საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მწერები, დარღვეული სანიტარული ნორმები  -  მაღაზიებისა და კაფეების ნაწილში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა
მწერები, დარღვეული სანიტარული ნორმები  -  მაღაზიებისა და კაფეების ნაწილში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ მე­სა­მე კვარტლის კონ­ტრო­ლის შე­დე­გე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

მათ შო­რის მო­ცე­მუ­ლია სა­წარ­მო­თა ინ­სპექ­ტი­რე­ბის შე­დე­გე­ბი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ინ­სპექ­ტი­რე­ბის ფარ­გლებ­ში სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა თბი­ლის­ში მდე­ბა­რე 300-მდე ობი­ექ­ტიც შე­ა­მოწ­მეს. რომ­ლის ფარ­გლებ­შიც, 63 ობი­ექ­ტში სხვა­დას­ხვა ტი­პის კრი­ტი­კუ­ლი შე­უ­სა­ბა­მო­ბა და­ფიქ­სირ­და.

ცნო­ბის­თვის, კრი­ტი­კუ­ლი შე­უ­სა­ბა­მო­ბა არის შე­უ­სა­ბა­მო­ბა, რო­მე­ლიც მა­ღალ რისკს უქ­მნის ადა­მი­ა­ნი­სა და ცხო­ვე­ლის სი­ცო­ცხლე­სა და ჯან­მრთე­ლო­ბას, რო­მე­ლიც არის კონ­კრე­ტუ­ლი სა­წარ­მოო პრო­ცე­სის დრო­ე­ბი­თი შე­ჩე­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი ასე­თი სა­ხის შე­უ­სა­ბა­მო­ბის აღ­მო­ფხვრამ­დე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ იმ ობი­ექ­ტებს შო­რის, სა­დაც კრი­ტი­კუ­ლი შე­უ­სა­ბა­მო­ბა და­ფიქ­სირ­და, მოხ­ვდნენ: კაფე-რეს­ტორ­ნე­ბი, სა­შა­ურ­მე­ე­ბი, სა­სურ­სა­თო მა­ღა­ზი­ე­ბი და ა.შ. კერ­ძოდ ეს კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბია და თი­თო­ე­ულ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი კრი­ტი­კუ­ლი შე­უ­სა­ბა­მო­ბე­ბია:

შპს პრი­მო - „დე­ლი­კა­ტო“ (კაფე-ბარი, რეს­ტო­რა­ნი) - სა­თავ­სის და­კი­დულ კონ­სტრუქ­ცი­ებ­ზე, სა­დაც მიმ­დი­ნა­რე­ობს სურ­სა­თის წარ­მო­ე­ბის ღია პრო­ცე­სი, წარ­მო­იქ­მნე­ბა კონ­დენ­სა­ტი და ბინ­ძურ­დე­ბა სურ­სა­თი; წარ­მო­ე­ბის და შე­ნახ­ვის ეტაპ­ზე არ არის და­ცუ­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მი.

სს „ნი­კო­რა ტრე­ი­დი“ - „ნი­კო­რა“ სუ­პერ­მარ­კე­ტი (სა­სურ­სა­თო მა­ღა­ზია, მარ­კე­ტი) - დარ­ღვე­უ­ლია ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მი.

„ორი ძმა“ (სა­სურ­სა­თო მა­ღა­ზია, მარ­კე­ტი) - დახლ-მა­ცივ­რებ­ში არ არის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ცხო­ვე­ლუ­რი წარ­მო­შო­ბის სურ­სა­თის სა­თა­ნა­დო ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი.

შპს ბე­მო­ნი (სა­სურ­სა­თო მა­ღა­ზია, მარ­კე­ტი) - დარ­ღვე­უ­ლია ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მი.

