პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"X ფაქტორის" დროს ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა" - რა შეიცვალა ანრი გუჩმანიძის ცხოვრებაში კონკურსის მოგების შემდეგ და რა გეგმები აქვს "საქართველოს ვარსკვლავში"
"X ფაქტორის" დროს ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა" - რა შეიცვალა ანრი გუჩმანიძის ცხოვრებაში კონკურსის მოგების შემდეგ და რა გეგმები აქვს "საქართველოს ვარსკვლავში"

ამ­ბობს, რომ "X ფაქ­ტორ­ში" გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ მის ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი რამ მოხ­და, კარ­გი შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი მი­ი­ღო, გას­ტროლ­ზეც არა­ერ­თხელ მო­უ­წია წას­ვლა. ბა­თუ­მის ახალ­გაზ­რდულ მუ­სი­კა­ლურ თე­ატ­რში სე­რი­ო­ზუ­ლი როლი მის­ცეს, რა­ზეც ახლა მუ­შა­ობს.

ანრი გუჩ­მა­ნი­ძე ახლა მე­გა­შოუ "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" კონ­კურ­სან­ტია, ათე­ულ­ში მოხ­ვდა და ცდი­ლობს, მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე სრუ­ლი­ად ახა­ლი ენერ­გი­ი­თა და შე­მარ­თე­ბით წარ­დგეს.

"დღეს­დღე­ო­ბით ბა­თუ­მის ახალ­გაზ­რდულ მუ­სი­კა­ლურ თე­ატ­რში ვთა­მა­შობ. მალე პრე­მი­ე­რაც იქ­ნე­ბა და დაგ­პა­ტი­ჟებთ" - გვე­უბ­ნე­ბა ანრი, რო­მე­ლიც იმ ადა­მი­ა­ნე­ბის კო­მენ­ტა­რებს გულ­გრი­ლად სუ­ლაც არ ტო­ვებს, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, რომ "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ში" სხვა კონ­კურ­სში ერთხელ უკვე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებ­მა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ უნდა მი­ი­ღონ.

"კი, მათ აზრს ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევ, სა­ერ­თოდ ყვე­ლას აზრი მა­ინ­ტე­რე­სებს. ცუდი ნათ­ქვა­მი გულ­ზე ცუ­დად მხვდე­ბა, მაგ­რამ როცა ჩემი ცხოვ­რე­ბის სა­სი­კე­თოდ წარ­მარ­თვის­თვის ნა­ბიჯს გა­დავ­დგამ, უკვე ეჭვი აღარ მე­პა­რე­ბა, უკან არა­ფე­რი მა­ხე­ვი­ნებს. მოკ­ლედ, "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გა­დავ­წყვი­ტე, რად­გა­ნაც ეს ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვა და ახა­ლი დიდი სცე­ნა იყო ჩემ­თვის... ამ სცე­ნის მტვე­რი ყო­ველ­დღე მე­ნატ­რე­ბო­და... რა თქმა უნდა, კონ­კურ­სის­თვის და­წე­სე­ბულ­მა მთა­ვარ­მა პრიზ­მაც იმოქ­მე­და, გავ­ლე­ნა იქო­ნია, რის გა­მოც მო­ვე­დი, მაგ­რამ მთა­ვა­რი მა­ინც დიდი სცე­ნა და მა­ყუ­რე­ბე­ლი გახ­ლდათ.

- ელო­დი, რომ ათე­ულ­ში მოხ­ვდე­ბო­დი?

- რა თქმა უნდა - ოპ­ტი­მის­ტი ვარ!

- რა მო­ლო­დი­ნი გაქვს და რამ­დე­ნად დაძ­ლევ იმ ბა­რი­ე­რებს, რო­მელ­საც ეს კონ­კურ­სი შე­მოგ­თა­ვა­ზებს?

- მე­გა­შოუ "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი" ჩემ­თვის პირ­ვე­ლი შოუა, აქ ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი მუ­შა­ო­ბენ და ისე­თი პერ­სო­ნა­ლია და­კა­ვე­ბუ­ლი, რომ ყვე­ლა­ფერს უშეც­დო­მოდ, იდე­ა­ლუ­რად აკე­თე­ბენ. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ეს ხალ­ხი, იცი­ან თა­ვი­სი საქ­მე და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან. რაც შე­ხე­ბა მო­ლო­დი­ნებს, ამა­ზე წი­ნას­წარ ვერ ვი­სა­უბ­რებ, ყვე­ლა­ფე­რი ხალ­ხზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ფერს ხალ­ხი გა­და­წყვეტს. მე, რა თქმა უნდა, ყვე­ლა გა­მოს­ვლა­ზე მაქ­სი­მა­ლურს გა­ვა­კე­თებ, ბო­ლომ­დე და­ვი­ხარ­ჯე­ბი. და­ნარ­ჩე­ნი ხალ­ხმა უნდა გა­და­წყვი­ტოს.

- იმა­ზე რას იტყვი, რომ "ევ­რო­ვო­ზი­ა­ზე" სა­ხარ­ბი­ე­ლო შე­დე­გე­ბი აქამ­დე ჯერ არ გვქო­ნია?

