მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიახლე კარდიოლოგიური პაციენტებისთვის
სიახლე კარდიოლოგიური პაციენტებისთვის

სა­ქარ­თვე­ლო­ში გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი ხში­რად გვხდე­ბა და ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ად­გი­ლიც უკა­ვია სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მი­ზე­ზებს შო­რის. კარ­დი­ო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­კურ­ნე­ბა ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სია და არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა მხო­ლოდ მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სით. დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დგომ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­საც. სა­ქარ­თვე­ლო­ში კარ­დი­ო­ლო­გი­უ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის ამ დრომ­დე არ იყო ხელ­მი­საწ­ვდო­მი კარ­დი­ო­რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კომ­პლექ­სუ­რი კურ­სე­ბი,თუმ­ცა სულ ახ­ლა­ხანს „ავერ­სის კლი­ნი­კამ“ პა­ცი­ენ­ტებს სრულ­ფა­სო­ვა­ნი კარ­დი­ო­რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურ­სე­ბი შეს­თა­ვა­ზა.

კლი­ნი­კა­ში და­ი­ნერ­გა გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და­კარ­დი­ო­რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პროგ­რა­მა, რო­მელ­შიც ჩარ­თუ­ლია მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი გუნ­დი კარ­დი­ო­ლო­გის, ფსი­ქო­ლო­გი­სა და ფი­ზი­კუ­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტის­შე­მად­გენ­ლო­ბით. პროგ­რა­მის მი­ზა­ნია პა­ცი­ენ­ტე­ბის სი­ცო­ცხლის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და ხან­გრძლი­ვო­ბის გაზ­რდა, ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვის მი­მართ ტო­ლე­რან­ტო­ბის მო­მა­ტე­ბა, პა­ცი­ენ­ტის ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სის ამაღ­ლე­ბა და ემო­ცი­უ­რი სტრე­სის შემ­ცი­რე­ბა.

კარ­დი­ო­რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პროგ­რა­მა ესა­ჭი­რო­ე­ბათ პა­ცი­ენ­ტებს, ვი­საც გა­და­ტა­ნი­ლი აქვთ:

  • მი­ო­კარ­დი­უ­მის ინ­ფარ­ქტი
  • კო­რო­ნა­ლუ­რი შუნ­ტი­რე­ბა
  • ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა სარ­ქვლებ­ზე
  • კო­რო­ნა­ლუ­რი ან­გი­ოპ­ლას­ტი­კა, ბა­ლო­ნი­რე­ბა-სტენ­ტი­რე­ბა
  • სტე­ნო­კარ­დია
  • გუ­ლის ქრო­ნი­კუ­ლი უკ­მა­რი­სო­ბა - კომ­პენ­სი­რე­ბუ­ლი

რო­გორც „ავერ­სის კლი­ნი­კა­ში“ აცხა­დე­ბენ, პროგ­რა­მა მთლი­ა­ნად და­ფუძ­ნე­ბუ­ლია წამ­ყვან სა­მე­დი­ცი­ნო ქვეყ­ნებ­ში არ­სე­ბულ პრაქ­ტი­კა­ზე და მო­ი­ცავს ჯგუ­ფურ სე­ან­სებს (2-5 პა­ცი­ენ­ტი). ვარ­ჯი­შე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რია და მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ინ­სტრუქ­ტო­რის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბით ტარ­დე­ბა. პა­ცი­ენ­ტე­ბი ეკგ მო­ნი­ტო­რი­რე­ბის ფონ­ზე, წი­ნას­წარ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სქე­მის მი­ხედ­ვით გა­დი­ან რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პროგ­რა­მას. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სქე­მა პა­ცი­ენ­ტის დე­ტა­ლუ­რი კარ­დი­ო­ლო­გი­უ­რი შე­ფა­სე­ბი­სა და დატ­ვირ­თვის ტეს­ტე­ბის შე­დე­გე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე იგეგ­მე­ბა. ბა­ლან­სი­რე­ბულ დატ­ვირ­თვას კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და მეხ­სი­ე­რე­ბის გა­მა­აქ­ტი­უ­რე­ბე­ლი ვარ­ჯი­შე­ბი ერ­თვის თან. პა­რა­ლე­ლუ­რად პა­ცი­ენ­ტე­ბი ფსი­ქო­ლო­გი­ურ ტეს­ტი­რე­ბას გა­დი­ან, რომ­ლის შე­დე­გე­ბიც კი­დევ უფრო აზუს­ტებს ვარ­ჯი­შე­ბის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ პა­რა­მეტ­რებს.

პროგ­რა­მა ამავდრო­უ­ლად მო­ი­ცავს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სა­ლექ­ციო კომ­პო­ნენტს, ვი­ნა­ი­დან ცნო­ბი­ლია, რომ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ნაკ­ლე­ბად რთულ­დე­ბა და ცხოვ­რე­ბის ჩვე­ულ რიტ­მში დაბ­რუ­ნე­ბაც უფრო ადრე ხდე­ბა.

