საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ტყუპშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალურისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ბედი ეწევათ თევდორე მღვდლის ქუჩაზე აფეთქებული კორპუსის მაცხოვრებლებს - გამგებელი ბოლო მონაცემების შესახებ (ფოტოები)
რა ბედი ეწევათ თევდორე მღვდლის ქუჩაზე აფეთქებული კორპუსის მაცხოვრებლებს - გამგებელი ბოლო მონაცემების შესახებ (ფოტოები)

თევ­დო­რე მღვდლის ქუ­ჩის 38 ნო­მერ­ში მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის იმ სა­დარ­ბა­ზო­ში მცხოვ­რებ­თა ნა­წილს, სა­დაც აფეთ­ქე­ბა მოხ­და, სას­ტუმ­რო­ში გა­და­იყ­ვა­ნენ, ნა­წილს კი დრო­ე­ბი­თი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი აქვთ. ამის შე­სა­ხებ დი­დუ­ბის რა­ი­ო­ნის გამ­გე­ბელ­მა, ირმა ზავ­რა­დაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მან ისა­უბ­რა თევ­დო­რე მღვდლის ქუ­ჩა­ზე, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლის შე­დე­გად ერთი ადა­მი­ა­ნი და­შავ­და.

"აფეთ­ქე­ბა 5-სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სის მე­ხუ­თე სარ­თულ­ზე მდე­ბა­რე სა­მო­თა­ხი­ან ბი­ნა­ში მოხ­და. ჯერ არ ვი­ცით მი­ზე­ზი. ვი­ზუ­ა­ლუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია მე­ხუ­თე სარ­თუ­ლი და მე­ო­თხე სარ­თუ­ლის ნა­წი­ლი. ად­გილ­ზეა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი გამ­გე­ო­ბა, მე­რი­ის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი, ლა­ბო­რა­ტო­რია, მშე­ნე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი, პო­ლი­ცია, უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი, შსს, "თბი­ლი­სი ენერ­ჯი" და "თე­ლა­სი". პირ­ველ სა­დარ­ბა­ზო­ში, სა­დაც ეს მოხ­და, 15 ოჯა­ხი ცხოვ­რობს და არც ერთ მო­სახ­ლეს შიგ­ნით არ შე­ვუშ­ვებთ, გა­თი­შუ­ლია დე­ნიც, გა­ზიც, წყა­ლიც, მთლი­ა­ნად კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი. ამ ეტა­პის­თვის 5 ოჯახს გა­და­ვიყ­ვანთ სას­ტუმ­რო­ში, და­ნარ­ჩე­ნებს აქვთ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი წა­სას­ვლე­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე სა­დარ­ბა­ზოს, სა­დაც ასე­ვე კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი ჩახ­სნი­ლია, იქ შე­ვიდ­ნენ ლა­ბო­რა­ტო­რია და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი, აღ­მოჩ­ნდა, რომ იქ არ არის და­ზი­ა­ნე­ბა და შე­იძ­ლე­ბა შეს­ვლა, მაგ­რამ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი შე­სას­ვლე­ლი არ ჰქონ­დათ. გვერ­დზე ეზო­დან ალ­ტერ­ნა­ტი­ულ შე­სას­ვლელს გა­ვუ­კე­თებთ იმ სა­დარ­ბა­ზოს და უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად, მათ დღეს შე­ვუშ­ვებთ“, - გა­ნა­ცხა­და ზავ­რა­დაშ­ვილ­მა.

მან­ვე უპა­სუ­ხა კი­თხვას, თუ რო­დის შე­ეძ­ლე­ბათ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი სა­დარ­ბა­ზოს მო­ბი­ნად­რე­ებს კორ­პუს­ში შეს­ვლა.

„ამის ზუს­ტად თქმა არ შე­მიძ­ლია, სა­ნამ არ და­ი­წყე­ბენ საფრ­თხის შემ­ცვე­ლი ელე­მენ­ტე­ბის ჩა­მოხ­სნას და გა­მაგ­რე­ბით სა­მუ­შა­ო­ებს. მე­ო­რე სა­დარ­ბა­ზო­ში დღეს­ვე შე­ვიყ­ვანთ მცხოვ­რებ­ლებს, რო­გორც კი ალ­ტერ­ნა­ტი­ულ შე­სას­ვლელს გა­ვუ­კე­თებთ და დენს აღ­ვუდ­გენთ. კორ­პუ­სის აღ­დგე­ნა პრაქ­ტი­კუ­ლად უკვე და­წყე­ბუ­ლია. რო­გორც ყვე­ლა და­ნარ­ჩენ შემ­თხვე­ვა­ში, მე­რი­ის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი კორ­პუსს აღად­გენს. არც ერთ მო­სახ­ლეს არ დავ­ტო­ვებთ ყუ­რა­დღე­ბის გა­რე­შე", - აღ­ნიშ­ნა გამ­გე­ბელ­მა.

00:00 / 00:00
რიჟა ზურაბა
8
მაგათ დაზღვეული აქვთ ქონება და ათმაგად მიიღებენ ყველაფერს, თუარადა ბერა აქ არ არის? გადაურიცხავს მილიონებს და ხელს გაუმართავს.
ავტორი:

რა ბედი ეწევათ თევდორე მღვდლის ქუჩაზე აფეთქებული კორპუსის მაცხოვრებლებს - გამგებელი ბოლო მონაცემების შესახებ (ფოტოები)

რა ბედი ეწევათ თევდორე მღვდლის ქუჩაზე აფეთქებული კორპუსის მაცხოვრებლებს - გამგებელი ბოლო მონაცემების შესახებ (ფოტოები)

თევდორე მღვდლის ქუჩის 38 ნომერში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის იმ სადარბაზოში მცხოვრებთა ნაწილს, სადაც აფეთქება მოხდა, სასტუმროში გადაიყვანენ, ნაწილს კი დროებითი ალტერნატიული საცხოვრებელი აქვთ. ამის შესახებ დიდუბის რაიონის გამგებელმა, ირმა ზავრადაშვილმა განაცხადა.

მან ისაუბრა თევდორე მღვდლის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შესახებ, რომლის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

"აფეთქება 5-სართულიანი კორპუსის მეხუთე სართულზე მდებარე სამოთახიან ბინაში მოხდა. ჯერ არ ვიცით მიზეზი. ვიზუალური დათვალიერებით, დაზიანებულია მეხუთე სართული და მეოთხე სართულის ნაწილი. ადგილზეა მობილიზებული გამგეობა, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური, ლაბორატორია, მშენებელი კომპანიები, პოლიცია, უსაფრთხოების სამსახური, შსს, "თბილისი ენერჯი" და "თელასი". პირველ სადარბაზოში, სადაც ეს მოხდა, 15 ოჯახი ცხოვრობს და არც ერთ მოსახლეს შიგნით არ შევუშვებთ, გათიშულია დენიც, გაზიც, წყალიც, მთლიანად კომუნიკაციები. ამ ეტაპისთვის 5 ოჯახს გადავიყვანთ სასტუმროში, დანარჩენებს აქვთ ალტერნატიული წასასვლელი. რაც შეეხება მეორე სადარბაზოს, სადაც ასევე კომუნიკაციები ჩახსნილია, იქ შევიდნენ ლაბორატორია და ინფრასტრუქტურის სამსახური, აღმოჩნდა, რომ იქ არ არის დაზიანება და შეიძლება შესვლა, მაგრამ ალტერნატიული შესასვლელი არ ჰქონდათ. გვერდზე ეზოდან ალტერნატიულ შესასვლელს გავუკეთებთ იმ სადარბაზოს და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, მათ დღეს შევუშვებთ“, - განაცხადა ზავრადაშვილმა.

მანვე უპასუხა კითხვას, თუ როდის შეეძლებათ დაზიანებული სადარბაზოს მობინადრეებს კორპუსში შესვლა.

„ამის ზუსტად თქმა არ შემიძლია, სანამ არ დაიწყებენ საფრთხის შემცველი ელემენტების ჩამოხსნას და გამაგრებით სამუშაოებს. მეორე სადარბაზოში დღესვე შევიყვანთ მცხოვრებლებს, როგორც კი ალტერნატიულ შესასვლელს გავუკეთებთ და დენს აღვუდგენთ. კორპუსის აღდგენა პრაქტიკულად უკვე დაწყებულია. როგორც ყველა დანარჩენ შემთხვევაში, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური კორპუსს აღადგენს. არც ერთ მოსახლეს არ დავტოვებთ ყურადღების გარეშე", - აღნიშნა გამგებელმა.

პირველი არხის ოპერატორი სანდრო ბერაძე გარდაცვლილი იპოვეს

ქობულეთში ავარიას 2 მოზარდი ემსხვერპლა, 4  ადამიანი დაშავებულია -  "დაღუპულები კლასელები არიან"

4 დღის წინ დაკარგულ სანდრო ბერაძეს ცხვარიჭამიასთან, ტყეში ეძებენ - რა ახალ დეტალებზე საუბრობს ძმა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"