საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გადავწყვიტე, გამოვისყიდო 22 სასტუმრო, 9 აბანო და მოვახდინო სრული რეაბილიტაცია" - რა გეგმები აქვს ივანიშვილს წყალტუბოში?
"გადავწყვიტე, გამოვისყიდო 22 სასტუმრო, 9 აბანო და მოვახდინო სრული რეაბილიტაცია" - რა გეგმები აქვს ივანიშვილს წყალტუბოში?

ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რი, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დე­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ქა­ლაქ წყალ­ტუ­ბოს აღორ­ძი­ე­ნაბს გეგ­მავს. ამის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე Bidzina Ivanishvili for Georgia გავ­რცე­ლე­ბულ ვრცელ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"ქარ­თვე­ლებს წი­ნაპ­რე­ბის­გან უნი­კა­ლუ­რი ქვე­ყა­ნა გვერ­გო - დიდი ის­ტო­რი­ით, მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი კულ­ტუ­რით და სა­ო­ცა­რი ბუ­ნე­ბით. ჩვენ ქვეყ­ნა­ში მთას, ზღვას, მი­ნე­რა­ლურ წყლებს და ქვი­შა­საც კი, მა­ცო­ცხლე­ბე­ლი ენერ­გია აქვს. მაგ­რამ არ­სე­ბობს სრუ­ლი­ად გა­მორ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლე­ბი, რომ­ლებ­საც თა­ვი­სი პო­ტენ­ცი­ა­ლით უდი­დე­სი მი­ზი­დუ­ლო­ბის შექ­მნა შე­უძ­ლია.

სწო­რედ ასე­თია წყალ­ტუ­ბო - უნი­კა­ლუ­რი სამ­კურ­ნა­ლო, სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო და ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლით.

და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის პირ­ვე­ლი­ვე წლებ­ში, პრაქ­ტი­კუ­ლად გა­ვე­რან­და წყალ­ტუ­ბოს სა­მე­დი­ცი­ნო და ტუ­რის­ტუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა. კუ­რორ­ტი, რო­მე­ლიც 22 სა­ნა­ტო­რი­უ­მი­თა და 9 ბალ­ნე­ო­ლო­გი­უ­რი აბა­ნო­თი, ქმე­დით კონ­კუ­რენ­ცი­ას უწევ­და არა­მარ­ტო რე­გი­ო­ნის, არა­მედ აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის მსგავს კუ­რორ­ტებს, დღეს მხო­ლოდ ერთი მოქ­მე­დი სას­ტუმ­როს და მთლი­ა­ნად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის ამა­რაა დარ­ჩე­ნი­ლი.

კუ­რორ­ტის აღ­დგე­ნა და გან­ვი­თა­რე­ბა უკვე მე­სა­მე ათწლე­უ­ლია, მრა­ვალ, ობი­ექ­ტურ თუ სუ­ბი­ექ­ტურ მი­ზეზ­თა გამო, ვერ შეძ­ლო ვერც სა­ხელ­მწი­ფომ და ვერც ბიზ­ნეს­მა

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ხელ­მწი­ფოს ჰქონ­და მცდე­ლო­ბე­ბი, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წეს­რი­გე­ბის სტან­დარ­ტუ­ლი მე­თო­დით მო­ე­ზი­და კერ­ძო ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი ტუ­რის­ტუ­ლი და სამ­კურ­ნა­ლო ბიზ­ნე­სის გან­სა­ვი­თა­რებ­ლად, ეს მცდე­ლო­ბე­ბი წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა, რად­გან გან­ვი­თა­რე­ბის ერ­თი­ა­ნი, კომ­პლექ­სუ­რი გეგ­მის და, რაც მთა­ვა­რია, ამ გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გა­რან­ტი­ის გა­რე­შე, წერ­ტი­ლო­ვა­ნი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ჩა­დე­ბა ცალ­კე აღე­ბულ ერთ სას­ტუმ­რო­ში ან ბალ­ნე­ო­ლო­გი­ურ სპა-ცენ­ტრში - მა­ღა­ლი რის­კის მა­ტა­რე­ბე­ლი იყო და ბიზ­ნეს­საც არ გა­ემ­ტყუ­ნე­ბა, რომ არ გა­რის­კა.