- ყვე­ლა­ფე­რი უნდა იყოს და­ლა­გე­ბუ­ლი და გან­სა­ზღვრუ­ლი და მა­შინ ალ­ბათ შე­დე­გიც იქ­ნე­ბა. წინა გა­მოს­ვლებ­ზე ვერ ვი­სა­უბ­რებ და არც ვი­სა­უბ­რებ. ვფიქ­რობ, სტი­ლია შე­საც­ვლე­ლი, უფრო მხი­ა­რუ­ლე­ბაა სა­ჭი­რო, თუმ­ცა ასე პირ­და­პირ თქმაც ძნე­ლია... ამ თე­მა­ზე, რა თქმა უნდა, ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი მაქვს.

- თუ ამ კონ­კურ­სზე წას­ვლა მო­გი­წევს, რას იზამ?

- ყვე­ლა­ფერს დავძლევ, დიდ სცე­ნა­ზე შე­მიძ­ლია ყოვ­ლის­შემ­ძლე ვიყო, ნა­ხავთ ჩემს გა­მოს­ვლებს და ამა­ში დარ­წმუნ­დე­ბით. ვიმ­ღე­რებ უშეც­დო­მოდ, ბევ­რი პო­ზი­ტი­ვით, ღი­მი­ლით, სი­ხა­რუ­ლით და ბედ­ნი­ე­რე­ბით.

ასე რომ, "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ში" სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ ან­რის იხი­ლა­ვენ. "X ფაქ­ტორ"-ის პე­რი­ოდ­ში ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი მქონ­და, უბ­რა­ლოდ გა­მი­მარ­თლა და გა­ვი­მარ­ჯვე... ეტყო­ბა, ბედ­ნი­ერ ვარ­სკვლავ­ზე ვარ და­ბა­დე­ბუ­ლი... ძლი­ე­რი გა­მოს­ვლე­ბი არ მქო­ნია, მაგ­რამ მას მერე რა­ღა­ცე­ე­ბი და­ლაგ­და და მა­ყუ­რე­ბე­ლი ბევრ კარგ რა­ღა­ცას უნდა ელო­დოს.

ანრი გუჩ­მა­ნი­ძე ერთ წე­ლი­წად­ში ეკო­ნო­მის­ტის დიპ­ლომს აი­ღებს, თუმ­ცა მო­მა­ვალ­ში რას აპი­რებს, ჯერ არ იცის. ჯერ 23 წლის არის, ცხოვ­რე­ბის დი­ნე­ბას მიყ­ვე­ბა. მსა­ხი­ო­ბო­ბაც უნდა, ხა­ტავს, სიმ­ღე­რებ­საც წერს, მაგ­რამ ამ ყვე­ლაფ­რის ხალ­ხის წი­ნა­შე გა­მო­ტა­ნას ჯერ არ ცდი­ლობს.

რაც შე­ე­ხე­ბა საყ­ვა­რელ მუ­სი­კა­ლურ ჟანრს, ეს რო­კია, რაც მა­მამ შე­აყ­ვა­რა. "როცა უკვე სიმ­ღე­რა და­ვი­წყე, ამ ჟანრ­ში თავს კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ­დი, თუმ­ცა სხვა ჟან­რე­ბიც კარ­გად გა­მომ­დის. მოკ­ლედ, მა­ყუ­რებ­ლის მხარ­და­ჭე­რის და გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის იმე­დი მაქვს".

Nana
0

შენ უძლიერესი მომღერლის შვილი ხარ და დარწმუნებულუ ვარ უძლიერესი ხარ შენც . რასაც ჩაიფიქრებ ის უნდა აიხდინო წარმატებები ანრიიიი

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"X ფაქტორის" დროს ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა" - რა შეიცვალა ანრი გუჩმანიძის ცხოვრებაში კონკურსის მოგების შემდეგ და რა გეგმები აქვს "საქართველოს ვარსკვლავში"

"X ფაქტორის" დროს ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა" - რა შეიცვალა ანრი გუჩმანიძის ცხოვრებაში კონკურსის მოგების შემდეგ და რა გეგმები აქვს "საქართველოს ვარსკვლავში"

ამბობს, რომ "X ფაქტორში" გამარჯვების შემდეგ მის ცხოვრებაში ბევრი რამ მოხდა, კარგი შემოთავაზებები მიიღო, გასტროლზეც არაერთხელ მოუწია წასვლა. ბათუმის ახალგაზრდულ მუსიკალურ თეატრში სერიოზული როლი მისცეს, რაზეც ახლა მუშაობს.

ანრი გუჩმანიძე ახლა მეგაშოუ "საქართველოს ვარსკვლავის" კონკურსანტია, ათეულში მოხვდა და ცდილობს, მაყურებლის წინაშე სრულიად ახალი ენერგიითა და შემართებით წარდგეს.

"დღესდღეობით ბათუმის ახალგაზრდულ მუსიკალურ თეატრში ვთამაშობ. მალე პრემიერაც იქნება და დაგპატიჟებთ" - გვეუბნება ანრი, რომელიც იმ ადამიანების კომენტარებს გულგრილად სულაც არ ტოვებს, რომლებიც ამბობენ, რომ "საქართველოს ვარსკვლავში" სხვა კონკურსში ერთხელ უკვე გამარჯვებულებმა მონაწილეობა არ უნდა მიიღონ.

"კი, მათ აზრს ყურადღებას ვაქცევ, საერთოდ ყველას აზრი მაინტერესებს. ცუდი ნათქვამი გულზე ცუდად მხვდება, მაგრამ როცა ჩემი ცხოვრების სასიკეთოდ წარმართვისთვის ნაბიჯს გადავდგამ, უკვე ეჭვი აღარ მეპარება, უკან არაფერი მახევინებს. მოკლედ, "საქართველოს ვარსკვლავში" მონაწილეობა გადავწყვიტე, რადგანაც ეს ახალი გამოწვევა და ახალი დიდი სცენა იყო ჩემთვის... ამ სცენის მტვერი ყოველდღე მენატრებოდა... რა თქმა უნდა, კონკურსისთვის დაწესებულმა მთავარმა პრიზმაც იმოქმედა, გავლენა იქონია, რის გამოც მოვედი, მაგრამ მთავარი მაინც დიდი სცენა და მაყურებელი გახლდათ.

- ელოდი, რომ ათეულში მოხვდებოდი?

- რა თქმა უნდა - ოპტიმისტი ვარ!

- რა მოლოდინი გაქვს და რამდენად დაძლევ იმ ბარიერებს, რომელსაც ეს კონკურსი შემოგთავაზებს?

- მეგაშოუ "საქართველოს ვარსკვლავი" ჩემთვის პირველი შოუა, აქ ისეთი ადამიანები მუშაობენ და ისეთი პერსონალია დაკავებული, რომ ყველაფერს უშეცდომოდ, იდეალურად აკეთებენ. ძალიან მიყვარს ეს ხალხი, იციან თავისი საქმე და პროფესიონალები არიან. რაც შეხება მოლოდინებს, ამაზე წინასწარ ვერ ვისაუბრებ, ყველაფერი ხალხზეა დამოკიდებული, ყველაფერს ხალხი გადაწყვეტს. მე, რა თქმა უნდა, ყველა გამოსვლაზე მაქსიმალურს გავაკეთებ, ბოლომდე დავიხარჯები. დანარჩენი ხალხმა უნდა გადაწყვიტოს.

- იმაზე რას იტყვი, რომ "ევროვოზიაზე" სახარბიელო შედეგები აქამდე ჯერ არ გვქონია?

- ყველაფერი უნდა იყოს დალაგებული და განსაზღვრული და მაშინ ალბათ შედეგიც იქნება. წინა გამოსვლებზე ვერ ვისაუბრებ და არც ვისაუბრებ. ვფიქრობ, სტილია შესაცვლელი, უფრო მხიარულებაა საჭირო, თუმცა ასე პირდაპირ თქმაც ძნელია... ამ თემაზე, რა თქმა უნდა, ჩემი შეხედულებები მაქვს.

- თუ ამ კონკურსზე წასვლა მოგიწევს, რას იზამ?

- ყველაფერს დავძლევ, დიდ სცენაზე შემიძლია ყოვლისშემძლე ვიყო, ნახავთ ჩემს გამოსვლებს და ამაში დარწმუნდებით. ვიმღერებ უშეცდომოდ, ბევრი პოზიტივით, ღიმილით, სიხარულით და ბედნიერებით.

ასე რომ, "საქართველოს ვარსკვლავში" სრულიად განსხვავებულ ანრის იხილავენ. "X ფაქტორ"-ის პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა, უბრალოდ გამიმართლა და გავიმარჯვე... ეტყობა, ბედნიერ ვარსკვლავზე ვარ დაბადებული... ძლიერი გამოსვლები არ მქონია, მაგრამ მას მერე რაღაცეები დალაგდა და მაყურებელი ბევრ კარგ რაღაცას უნდა ელოდოს.

ანრი გუჩმანიძე ერთ წელიწადში ეკონომისტის დიპლომს აიღებს, თუმცა მომავალში რას აპირებს, ჯერ არ იცის. ჯერ 23 წლის არის, ცხოვრების დინებას მიყვება. მსახიობობაც უნდა, ხატავს, სიმღერებსაც წერს, მაგრამ ამ ყველაფრის ხალხის წინაშე გამოტანას ჯერ არ ცდილობს.

რაც შეეხება საყვარელ მუსიკალურ ჟანრს, ეს როკია, რაც მამამ შეაყვარა. "როცა უკვე სიმღერა დავიწყე, ამ ჟანრში თავს კომფორტულად ვგრძნობდი, თუმცა სხვა ჟანრებიც კარგად გამომდის. მოკლედ, მაყურებლის მხარდაჭერის და გულშემატკივრების იმედი მაქვს".

პარლამენტის ეზოში პოლიციის დამატებითი ძალებია მობილიზებული

პატრიარქი - "მინდა განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ოჯახის პრობლემას... ოჯახის სიმტკიცე თანდათან ეცემა"

გამწვანების აქცია "ალიანს ჯგუფის" და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი მონაწილეობით