიცხავს იმას, რომ არ უნდა ვიცოდეთ კიდევ სხვა ქართველების შესახებ, რომელთაც ამა თუ იმ ქვეყნის ისტორიაში თავიანთი როლი ითამაშეს, მათ შორის, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში. ის, რომ 20-მდე ქართველი გენერალი იბრძოდა პირველ მსოფლიო ომში, თავად ქართველებმა არ იციან.

„როგორი იყო ქართველების წვლილი მსოფლიოში?“ - ჩვენისთანა პატარა ერის შესაბამისობაში შეიძლება ითქვას, ძალიან დიდი. თუ თქვენ გაითვალისიწნებთ, თანამედროვებას შეხედავთ და ნახავთ, რამდენი ცნობილი ქართველია, მაგალითად, მსოფლიო სპორტში, მსოფლიო საოპერო ხელოვნებაში. ეს ყველაფერი გადაამრავლდეთ წინა საუკუნეზე და მიხვდებით, რომ არცთუ ისე ნაკლები ქართველო გვყავდა ბევრ დარგში, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია, ვიამაყოთ.

- მსმენია, მოსაზრება, რომ საქართველოს ისტორია, ეს არის მეფეების ისტორია და არა ხალხის.როგორ ფიქრობთ, თქვენ მიერ შექმნილი ნაშრომი სწორედ ხალხის ისტორიას გვიამბობს?

ეს მოსაზრება მეც ხშირად გამიგია და ეს მხოლოდ ჩვენთან არ ხდება, ყველა დიდ ისტორიას წერენ დიდი პიროვნებები.

საბედნიეროდ ამ წიგნში მეფეების ისტორია არ არის მოთხრობილი, თუმცა არც უმაგისობაა. ჩვენ გვყავდა ბევრი ქართველი მეფე, რომელიც ცხოვრობდა უცხოეთში და თავიანთი მოღვაწეობის იმ ქვეყანას ძალიან დიდი კვალი დაამჩნიეს. თუნდაც ვახტანგ VI ან არჩილ მეფე, მაგრამ ძირითადად მაინც ჩვეულებრივი ქართველების ისტორიებია, რომლებმაც უმაღლეს საფეხურებამდე მიაღწიეს - ესენიიქნებიან მამლუქები თუ ირანში გატაცებული ტყვე ქართველები, რომლებმაც უმაღლეს ხელისუფლებას მიაღწიეს ან ისინი, ვინც ტყვედ გაიყიდნენ და შემდეგ ალჟირის ნაპირებთან იბრძოდნენ, როგორც ადმირალები. მაინც ალბათ ეს არის ჩვეულებრივი ხალხის ისტორია, არა მეფეთა და მთავართა.

- საინტერესოა, კონკრეტულად, რა ვიზუალურ მასალას ვიხილავთ თქვენს ნაშრომში, რაზე მოგვითხრობს ის?

ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებას ვაქცევთ ვიზუალურ მასალას, რადგან ინტერნეტში ხშირად, გაუგებარი გამოსახულებები ვრცელდება ხოლმე. საქართველოს ერთ-ერთი დიდი და წამყვანი მუზეუმის ხელმძღვანელი ვარ, აქედან გამომდინარე, წვდომა მაქვს ძალიან ბევრ ვიზუალურ მასალაზე, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმშია დაცული. ამასთანავე, ჩვენ ვართ Google-ის კულტურული ინსტიტუტის წევრები, რაცბევრ შესაძლებლობას გვაძლევს. ბევრი მუზეუმის ძველი საცავიდან და არქივიდან მივიღეთ ექსკლუზიური მასალა და ექსკლუზიურად ბეჭდვის უფლება გვაქვს. ასევე, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და რაც მსოფლიოში აპრობირებულია - „პალიტრა L”-თან ერთან, ბევრი ისტორიული ფაქტის რეკონსტრუქცია გავაკეთეთ, რაშიც მხატვრებიც იყვნენ ჩართულებით. შედეგად, მაღალი ხარისხის ვიზუალური მასალა გვაქვს, რასაც მე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ.

- როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ეს ნამუშევარი ის, რასაც ელოდით, რაც გსურდათ, რომ ყოფილიყო?

ამ წიგნზე ფიქრი და მუშაობა 2007 წელს დავიწყე და ვფიქრობ, რომ 2 ან 3 ტომად გამოვა. არ ვიცი როგორი გამოვიდა, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მთელ სამუშაო ჯგუფთან ერთად, დაწყებული რედაქტორებიდან დამთავრებული მხატვრული კონცეფციის ავტორით - ყველამ ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ გამოცემის მომზადებაში.

მაია ალუდაური - მთავარი რედაქტორი, და ნესტან მაღალაშვილი - მხატვრული კონცეფციის ავტორი და დიზაინერი არიან ადამიანები, რომლებმაც ჩემთან ერთად ძალიან ბევრი იშრომეს. მათთვის მითქვამს და ახლა პირველად აღვნიშნავ: მეტი არაფერი რომ არ გავაკეთოთ, ჩვენი სამშობლოს წინაშე რაღაც წვლილი გავიღეთ და როგორც ვახტანგ ჯოხაძე ამბობდა: ცუდად ჯდომას ცუდად შრომა ვამჯობინე.

ჩემი კაფეს ბიჭი და რამდენიმე ახალი წიგნი ზამთრის მარაგისთვის

23 და 24 ნოემბერს ქუთაისში წიგნის ფესტივალი გაიმართა

„შავ პარასკევს“ გამომცემლობა „პალიტრა L“  რამდენიმე ადგილზე იქნება წარმოდგენილი