Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ნიუსსაც აღარ ვუყურებ..." - რატომ დატოვა საქართველო მარიამ გაფრინდაშვილმა, "რუსთავი 2"-დან წასვლის შემდეგ და როგორ ცხოვრობს ამერიკაში
"ნიუსსაც აღარ ვუყურებ..." - რატომ დატოვა საქართველო მარიამ გაფრინდაშვილმა, "რუსთავი 2"-დან წასვლის შემდეგ და როგორ ცხოვრობს ამერიკაში

მა­რი­ამ გაფ­რინ­დაშ­ვილს ქარ­თვე­ლი ტე­ლე­მა­ყუ­რე­ბე­ლი „რუს­თა­ვი 2“-ის სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბე­ბი­დან იც­ნობს, ის უმე­ტე­სად ცხელ თე­მებ­ზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი რე­პორ­ტა­ჟე­ბი­თაა ცნო­ბი­ლი. გა­სულ ზა­ფხულს აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ირ­გვლივ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ამ­ბე­ბის შემ­დეგ, ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა შე­წყვი­ტა, ტაიმ-აუტი აიღო და ამე­რი­კა­ში გა­ემ­გზავ­რა.

ცხა­დია, ჩნდე­ბა კი­თხვე­ბი, რო­მელ­ზეც პა­სუ­ხე­ბიც ისე­თი აქ­ტი­უ­რი, ოპე­რა­ტი­უ­ლი და ვი­ტყვო­დი, შე­უ­პო­ვა­რი ჟურ­ნა­ლის­ტის­გან, რო­გო­რიც მა­რი­ა­მია, ბევ­რს აინ­ტე­რე­სებს.

სწო­რედ ამი­ტომ AMBEBI.GE მას ამე­რი­კა­ში და­უ­კავ­შირ­და.

„აღარ ვარ აქ­ტი­უ­რი ჟურ­ნა­ლის­ტი, თუ და­მი­ჯე­რებთ, ამ ეტაპ­ზე ნი­უს­საც აღარ ვუ­ყუ­რებ... ჩემ­თვის ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლი ამ­ბა­ვი იყო, რო­დე­საც გა­დავ­წყვი­ტე, პრო­ფე­სი­ის­გან, რო­მე­ლიც ბოლო 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩემი ცხოვ­რე­ბა იყო, ტაიმ-აუტი ამე­ღო, რაც „რუს­თა­ვი 2“-დან ჩემს წა­მოს­ვლას უკავ­შირ­დე­ბა... რამ­დენ­ჯერ­მე უკვე ვთქვი კი­დეც, რო­დე­საც 21 ივ­ნისს გან­ცხა­დე­ბა დავ­წე­რე, სამ­სა­ხუ­რი­დან წა­მო­ვე­დი, ეს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მძი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო... ემო­ცი­უ­რად უკი­დუ­რე­სად ცუ­დად ვი­ყა­ვი, იმი­ტომ, რომ მარ­თლა ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე...

ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა ის პრო­ფე­სი­აა, რო­მე­ლიც უზო­მოდ მიყ­ვარს, მაგ­რამ მივ­ხვდი, რომ ამის კე­თე­ბა, რა­ღაც ეტაპ­ზე, აღარ შე­მეძ­ლო არც ფი­ზი­კუ­რად და არც ემო­ცი­უ­რად. ამი­ტომ ტაიმ-აუტი ავი­ღე, ჯერ არ ვიცი, ეს პა­უ­ზა რამ­დენ ხანს გაგ­რძე­დე­ბა, თუმ­ცა მი­მაჩ­ნია, რომ ური­გო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ არის! მოკ­ლედ, ვამ­ჯო­ბი­ნე, რომ ცოტა ხანს ამ პრო­ფე­სი­ი­დან დის­ტან­ცი­რე­ბუ­ლი ვიყო.

- იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ხარ?

- ძა­ლი­ან იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რო­დე­საც „რუს­თა­ვი 2“-დან წა­მო­ვე­დი. ვი­მე­ო­რებ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­თვის უზო­მოდ მტკივ­ნე­უ­ლი აღ­მოჩ­ნდა, მაგ­რამ არ ვნა­ნობ, რომ ამ პრო­ცე­სე­ბის­გან ახლა დის­ტან­ცი­რე­ბუ­ლი ვარ. ისე, ვერც კი წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ამას შევ­ძლებ­დი.

- საყ­ვა­რე­ლი საქ­მის­გან ტაიმ-აუტი კონ­კრე­ტუ­ლად რას ემ­სა­ხუ­რე­ბა?

- ამ ეტაპ­ზე იმას, რომ მე­ტად განვვი­თარ­დე და ეს პე­რი­ო­დი უფრო მარ­ტი­ვი გა­და­სა­ტა­ნი იყოს ჩემ­თვის... სი­ტუ­ა­ცი­ას ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და ჩემი მე­გობ­რე­ბის გა­რე­შე ყოფ­ნაც არ­თუ­ლებს, თუმ­ცა ეს ეტა­პი დიდ­ხანს არ გაგ­რძელ­დე­ბა. მე სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დე­ბი - აქ სა­მუ­და­მოდ არ წა­მოვ­სულ­ვარ...

- ამე­რი­კა­ში რამ­დენ ხანს დარ­ჩე­ბი?

- აქ ყოფ­ნას რამ­დე­ნი­მე თვე ვგეგ­მავ. ამ ეტაპ­ზე მაქვს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ და­ვის­ვე­ნო და თან, ჩემს თავს ახა­ლი რა­ღა­ცე­ბი და­ვუმ­ტკი­ცო. ეს პრო­ცე­სი ძა­ლი­ან მომ­წონს. რაც შე­ე­ხე­ბა აქა­ურ გეგ­მებს, მა­პა­ტი­ეთ, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით არ მინ­და ამა­ზე ღიად ლა­პა­რა­კი, მარ­ტო არ წა­მოვ­სულ­ვარ, მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვარ, ისი­ნიც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი არი­ან. თუმ­ცა რო­გორც ვთქვი, ჩემი აქ ყოფ­ნა არ არის მუდ­მი­ვი, ვცდი­ლობთ, ამე­რი­კა­ში ყოფ­ნი­სას ახა­ლი რა­ღა­ცე­ბი ვის­წავ­ლოთ, მით უფრო, რომ ეს ქვე­ყა­ნა ამის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს.

- მოკ­ლედ, ახა­ლი ეტა­პია შენს ცხოვ­რე­ბა­ში...

- კი, რაც მა­ინ­ტე­რე­სებს. ეს გარ­კვე­ულ­წი­ლად ცხოვ­რე­ბის თავ­გადსა­ვა­ლიც იქ­ნე­ბა, აქ გა­ტა­რე­ბუ­ლი ყო­ვე­ლი დღე არის ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა.

- სხვა რე­ჟიმ­ზე გა­დარ­თვა არ გი­ჭირს? შენი საყ­ვა­რე­ლი საქ­მე, რე­პორ­ტა­ჟე­ბის კე­თე­ბა არ გე­ნატ­რე­ბა?

- სხვა რე­ჟიმ­ზე გა­დარ­თვა მი­ჭირს, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ მძი­ნავს - გან­სხვა­ვე­ბა ძა­ლი­ან დი­დია, თუმ­ცა ერთ-ერთი, რაც არის, აქ ბევ­რი ჩემი მე­გო­ბა­რია და ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. რაც შე­ე­ხე­ბა რე­პორ­ტა­ჟებს, არ დავ­მა­ლავ და აქ სამ­ჯერ იყო ისე­თი შემ­თხვე­ვა, როცა რე­პორ­ტაჟ­ზე მუ­შა­ო­ბა მო­მინ­და, რომ ისევ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. მშურს ყო­ველ­თვის ყვე­ლა ჟურ­ნა­ლის­ტის, რო­მე­ლიც ცხელ ამ­ბებს აშუ­ქებს, რად­გა­ნაც ეს საქ­მე ძა­ლი­ან მიყ­ვარს და მომ­წონს მოვ­ლე­ნე­ბის ეპი­ცენ­ტრში ყოფ­ნა. ზოგ­ჯერ მაქვს ეს ნოს­ტალ­გია, თან, არ არის დიდი ხანი, რაც ფლო­რი­და­ში ვიმ­ყო­ფე­ბი, კონ­კრე­ტუ­ლად, კუნ­ძულ Key west-ზე, სა­დაც სულ მზეა, ფე­რა­დია ყვე­ლა­ფე­რი და კარ­გი ამინ­დე­ბია...

- რო­გორ აფა­სებ შენი საყ­ვა­რე­ლი არ­ხის ასე დაშ­ლას?

- გა­ვი­მე­ო­რებ, რომ „რუს­თა­ვი 2“ ნამ­დვი­ლად იყო ჩემი საყ­ვა­რე­ლი არხი. 30 წლის ვარ და აქე­დან 12 წელი იქ გა­ვა­ტა­რე. პრო­ფე­სი­უ­ლად ამ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ში გა­ვი­ზარ­დე და ჩემი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა ეტაპ­ზე „რუს­თა­ვი 2“-თან ერ­თად ვი­ყა­ვი. მა­ნამ­დე სხვა­გან არ­სად მი­მუ­შა­ვია. პირ­ვე­ლი სამ­სა­ხუ­რი იყო - ყვე­ლა­ფე­რი მარ­თლა იქ ვის­წავ­ლე და იმი­ტო­მაც ვიმ­ყო­ფე­ბი ახლა სხვა ქვე­ყა­ნა­ში და არ ვარ მანდ.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რო­გორ ვა­ფა­სებ ჩემი საყ­ვა­რე­ლი არ­ხის დაშ­ლას, რო­გორც ვთქვი, უკი­დუ­რე­სად მძი­მე იყო ჩემ­თვის... მინ­და, „რუს­თა­ვი 2“ იყოს ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი არხი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. ასე­ვე მინ­და, გავ­ლე­ნე­ბის­გან იყოს თა­ვი­სუ­ფა­ლი. არ შე­მიძ­ლია, ჩემს გამ­ზრდელ არხზე რა­ი­მე ცუდი ვთქვა!

„მთა­ვარ არხზე“ ჩემი უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბი მუ­შა­ო­ბენ. მარ­თლა ძა­ლი­ან მა­გა­რია, რომ ამ ადა­მი­ა­ნებ­მა მო­ა­ხერ­ხეს და 19 დღე­ში ახა­ლი არხი გახ­სნეს, რო­მელ­საც ჰყავს მა­ყუ­რე­ბე­ლი და მგო­ნია, რომ არხს აქვს თე­მე­ბი, რაც აწუ­ხებს ადა­მი­ა­ნებს. ცხა­დია, „მთა­ვა­რი არ­ხის­გან“ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მქონ­და და კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ, რომ იქ ჩემ­თვის ძა­ლი­ან ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მუ­შა­ო­ბენ, მათ შო­რის ისი­ნიც, ვინც ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში ბევ­რი რამ მას­წავ­ლეს, თუმ­ცა, გა­დავ­წყვი­ტე ამ პრო­ფე­სი­ის­გან ამ­ჯე­რად დის­ტან­ცი­რე­ბუ­ლი ვიყო. ეს არის მი­ზე­ზი, რის გა­მოც არც ერთ შე­მო­თა­ვა­ზე­ბას არ დავ­თან­ხმდი...

- თა­ვი­დან გარ­კვე­უ­ლი საყ­ვე­დუ­რე­ბი ის­მო­და მათ მი­მართ, ვინც „რუს­თა­ვი 2“-ზე დარ­ჩა. შენ რო­გორ აფა­სებ მათ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას?

- კი, გარ­კვე­უ­ლი საყ­ვე­დუ­რე­ბი ის­მის ჩემი კო­ლე­გე­ბის მი­მართ, ვინც „რუს­თა­ვი 2“-დან არ წა­მო­ვი­და, მაგ­რამ რო­გორც „მთა­ვარ არხზე“, ჩემი მე­გობ­რე­ბი „რუს­თა­ვი 2“-ზეც არი­ან, მათ შო­რის, ისი­ნი, ვინც დარ­ჩა. არა­სო­დეს არა­ვის გავ­ლან­ძღავ, ვუ­საყ­ვე­დუ­რებ, რად­გა­ნაც ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი აკე­თებს სა­კუ­თარ არ­ჩე­ვანს, მჯე­რა ამ ადა­მი­ა­ნე­ბის, მჯე­რა მათი, მიყ­ვარს ისი­ნი დ პა­ტივს ვცემ მათ არ­ჩე­ვანს. დიახ, არც ერთ მათ­განს, ოპე­რა­ტორს, მე­მონ­ტა­ჟეს, ჟურ­ნა­ლისტს, პრო­დი­უ­სერს, მძღოლს არ გავ­ლან­ძღავ იმი­ტომ, რომ სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თეს. ჩემი მე­გობ­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პა­ტივს ვცემ და ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში არა­ფე­რი იც­ვლე­ბა. ხომ გე­უბ­ნე­ბით, მინ­და, არ­ხიც და თვი­თო­ნაც წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ.

და ბო­ლოს, რაც შე­მე­ხე­ბა მე - ჯერ­ჯე­რო­ბით ისევ არ ვიცი, მინ­და, თუ არა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში დაბ­რუ­ნე­ბა, იმი­ტომ, რომ შო­რი­დან რა­ღა­ცე­ბი კი­დევ სხვა­ნა­ი­რად ჩანს. ყვე­ლა ჩემს მე­გო­ბარს გულ­წრფე­ლად წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ, ვის­თვი­საც უმ­ძი­მე­სი იყო „რუს­თა­ვი 2“-დან წა­მოს­ვლა. ისი­ნი დღეს სხვადსხვა არ­ხებ­ზე არი­ან გად­ნა­წი­ლე­ბი­უ­ლე­ბი, რამ­დე­ნი­მე მათ­გან­მა ტე­ლე­ვი­ზია სა­ერ­თოდ და­ტო­ვა. მე კი ალათ სა­ბო­ლო­ოდ ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­კითხს მა­შინ გა­დავ­წყვეტ, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 40 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
46
ტანჯულის გამომეტყველება აქვს... ეტყობა, რომ ლუკმა-პურის საშოვნელად დატოვა საქართველო.
ნიკოლოზი
34
ბავშვობიდან ქაჯანა და საყვარელი ბავშვი იყო...
რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"ნიუსსაც აღარ ვუყურებ..." - რატომ დატოვა საქართველო მარიამ გაფრინდაშვილმა, "რუსთავი 2"-დან წასვლის შემდეგ და როგორ ცხოვრობს ამერიკაში

"ნიუსსაც აღარ ვუყურებ..." - რატომ დატოვა საქართველო მარიამ გაფრინდაშვილმა, "რუსთავი 2"-დან წასვლის შემდეგ და როგორ ცხოვრობს ამერიკაში

მარიამ გაფრინდაშვილს ქართველი ტელემაყურებელი „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვებებიდან იცნობს, ის უმეტესად ცხელ თემებზე მომზადებული რეპორტაჟებითაა ცნობილი. გასულ ზაფხულს აღნიშნული ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებული ამბების შემდეგ, ჟურნალისტური საქმიანობა შეწყვიტა, ტაიმ-აუტი აიღო და ამერიკაში გაემგზავრა.

ცხადია, ჩნდება კითხვები, რომელზეც პასუხებიც ისეთი აქტიური, ოპერატიული და ვიტყვოდი, შეუპოვარი ჟურნალისტისგან, როგორიც მარიამია, ბევრს აინტერესებს.

სწორედ ამიტომ AMBEBI.GE მას ამერიკაში დაუკავშირდა.

„აღარ ვარ აქტიური ჟურნალისტი, თუ დამიჯერებთ, ამ ეტაპზე ნიუსსაც აღარ ვუყურებ... ჩემთვის ძალიან მოულოდნელი ამბავი იყო, როდესაც გადავწყვიტე, პროფესიისგან, რომელიც ბოლო 12 წლის განმავლობაში ჩემი ცხოვრება იყო, ტაიმ-აუტი ამეღო, რაც „რუსთავი 2“-დან ჩემს წამოსვლას უკავშირდება... რამდენჯერმე უკვე ვთქვი კიდეც, როდესაც 21 ივნისს განცხადება დავწერე, სამსახურიდან წამოვედი, ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება იყო... ემოციურად უკიდურესად ცუდად ვიყავი, იმიტომ, რომ მართლა ძალიან განვიცადე...

ჟურნალისტობა ის პროფესიაა, რომელიც უზომოდ მიყვარს, მაგრამ მივხვდი, რომ ამის კეთება, რაღაც ეტაპზე, აღარ შემეძლო არც ფიზიკურად და არც ემოციურად. ამიტომ ტაიმ-აუტი ავიღე, ჯერ არ ვიცი, ეს პაუზა რამდენ ხანს გაგრძედება, თუმცა მიმაჩნია, რომ ურიგო გადაწყვეტილება არ არის! მოკლედ, ვამჯობინე, რომ ცოტა ხანს ამ პროფესიიდან დისტანცირებული ვიყო.

- იმედგაცრუებული ხარ?

- ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი, როდესაც „რუსთავი 2“-დან წამოვედი. ვიმეორებ, ეს ყველაფერი ჩემთვის უზომოდ მტკივნეული აღმოჩნდა, მაგრამ არ ვნანობ, რომ ამ პროცესებისგან ახლა დისტანცირებული ვარ. ისე, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამას შევძლებდი.

- საყვარელი საქმისგან ტაიმ-აუტი კონკრეტულად რას ემსახურება?

- ამ ეტაპზე იმას, რომ მეტად განვვითარდე და ეს პერიოდი უფრო მარტივი გადასატანი იყოს ჩემთვის... სიტუაციას ოჯახის წევრებისა და ჩემი მეგობრების გარეშე ყოფნაც ართულებს, თუმცა ეს ეტაპი დიდხანს არ გაგრძელდება. მე საქართველოში დავბრუნდები - აქ სამუდამოდ არ წამოვსულვარ...

- ამერიკაში რამდენ ხანს დარჩები?

- აქ ყოფნას რამდენიმე თვე ვგეგმავ. ამ ეტაპზე მაქვს იმის საშუალება, რომ დავისვენო და თან, ჩემს თავს ახალი რაღაცები დავუმტკიცო. ეს პროცესი ძალიან მომწონს. რაც შეეხება აქაურ გეგმებს, მაპატიეთ, მაგრამ ჯერჯერობით არ მინდა ამაზე ღიად ლაპარაკი, მარტო არ წამოვსულვარ, მეგობრებთან ერთად ვარ, ისინიც ჟურნალისტები არიან. თუმცა როგორც ვთქვი, ჩემი აქ ყოფნა არ არის მუდმივი, ვცდილობთ, ამერიკაში ყოფნისას ახალი რაღაცები ვისწავლოთ, მით უფრო, რომ ეს ქვეყანა ამის საშუალებას გვაძლევს.

- მოკლედ, ახალი ეტაპია შენს ცხოვრებაში...

- კი, რაც მაინტერესებს. ეს გარკვეულწილად ცხოვრების თავგადსავალიც იქნება, აქ გატარებული ყოველი დღე არის ახალი გამოცდილება.

- სხვა რეჟიმზე გადართვა არ გიჭირს? შენი საყვარელი საქმე, რეპორტაჟების კეთება არ გენატრება?

- სხვა რეჟიმზე გადართვა მიჭირს, ფაქტობრივად, არ მძინავს - განსხვავება ძალიან დიდია, თუმცა ერთ-ერთი, რაც არის, აქ ბევრი ჩემი მეგობარია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება რეპორტაჟებს, არ დავმალავ და აქ სამჯერ იყო ისეთი შემთხვევა, როცა რეპორტაჟზე მუშაობა მომინდა, რომ ისევ ტელევიზიაში ვყოფილიყავი. მშურს ყოველთვის ყველა ჟურნალისტის, რომელიც ცხელ ამბებს აშუქებს, რადგანაც ეს საქმე ძალიან მიყვარს და მომწონს მოვლენების ეპიცენტრში ყოფნა. ზოგჯერ მაქვს ეს ნოსტალგია, თან, არ არის დიდი ხანი, რაც ფლორიდაში ვიმყოფები, კონკრეტულად, კუნძულ Key west-ზე, სადაც სულ მზეა, ფერადია ყველაფერი და კარგი ამინდებია...

- როგორ აფასებ შენი საყვარელი არხის ასე დაშლას?

- გავიმეორებ, რომ „რუსთავი 2“ ნამდვილად იყო ჩემი საყვარელი არხი. 30 წლის ვარ და აქედან 12 წელი იქ გავატარე. პროფესიულად ამ ტელეკომპანიაში გავიზარდე და ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე „რუსთავი 2“-თან ერთად ვიყავი. მანამდე სხვაგან არსად მიმუშავია. პირველი სამსახური იყო - ყველაფერი მართლა იქ ვისწავლე და იმიტომაც ვიმყოფები ახლა სხვა ქვეყანაში და არ ვარ მანდ.

რაც შეეხება იმას, როგორ ვაფასებ ჩემი საყვარელი არხის დაშლას, როგორც ვთქვი, უკიდურესად მძიმე იყო ჩემთვის... მინდა, „რუსთავი 2“ იყოს ძალიან წარმატებული არხი ჩვენს ქვეყანაში. ასევე მინდა, გავლენებისგან იყოს თავისუფალი. არ შემიძლია, ჩემს გამზრდელ არხზე რაიმე ცუდი ვთქვა!

„მთავარ არხზე“ ჩემი უახლოესი მეგობრები მუშაობენ. მართლა ძალიან მაგარია, რომ ამ ადამიანებმა მოახერხეს და 19 დღეში ახალი არხი გახსნეს, რომელსაც ჰყავს მაყურებელი და მგონია, რომ არხს აქვს თემები, რაც აწუხებს ადამიანებს. ცხადია, „მთავარი არხისგან“ შემოთავაზება მქონდა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ იქ ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანები მუშაობენ, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტიკაში ბევრი რამ მასწავლეს, თუმცა, გადავწყვიტე ამ პროფესიისგან ამჯერად დისტანცირებული ვიყო. ეს არის მიზეზი, რის გამოც არც ერთ შემოთავაზებას არ დავთანხმდი...

- თავიდან გარკვეული საყვედურები ისმოდა მათ მიმართ, ვინც „რუსთავი 2“-ზე დარჩა. შენ როგორ აფასებ მათ გადაწყვეტილებას?

- კი, გარკვეული საყვედურები ისმის ჩემი კოლეგების მიმართ, ვინც „რუსთავი 2“-დან არ წამოვიდა, მაგრამ როგორც „მთავარ არხზე“, ჩემი მეგობრები „რუსთავი 2“-ზეც არიან, მათ შორის, ისინი, ვინც დარჩა. არასოდეს არავის გავლანძღავ, ვუსაყვედურებ, რადგანაც ყველა ადამიანი აკეთებს საკუთარ არჩევანს, მჯერა ამ ადამიანების, მჯერა მათი, მიყვარს ისინი დ პატივს ვცემ მათ არჩევანს. დიახ, არც ერთ მათგანს, ოპერატორს, მემონტაჟეს, ჟურნალისტს, პროდიუსერს, მძღოლს არ გავლანძღავ იმიტომ, რომ საკუთარი არჩევანი გააკეთეს. ჩემი მეგობრების გადაწყვეტილებას პატივს ვცემ და ჩვენს ურთიერთობაში არაფერი იცვლება. ხომ გეუბნებით, მინდა, არხიც და თვითონაც წარმატებულები იყვნენ.

და ბოლოს, რაც შემეხება მე - ჯერჯერობით ისევ არ ვიცი, მინდა, თუ არა ტელევიზიაში დაბრუნება, იმიტომ, რომ შორიდან რაღაცები კიდევ სხვანაირად ჩანს. ყველა ჩემს მეგობარს გულწრფელად წარმატებას ვუსურვებ, ვისთვისაც უმძიმესი იყო „რუსთავი 2“-დან წამოსვლა. ისინი დღეს სხვადსხვა არხებზე არიან გადნაწილებიულები, რამდენიმე მათგანმა ტელევიზია საერთოდ დატოვა. მე კი ალათ საბოლოოდ ტელევიზიასთან დაკავშირებით საკითხს მაშინ გადავწყვეტ, როცა საქართველოში დავბრუნდები.