პროგ­რა­მის პირ­ვე­ლი ეტა­პი 2-კვი­რი­ა­ნია, 10 სე­ანსს მო­ი­ცავს და დღე­ში 2 სა­ა­თიგ­რძელ­დე­ბა. პირ­ვე­ლი ეტა­პის შემ­დეგ შე­საძ­ლე­ბე­ლია ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა, ცხა­დია, მე­თო­დის­ტის თან­ხლე­ბით და კვლავ ეკგ-მო­ნი­ტო­რი­რე­ბის ფონ­ზე, კვი­რა­ში 2–3–ჯერ.

R

ავტორი:

სიახლე კარდიოლოგიური პაციენტებისთვის

სიახლე კარდიოლოგიური პაციენტებისთვის

საქართველოში გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ხშირად გვხდება და ერთ-ერთი პირველი ადგილიც უკავია სიკვდილიანობის მიზეზებს შორის. კარდიოლოგიური დაავადებების განკურნება ხანგრძლივი პროცესია და არ შემოიფარგლება მხოლოდ მკურნალობის კურსით. დიდი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის შემდგომ რეაბილიტაციის პროცესსაც. საქართველოში კარდიოლოგიური პაციენტებისთვის ამ დრომდე არ იყო ხელმისაწვდომი კარდიორეაბილიტაციის კომპლექსური კურსები,თუმცა სულ ახლახანს „ავერსის კლინიკამ“ პაციენტებს სრულფასოვანი კარდიორეაბილიტაციის კურსები შესთავაზა.

კლინიკაში დაინერგა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა დაკარდიორეაბილიტაციის პროგრამა, რომელშიც ჩართულია მაღალკვალიფიციური გუნდი კარდიოლოგის, ფსიქოლოგისა და ფიზიკური რეაბილიტაციის სპეციალისტისშემადგენლობით. პროგრამის მიზანია პაციენტების სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება და ხანგრძლივობის გაზრდა, ფიზიკური დატვირთვის მიმართ ტოლერანტობის მომატება, პაციენტის ფსიქოსოციალური სტატუსის ამაღლება და ემოციური სტრესის შემცირება.

კარდიორეაბილიტაციის პროგრამა ესაჭიროებათ პაციენტებს, ვისაც გადატანილი აქვთ:

  • მიოკარდიუმის ინფარქტი
  • კორონალური შუნტირება
  • ქირურგიული ჩარევა სარქვლებზე
  • კორონალური ანგიოპლასტიკა, ბალონირება-სტენტირება
  • სტენოკარდია
  • გულის ქრონიკული უკმარისობა - კომპენსირებული

როგორც „ავერსის კლინიკაში“ აცხადებენ, პროგრამა მთლიანად დაფუძნებულია წამყვან სამედიცინო ქვეყნებში არსებულ პრაქტიკაზე და მოიცავს ჯგუფურ სეანსებს (2-5 პაციენტი). ვარჯიშები ყოველდღიურია და მაღალკვალიფიციური ინსტრუქტორის მეთვალყურეობით ტარდება. პაციენტები ეკგ მონიტორირების ფონზე, წინასწარ შემუშავებული ინდივიდუალური სქემის მიხედვით გადიან რეაბილიტაციის პროგრამას. ინდივიდუალური სქემა პაციენტის დეტალური კარდიოლოგიური შეფასებისა და დატვირთვის ტესტების შედეგების საფუძველზე იგეგმება. ბალანსირებულ დატვირთვას კოორდინაციისა და მეხსიერების გამააქტიურებელი ვარჯიშები ერთვის თან. პარალელურად პაციენტები ფსიქოლოგიურ ტესტირებას გადიან, რომლის შედეგებიც კიდევ უფრო აზუსტებს ვარჯიშების ინდივიდუალურ პარამეტრებს.

პროგრამა ამავდროულად მოიცავს საგანმანათლებლო და სალექციო კომპონენტს, ვინაიდან ცნობილია, რომ ინფორმირებული პაციენტების მდგომარეობა ნაკლებად რთულდება და ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნებაც უფრო ადრე ხდება.

პროგრამის პირველი ეტაპი 2-კვირიანია, 10 სეანსს მოიცავს და დღეში 2 საათიგრძელდება. პირველი ეტაპის შემდეგ შესაძლებელია ფიზიკური აქტივობის გაგრძელება, ცხადია, მეთოდისტის თანხლებით და კვლავ ეკგ-მონიტორირების ფონზე, კვირაში 2–3–ჯერ.

R

"ავერსი" 25 წლის იუბილეს სიურპრიზებით ეგებება

დაცული და დაუცველი სტანდარტები  ქართულ ბაზარზე - „ლიდერფუდი“ საკვები პროდუქტების სფეროში უმაღლესი სტანდარტის მფლობელი გახდა

აჭარა ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი