Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?
"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?

“მსოფ­ლი­ოს ნო­მერ პირ­ვე­ლი ტე­რო­რის­ტი“ ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია. აშშ-ს ძა­ლე­ბი, ჩრდი­ლო­ეთ სი­რი­ა­ში მდე­ბა­რე გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბულ თავ­შე­სა­ფარ­ში შე­იჭრ­ნენ, სა­დაც "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო” ლი­დე­რი აბუ ბაქრ ალ-ბაღ­და­დი იმ­ყო­ფე­ბო­და. მან თავი აი­ფეთ­ქა და არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას­თან ერ­თად მისი ორი ცოლი და სამი შვი­ლიც და­ი­ღუპ­ნენ.

„ნი­უს­ვი­ქის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკვე „ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს“ ახა­ლი ლი­დე­რი ჰყავს. გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­დამ ჰუ­სე­ი­ნის არ­მი­ის ჯა­რის­კა­ცი, აბ­დუ­ლა ქარ­და­ში "იღებს მარ­თვის სა­და­ვე­ებს".

კვი­რას დო­ნალდ ტრამპმა სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­ზე დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რა და ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ამე­რი­კულ ძა­ლებს და­ნა­კარ­გი არ ჰქო­ნი­ათ.

რა დგას დო­ნალდ ტრამ­პის ასე­თი ღია სა­უბ­რის მიღ­მა, რა საფრ­თხებს უნდა ელო­დოს თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლიო აბუ ბაქრ ალ-ბაღ­და­დის ლიკ­ვი­და­ცი­ის შემ­დეგ და ნიშ­ნავს თუ არა ეს ISIS-ის გა­ნად­გუ­რე­ბას? - ამ კი­თხვე­ბით AMBEBI.GE-მ ექ­სპერ­ტებს მი­მარ­თა.

გი­ორ­გი სა­ნი­კი­ძე - ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის აღ­მო­სავ­ლეთმცოდ­ნე­ო­ბის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი:

"აბუ ბაქრ ალ-ბაღ­და­დის მოკ­ვლა ბევ­რს არა­ფერს შეც­ვლის "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფო­ში", რად­გან მისი დას­რუ­ლე­ბა უკვე დიდი ხნის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია.

თუმ­ცა, მათი ცალ­კე­უ­ლი, პო­ლი­ტი­კურ-რე­ლი­გი­უ­რი ელე­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც გარ­კვე­ულ ტე­რი­ტო­რი­ებს აკონ­ტრო­ლე­ბენ, ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს. რთუ­ლი გა­მო­საც­ნო­ბია რა გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს მისი სიკ­ვდი­ლი, რად­გან ის საკ­მა­ოდ ქა­რიზ­მა­ტუ­ლი ფი­გუ­რა იყო. ისიც გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც ალ-ბაღ­და­დის სიკ­ვდილ­ზე ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, მაგ­რამ ახლა მთე­ლი მსოფ­ლიო მე­დია ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ეს ნამ­დვი­ლად ის იყო და ლო­გი­კუ­რად არ გვაქვს უფ­ლე­ბა, ეს ინ­ფორ­მა­ცია არ და­ვი­ჯე­როთ.

- უკვე სა­უბ­რო­ბენ ახალ ლი­დერ­ზე. ფიქ­რობთ, რომ ის წი­ნა­მო­ბერ­დის გზის ზუს­ტი გამ­გრძე­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა?

- დიახ, აუ­ცი­ლებ­ლად გა­მოჩ­ნდე­ბა ახა­ლი ლი­დე­რი, რად­გან აბუ ბაქ­რი მუ­ჰა­მედ მო­ცი­ქუ­ლის შთა­მო­მავ­ლად მი­იჩ­ნე­ო­და და ამ ლო­გი­კით, მის გა­რე­მოც­ვა­ში კი­დევ იქ­ნე­ბა ვინ­მე, ვინც ამ ძა­ლის მარ­თვას თა­ვის თავ­ზე აი­ღებს.

თუმ­ცა, ალ-ბაღ­და­დის სიკ­ვდი­ლი, ისე­დაც ძა­ლი­ან და­სუს­ტე­ბულ, ძა­ლა­გა­მო­ლე­ულ “ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფო­ზე” უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა. აქ სხვა რა­მეც არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის რე­გი­ონ­ში იმ­დე­ნად ბევ­რი პრობ­ლე­მაა დაგ­რო­ვი­ლი (ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში სი­რი­ა­ში), რომ გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" ად­გილ­ზე, რა­ი­მე სხვა პო­ლი­ტი­კურ-რე­ლი­გი­უ­რი წარ­მო­ნაქ­მნი გაჩ­ნდეს, რო­მე­ლიც ოდ­ნავ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

საკ­ვან­ძო სა­კი­თხებ­ში თან­ხვედ­რა ექ­ნე­ბათ, შე­საძ­ლოა, ისიც ასე­ვე იყოს რა­დი­კა­ლიზ­მის­კენ მიდ­რე­კი­ლი, რო­გორც “ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოა,” რად­გან ამ რე­გი­ო­ნის­თვის ძა­ლი­ან და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია რა­დი­კა­ლიზ­მი.

- ყვე­ლა, ვინც ამ ომ­შია ჩარ­თუ­ლი - ამე­რი­კუ­ლი, თურ­ქუ­ლი და ქურ­თუ­ლი მხა­რე­ე­ბი, “ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს” ლი­დე­რის ლიკ­ვი­და­ცი­ას თა­ვის თავ­ზე იწე­რენ. ტრამპმა დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რა ამ სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­ზე, რი­თაც და­სავ­ლუ­რი მე­დი­აც გა­ა­ო­ცა. რა გახ­და ამის სა­ფუძ­ვე­ლი?

- ამის მი­ზე­ზია, ამე­რი­კის, ზო­გა­დად ტრამ­პის პო­ლი­ტი­კა ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში, კონ­კრე­ტუ­ლად კი სი­რი­ა­ში, სა­ი­და­ნაც ამე­რი­კუ­ლი ჯა­რე­ბის გაყ­ვა­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს. ამას­თა­ნა­ვე არის ერთი მო­მე­ტი, ნავ­თობ­სა­ბა­დო და სა­რეწ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე რჩე­ბა ამე­რი­კუ­ლი ჯა­რე­ბი, რაც ნიშ­ნავს, რომ ამე­რი­კა სი­რი­ი­დან მთლი­ა­ნად არ გა­დის.

მე­ტიც, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან ად­გილს თა­ვად აკონ­ტრო­ლებს და მე­ო­რეც, ტრამ­პის მიერ აბუ ბაქრ ალ-ბაღ­და­დის მკვლე­ლო­ბის ასე დე­ტა­ლუ­რი აღ­წე­რა ნიშ­ნავს, რომ იქ სი­ტუ­ა­ცის ამე­რი­კა აკონ­ტრო­ლებს. პირ­და­პირ ამ­ბობს: ჩვენ ვცდი­ლობთ არ ჩავ­დგეთ და­პი­რის­პი­რე­ბულ მხა­რე­ებს შო­რის, თურ­ქულ და ქურ­თულ მხა­რე­ებს შო­რის, ვრჩე­ბით იმ ფორ­მით, რო­მე­ლიც ამე­რი­კა­სა და მსოფ­ლი­ოს სჭირ­დე­ბაო... ამ შემ­თხვე­ვა­ში, ამე­რი­კა ცდი­ლობს, სახე შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს სი­რი­ა­ში, აბუ ბაქ­რის მკვლე­ლო­ბით ამ­ბობს - ტე­რო­რიზ­მი უნდა გა­ნად­გურ­დე­სო... თან რუ­სეთს და ქურ­თებ­საც ეუბ­ნე­ბა, რომ არ თმობს გავ­ლე­ნებს.

რაც შე­ე­ხე­ბა სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დე­ტა­ლურ აღ­წე­რას, სა­ვა­რა­უ­დოდ, ამით იმის ახ­სნა უნ­დო­და, რომ ყვე­ლა ნა­ბი­ჯი ზუს­ტად და თან­მიმ­დევ­რუ­ლად იყო გათ­ვლი­ლი და "მსოფ­ლი­ოს ნო­მერ პირ­ვე­ლი ტე­რო­რის­ტი" ისე გა­ა­ნე­იტ­რა­ლეს, რომ ამე­რი­კის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს და­ნა­კარ­გი არ ჰქო­ნია... სხვა სა­კი­თხია, მო­მა­ვალ­ში რო­გორ გა­არ­თმე­ვენ თავს უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებს.

ზურა ბა­ტი­აშ­ვი­ლი, "სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­ი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კვლე­ვის ფონ­დის" მკვლე­ვა­რი:

- აქე­დან­ვე ცხა­დია, რომ ISIS-ის იდე­ო­ლო­გია არ შე­იც­ვლე­ბა, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ათი­ა­თა­სო­ბით მომ­ხრე ჰყავს. მათ უკვე აირ­ჩი­ეს ახა­ლი ლი­დე­რი და უკვე და­ი­წყეს მოქ­მე­დე­ბე­ბი, ვგუ­ლის­ხმობ ახალ ტე­რაქ­ტებს, რად­გან მო­სა­ლოდ­ნე­ლია, მათ ასე გას­ცენ პა­სუ­ხი და­ნარ­ჩენ მსოფ­ლი­ოს ლი­დე­რის მკვლე­ლო­ბის­თვის და სის­ხლი აი­ღონ.

ამის მა­გა­ლი­თი უკვე გვაქვს - ან­კა­რა­ში “ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს” 20 წევ­რი და­ა­კა­ვეს, რომ­ლე­ბიც დიდი ალ­ბა­თო­ბით, სა­პა­სუ­ხო ტე­რაქტს გეგ­მავ­დნენ. ეს პირ­და­პირ მი­ა­ნიშ­ნებს იმა­ზე, რომ მათი მომ­ხრე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და რაც მთა­ვა­რია, იდე­ო­ლო­გია არ შეც­ვლი­ლა. ახლა ცი­ვი­ლურ მსოფ­ლი­ოს უფრო მეტი ყუ­რა­დღე­ბა მარ­თებს, რად­გან არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ასე­თი ფაქ­ტე­ბი გახ­შირ­დეს...

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ ყვე­ლა თა­ვის თავ­ზე მი­ი­წერს, ალ-ბაღ­და­დის ლიკ­ვი­და­ცი­ას, ამას აქვს ახ­სნა: ტრამ­პის მხრი­დან ეს არის იმის მტკი­ცე­ბა, რომ ამე­რი­კა ნო­მერ პირ­ვე­ლი სა­ხელ­მწი­ფოა. ამას­თან, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის მზა­დე­ბა უკვე და­წყე­ბუ­ლია და ეს მისი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გზავ­ნი­ლი იქ­ნე­ბა - მან, რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა შეძ­ლო, ISIS-ის ლი­დე­რის გა­ნად­გუ­რე­ბა.

- თა­ვის მხრივ თურ­ქე­თიც იბ­რა­ლებს, რომ აბუ ბაქრ ალ-ბაღ­და­დი მათ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოკ­ლეს...

- ეს ერ­დო­ღა­ნის პო­ზი­ცი­აა, სი­ნამ­დვი­ლე­ში ის სი­რი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მელ­საც ნა­წი­ლობ­რივ აკონ­ტრო­ლე­ბენ თურ­ქე­ბი. შე­საძ­ლოა, ამას თვლიდ­ნენ თა­ვი­ანთ წვლი­ლად.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
წვერ-ულვაშა
7
ბატონი ზაზა, რომელიც ამბები.ჯე-ზე ანონიმურ კომენტარებს ტოვებს, ფლობს ამერიკული სპეცსამსსახურების სუპერ საიდუმლო ინფორმაციებს (რაც სამწუხაროდ ყველა კომენტარიდან გამომდინარე, ამერიკის და ევროპის რეპუტაციას აყენებს დარტყმას). რა თქმა უნდა ბატონი ზაზას სიტყვებში ეჭვის შეტანა სრულიად წარმოუდგენელია, ვის უნდა ენდოს ადამიანი თუ არა მას.
aleko
7
ჩააგდებენ ზვიგენებთან ზღვაში ალბათ როგორც ლადენი ვითომ ჩააგდეს მოვიდა არჩევნები 9 ჯერ მოკლეს ეს ამ 3 წელიწადში ალბათ კატის სიცოცხლე აქვს. საბჭოთა კავშირი აღარ არის და ბუები ხო ჭირდება ამერიკას ხოდა ახალი ბუა ტერორიზმია
ავტორი:

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?

“მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი“ ლიკვიდირებულია. აშშ-ს ძალები, ჩრდილოეთ სირიაში მდებარე გასაიდუმლოებულ თავშესაფარში შეიჭრნენ, სადაც "ისლამური სახელმწიფო” ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი იმყოფებოდა. მან თავი აიფეთქა და არსებული ინფორმაციით, მასთან ერთად მისი ორი ცოლი და სამი შვილიც დაიღუპნენ.

„ნიუსვიქის“ ინფორმაციით, უკვე „ისლამურ სახელმწიფოს“ ახალი ლიდერი ჰყავს. გამოცემის ინფორმაციით, სადამ ჰუსეინის არმიის ჯარისკაცი, აბდულა ქარდაში "იღებს მართვის სადავეებს".

კვირას დონალდ ტრამპმა სპეცოპერაციაზე დეტალურად ისაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ ამერიკულ ძალებს დანაკარგი არ ჰქონიათ.

რა დგას დონალდ ტრამპის ასეთი ღია საუბრის მიღმა, რა საფრთხებს უნდა ელოდოს თანამედროვე მსოფლიო აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შემდეგ და ნიშნავს თუ არა ეს ISIS-ის განადგურებას? - ამ კითხვებით AMBEBI.GE-მ ექსპერტებს მიმართა.

გიორგი სანიკიძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი:

"აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მოკვლა ბევრს არაფერს შეცვლის "ისლამურ სახელმწიფოში", რადგან მისი დასრულება უკვე დიდი ხნის გამოცხადებულია.

თუმცა, მათი ცალკეული, პოლიტიკურ-რელიგიური ელემენტები, რომლებიც გარკვეულ ტერიტორიებს აკონტროლებენ, ჯერ კიდევ არსებობს. რთული გამოსაცნობია რა გავლენას მოახდენს მისი სიკვდილი, რადგან ის საკმაოდ ქარიზმატული ფიგურა იყო. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ალ-ბაღდადის სიკვდილზე ვრცელდება ინფორმაცია, მაგრამ ახლა მთელი მსოფლიო მედია ირწმუნება, რომ ეს ნამდვილად ის იყო და ლოგიკურად არ გვაქვს უფლება, ეს ინფორმაცია არ დავიჯეროთ.

- უკვე საუბრობენ ახალ ლიდერზე. ფიქრობთ, რომ ის წინამობერდის გზის ზუსტი გამგრძელებელი იქნება?

- დიახ, აუცილებლად გამოჩნდება ახალი ლიდერი, რადგან აბუ ბაქრი მუჰამედ მოციქულის შთამომავლად მიიჩნეოდა და ამ ლოგიკით, მის გარემოცვაში კიდევ იქნება ვინმე, ვინც ამ ძალის მართვას თავის თავზე აიღებს.

თუმცა, ალ-ბაღდადის სიკვდილი, ისედაც ძალიან დასუსტებულ, ძალაგამოლეულ “ისლამურ სახელმწიფოზე” უარყოფითად აისახება. აქ სხვა რამეც არის მნიშვნელოვანი, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში იმდენად ბევრი პრობლემაა დაგროვილი (ამ კონკრეტულ შემთხვევაში სირიაში), რომ გამორიცხული არაა, "ისლამური სახელმწიფოს" ადგილზე, რაიმე სხვა პოლიტიკურ-რელიგიური წარმონაქმნი გაჩნდეს, რომელიც ოდნავ განსხვავებული იქნება.

საკვანძო საკითხებში თანხვედრა ექნებათ, შესაძლოა, ისიც ასევე იყოს რადიკალიზმისკენ მიდრეკილი, როგორც “ისლამური სახელმწიფოა,” რადგან ამ რეგიონისთვის ძალიან დამახასიათებელია რადიკალიზმი.

- ყველა, ვინც ამ ომშია ჩართული - ამერიკული, თურქული და ქურთული მხარეები, “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერის ლიკვიდაციას თავის თავზე იწერენ. ტრამპმა დეტალურად ისაუბრა ამ სპეცოპერაციაზე, რითაც დასავლური მედიაც გააოცა. რა გახდა ამის საფუძველი?