სს გუდ­ვი­ლი - „გუდ­ვი­ლი“ ჰი­პერ­მარ­კე­ტი (სა­სურ­სა­თო მა­ღა­ზია, მარ­კე­ტი) - კა­მე­რა მა­ცივ­რებ­ში წარ­მო­იქ­მნე­ბა კონ­დე­სა­ტი; და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია და არ დე­ზინ­ფი­ცირ­დე­ბა ხორ­ცის და­სა­მუ­შა­ვე­ბე­ლი მა­გი­დე­ბის ზე­და­პი­რი; დარ­ღვე­უ­ლია ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მი.

შპს „პოს­ტერ.ჯი“ - „კაფე გა­ლე­რეა“ (კაფე-ბარი, რეს­ტო­რა­ნი) - დარ­ღვე­უ­ლია სა­ნი­ტა­რი­უ­ლი ნორ­მე­ბი; წარ­მო­იქ­მნე­ბა კონ­დენ­სა­ტი; სურ­სა­თის შე­სა­ფუ­თი/და­სა­ფა­სო­ვე­ბე­ლი კონ­ტე­ი­ნე­რე­ბი ინა­ხე­ბა არა­სა­თა­ნა­დო პი­რო­ბებ­ში.

შპს „მე­გობ­რო­ბა“ (კაფე-ბარი, რეს­ტო­რა­ნი) - აღ­მო­ჩე­ნი­ლია მწე­რე­ბი, ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რი არ აწარ­მო­ებს სა­დე­რა­ტი­ზა­ციო და სა­დე­ზინ­სექ­ციო სა­მუ­შა­ო­ებს;. იმ სა­თავ­სის და­კი­დულ კონ­სტრუქ­ცი­ებ­ზე, სა­დაც მიმ­დი­ნა­რე­ობს სურ­სა­თის წარ­მო­ე­ბის/გა­და­მუ­შა­ვე­ბის ღია პრო­ცე­სი, წარ­მო­იქ­მნე­ბა კონ­დენ­სა­ტი, რო­მე­ლიც აბინ­ძუ­რებს სურ­სათს.

შპს „კრეპს სუ­ზე­ტე პა­რიზ“ (კაფე-ბარი, რეს­ტო­რა­ნი) - სა­თავსში, სა­დაც მიმ­დი­ნა­რე­ობს სურ­სა­თის წარ­მო­ე­ბა-გა­და­მუ­შა­ვე­ბის ღია პრო­ცე­სი, აღ­მო­ჩე­ნი­ლია მწე­რე­ბი; არ ხდე­ბა იმ საგ­ნე­ბის აღ­ჭურ­ვი­ლო­ბე­ბის, მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი­სა და ზე­და­პი­რე­ბის და­სუფ­თა­ვე­ბა და აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში დე­ზინ­ფექ­ცია, რო­მე­ლიც შე­ხე­ბა­შია სურ­სათ­თან.

შპს „ჩაის სახ­ლი ქი­ა­ჩელ­ზე“ (კაფე-ბარი, რეს­ტო­რა­ნი) - სამ­ზა­რე­უ­ლო­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლია მწე­რე­ბი; სა­ვენ­ტი­ლა­ციო კა­მე­რა­ზე (გრი­ლი) წარ­მო­იქ­მნე­ბა კონ­დენ­სა­ტი. იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

მწერები, დარღვეული სანიტარული ნორმები  -  მაღაზიებისა და კაფეების ნაწილში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

მწერები, დარღვეული სანიტარული ნორმები  -  მაღაზიებისა და კაფეების ნაწილში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მესამე კვარტლის კონტროლის შედეგები გამოაქვეყნა.

მათ შორის მოცემულია საწარმოთა ინსპექტირების შედეგები.

აღსანიშნავია, რომ ინსპექტირების ფარგლებში სააგენტოს წარმომადგენლებმა თბილისში მდებარე 300-მდე ობიექტიც შეამოწმეს. რომლის ფარგლებშიც, 63 ობიექტში სხვადასხვა ტიპის კრიტიკული შეუსაბამობა დაფიქსირდა.

ცნობისთვის, კრიტიკული შეუსაბამობა არის შეუსაბამობა, რომელიც მაღალ რისკს უქმნის ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომელიც არის კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებითი შეჩერების საფუძველი ასეთი სახის შეუსაბამობის აღმოფხვრამდე.