ვი­ნა­ი­დან სა­ხელ­მწი­ფოს, ამ­ჟა­მად, არ აქვს რე­სურ­სი, რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი მი­ლი­ო­ნის ინ­ვეს­ტი­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს წყალ­ტუ­ბოს სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის, ხოლო მისი ერ­თი­ა­ნი, სტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მის არარ­სე­ბო­ბის პი­რო­ბებ­ში, ბიზ­ნე­სიც ინერ­ტუ­ლია - მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, პი­რა­დად ჩა­ვუდ­გე სა­თა­ვე­ში წყალ­ტუ­ბოს აღორ­ძი­ნე­ბის პრო­ექტს.

გა­დავ­წყვი­ტე, პი­რა­დი სახ­სრე­ბით და­ვი­წყო და მაქ­სი­მა­ლუ­რად შემ­ჭიდ­რო­ვე­ბულ ვა­დებ­ში გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლო არა მხო­ლოდ ამ­ჟა­მად სრუ­ლი­ად ამორ­ტი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი და სამ­კურ­ნა­ლო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, არა­მედ თა­ნა­მედ­რო­ვე, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის მო­თხოვ­ნით და დაც­ვით უზ­რუნ­ველ­ვყო მისი გან­ვი­თა­რე­ბა.

პრაქ­ტი­კამ ცხად­ყო, რომ ათე­უ­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­პარ­ტა­ხე­ბუ­ლი და დეპ­რე­სი­ულ ად­გი­ლად ქცე­უ­ლი სა­კუ­რორ­ტო კლას­ტე­რე­ბის მკვდა­რი წერ­ტი­ლი­დან დაძ­ვრა და მისი ნახ­ტო­მი­სებ­რი გან­ვი­თა­რე­ბა, სტან­დარ­ტუ­ლი მიდ­გო­მით შე­უძ­ლე­ბე­ლია. სა­ჭი­როა მძლავ­რი კა­ტა­ლი­ზა­ტო­რი, ერ­თგვა­რი ყი­ნულმჭრე­ლი, რო­მე­ლიც მდგრა­დო­ბას შეს­ძენს პრო­ექტს და სა­კუ­თა­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით და­ა­ზღვევს სხვის კერ­ძო ინ­ვეს­ტი­ცი­ას.

ამის სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თია აბას­თუ­მა­ნი, რო­მე­ლიც ისე­თი­ვე უნი­კა­ლუ­რი სა­კუ­რორ­ტო ად­გი­ლია, რო­გორც წყალ­ტუ­ბო, მაგ­რამ წყალ­ტუ­ბოს მსგავ­სად, იქაც ათე­უ­ლი წლე­ბია, სა­ხელ­მწი­ფომ ვერ მი­ი­ზი­და ინ­ვეს­ტო­რე­ბი. თუმ­ცა, რო­გორც კი გაჩ­ნდა აბას­თუმ­ნის მას­შტა­ბუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მა და გა­რან­ტია, კერ­ძო ბიზ­ნე­სი დიდი მონ­დო­მე­ბით ჩა­ერ­თო პრო­ექ­ტში.

შე­დე­გად, აბას­თუ­მან­ში, ამ­ჟა­მად მშე­ნე­ბა­რე მა­ღა­ლი კლა­სის ექ­ვსი სას­ტუმ­რო­დან, მე მხო­ლოდ ერთს - „პა­რაგ­რაფს“ ვა­შე­ნებ, ხოლო და­ნარ­ჩენ ხუთს: „რუმსს“, „რე­დი­სონს“, „ქრა­უნპ­ლა­ზას“, „რე­დიქს ჯგუ­ფის“ ორ სას­ტუმ­როს - სხვა ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი აშე­ნე­ბენ, ისე­ვე, რო­გორც სა­შუ­ა­ლო და პა­ტა­რა ზო­მის რვა სას­ტუმ­როს და ოთხას­ბი­ნი­ან სა­ცხოვ­რე­ბელ აპარ­ტა­მენტს.

უკვე და­ი­წყო უნი­კა­ლუ­რი აბა­ნო­ე­ბის აღ­დგე­ნა, შენ­დე­ბა კა­ფე­ე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი და სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტე­ბი. აბას­თუმ­ნის ჯა­მურ­მა ინ­ვეს­ტი­ცი­ამ უკვე მი­ლი­არ­დნა­ხე­ვარ ლარს მი­აღ­წია. სა­ხელ­მწი­ფოც, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფარ­გლებ­ში, ცდი­ლობს არ ჩა­მორ­ჩეს კერ­ძო ინი­ცი­ა­ტი­ვას - გა­ყავს გზე­ბი, აწეს­რი­გებს წყლის და სხვა ინფრას­ტრუქ­ტუ­რას, და­წყე­ბუ­ლია ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და სულ მალე გვექ­ნე­ბა მსოფ­ლიო დო­ნის ას­ტრო­ფი­ზი­კუ­რი სა­მეც­ნი­ე­რო ცენ­ტრი.

თუმ­ცა, სა­ხელ­მწი­ფო­საც სჭი­დე­ბა თა­ნად­გო­მა და ვი­ნა­ი­დან, მაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა და სურ­ვი­ლი, ვცდი­ლობ, შე­ვუმ­სუ­ბუ­ქო მას ტვირ­თი და სა­მე­დი­ცი­ნო თუ სხვა, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მშე­ნებ­ლო­ბას და აღ­ჭურ­ვას, აბას­თუ­მან­ში, პი­რა­დი სახ­სრე­ბით ვა­ხორ­ცი­ე­ლებ

მაგ­რამ ახლა ეს არ არის მთა­ვა­რი. მთა­ვა­რია ის, რომ წყალ­ტუ­ბოს აქვს ყვე­ლა, და შე­საძ­ლოა, მეტი პო­ტენ­ცი­ა­ლი, უახ­ლო­ეს წლებ­ში გა­და­იქ­ცეს რე­გი­ო­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის და ტუ­რიზ­მის დე­და­ქა­ლა­ქად და ის აუ­ცი­ლებ­ლად გახ­დე­ბა ასე­თი.

მე გა­დავ­წყვი­ტე, გა­მო­ვის­ყი­დო უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა, 22 სას­ტუმ­რო, 9 აბა­ნო და მო­ვახ­დი­ნო მათი სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, კუ­რორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის ერ­თი­ა­ნი გეგ­მი­სა და კონ­ცეფ­ცი­ის ფარ­გლებ­ში.

ამავდრო­უ­ლად, სა­ჯა­როდ ვთა­ვა­ზობ ქარ­თულ ბიზ­ნესს - მზად ვარ, პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ნე­ბის­მი­ერ ეტაპ­ზე, იქ­ნე­ბა ეს და­გეგ­მა­რე­ბა, პრო­ექ­ტი­რე­ბა, მშე­ნებ­ლო­ბა თუ დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში ჩაშ­ვე­ბა, გა­ვას­ხვი­სო ეს ობი­ექ­ტე­ბი ნე­ბის­მი­ერ ინ­ვეს­ტორ­ზე, რათა შემ­დგომ­ში მან გა­აგ­რძე­ლოს წარ­მა­ტე­ბუ­ლი ოპე­რი­რე­ბა.

ბუ­ნებ­რი­ვია, ჩემი მხრი­დან არა­ნა­ირ მო­გე­ბა­ზე არ იქ­ნე­ბა სა­უ­ბა­რი, მაქ­სი­მა­ლუ­რი ფასი იქ­ნე­ბა თვით­ღი­რე­ბუ­ლე­ბა

ამავდრო­უ­ლად, მე მზად ვარ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ბიზ­ნესს ეს პრო­ექ­ტე­ბი გა­დავ­ცე ფას­დაკ­ლე­ბით, ან უფრო მე­ტიც, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფას­დაკ­ლე­ბით. ამ ნა­ბი­ჯით მსურს, ერთი მხრივ, მივ­ცე სიმ­ყა­რე ბიზ­ნესს, რათა ის ნე­ბის­მი­ერ ეტაპ­ზე შე­მო­უ­ერ­თდეს პრო­ექტს, ხოლო მე­ო­რე მხრივ, სა­ხელ­მწი­ფოს მივ­ცე სტი­მუ­ლი, გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ნა­ვი­თა­როს ინფრას­ტრუქ­ტუ­რა.

წყალ­ტუ­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის ხედ­ვა და კონ­ცეფ­ცია, რომ­ლი­თაც ვა­პი­რებ ვი­ხელ­მძღვა­ნე­ლო, ეყ­რდნო­ბა წამ­ყვა­ნი შვე­ი­ცა­რუ­ლი სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნი­ის, „KohL&Partners“ მიერ შე­მუ­შა­ვე­ბულ გეგ­მას, რომ­ლის ფარ­გლებ­ში, წყალ­ტუ­ბო­ში და­მა­ტე­ბით უნდა აშენ­დეს ბავ­შვთა მო­ედ­ნე­ბი, წყლის პარ­კი, ტრო­პი­კუ­ლი ბაღი, გოლ­ფის და ჩოგ­ბურ­თის მო­ედ­ნე­ბი, კლდე­ზე ცოც­ვის პარ­კი, სა­ვაჭ­რო ცენ­ტრი, კაფე-ბა­რე­ბი და რეს­ტორ­ნე­ბი.

იმავდრო­უ­ლად, და­გეგ­მი­ლია სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცენ­ტრის გახ­სნა პრო­ფი­ლურ სპე­ცი­ა­ლო­ბებ­ში ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­და­სამ­ზა­დებ­ლად - რამ­დე­ნი­მე ათას სა­მუ­შაო ად­გილს, რო­მე­ლიც წყალ­ტუ­ბო­ში უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში შე­იქ­მნე­ბა, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბი დას­ჭირ­დე­ბა და ჩვენ მათი მომ­ზა­დე­ბა უნდა უზ­რუნ­ველ­ვყოთ. უდა­ვოა, წყალ­ტუ­ბოს გან­ვი­თა­რე­ბით სარ­გე­ბელს მი­ი­ღებს არა მარ­ტო იმე­რე­თის რე­გი­ო­ნი, არა­მედ რაჭა-ლე­ჩხუ­მი, სა­მეგ­რე­ლო, ზემო სვა­ნე­თი, ხოლო რა­ჭის ახა­ლი გზის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ეს კი­დევ უფრო გა­ად­ვი­ლებს ტუ­რის­ტე­ბის­თვის მარ­შრუ­ტე­ბის და­გეგ­მვას ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით.

წყალ­ტუ­ბოს გარ­შე­მო მდე­ბა­რე­ობს ჩვე­ნი ის­ტო­რი­ულ-კულ­ტუ­რუ­ლი და ტუ­რის­ტუ­ლი მარ­გა­ლი­ტე­ბი: გე­ლა­თი, მო­წა­მე­თა, კა­ცხის სვე­ტი, პრო­მე­თეს მღვი­მე, სა­თაფ­ლია, ოკა­ცეს კა­ნი­ო­ნი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩვე­ნი გეგ­მის ხორ­ცშეს­ხმის კვალ­დაკ­ვალ, ტუ­რის­ტუ­ლი ნა­კა­დე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­იზ­რდე­ბა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ფონ­დი „ქარ­თუ“ ეხ­მა­რე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის აღ­დგე­ნა­სა და ტუ­რის­ტუ­ლი ობი­ექ­ტე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ში, მაგ­რამ მთე­ლი რე­გი­ო­ნის გა­მო­ცო­ცხლე­ბას, მის ნახ­ტო­მი­სე­ბურ გან­ვი­თა­რე­ბას, მეტი ბიძ­გი სჭირ­დე­ბა, სწო­რედ ამ ბიძ­გის მიმ­ცე­მი გახ­დე­ბა წყალ­ტუ­ბოს აღორ­ძი­ნე­ბის პრო­ექ­ტი.

წყალ­ტუ­ბოს სი­ახ­ლო­ვეს, ქუ­თა­ის­თან გან­თავ­სე­ბუ­ლია ორი თა­ვი­სუ­ფა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზონა, აე­რო­პორ­ტი, და­გეგ­მი­ლია სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ჰა­ბის მშე­ნებ­ლო­ბა, რაც ასე­ვე ხელს შე­უ­წყობს ბიზ­ნე­სი­სა და ტუ­რის­ტე­ბის მო­ზიდ­ვას. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ქუ­თა­ი­სის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ქა­ლა­ქის მშე­ნებ­ლო­ბას­თან ერ­თად, წყალ­ტუ­ბოს სრულ­ფა­სო­ვა­ნი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია-გან­ვი­თა­რე­ბა იმე­რე­თის მხა­რეს გა­და­აქ­ცევს ჯან­მრთე­ლო­ბის და ტუ­რიზ­მის, ახალ­გაზ­რდო­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის მძლავრ, სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტრად.

ჩემი გეგ­მის მი­ხედ­ვით, წყალ­ტუ­ბო, უახ­ლო­ეს წლებ­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლია, გახ­დეს აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მი­ზი­დუ­ლო­ბის ად­გი­ლი და კონ­კუ­რენ­ცია გა­უ­წი­ოს დიდ მო­თა­მა­შე­ებს ცენ­ტრა­ლურ ევ­რო­პა­ში

სა­ნა­ტო­რი­უ­მე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, წყალ­ტუ­ბო­ში, მი­ნი­მუმ რვა ათას ადა­მი­ანს და­ა­საქ­მებს. მათი აღ­დგე­ნის შე­დე­გად, წე­ლი­წად­ში სა­შუ­ა­ლოდ ექ­ვსა­სი­დან რვა­ას ათა­სამ­დე ტუ­რის­ტის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვექ­ნე­ბა, რომ არა­ფე­რი ვთქვათ იმ თა­ნამ­დევ მცი­რე ბიზ­ნე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, რაც მოყ­ვე­ბა კუ­რორ­ტის აღ­დგე­ნას.

წყალ­ტუ­ბოს გან­ვი­თა­რე­ბა იქ მცხოვ­რე­ბი იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა ინ­ტეგ­რა­ცი­ის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. გარ­და ამი­სა, რომ უკვე და­წყე­ბუ­ლია სა­მუ­შა­ო­ე­ბი სა­ნა­ტო­რი­უ­მებ­ში მცხოვ­რე­ბი ოჯა­ხე­ბის შე­სა­ბა­მი­სი, ღირ­სე­უ­ლი სა­ცხოვ­რებ­ლით და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად, მათი ასე­ვე გა­უჩ­ნდე­ბათ და­საქ­მე­ბის ახა­ლი წყა­რო და პერ­სპექ­ტი­ვა.

სა­ბო­ლოო ჯამ­ში, რე­გი­ონ­ში და­საქმდე­ბა 15 000-20 000 ადა­მი­ა­ნი, რაც უპი­რო­ბოდ გა­მო­იწ­ვევს მთე­ლი იმე­რე­თის მხა­რის მდგრად ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბას და აღ­მავ­ლო­ბას.

და ბო­ლოს, რა­ტომ გა­მიჩ­ნდა სურ­ვი­ლი და მო­თხოვ­ნი­ლე­ბა, ასე სა­ჯა­როდ და დე­ტა­ლუ­რად მე­სა­უბ­რა წყალ­ტუ­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ექ­ტზე? პირ­ველ რიგ­ში იმი­ტომ, რომ ქარ­თულ ბიზ­ნესს პი­რა­დად ჩემ­გან მო­ეს­მი­ნა, რას ვგეგ­მავ და რო­გო­რი ფორ­მით ვთა­ვა­ზობ მათ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას.

იმავდრო­უ­ლად, ვიცი, ამ საქ­მე­საც გა­მო­უჩ­ნდე­ბი­ან მძაფ­რი ოპო­ნენ­ტე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ, თეთ­რის შა­ვად და შე­ნე­ბის ნგრე­ვად გა­მო­ცხა­დე­ბა, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ბევ­რს დღემ­დე ეფექ­ტუ­რად გა­მოს­დის, ამი­ტომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სწო­რი და დრო­უ­ლი ინ­ფორ­მი­რე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად ჩავ­თვა­ლე. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა სწორ დას­კვნებს გა­მო­ი­ტანს.

მკითხველის კომენტარები / 119 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
18
ხოდა გააგრძელე ეს კეთილი საქმეები, მაგრამ დაანებე პოლიტიკას თავი გემუდარებით, არ არის აშკარად შენი საქმე.
მანანა-შ
33
ღმერთმა ხელი მოგიმართოს, ნეტავ მართლა ასე იყოს რამდენ ადამიანს გამოუჩნდება შემოსავალი, რამდენი ადამიანი დასაქმდება!
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"გადავწყვიტე, გამოვისყიდო 22 სასტუმრო, 9 აბანო და მოვახდინო სრული რეაბილიტაცია" - რა გეგმები აქვს ივანიშვილს წყალტუბოში?

"გადავწყვიტე, გამოვისყიდო 22 სასტუმრო, 9 აბანო და მოვახდინო სრული რეაბილიტაცია" - რა გეგმები აქვს ივანიშვილს წყალტუბოში?

ყოფილი პრემიერი, "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ქალაქ წყალტუბოს აღორძიენაბს გეგმავს. ამის შესახებ "ფეისბუქის" გვერდზე Bidzina Ivanishvili for Georgia გავრცელებულ ვრცელ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ქართველებს წინაპრებისგან უნიკალური ქვეყანა გვერგო - დიდი ისტორიით, მრავალსაუკუნოვანი კულტურით და საოცარი ბუნებით. ჩვენ ქვეყნაში მთას, ზღვას, მინერალურ წყლებს და ქვიშასაც კი, მაცოცხლებელი ენერგია აქვს. მაგრამ არსებობს სრულიად გამორჩეული ადგილები, რომლებსაც თავისი პოტენციალით უდიდესი მიზიდულობის შექმნა შეუძლია.

სწორედ ასეთია წყალტუბო - უნიკალური სამკურნალო, სარეაბილიტაციო და ტურისტული პოტენციალით.

დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე წლებში, პრაქტიკულად გავერანდა წყალტუბოს სამედიცინო და ტურისტული ინფრასტრუქტურა. კურორტი, რომელიც 22 სანატორიუმითა და 9 ბალნეოლოგიური აბანოთი, ქმედით კონკურენციას უწევდა არამარტო რეგიონის, არამედ აღმოსავლეთ ევროპის მსგავს კურორტებს, დღეს მხოლოდ ერთი მოქმედი სასტუმროს და მთლიანად განადგურებული ინფრასტრუქტურის ამარაა დარჩენილი.

კურორტის აღდგენა და განვითარება უკვე მესამე ათწლეულია, მრავალ, ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზთა გამო, ვერ შეძლო ვერც სახელმწიფომ და ვერც ბიზნესმა

მიუხედავად იმისა, რომ ამ წლების განმავლობაში, სახელმწიფოს ჰქონდა მცდელობები, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სტანდარტული მეთოდით მოეზიდა კერძო ინვესტიციები ტურისტული და სამკურნალო ბიზნესის განსავითარებლად, ეს მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან განვითარების ერთიანი, კომპლექსური გეგმის და, რაც მთავარია, ამ გეგმის განხორციელების გარანტიის გარეშე, წერტილოვანი ინვესტიციების ჩადება ცალკე აღებულ ერთ სასტუმროში ან ბალნეოლოგიურ სპა-ცენტრში - მაღალი რისკის მატარებელი იყო და ბიზნესსაც არ გაემტყუნება, რომ არ გარისკა.

ვინაიდან სახელმწიფოს, ამჟამად, არ აქვს რესურსი, რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიცია განახორციელოს წყალტუბოს სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციისთვის, ხოლო მისი ერთიანი, სტრატეგიული განვითარების გეგმის არარსებობის პირობებში, ბიზნესიც ინერტულია - მივიღე გადაწყვეტილება, პირადად ჩავუდგე სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს.

გადავწყვიტე, პირადი სახსრებით დავიწყო და მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში განვახორციელო არა მხოლოდ ამჟამად სრულიად ამორტიზებული ტურისტული და სამკურნალო ინფრასტრუქტურის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია, არამედ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნით და დაცვით უზრუნველვყო მისი განვითარება.

პრაქტიკამ ცხადყო, რომ ათეული წლების განმავლობაში გაპარტახებული და დეპრესიულ ადგილად ქცეული საკურორტო კლასტერების მკვდარი წერტილიდან დაძვრა და მისი ნახტომისებრი განვითარება, სტანდარტული მიდგომით შეუძლებელია. საჭიროა მძლავრი კატალიზატორი, ერთგვარი ყინულმჭრელი, რომელიც მდგრადობას შესძენს პროექტს და საკუთარი მონაწილეობით დააზღვევს სხვის კერძო ინვესტიციას.

ამის საუკეთესო მაგალითია აბასთუმანი, რომელიც ისეთივე უნიკალური საკურორტო ადგილია, როგორც წყალტუბო, მაგრამ წყალტუბოს მსგავსად, იქაც ათეული წლებია, სახელმწიფომ ვერ მიიზიდა ინვესტორები. თუმცა, როგორც კი გაჩნდა აბასთუმნის მასშტაბური განვითარების გეგმა და გარანტია, კერძო ბიზნესი დიდი მონდომებით ჩაერთო პროექტში.

შედეგად, აბასთუმანში, ამჟამად მშენებარე მაღალი კლასის ექვსი სასტუმროდან, მე მხოლოდ ერთს - „პარაგრაფს“ ვაშენებ, ხოლო დანარჩენ ხუთს: „რუმსს“, „რედისონს“, „ქრაუნპლაზას“, „რედიქს ჯგუფის“ ორ სასტუმროს - სხვა ქართველი ბიზნესმენები აშენებენ, ისევე, როგორც საშუალო და პატარა ზომის რვა სასტუმროს და ოთხასბინიან საცხოვრებელ აპარტამენტს.

უკვე დაიწყო უნიკალური აბანოების აღდგენა, შენდება კაფეები, რესტორნები და სავაჭრო ობიექტები. აბასთუმნის ჯამურმა ინვესტიციამ უკვე მილიარდნახევარ ლარს მიაღწია. სახელმწიფოც, შესაძლებლობების ფარგლებში, ცდილობს არ ჩამორჩეს კერძო ინიციატივას - გაყავს გზები, აწესრიგებს წყლის და სხვა ინფრასტრუქტურას, დაწყებულია ობსერვატორიის რეაბილიტაცია და სულ მალე გვექნება მსოფლიო დონის ასტროფიზიკური სამეცნიერო ცენტრი.

თუმცა, სახელმწიფოსაც სჭიდება თანადგომა და ვინაიდან, მაქვს საშუალება და სურვილი, ვცდილობ, შევუმსუბუქო მას ტვირთი და სამედიცინო თუ სხვა, საზოგადოებრივი დანიშნულების ინფრასტრუქტურის მშენებლობას და აღჭურვას, აბასთუმანში, პირადი სახსრებით ვახორციელებ

მაგრამ ახლა ეს არ არის მთავარი. მთავარია ის, რომ წყალტუბოს აქვს ყველა, და შესაძლოა, მეტი პოტენციალი, უახლოეს წლებში გადაიქცეს რეგიონის ჯანმრთელობის და ტურიზმის დედაქალაქად და ის აუცილებლად გახდება ასეთი.

მე გადავწყვიტე, გამოვისყიდო უკლებლივ ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო და მოვახდინო მათი სრული რეაბილიტაცია, კურორტის განვითარების ერთიანი გეგმისა და კონცეფციის ფარგლებში.

ამავდროულად, საჯაროდ ვთავაზობ ქართულ ბიზნესს - მზად ვარ, პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, იქნება ეს დაგეგმარება, პროექტირება, მშენებლობა თუ დასრულების შემდეგ, ექსპლუატაციაში ჩაშვება, გავასხვისო ეს ობიექტები ნებისმიერ ინვესტორზე, რათა შემდგომში მან გააგრძელოს წარმატებული ოპერირება.

ბუნებრივია, ჩემი მხრიდან არანაირ მოგებაზე არ იქნება საუბარი, მაქსიმალური ფასი იქნება თვითღირებულება

ამავდროულად, მე მზად ვარ დაინტერესებულ ბიზნესს ეს პროექტები გადავცე ფასდაკლებით, ან უფრო მეტიც, მნიშვნელოვანი ფასდაკლებით. ამ ნაბიჯით მსურს, ერთი მხრივ, მივცე სიმყარე ბიზნესს, რათა ის ნებისმიერ ეტაპზე შემოუერთდეს პროექტს, ხოლო მეორე მხრივ, სახელმწიფოს მივცე სტიმული, გარანტირებული ინვესტიციის პირობებში, მაქსიმალურად განავითაროს ინფრასტრუქტურა.

წყალტუბოს განვითარების ხედვა და კონცეფცია, რომლითაც ვაპირებ ვიხელმძღვანელო, ეყრდნობა წამყვანი შვეიცარული საკონსულტაციო კომპანიის, „KohL&Partners“ მიერ შემუშავებულ გეგმას, რომლის ფარგლებში, წყალტუბოში დამატებით უნდა აშენდეს ბავშვთა მოედნები, წყლის პარკი, ტროპიკული ბაღი, გოლფის და ჩოგბურთის მოედნები, კლდეზე ცოცვის პარკი, სავაჭრო ცენტრი, კაფე-ბარები და რესტორნები.

იმავდროულად, დაგეგმილია საგანმანათლებლო ცენტრის გახსნა პროფილურ სპეციალობებში ჩვენი თანამოქალაქეების გადასამზადებლად - რამდენიმე ათას სამუშაო ადგილს, რომელიც წყალტუბოში უახლოეს პერიოდში შეიქმნება, კვალიფიციური კადრები დასჭირდება და ჩვენ მათი მომზადება უნდა უზრუნველვყოთ. უდავოა, წყალტუბოს განვითარებით სარგებელს მიიღებს არა მარტო იმერეთის რეგიონი, არამედ რაჭა-ლეჩხუმი, სამეგრელო, ზემო სვანეთი, ხოლო რაჭის ახალი გზის დასრულების შემდეგ, ეს კიდევ უფრო გაადვილებს ტურისტებისთვის მარშრუტების დაგეგმვას ამ მიმართულებით.

წყალტუბოს გარშემო მდებარეობს ჩვენი ისტორიულ-კულტურული და ტურისტული მარგალიტები: გელათი, მოწამეთა, კაცხის სვეტი, პრომეთეს მღვიმე, სათაფლია, ოკაცეს კანიონი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გეგმის ხორცშესხმის კვალდაკვალ, ტურისტული ნაკადები ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვნად გაიზრდება.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ წლების განმავლობაში, ფონდი „ქართუ“ ეხმარება სახელმწიფოს კულტურული მემკვიდრეობის აღდგენასა და ტურისტული ობიექტების რეაბილიტაციაში, მაგრამ მთელი რეგიონის გამოცოცხლებას, მის ნახტომისებურ განვითარებას, მეტი ბიძგი სჭირდება, სწორედ ამ ბიძგის მიმცემი გახდება წყალტუბოს აღორძინების პროექტი.

წყალტუბოს სიახლოვეს, ქუთაისთან განთავსებულია ორი თავისუფალი ეკონომიკური ზონა, აეროპორტი, დაგეგმილია სოფლის მეურნეობის ჰაბის მშენებლობა, რაც ასევე ხელს შეუწყობს ბიზნესისა და ტურისტების მოზიდვას. დარწმუნებული ვარ, რომ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობასთან ერთად, წყალტუბოს სრულფასოვანი რეაბილიტაცია-განვითარება იმერეთის მხარეს გადააქცევს ჯანმრთელობის და ტურიზმის, ახალგაზრდობისა და განათლების მძლავრ, საერთაშორისო ცენტრად.

ჩემი გეგმის მიხედვით, წყალტუბო, უახლოეს წლებში, შესაძლებელია, გახდეს აღმოსავლეთ ევროპის უმნიშვნელოვანესი მიზიდულობის ადგილი და კონკურენცია გაუწიოს დიდ მოთამაშეებს ცენტრალურ ევროპაში

სანატორიუმების რეაბილიტაცია, წყალტუბოში, მინიმუმ რვა ათას ადამიანს დაასაქმებს. მათი აღდგენის შედეგად, წელიწადში საშუალოდ ექვსასიდან რვაას ათასამდე ტურისტის მიღების შესაძლებლობა გვექნება, რომ არაფერი ვთქვათ იმ თანამდევ მცირე ბიზნესების განვითარებაზე, რაც მოყვება კურორტის აღდგენას.

წყალტუბოს განვითარება იქ მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაციის გარეშე წარმოუდგენელია. გარდა ამისა, რომ უკვე დაწყებულია სამუშაოები სანატორიუმებში მცხოვრები ოჯახების შესაბამისი, ღირსეული საცხოვრებლით დასაკმაყოფილებლად, მათი ასევე გაუჩნდებათ დასაქმების ახალი წყარო და პერსპექტივა.

საბოლოო ჯამში, რეგიონში დასაქმდება 15 000-20 000 ადამიანი, რაც უპირობოდ გამოიწვევს მთელი იმერეთის მხარის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და აღმავლობას.

და ბოლოს, რატომ გამიჩნდა სურვილი და მოთხოვნილება, ასე საჯაროდ და დეტალურად მესაუბრა წყალტუბოს განვითარების პროექტზე? პირველ რიგში იმიტომ, რომ ქართულ ბიზნესს პირადად ჩემგან მოესმინა, რას ვგეგმავ და როგორი ფორმით ვთავაზობ მათ თანამშრომლობას.

იმავდროულად, ვიცი, ამ საქმესაც გამოუჩნდებიან მძაფრი ოპონენტები. სამწუხაროდ, თეთრის შავად და შენების ნგრევად გამოცხადება, ჩვენს ქვეყანაში ბევრს დღემდე ეფექტურად გამოსდის, ამიტომ საზოგადოების სწორი და დროული ინფორმირება აუცილებლად ჩავთვალე. დარწმუნებული ვარ, ინფორმირებული საზოგადოება სწორ დასკვნებს გამოიტანს.

"გაოგნებული ვარ საიდან ჩნდება ამხელა აგრესია" - "თბილისი პრაიდის" ერთ-ერთი ორგანიზატორი საპატრიარქოს განცხადებას პასუხობს

"საბჭოსთვის მიუღებელია მოთხოვნების გამოხატვის ფორმა" - როგორ პასუხობს "საქნახშირი" გაფიცულ მეშახტეებს

"მივმართავთ მოსახლეობას, 5 ივლისს, შევიკრიბოთ ქაშუეთის ტაძართან და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ გადაგვარების მცდელობა მიუღებელია" - საპატრიარქო