- ამის მიზეზია, ამერიკის, ზოგადად ტრამპის პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთში, კონკრეტულად კი სირიაში, საიდანაც ამერიკული ჯარების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს. ამასთანავე არის ერთი მომეტი, ნავთობსაბადო და სარეწ ტერიტორიებზე რჩება ამერიკული ჯარები, რაც ნიშნავს, რომ ამერიკა სირიიდან მთლიანად არ გადის.

მეტიც, ყველაზე მნიშვნელოვან ადგილს თავად აკონტროლებს და მეორეც, ტრამპის მიერ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მკვლელობის ასე დეტალური აღწერა ნიშნავს, რომ იქ სიტუაცის ამერიკა აკონტროლებს. პირდაპირ ამბობს: ჩვენ ვცდილობთ არ ჩავდგეთ დაპირისპირებულ მხარეებს შორის, თურქულ და ქურთულ მხარეებს შორის, ვრჩებით იმ ფორმით, რომელიც ამერიკასა და მსოფლიოს სჭირდებაო... ამ შემთხვევაში, ამერიკა ცდილობს, სახე შეინარჩუნოს სირიაში, აბუ ბაქრის მკვლელობით ამბობს - ტერორიზმი უნდა განადგურდესო... თან რუსეთს და ქურთებსაც ეუბნება, რომ არ თმობს გავლენებს.

რაც შეეხება სპეცოპერაციის დეტალურ აღწერას, სავარაუდოდ, ამით იმის ახსნა უნდოდა, რომ ყველა ნაბიჯი ზუსტად და თანმიმდევრულად იყო გათვლილი და "მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი" ისე გაანეიტრალეს, რომ ამერიკის შეიარაღებულ ძალებს დანაკარგი არ ჰქონია... სხვა საკითხია, მომავალში როგორ გაართმევენ თავს უსაფრთხოების საკითხებს.

ზურა ბატიაშვილი, "საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის" მკვლევარი:

- აქედანვე ცხადია, რომ ISIS-ის იდეოლოგია არ შეიცვლება, თუნდაც იმიტომ, რომ ორგანიზაციას ათიათასობით მომხრე ჰყავს. მათ უკვე აირჩიეს ახალი ლიდერი და უკვე დაიწყეს მოქმედებები, ვგულისხმობ ახალ ტერაქტებს, რადგან მოსალოდნელია, მათ ასე გასცენ პასუხი დანარჩენ მსოფლიოს ლიდერის მკვლელობისთვის და სისხლი აიღონ.

ამის მაგალითი უკვე გვაქვს - ანკარაში “ისლამური სახელმწიფოს” 20 წევრი დააკავეს, რომლებიც დიდი ალბათობით, საპასუხო ტერაქტს გეგმავდნენ. ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ მათი მომხრეების რაოდენობა და რაც მთავარია, იდეოლოგია არ შეცვლილა. ახლა ცივილურ მსოფლიოს უფრო მეტი ყურადღება მართებს, რადგან არ არის გამორიცხული, ასეთი ფაქტები გახშირდეს...

რაც შეეხება იმას, რომ ყველა თავის თავზე მიიწერს, ალ-ბაღდადის ლიკვიდაციას, ამას აქვს ახსნა: ტრამპის მხრიდან ეს არის იმის მტკიცება, რომ ამერიკა ნომერ პირველი სახელმწიფოა. ამასთან, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება უკვე დაწყებულია და ეს მისი მხარდამჭერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება - მან, როგორც პრეზიდენტმა შეძლო, ISIS-ის ლიდერის განადგურება.

- თავის მხრივ თურქეთიც იბრალებს, რომ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლეს...

- ეს ერდოღანის პოზიციაა, სინამდვილეში ის სირიის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, რომელსაც ნაწილობრივ აკონტროლებენ თურქები. შესაძლოა, ამას თვლიდნენ თავიანთ წვლილად.

"ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩემთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინათ" - რას იხსენებდნენ ვაჟა გაფრინდაშვილის მიერ გადარჩენილი რუსი სამხედრო მფრინავები

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე