პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
„და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის დროს  საზოგადოებრივ უსაფრთხოებას უზრუნველვყოფთ - შსს
„და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის დროს  საზოგადოებრივ უსაფრთხოებას უზრუნველვყოფთ - შსს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, ფილ­მის „და ჩვენ ვი­ცეკ­ვეთ“ პრე­მი­ე­რის დროს უწყე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის დაც­ვას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

ფილ­მის პრე­მი­ე­რი­სას და­ა­ნონ­სე­ბულ აქ­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით შსს გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს და ყვე­ლას მო­უ­წო­დებს, და­იც­ვან კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნე­ბი.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ერთ-ერთი ამო­ცა­ნაა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის და თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა, გა­ნურ­ჩევ­ლად ადა­მი­ა­ნის სქე­სის, რე­ლი­გი­უ­რი კუთ­ვნი­ლე­ბის, სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის, გენ­დერუ­ლი იდენ­ტო­ბის, პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბის და სხვა ნიშ­ნი­სა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2019 წლის 8, 9 და 10 ნო­ემ­ბერს თბი­ლის­სა და ბა­თუმ­ში მდე­ბა­რე რამ­დე­ნი­მე კი­ნო­თე­ატ­რში მხატ­ვრუ­ლი ფილ­მის „და ჩვენ ვი­ცეკ­ვეთ“ (And Then We Danced) პრე­მი­ე­რა იმარ­თე­ბა. ასე­ვე, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბის მხრი­დან კეთ­დე­ბა გან­ცხა­დე­ბე­ბი კი­ნოჩ­ვე­ნე­ბის ხელ­შემ­შლე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო უზ­რუნ­ველ­ყოფს რო­გორც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და მარ­თლწეს­რი­გის დაც­ვას, ასე­ვე, თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას, რო­მე­ლიც არ სცდე­ბა კა­ნო­ნით და­საშ­ვებ ფარ­გლებს.

მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლას, და­იც­ვან კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნე­ბი. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, პო­ლი­ცია იმოქ­მე­დებს სა­კუ­თა­რი მან­და­ტის ფარ­გლებ­ში და სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის თი­თო­ე­უ­ლი ფაქ­ტი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ იქ­ნე­ბა აღ­კვე­თი­ლი“, - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გენო
6

ქვეყნის უსაფრთხოებას მიხედეთ, სხვისი საჯდომების დაცვას.

მურმანი
1

მართალი ხარ ძმაო სხვის საჯდომებს იცავენ მაი საცოდავები და რუსებმა საზღვრები გორში ჩამოიტანეს 

ავტორი:

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის დროს  საზოგადოებრივ უსაფრთხოებას უზრუნველვყოფთ - შსს

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის დროს  საზოგადოებრივ უსაფრთხოებას უზრუნველვყოფთ - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის დროს უწყება საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლების დაცვას უზრუნველყოფს.

ფილმის პრემიერისას დაანონსებულ აქციებთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ყველას მოუწოდებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი ამოცანაა ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვა, განურჩევლად ადამიანის სქესის, რელიგიური კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების და სხვა ნიშნისა.

გავრცელებული ინფორმაციით, 2019 წლის 8, 9 და 10 ნოემბერს თბილისსა და ბათუმში მდებარე რამდენიმე კინოთეატრში მხატვრული ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) პრემიერა იმართება. ასევე, საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მხრიდან კეთდება განცხადებები კინოჩვენების ხელშემშლელი ღონისძიებების შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ხარაგაულში მასწავლებელი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს

ყანდაურას მკვლელობის საქმეზე დაკავებული უმცროსი ომარ გამყრელიძე პატიმრობიდან გათავისუფლდა

შსს ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს და გამოძიების დაწყებას არ აპირებს