მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგა ონიანი პატიმრობიდან გათავისუფლდა
გოგა ონიანი პატიმრობიდან გათავისუფლდა

„ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რი, ად­ვო­კა­ტი გოგა ონი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა. ონი­ანს სა­პა­ტიმ­რო ვადა 3 ნო­ემ­ბერს ეწუ­რე­ბა, თუმ­ცა უქმე დღე­ე­ბის გამო, ის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბას დღეს ტო­ვებს.

ონი­ა­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

„გი­ორ­გი ონი­ა­ნი (დაბ. 1981 წ.) 07.11.2017 წ. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში და­ა­კა­ვეს და იმა­ვე დღეს N9 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იქნა მო­თავ­სე­ბუ­ლი. ონი­ანს ბრა­ლად ედე­ბო­და სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 369 პრი­მა მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით (სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცია), 156-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით (ადა­მი­ა­ნის დევ­ნა სი­ტყვის, აზ­რის, სინ­დი­სის, აღმსა­რებ­ლო­ბის, რწმე­ნის ან მრწამ­სის გამო, ანდა მის პო­ლი­ტი­კურ, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ, პრო­ფე­სი­ულ, რე­ლი­გი­ურ ან მეც­ნი­ე­რულ მოღ­ვა­წე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩა­დე­ნი­ლი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით), 333-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა-მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა, მო­ხე­ლის ან მას­თან გა­თა­ნაბ­რე­ბუ­ლი პი­რის მიერ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა, რა­მაც ფი­ზი­კუ­რი ან იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის უფ­ლე­ბის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ან სა­ხელ­მწი­ფოს კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სის არ­სე­ბი­თი დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვია), და 25-147-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (გან­ზრახ უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბა) გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა.

თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს 2018 წლის 17 აპ­რი­ლის გა­ნა­ჩე­ნით გა­ფორმ­და საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა პრო­კუ­რორ­სა და მსჯავ­რდე­ბულ გი­ორ­გი ონი­ანს შო­რის, რის სა­ფუძ­ველ­ზეც, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს 2017 წლის 7 ნო­ემ­ბრის გა­ნა­ჩე­ნის სას­ჯე­ლის ნა­წილ­ში შე­ვი­და ცვლი­ლე­ბა და გი­ორ­გი ონი­ანს სა­ბო­ლო­ოდ სას­ჯე­ლის ზო­მად გა­ნე­სა­ზღვრა 2 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა. სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 63, 64-ე მუხ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე 2 წელი და 6 თვე ჩა­ეთ­ვა­ლა პი­რო­ბი­თად, 2 წელი და 6 თვე გა­მო­საც­დე­ლი ვადა, მას­ვე 2 წლი­სა 3 თვის ვა­დით ჩა­მო­ერ­თვა თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის უფ­ლე­ბა.

გი­ორ­გი ონი­ანს სას­ჯე­ლის მოხ­დის ვადა უს­რულ­დე­ბა მიმ­დი­ნა­რე წლის 3 ნო­ემ­ბერს. შე­სა­ბა­მი­სად, ამო­წუ­რა რა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის სა­ხით მის­ჯი­ლი სას­ჯე­ლი, გი­ორ­გი ონი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის კო­დექ­სის 38-ე მუხ­ლის 1 პუნ­ქტის თა­ნახ­მად, „გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი მსჯავ­რდე­ბუ­ლი ამ კო­დექ­სის შე­სა­ბა­მი­სად თა­ვი­სუფ­ლდე­ბა სას­ჯე­ლის მოხ­დის დამ­თავ­რე­ბის დღის წინა დღეს. თუ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის დღე ემ­თხვე­ვა უქმე ან დას­ვე­ნე­ბის დღეს, მსჯავ­რდე­ბუ­ლი თა­ვი­სუფ­ლდე­ბა წინა სა­მუ­შაო დღეს“, მიმ­დი­ნა­რე წლის 1 ნო­ემ­ბერს გა­თა­ვი­სუფ­ლდა სა­პა­ტიმ­რო­დან“, - ნათ­ქვა­მია პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზონდერების უსტაბაშია
6
ადვოკატი არა უზენაესი მსაჯული
mm
5
რაც გინდაის გერქვას შენ ტუ მოგწონს აბა მე შენი სიმღერა მომწონს,
ავტორი:

გოგა ონიანი პატიმრობიდან გათავისუფლდა

გოგა ონიანი პატიმრობიდან გათავისუფლდა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ადვოკატი გოგა ონიანი პატიმრობიდან გათავისუფლდა. ონიანს საპატიმრო ვადა 3 ნოემბერს ეწურება, თუმცა უქმე დღეების გამო, ის სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღეს ტოვებს.

ონიანის გათავისუფლებაზე პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„გიორგი ონიანი (დაბ. 1981 წ.) 07.11.2017 წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს და იმავე დღეს N9 პენიტენციურ დაწესებულებაში იქნა მოთავსებული. ონიანს ბრალად ედებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 369 პრიმა მუხლის მესამე ნაწილით (სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაცია), 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლება-მოსილების გადამეტება, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია), და 25-147-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ უკანონო დაკავება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 17 აპრილის განაჩენით გაფორმდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და მსჯავრდებულ გიორგი ონიანს შორის, რის საფუძველზეც, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 ნოემბრის განაჩენის სასჯელის ნაწილში შევიდა ცვლილება და გიორგი ონიანს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63, 64-ე მუხლების საფუძველზე 2 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობითად, 2 წელი და 6 თვე გამოსაცდელი ვადა, მასვე 2 წლისა 3 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

გიორგი ონიანს სასჯელის მოხდის ვადა უსრულდება მიმდინარე წლის 3 ნოემბერს. შესაბამისად, ამოწურა რა თავისუფლების აღკვეთის სახით მისჯილი სასჯელი, გიორგი ონიანი პატიმრობის კოდექსის 38-ე მუხლის 1 პუნქტის თანახმად, „გათავისუფლებული მსჯავრდებული ამ კოდექსის შესაბამისად თავისუფლდება სასჯელის მოხდის დამთავრების დღის წინა დღეს. თუ გათავისუფლების დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მსჯავრდებული თავისუფლდება წინა სამუშაო დღეს“, მიმდინარე წლის 1 ნოემბერს გათავისუფლდა საპატიმროდან“, - ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

მირზაანის რწმუნებულის შვილის დაჭრის საქმეზე დაკავებულ 56 წლის მამაკაცს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

დაკავებულია ქალი, რომელმაც სადაზღვევო კომპანიისგან თანხის მიღების მიზნით, მანქანა დამალა და პოლიციას უთხრა, რომ მოპარეს

მიზაანის რწმუნებულის შვილის დაჭრაში ბრალდებულის გათავისუფლების მოთხოვნით მისი თანასოფლელები ხელმოწერებს აგროვებენ