აღსანიშნავია, რომ იმ ობიექტებს შორის, სადაც კრიტიკული შეუსაბამობა დაფიქსირდა, მოხვდნენ: კაფე-რესტორნები, საშაურმეები, სასურსათო მაღაზიები და ა.შ. კერძოდ ეს კვების ობიექტებია და თითოეულში აღმოჩენილი კრიტიკული შეუსაბამობებია:

შპს პრიმო - „დელიკატო“ (კაფე-ბარი, რესტორანი) - სათავსის დაკიდულ კონსტრუქციებზე, სადაც მიმდინარეობს სურსათის წარმოების ღია პროცესი, წარმოიქმნება კონდენსატი და ბინძურდება სურსათი; წარმოების და შენახვის ეტაპზე არ არის დაცული ტემპერატურული რეჟიმი.

სს „ნიკორა ტრეიდი“ - „ნიკორა“ სუპერმარკეტი (სასურსათო მაღაზია, მარკეტი) - დარღვეულია ტემპერატურული რეჟიმი.

„ორი ძმა“ (სასურსათო მაღაზია, მარკეტი) - დახლ-მაცივრებში არ არის უზრუნველყოფილი ცხოველური წარმოშობის სურსათის სათანადო ტემპერატურაზე შენახვის პირობები.

შპს ბემონი (სასურსათო მაღაზია, მარკეტი) - დარღვეულია ტემპერატურული რეჟიმი.

სს გუდვილი - „გუდვილი“ ჰიპერმარკეტი (სასურსათო მაღაზია, მარკეტი) - კამერა მაცივრებში წარმოიქმნება კონდესატი; დაზიანებულია და არ დეზინფიცირდება ხორცის დასამუშავებელი მაგიდების ზედაპირი; დარღვეულია ტემპერატურული რეჟიმი.

შპს „პოსტერ.ჯი“ - „კაფე გალერეა“ (კაფე-ბარი, რესტორანი) - დარღვეულია სანიტარიული ნორმები; წარმოიქმნება კონდენსატი; სურსათის შესაფუთი/დასაფასოვებელი კონტეინერები ინახება არასათანადო პირობებში.

შპს „მეგობრობა“ (კაფე-ბარი, რესტორანი) - აღმოჩენილია მწერები, ბიზნესოპერატორი არ აწარმოებს სადერატიზაციო და სადეზინსექციო სამუშაოებს;. იმ სათავსის დაკიდულ კონსტრუქციებზე, სადაც მიმდინარეობს სურსათის წარმოების/გადამუშავების ღია პროცესი, წარმოიქმნება კონდენსატი, რომელიც აბინძურებს სურსათს.

შპს „კრეპს სუზეტე პარიზ“ (კაფე-ბარი, რესტორანი) - სათავსში, სადაც მიმდინარეობს სურსათის წარმოება-გადამუშავების ღია პროცესი, აღმოჩენილია მწერები; არ ხდება იმ საგნების აღჭურვილობების, მოწყობილობებისა და ზედაპირების დასუფთავება და აუცილებლობის შემთხვევაში დეზინფექცია, რომელიც შეხებაშია სურსათთან.

შპს „ჩაის სახლი ქიაჩელზე“ (კაფე-ბარი, რესტორანი) - სამზარეულოში აღმოჩენილია მწერები; სავენტილაციო კამერაზე (გრილი) წარმოიქმნება კონდენსატი. იხილეთ ვრცლად

რა ბედი ელის მეუფე იაკობს და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები - თეოლოგების შეფასებები და პროგნოზები

საქართველოში მასობრივი კიბერშეტევა განხორციელდა - ექსპერტი   განმარტავს, რას შეიძლება ემსახურებოდეს თავდასხმა

იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე და დაზოგეთ გონივრულად - რას ნიშნავს ჯანმრთელობის ბარათი და როგორ მიიღოთ ის