საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოსთვის ეს სიახლე იქნება" - ბიძინა ივანიშვილი და ეკა ხვედელიძე ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტზე
"საქართველოსთვის ეს სიახლე იქნება" - ბიძინა ივანიშვილი და ეკა ხვედელიძე ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტზე

ქუ­თა­ის­ში კეთ­დე­ბა სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ქა­ლა­ქი, რო­მელ­საც, გა­სარ­თო­ბიც და სა­მეც­ნი­ე­რო ცენ­ტრიც ად­გილ­ზე ექ­ნე­ბა - ეს იქ­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, - აცხა­დებს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ თავ­მჯდო­მა­რე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ინ­ტერ­ვი­უ­ში, რო­მე­ლიც ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მშე­ნებ­ლო­ბას ეხე­ბა. ინ­ტერ­ვი­უს ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი ავ­რცე­ლებს.

ივა­ნიშ­ვი­ლის თქმით, სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ქა­ლა­ქის აშე­ნე­ბა მისი დიდი ხნის სურ­ვი­ლია.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი 2007 წელს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­შინ­დელ რექ­ტორ­თან შეხ­ვედ­რას იხ­სე­ნებს.

„მე შევ­ხვდი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორს, ხუ­ბუ­ას ჩე­მი­ვე ინი­ცი­ა­ტი­ვით, მა­შინ გა­რე­მონ­ტე­ბა­ზე იყო სა­უ­ბა­რი და და­ვი­წყეთ კი­დეც. სა­უ­ბარ­ში­ვე გა­მოვ­თქვი ჩემი დიდი ხნის სურ­ვი­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ქა­ლა­ქის აშე­ნე­ბის შე­სა­ხებ. ეს იყო 2007 წელი, თუ არ მეშ­ლე­ბა. სხვა­თა შო­რის, ბა­თუ­მის­თვის პრო­ექ­ტიც მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, რა­შიც მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მეტი მაქვს გა­დახ­დი­ლი, უცხო­ე­ლებს და­ვუკ­ვე­თე. უცხო­ე­ლებ­მა დაგ­ვარ­წმუ­ნეს, რომ ეს აღარ არის პერ­სპექ­ტი­უ­ლი და არ შე­იძ­ლე­ბა ამ­ხე­ლა უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­კე­თე­ბა, სა­კუ­თა­რი ენერ­გი­ით უნდა იმუ­შა­ოს და სამ სარ­თულ­ზე მეტი არ ივარ­გებ­და. შემ­დეგ პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი გარ­თულ­და, ამას ომი და­ერ­თო, მათ­თან (მა­შინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი) ურ­თი­ერ­თო­ბა შევ­წყვი­ტე და ა.შ. ამის შემ­დეგ უკვე ქუ­თა­ი­სის იდეა ჩა­მო­ყა­ლიბ­და, მე მგო­ნი ყვე­ლა­ზე ლო­გი­კუ­რი და ყვე­ლა­ზე სწო­რი.

თქვენ იცით, რომ ის­ტო­რი­უ­ლად, ტრა­დი­ცი­უ­ლად, ქუ­თა­ისს ჰქონ­და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცენ­ტრის ფუნ­ქცია და მე ვფიქ­რობ, რომ ქუ­თა­ი­სი იყო სა­უ­კე­თე­სო არ­ჩე­ვა­ნი. დრო კი ბევ­რი და­ი­ხარ­ჯა, მაგ­რამ მე მგო­ნი პრო­ექ­ტი ბევ­რად სწო­რად გან­ვი­თარ­და“, - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

მისი თქმით, ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­სავ­ლე­თის რე­გი­ონს და­მა­ტე­ბით ხიბლს შეს­ძენს და სტუ­დენ­ტე­ბი გა­და­ნა­წილ­დე­ბი­ან რო­გორც და­სავ­ლეთ, ისე აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი არ არის პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ექ­ტი, ეს იყო ჩვე­ნი ოჯა­ხის გულ­წრფე­ლი სურ­ვი­ლი, რომ შეგ­ვექ­მნა ისე­თი მა­ღა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად მის­ცემ­და ახალ­გაზ­რდებს ახა­ლი ტი­პის გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, - ამის შე­სა­ხებ ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მე­უღ­ლემ ეკა­ტე­რი­ნა ხვე­დე­ლი­ძემ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მშე­ნებ­ლო­ბას ეხე­ბა. მისი თქმით, ეს არ იქ­ნე­ბა კერ­ძო უნი­ვერ­სი­ტე­ტი.

