ავტორი:

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

გთავაზობთ ჯანმრთელობის ზოგად ასტროლოგიურ პროგნოზს 12 ნიშნისთვის, რომელიც დეკადების მიხედვითაა დაყოფილი. თავად მეტალის თეთრი ვირთხა, რომელიც წლის მმართველი 2020 წლის 25 იანვრიდან გახდება, ამტანი და ჯანმრთელია. წლის პირველ ექვს თვეს ადამიანები ოპტიმიზმითა და ენერგიით იქნებიან აღსავსენი. რაც უფრო მეტად მივუახლოვდებით წლის შუა პერიოდს, მით მოიმატებს გადაღლილობა. ადამიანებს მეტად მოუნდებათ განმარტოება. ამასთან, მოიმატებს ინფექციური დაავადებების ალბათობა, უძილობა, გაღიზიანებულობა. წლის მეორე ნახევარი გართულდება ავიტამინოზის გამო. ის იმოქმედებს შრომისუნარიანობაზეც და რეაქციის სისწრაფეზეც. ამიტომ, ხშირად მიირთვით ხილი და ბოსტნეული და ზოგ შემთხვევაში ვიტამინების კომპლექსიც დალიეთ.

თბილ სეზონზე მოიმატებს ტრავმულობა, სიფრთხილე გმართებთ ფიზიკური აქტივობისას. ელექტროხელსაწყოებთან მუშაობისას დაიცავით უსაფრთხოების ნორმები. მაქსიმალურად შეამცირეთ უსიამოვნება და კამათი ოჯახის წევრებთან. მოერიდეთ ზედმეტ შენიშვნებს, კრიტიკას, მოთხოვნების წამოყენებას გარშემო მყოფებისადმი. ნუ ეტყვით მათ დახმარებაზე უარს. შემოდგომისთვის ძალების ნაკლებობას იგრძნობთ, მოიმატებს ქრონიკული დაავადებების ალბათობა, აპათია, დეპრესია, მიგრენი, ძილთან დაკავშირებული უსიამოვნებები. მეტად გაუფრთხილდით გულ-სისხლძარღვთა სისტემას. გრძნობაზე მოსაყვანად გამოიყენეთ შვებულება. გაატარეთ ის ახლობლებთან ერთად. ჯანმრთელობის გაუმჯობესებასთან ერთად ოჯახურ კავშირსაც გააძლიერებთ. ჯანმრთელობაზე კარგად მოქმედებს შინაურული გარემო, სიტუაცია სახლში, თითქოს, მშობლიურ კედლებში თავს მეტად უსაფრთხოდ გრძნობთ. ეცადეთ, შინ თბილი და მყუდრო გარემო გქონდეთ. იზრუნეთ ახლობლებზე, ნაკლები დრო გაატარეთ თქვენთვის უსიამოვნო ადამიანებთან. არ შეუშვათ თქვენს ენერგეტიკულ სივრცეში შემთხვევითი ადამიანები.

ვერძის ჯანმრთელობა

მეტად დაისვენეთ. არ გადატვირთოთ ნერვული სისტემა. გირჩევთ, დაიცვათ ორგანიზმი ვირუსებისა და გაცივებისგან. ყავა ჩაანაცვლეთ წვენებით.

21-30 მარტის შუალედში დაბადებული ვერძისთვის

ცივ სეზონზე - თხილამურები და ციგურები, თბილზე - სირბილი და სპორტული სიარული. გაიმრავალფეროვნეთ უქმეები: კლდეზე ცოცვა, ცეკვა, დარბაზში ვარჯიში - ყველაფერი კარგია. გაამდიდრეთ რაციონი მარცვლეულით, თხილეულით, სუფთა წყლით, ჩირებით და ენერგიაც მოგემატებათ.

31 მარტისა და 9 აპრილის შუალედში დაბადებული ვერძისთვის

დეპრესიულობას ნუ შეეგუებით. გვერდით ის ადამიანი გყავდეთ, ვინც პოზიტივით აგავსებთ. ჩაეწერეთ ორგანიზმის, კანის, აურის გამწმენდ პროცედურებზე, შეიცვალეთ იმიჯი. მუშაობის პარალელურად გამონახეთ დრო, რათა აღიდგინოთ სულიერი წონასწორობა.

10-20 აპრილის შუალედში დაბადებული ვერძისთვის

ზედმეტად ხართ აყოლილი ემოციებსა და შთაბეჭდილებებს. ზოგადი სისუსტე გაგირთულდებათ თავის ტკივილების გამო. გაიუმჯობესეთ ნერვული სისტემის მუშაობა. ამაში დაგეხმარებათ ეთერზეთები (მაგალითად, პიტნა ან ლავანდა). მოუსმინეთ დამამშვიდებელ მუსიკას, მუსიკის ხმებს, ხშირად ისეირნეთ ბუნებაში, სუფთა ჰაერზე. მიიღეთ აბაზანები ზღვის მარილით.

კუროს ჯანმრთელობა

2020 წელს გირჩევთ, გაამრავალფეროვნოთ მენიუ, მავნე პროდუქტები ჯანსაღით ჩაანაცველეთ. 21 აპრილისა და პირველი მაისის შუალედში დაბადებული კუროებისთვის თქვენი მთავარი საზრუნავი სტრესია, რამაც შეიძლება დაგისუსტოთ გულ-სისხლძარღვთა მუშაობა და ნერვული სისტემა. დაიცავით დიეტა, შეამცირეთ მავნე საკვების ჭამა. კვირაში ერთხელ მოიწყვეთ განტვირთვის დღე. შვებულება გაატარეთ ისეთ ადგილას, სადაც წყალიც იქნება (ზღვა, მდინარე, ტბა), მთაც და ტყეც.

2-11 მაისის შუალედში დაბადებული კუროებისთვის

ხშირად ისეირნეთ ბუნებაში წყლის პირას (ჩანჩქერი, მდინარე, ტბა), დაიწყეთ იოგას ვარჯიში. ჩაეწერეთ აუზზე. ეს სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ. აგრეთვე, დეპრესიასთან საბრძოლველად დაგეხმარებათ ახალი ადამიანების გაცნობა, სასიამოვნო საქმეების შესრულება.

12-20 მაისის შუალედში დაბადებული კუროებისთვის

სეზონური ცვლილებების დროს მეტად გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. ჩაიტარეთ პროფილაქტიკური კვლევა, მკურნალობა. გამოიყენეთ ხალხური საშუალებები, არომათერაპია. იარეთ საუნასა და აბანოში. გაამდიდრეთ რაციონი თაფლით, ერბოთი, სელის თესლით. შაქრის შემცველი პროდუქტები კი შეამცირეთ.

ტყუპის ჯანმრთელობა

ნუ წაუყრუებთ ჯანმრთელობის დასუსტებას, ორგანიზმის საშიშ სიგნალებს. რაც უფრო მიუშვებთ, უფრო სერიოზული გახდება დაავადება.

21-31 მაისის შუალედში დაბადებული ტყუპისთვის

იმის შიში, რომ ვერაფერს მოასწრებთ, სიკეთეს არ მოგიტანთ. დაივიწყეთ ეს თვისება, როცა ჭამთ, სიარულის, მუშაობის დროს ან გძინავთ არასაკმარისად. გაუფრთხილდით კუჭს. ხშირად მიირთვით სასარგებლო პროდუქტები. რაციონიდან გამორიცხეთ ალკოჰოლი. რეგულარულად ივარჯიშეთ, მაგრამ არ გადაამეტოთ, გაუფრთხილდით ხერხემალს.

პირველი 10 ივნისის შუალედში დაბადებული ტყუპისთვის

მოსაფრთხილებელია ღვიძლი. მიმართეთ ექიმს, რომელიც დაგეხმარებათ სერიოზული გართულებების არიდებაში და დაგეხმარებათ ორგანიზმის მოძლიერებაში. გამონახეთ დრო შვებულებისთვის. თუ საჭიროა, გააფორმეთ ბიულეტენი და მშვიდად იმკურნალეთ. და ბოლოს, მოიშორეთ უსიამოვნო ფიქრები.

11-21 ივნისის შუალედში დაბადებული ტყუპისთვის

გადაღლილობა შეიძლება ნერვული აფეთქების მიზეზი გახდეს. მეტი დრო დაუთმეთ გამოძინებას, ძილის წინ სუფთა ჰაერზე ისეირნეთ, დილაობით ივარჯიშეთ. თუ მწვრთნელი გყავთ, ყური დაუგდეთ მის რჩევებს.

კირჩხიბის ჯანმრთელობა

შეანელეთ ტემპი, ნუ გადატვირთავთ ნერვულ სისტემას. ფიზიკური აქტივობაც კი უნდა იყოს ზომიერი.

22 ივნისისა და პირველი ივლისის შუალედში დაბადებული კირჩხიბისთვის

როგორც წესი, ჯანმრთელობაზე დიდ გავლენას ახდენს განწყობა. იყავით ხალისიანი. თუ სტრესული სამსახური გაქვთ, ხშირად დაისვენეთ, დადებითი ენერგიით დაიმუხტეთ. შვებულება არ გამოტოვოთ. მიიღეთ ნატურალური ვიტამინები, ეწვიეთ აბანოს, საუნას.

2-11 ივლისის შუალედში დაბადებული კირჩხიბისთვის

მეტად გააქტიურდით ფიზიკურად, გაიძლიერეთ გულის კუნთი. მიღეთ მაგნიუმით მდიდარი საკვები. თქვენთვის აგრეთვე კარგია ცურვა, იოგა პილატესი, ფეხით სეირნობა. მოუფრთხილდით ნერვულ სისტემას. კარგია მედიტაცია და მოსადუნებელი მასაჟი.

12-22 ივლისის შუალედში დაბადებული კირჩხიბისთვის

ეწვიეთ სტომატოლოგს, რათა მოაგვაროთ კბილებთან დაკავშირებული ძველი პრობლემები. გაიკაჟეთ სხეული. შინაურული მეთოდებით გაიძლიერეთ ორგანიზმი (ლიმონის, ქიშმიშის, კურაგისა და თაფლის გამოყენებით).

ლომის ჯანმრთელობა

დაზოგეთ ემოციური და ფიზიკური ძალები. მოერიდეთ სტრესს.

23 ივლისისა და პირველი აგვისტოს შუალედში დაბადებული ლომისთვის

აუცილებლად გამონახეთ დრო ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ვირთხა უამრავ მოულოდნელობას მოგიტანთ, რაც პირველ რიგში ნერვულ სისტემაზე აისახება. 2020 წლის ბოლოს მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ საჭესთან. ზაფხულში ნაკლებად იმოგზაურეთ პირადი ავტომობილით და ვერტმფრენით.

2-12 აგვისტოს შუალედში დაბადებული ლომისთვის

ხშირი მივლინება უარყოფითად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. უბრალო გაცივებაც კი შეიძლება სერიოზულად გართულდეს. ემოციურ დაძაბულობასთან საბრძოლველად გამოიყენეთ იოგა. გამონახეთ დრო მშვიდი საქმიანობისთვის, მაგალითად, კითხვისთვის. აიმაღლეთ სულიერი წონასწორობა და ფიზიკური ტონუსი.

13-23 აგვისტოს შუალედში დაბადებული ლომისთვის

თუ დღესასწაულების შემდეგ საკუთარი სხეული სულ უფრო ნაკლებად მოგწონთ, აიძულეთ თავი, რომ ივარჯიშოთ, გაიუმჯობესოთ კანისა და თმის სტრუქტურა. გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან. გაამდიდრეთ რაციონი ხილით, ბოსტნეულით, დიეტური ხორცითა და რძის პროდუქტებით.

ქალწულის ჯანმრთელობა

მაქსიმალურად ჯანსაღად იკვებეთ. უპირატესობა მიანიჭეთ ცხიმიან თევზს.

24 აგვისტოსა და 2 სექტემბრის შუალედში დაბადებული ქალწულისთვის

ჩვეულებად აქციეთ, რომ დილა ვარჯიშით დაიწყოთ. შეგიძლიათ უახლოეს სკვერში ირბინოთ კიდეც. ივარჯიშეთ ნებისმიერ ამინდში. დაღლილობის მოსახსნელად მიიღეთ კონტრასტული შხაპი. ეს დაგეხმარებათ ორგანიზმის გაკაჟებაშიც. ძილის წინ კარგია მედიტაცია, სუნთქვითი ვარჯიშების შესრულება.

3-12 სექტემბრის შუალედში დაბადებული ქალწულისთვის

განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ კვებას. გამორიცხეთ ყოველდღიური რაციონიდან ფქვილეული, მარილი, შაქარი და კარტოფილი. დაიცავით დღის რეჟიმი. მიირთვით მეტი ხილი და ბოსტნეული. იკვებეთ ხშირად და მცირე ულუფებით. ხემსისთვის გამოიყენეთ ჩირი და თხილი.

13-23 სექტემბრის შუალედში დაბადებული ქალწულისთვის

მოეშვით თვითმკურნალობას. და ნუ დაუჯერებთ ყველა იმ რჩევას, რომელსაც ინტერნეტში არაპროფესიონალები წერენ. ენდეთ მხოლოდ კვალიფიციურ ექიმს. გამოიკვლიეთ კუჭ-ნაწლავის სისტემა, ღვიძლი. რეგულარულად დაისვენეთ.

სასწორის ჯანმრთელობა

დაიცავით თავი სიცივისა და ორპირებისგან. ქრონიკულ დაავადებებს თვითმკურნალობით ვერ უშველით, სპეციალისტს უნდა მიაკითხოთ.

24 სექტემბრის 3 ოქტომბრის შუალედში დაბადებული სასწორებისთვის

ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად ძვირად ღირებული კურორტები კი არა, აგარაკზე დასვენება გმართებთ. ისეირნეთ ტყე-პარკში, ითევზავეთ. გაიძლიერეთ იმუნიტეტი. აცივებამდე ჩაიტარეთ პროფილაქტიკური პროცედურები.

4-13 ოქტომბრის შუალედში დაბადებული სასწორებისთვის

გადარეული წელი გელოდებათ, მაგრამ ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი არაფერია. მუშაობის დროს, განსაკუთრებით, თუ კომპიუტერთან გიწევთ მუშაობა, ხშირად ადექით, გაიარ-გამოიარეთ. მოერიდეთ ტემპერატურის თამაშს. მეტად გაუფრთხილდით შარდ-სასქესო ორგანოს. გაიძლიერეთ ზურგის კუნთები.

14-23 ოქტომბრის შუალედში დაბადებული სასწორებისთვის

თქვენი მთავარი მტერი უგუნებობაა. მასთან ეფექტურად იბრძოლებთ შრომათერაპიით, ახლობლებზე ზრუნვით, შეიხედეთ სპორტდარბაზში, მეტად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

მორიელის ჯანმრთელობა

შეუთანხმეთ ერთმანეთს მუშაობა და დასვენება. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.

24 ოქტომბრის 2 ნოემბრის შუალედში დაბადებული მორიელებისთვის

გათავისუფლდით პრინციპისგან: "საკუთარ თავს უარს არაფერზე ვეუბნები". ვერც მიხვდებით ისე გაგეზრდებათ მუცელი და გვერდები. ეს კი ჯანმრთელობისთვის კარგი არაა. თუ გსურთ, პიცა მიირთვათ, ჯერ კალორიები უნდა დაწვათ. მაგალითად, სირბილით, ვარჯიშით. უმჯობესია. რთული კერძები მსუბუქითა და სასარგებლოთი ჩაანაცვლოთ.

3-11 ნოემბრის შუალედში დაბადებული მორიელებისთვის

როგორც კი რამე შეგაწუხებთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს. აუცილებლად ჩაეწერეთ სტომატოლოგთან ვიზიტზე. ჯანსაღი კბილები საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობაში დაგეხმარებათ. გაუფრთხილდით ნერვულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემას. თუ გრძნობთ, რომ დაიღალეთ, შვებულება აიღეთ.

14-22 ნოემბრის შუალედში დაბადებული მორიელებისთვის

უგუნებობის მიზეზი ფინანსური სირთულეები გახდება. ნუ დაიგროვებთ ნეგატივს საკუთარ თავში. მისგან გასათავისუფლებლად მიმართეთ მასაჟს, სუფთა ჰაერზე სეირნობას, არომათერაპიას. გახსოვდეთ, რომ განწყობის გაუმჯობესებაში ბავშვებთან ურთიერთობაც დაგეხმარებათ.

მშვილდოსნის ჯანმრთელობა

უნდა გაგაფრთხილოთ, რომ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა თქვენს ქმედებაზეა დამოკიდებული.

23 ნოემბრისა და 2 დეკემბრის შუალედში დაბადებული მშვილდოსნებისთვის

მოვლენებით დატვირთული წელი გელით. ყველაფერი უნდა მოასწროთ. თვალებს ნუ დახუჭავთ ჯანმრთელობის საშიშ სიგნალებზე. ისწავლეთ დასვენება, ნელ-ნელა გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან. თუ სხეულის გაკაჟება გსურთ, ტელევიზორის წინ კი არ უნდა იჯდეთ, უნდა ივარჯიშოთ.

3-12 დეკემბრის შუალედში დაბადებული მშვილდოსნებისთვის

მეტად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არა აქვს მნიშვნელობა, ზამთარი იქნება თუ ზაფხული. დალიეთ ბალახეულის (თუნდაც, ასკილის) ჩაი. შვებულება ზღვის კურორტზე გაატარეთ, თუმცა, მზის მწველ სხივებს უნდა მოერიდოთ.

13-21 დეკემბრის შუალედში დაბადებული მშვილდოსნებისთვის

მოსაფრთხილებელია ნერვული სისტემა. გამონახეთ დრო და გაისუფთავეთ ორგანიზმი. ხშირად ესტუმრეთ აბანოსა და საუნას. დაკავდით სპორტით, მეგობრებთან ერთად ხშირად მოაწყვეთ პიკნიკები ბუნებაში ან ფეხით ისეირნეთ. გაინებივრეთ სხეული მასაჟით, დაირეგულირეთ კვების რაციონი. გამორიცხეთ ალკოჰოლი, ცომეული და ტკბილეული.

თხის რქის ჯანმრთელობა

მოერიდეთ გადატვირთვას, განსაკუთრებთ ზაფხულში. გაუფრთხილდით ნერვებს.

22-31 დეკემბრის შუალედში დაბადებული თხის რქებისთვის

უარი უნდა უთხრათ მავნე საკვებს. პირველ რიგში: ტკბილეულს, მძიმე საკვებს და ისეთ პროდუქტებს, რომლებსაც ორგანიზმისთვის ზიანი მოაქვს. დაიწყეთ სწორად კვება. გაამდიდრეთ რაციონი ფაფებითა და ბოსტნეულით. რეგულარულად ივარჯიშეთ.

პირველი 10 იანვრის შუალედში დაბადებული თხის რქებისთვის

თქვენი საუკეთესო მეგობარი ფიზიკური აქტიურობა უნდა გახდეს. თუმცა, არც გადამლაშება ვარგა. ყველაფერი ზომიერად. გაამდიდრეთ რაციონი მინერალებითა და ვიტამინებით მდიდარი საკვებით. საღამოობით ფეხით ისეირნეთ, ეს გაგიუმჯობესებთ გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის მუშაობას.

11-20 იანვრის შუალედში დაბადებული თხის რქებისთვის

დააკვირდით თქვენი ორგანიზმის მინიშნებებს. სურდოც კი უნდა მოირჩინოთ. თუ მიუშვებთ, შეიძლება დიდხანს მოგიწიოთ მკურნალობამ. ხშირად დალიეთ ბალახების ჩაი. ჩაიტარეთ პროფილაქტიკური გამოკვლევა, გაიკაჟეთ სხეული.

მერწყულის ჯანმრთელობა

რეგულარულად ივარჯიშეთ, ხშირად დაისვენეთ და ზომიერად იმუშავეთ.

21-31 იანვრის შუალედში დაბადებული მერწყულებისთვის ოჯახი და სამსახური კარგია, მაგრამ პერიოდულად დასვენება არ გაწყენთ. ნუ მიირთმევთ ტელევიზორის წინ, მოერიდეთ ფასტ-ფუდის ჭამას, მეგობრულ შეხვედრებზე აკონტროლეთ ტკბილეულის რაოდენობა. სამაგიეროდ, მეტი იარეთ ფეხით, სვით სუფთა წყალი. ზამთრის პერიოდის დაწყებამდე ჩაიტარეთ პროფილაქტიკური კვლევა, გაიძლიერეთ ხერხემალი.

პირველი 10 თებერვლის შუალედში დაბადებული მერწყულებისთვის

მაქსიმალურად მოინდომეთ, რომ გათავისუფლდეთ ზედმეტი წონისგან. მოიწყვეთ ხოლმე განტვირთვის დღეები. მიირთვით ახალგამოწურული წვენები, დიეტური კერძები, მარხვაც კარგია. ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე ფეხით.

11-19 თებერვლის შუალედში დაბადებული მერწყულებისთვის

ხშირად მიირთვით ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი სეზონური პროდუქტებისგან მომზადებული სალათები. უარი არ თქვათ ფაფებზე, რძეზე. ძილის წინ 30 წუთი მაინც ისეირნეთ ფეხით ან ჩაეწერეთ სპორტდარბაზში.

თევზების ჯანმრთელობა

ენერგიული ხართ, მაგრამ მაინც დაზოგეთ საკუთარი თავი. გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან.

22-28 თებერვლის შუალედში დაბადებული თევზებისთვის

ჯანმრთელობაზე წუწუნი არ გელით, მაგრამ სეზონურ ცვლილებებზე გაფრთხილება არ გაწყენდათ. ყური დაუგდეთ ორგანიზმის სიმპტომებს. მეტად დაისვენეთ, უარი თქვით მავნე თვისებებზე.

პირველი 11 მარტის შუალედში დაბადებული თევზებისთვის

არ გაცივდეთ. უმნიშვნელო "განიავებამაც" კი შეიძლება სერიოზული საფრთხე შეგიქმნათ. გაიკაჟეთ სხეული, გაიმკვრივეთ კანი და იზრუნეთ კუნთების მოძლიერებაზე. ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, შეამცირეთ მარილი, დაარეგულირეთ წყლის სმა. გამონახეთ დრო ისეთი საქმიანობისთვის, რაც განწყობას გაგიუმჯობესებთ.

12-20 მარტის შუალედში დაბადებული თევზებისთვის

ლამაზი და მოხდენილი სხეული კარგია, მაგრამ თავს საფრთხეში ნუ ჩაიგდებთ. უმჯობესია, პლაჟზე ფუმფულა გახვიდეთ, ვიდრე ნერვული სისტემა დაიზიანოთ და ფიზიკურად გამოიფიტოთ. გადახედეთ მენიუს, გამორიცხეთ მავნე საკვები, უარი თქვით კალორიულ პროდუქტებზე. ზომიერად ივარჯიშეთ. უარყოფით ენერგია უმჯობესია ვარჯიშში დახარჯოთ.

რატომ მივიდა "მასტერშეფში" და ვინ დააშორა დიმუ მენაბდე თინა მახარაძესთან - "მტკივნეული იყო დაშორება, ძალიან კარგად ვიყავით"

"სიღარიბე დაუბანელ თავში ჩნდება" - 4 ნიშანი იმის, რომ მისი ფესვები ფსიქიკაშია

ეს ხაზი ყველას არ აქვს, თუ ის აღმოაჩინეთ ხელის გულზე, ძალიან გაგიმართლათ - აი, რა უნდა იცოდეთ