„რო­გორც სხვა მრა­ვა­ლი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც და­ა­ფი­ნან­სა ჩვენ­მა ოჯახ­მა, ესეც სა­ხელ­მწი­ფოს სა­ჩუქ­რად გა­და­ე­ცე­მა“, - აღ­ნიშ­ნა ხვე­დე­ლი­ძემ.

მისი თქმით, ოჯახ­მა 1992 წლი­დან გა­და­წყვი­ტა, სა­კუ­თა­რი წვლი­ლი შე­ე­ტა­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში.

„ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო იმას­თან, რომ ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­ი­ზარ­და, შე­სა­ბა­მი­სად, სა­შუ­ა­ლე­ბა გვქონ­და, ბავ­შვე­ბი გაგ­ვეგ­ზავ­ნა უცხო­ეთ­ში სას­წავ­ლებ­ლად, მაგ­რამ რომ ვნა­ხეთ, სტუ­დენ­ტე­ბის სწავ­ლა უცხო­ეთ­ში არ აღ­მოჩ­ნდა ისე­თი ეფექ­ტუ­რი, რისი მო­ლო­დი­ნიც გვქონ­და, მი­მარ­თუ­ლე­ბა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის­კენ შევ­ცვა­ლეთ. ეს გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და იმა­ში, რომ და­ვი­წყეთ სხვა­დას­ხვა უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა, სკო­ლებ­ში ინფრას­ტრუქ­ტუ­რის შეც­ვლა, მათი ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა, ყუ­რა­დღე­ბა გა­და­ვი­ტა­ნეთ უკვე არ­სე­ბულ უმაღ­ლეს და ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ზე“ - გა­ნა­ცხა­და ეკა­ტე­რი­ნა ხვე­დე­ლი­ძემ.

მან­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ უმაღ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტი დღეს ძალ­ზედ აქ­ტუ­ა­ლუ­რი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

„იდეა ნელ-ნელა ყა­ლიბ­დე­ბო­და. დღეს, რო­დე­საც უკვე სხვა­ნა­ირ ეპო­ქა­ში გა­დავ­დი­ვართ და უმაღ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი უკვე რე­ა­ლუ­რად შე­მო­დის ჩვენს ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში და რე­ა­ლუ­რად ხდე­ბა თუნ­დაც ხე­ლოვ­ნუ­ლი ინ­ტე­ლექ­ტის ინ­ტეგ­რი­რე­ბა ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში, უმაღ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტი ძალ­ზედ აქ­ტუ­ა­ლუ­რი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ეს კი­დევ ერთხელ მის­ცემს შე­საძ­ლებ­ლო­ბას მშობ­ლებს, ახალ­გაზ­რდებს, რომ შე­ა­ფა­სონ მო­მა­ვა­ლი, გა­და­ხე­დონ მო­მავ­ლის პრო­ფე­სი­ებს. ამა­ვე დროს, ეს იქ­ნე­ბა ახა­ლი ფორ­მა­ტის სწავ­ლე­ბა, სა­დაც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის ერთი ოჯა­ხი შე­იკვრე­ბა, ანუ, გა­უს­ვლე­ლად, მუდ­მი­ვი ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბებ­ში ბავ­შვე­ბი ერ­თმა­ნეთ­საც უფრო და­უ­ახ­ლოვ­დე­ბი­ან, გა­ნათ­ლე­ბაც უფრო იოლი და სა­ხა­ლი­სო იქ­ნე­ბა და ეს იქ­ნე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ახა­ლი ფორ­მა სწავ­ლე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს სივ­რცე­ში. რა თქმა უნდა, უცხო­ეთ­ში ასე­თი სწავ­ლე­ბის ფორ­მა მრავ­ლად არის, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ეს სი­ახ­ლე იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ეკა­ტე­რი­ნა ხვე­დე­ლი­ძემ.

ამას­თან, ხვე­დე­ლი­ძემ დას­ძი­ნა, რომ ქუ­თა­ი­სის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ქა­ლა­ქი მიმ­ზიდ­ვე­ლია ტე­რი­ტო­რი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სი­თაც.

„სა­დღაც სა­ათ­ნა­ხე­ვარ­ში, ერთ სა­ათ­ში ზღვას­თან შე­გიძ­ლია იყო. ეს ძა­ლი­ან მიმ­ზიდ­ვე­ლია ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის, დას­ვე­ნე­ბის­თვის, სით­ბო­თი გა­მო­ირ­ჩე­ვა და ამ თვალ­საზ­რი­სით ტე­რი­ტო­რი­უ­ლად, გე­ოგ­რა­ფი­უ­ლად, ეკო­ლო­გი­უ­რა­დაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი აქვს“, - გა­ნა­ცხა­და ეკა­ტე­რი­ნა ხვე­დე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნუ მბლოკავ ადამიანო!!! ადმინო!
7

სამოთხეში ვაართ?! რა ვითარებაა? რა მოქმედებაა?!

ნიკა
60

ბიძინასი აღარავის ჯერა და ეხლა ეკას თხოვა შენ მოატყუე ეხლა ხალხი მე აღარ დამიჯერრბენო

ავტორი:

"საქართველოსთვის ეს სიახლე იქნება" - ბიძინა ივანიშვილი და ეკა ხვედელიძე ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტზე

"საქართველოსთვის ეს სიახლე იქნება" - ბიძინა ივანიშვილი და ეკა ხვედელიძე ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტზე

ქუთაისში კეთდება საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელსაც, გასართობიც და სამეცნიერო ცენტრიც ადგილზე ექნება - ეს იქნება სახელმწიფო უნივერსიტეტი, - აცხადებს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ინტერვიუში, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობას ეხება. ინტერვიუს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

ივანიშვილის თქმით, საუნივერსიტეტო ქალაქის აშენება მისი დიდი ხნის სურვილია.

ბიძინა ივანიშვილი 2007 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაშინდელ რექტორთან შეხვედრას იხსენებს.

„მე შევხვდი უნივერსიტეტის რექტორს, ხუბუას ჩემივე ინიციატივით, მაშინ გარემონტებაზე იყო საუბარი და დავიწყეთ კიდეც. საუბარშივე გამოვთქვი ჩემი დიდი ხნის სურვილი საუნივერსიტეტო ქალაქის აშენების შესახებ. ეს იყო 2007 წელი, თუ არ მეშლება. სხვათა შორის, ბათუმისთვის პროექტიც მაქვს გაკეთებული, რაშიც მილიონ დოლარზე მეტი მაქვს გადახდილი, უცხოელებს დავუკვეთე. უცხოელებმა დაგვარწმუნეს, რომ ეს აღარ არის პერსპექტიული და არ შეიძლება ამხელა უნივერსიტეტის გაკეთება, საკუთარი ენერგიით უნდა იმუშაოს და სამ სართულზე მეტი არ ივარგებდა. შემდეგ პოლიტიკური პროცესები გართულდა, ამას ომი დაერთო, მათთან (მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები) ურთიერთობა შევწყვიტე და ა.შ. ამის შემდეგ უკვე ქუთაისის იდეა ჩამოყალიბდა, მე მგონი ყველაზე ლოგიკური და ყველაზე სწორი.

თქვენ იცით, რომ ისტორიულად, ტრადიციულად, ქუთაისს ჰქონდა საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქცია და მე ვფიქრობ, რომ ქუთაისი იყო საუკეთესო არჩევანი. დრო კი ბევრი დაიხარჯა, მაგრამ მე მგონი პროექტი ბევრად სწორად განვითარდა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დასავლეთის რეგიონს დამატებით ხიბლს შესძენს და სტუდენტები გადანაწილდებიან როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არ არის პოლიტიკური პროექტი, ეს იყო ჩვენი ოჯახის გულწრფელი სურვილი, რომ შეგვექმნა ისეთი მაღალი ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, რომელიც რეალურად მისცემდა ახალგაზრდებს ახალი ტიპის განათლების მიღების საშუალებას, - ამის შესახებ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილის მეუღლემ ეკატერინა ხვედელიძემ ინტერვიუში განაცხადა, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობას ეხება. მისი თქმით, ეს არ იქნება კერძო უნივერსიტეტი.

„როგორც სხვა მრავალი პროექტი, რომელიც დააფინანსა ჩვენმა ოჯახმა, ესეც სახელმწიფოს საჩუქრად გადაეცემა“, - აღნიშნა ხვედელიძემ.

მისი თქმით, ოჯახმა 1992 წლიდან გადაწყვიტა, საკუთარი წვლილი შეეტანა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში.

„ეს დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ფინანსური შესაძლებლობა გაიზარდა, შესაბამისად, საშუალება გვქონდა, ბავშვები გაგვეგზავნა უცხოეთში სასწავლებლად, მაგრამ რომ ვნახეთ, სტუდენტების სწავლა უცხოეთში არ აღმოჩნდა ისეთი ეფექტური, რისი მოლოდინიც გვქონდა, მიმართულება საგანმანათლებლო სისტემაში ცვლილებებისკენ შევცვალეთ. ეს გამოიხატებოდა იმაში, რომ დავიწყეთ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსება, სკოლებში ინფრასტრუქტურის შეცვლა, მათი ტექნიკური აღჭურვილობა, ყურადღება გადავიტანეთ უკვე არსებულ უმაღლეს და ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაზე“ - განაცხადა ეკატერინა ხვედელიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ უმაღლესი ტექნოლოგიის უნივერსიტეტი დღეს ძალზედ აქტუალური და მნიშვნელოვანია.

„იდეა ნელ-ნელა ყალიბდებოდა. დღეს, როდესაც უკვე სხვანაირ ეპოქაში გადავდივართ და უმაღლესი ტექნოლოგიები უკვე რეალურად შემოდის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და რეალურად ხდება თუნდაც ხელოვნული ინტელექტის ინტეგრირება ჩვენს ცხოვრებაში, უმაღლესი ტექნოლოგიის უნივერსიტეტი ძალზედ აქტუალური და მნიშვნელოვანია. ეს კიდევ ერთხელ მისცემს შესაძლებლობას მშობლებს, ახალგაზრდებს, რომ შეაფასონ მომავალი, გადახედონ მომავლის პროფესიებს. ამავე დროს, ეს იქნება ახალი ფორმატის სწავლება, სადაც საგანმანათლებლო სისტემის ერთი ოჯახი შეიკვრება, ანუ, გაუსვლელად, მუდმივი ცხოვრების პირობებში ბავშვები ერთმანეთსაც უფრო დაუახლოვდებიან, განათლებაც უფრო იოლი და სახალისო იქნება და ეს იქნება მნიშვნელოვნად ახალი ფორმა სწავლების საქართველოს სივრცეში. რა თქმა უნდა, უცხოეთში ასეთი სწავლების ფორმა მრავლად არის, მაგრამ საქართველოსთვის ეს სიახლე იქნება“, - განაცხადა ეკატერინა ხვედელიძემ.

ამასთან, ხვედელიძემ დასძინა, რომ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი მიმზიდველია ტერიტორიული თვალსაზრისითაც.

„სადღაც საათნახევარში, ერთ საათში ზღვასთან შეგიძლია იყო. ეს ძალიან მიმზიდველია ახალგაზრდებისთვის, დასვენებისთვის, სითბოთი გამოირჩევა და ამ თვალსაზრისით ტერიტორიულად, გეოგრაფიულად, ეკოლოგიურადაც მნიშვნელოვანი როლი აქვს“, - განაცხადა ეკატერინა ხვედელიძემ.

ჩვილს და მის დედას კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 5 ბავშვია - "ყველას მდგომარეობა მსუბუქია, ფილტვების ანთება არცერთს აქვს"

"დღეს კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 3 პაციენტის გამოჯანმრთელებას ველოდებით" - მარინა ეზუგბაია განახლებული მონაცემებით

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"