პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვოლვო ქარსის" ახალი კლიმატური გეგმა
"ვოლვო ქარსის" ახალი კლიმატური გეგმა

„ვოლ­ვო ქარ­სი“ იწყებს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ინ­დუსტრი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ამ­ბი­ცი­უ­რი გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს 2025 წლის­თვის ერთ ავ­ტო­მო­ბილ­ზე, მთე­ლი მისი სა­ექ­სპლუ­ა­ტა­ციო ციკ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ნახ­ში­რორ­ჟან­გის გა­მო­ნა­ბოლ­ქვის 40%-ით შემ­ცი­რე­ბას. ეს არის პირ­ვე­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი „ვოლ­ვო ქარ­სი“ 2040 წლის­თვის გახ­დეს კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც არ მო­ახ­დენს გავ­ლე­ნას კლი­მა­ტურ ცვლი­ლე­ბე­ზე.

გეგ­მა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია კონ­კრე­ტუ­ლი სა­მოქ­მე­დო ნა­ბი­ჯე­ბი, რომ­ლე­ბიც თან­ხვედ­რა­შია 2015 წლის პა­რი­ზის გლო­ბა­ლურ შე­თან­ხმე­ბას­თან კლი­მა­ტის შე­სა­ხებ, რომ­ლის მი­ზა­ნია გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბა შე­ამ­ცი­როს სა­წარ­მოო რე­ვო­ლუ­ცი­ამ­დე­ლი პე­რი­ო­დის დო­ნეს­თან შე­და­რე­ბით 1.5 გრა­დუ­სით მეტ ტემ­პე­რა­ტუ­რამ­დე.

„ვოლ­ვო ქარს“-ის 2040 წლის გეგ­მე­ბი სცილ­დე­ბა გა­მო­ნა­ბოლ­ქვი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის შემ­ცი­რე­ბას და მო­ი­ცავს სრულ ელექტრო­ფი­ცი­რე­ბას, ეს არის კი­დევ ერთი სფე­რო, სა­დაც კომ­პა­ნია უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ად­გილს იკა­ვებს. მა­სა­ლე­ბის გა­და­მუ­შა­ვე­ბის და ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ყე­ნე­ბის გზით იგი ასე­ვე ცდი­ლობს მო­აგ­ვა­როს ნახ­ში­რორ­ჟან­გის გა­მო­ნა­ბოლ­ქვის პრობ­ლე­მა თა­ვის სა­წარ­მოო ქსელ­ში.

“ჩვენ გარ­დავ­ქმნით ჩვენს კომ­პა­ნი­ას კონ­კრე­ტუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბით და არა სიმ­ბო­ლუ­რი და­პი­რე­ბე­ბით. „ვოლ­ვო ქარს“-ში ვზრუ­ნავთ რო­გორც სა­წარ­მოო პრო­ცეს­ზე, ასე­ვე ჩვე­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მიერ გა­მო­ყო­ფილ გა­მო­ნა­ბოლ­ქვზე. ჩვენ გა­დავ­ჭრით ყვე­ლა პრობ­ლე­მას, რო­მელ­ზეც შეგ­ვიძ­ლია გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა, მო­ვუ­წო­დებთ რა ჩვენს მომ­წო­დებ­ლებს და ენერ­გე­ტი­კულ სექ­ტორს შე­მოგ­ვი­ერ­თდნენ ნე­იტ­რა­ლუ­რი კლი­მა­ტი­ა­ნი მო­მავ­ლის­კენ სა­ვალ გზა­ზე”,- გა­ნა­ცხა­და კომ­პა­ნი­ის პრე­ზი­დენ­ტმა ჰა­კან სა­მუ­ელ­სონ­მა.

2025 წლის­თვის CO2 გა­მო­ნა­ბოლ­ქვის 40 %-ით შემ­ცი­რე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, კომ­პა­ნი­ამ და­გეგ­მა მთე­ლი რიგი ნა­ბი­ჯე­ბი თა­ვი­სი ოპე­რა­ცი­ე­ბის სხვა­დას­ხვა ნა­წილ­ში. ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი მი­ზა­ნია, 2025 წლის­თვის მსოფ­ლიო გა­ყიდ­ვე­ბის 50 % იყოს სრუ­ლად ელექტრო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი, რომ­ლის შე­დე­გა­დაც 2025 წლის­თვის ნახ­ში­რორ­ჟან­გის გა­მო­ნა­ბოლ­ქვი ერთ ავ­ტო­მო­ბილ­ზე 50 %-ით შემ­ცირ­დე­ბა.

კომ­პა­ნი­ის უახ­ლო­ე­სი გეგ­მე­ბი ასე­ვე მო­ი­ცავს ვოლ­ვოს ახალ ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ში ხელ­მე­ო­რედ გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი პლასტმა­სის 25 % წი­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას და კომ­პა­ნი­ის მთლი­ა­ნი ოპე­რა­ცი­ე­ბი­დან წარ­მო­შო­ბი­ლი ნახ­ში­რორ­ჟან­გის გა­მო­ნა­ბოლ­ქვის 25 %-ით შემ­ცი­რე­ბას, წარ­მო­ე­ბი­სა და ლო­ჯის­ტი­კის ჩათ­ვლით.

„ვოლ­ვო ქარ­სი“ იყო პირ­ვე­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი, რო­მელ­მაც მიზ­ნად და­ი­სა­ხა სრუ­ლი ელექტრო­ფი­ცი­რე­ბა და ში­დაწ­ვის ძრა­ვი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის წარ­მო­ე­ბი­დან ეტა­პობ­რი­ვად ამო­ღე­ბა. მიმ­დი­ნა­რე წლი­დან, ყო­ვე­ლი ახა­ლი მო­დე­ლის ვოლ­ვო იქ­ნე­ბა ელექტრო­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, დღეს­დღე­ო­ბით კომ­პა­ნია უშ­ვებს თა­ვის პირ­ველ სრუ­ლად ელექტრო ავ­ტო­მო­ბილს - XC40.

ელექტრო­მო­ბი­ლი XC40 არის პირ­ვე­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი „ვოლ­ვო ქარს“-ის ახა­ლი და­მუხ­ტვა­დი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ხაზ­ში. „და­მუხ­ტვა­დი“- იქ­ნე­ბა სა­ერ­თო სა­ხე­ლი სრუ­ლად ელექტრო და plug-in ჰიბ­რი­დუ­ლი აგ­რე­გა­ტე­ბის მქო­ნე ყვე­ლა ვოლ­ვო­სათ­ვის. და­მუხ­ტვა­დი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ხაზი მიზ­ნად ისა­ხავს „ვოლ­ვო ქარს“-ის ელექტრო­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გა­ყიდ­ვე­ბის მო­ცუ­ლო­ბის სა­მო­მავ­ლო ზრდას და plug-in ჰიბ­რი­დე­ბის მძღო­ლე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბას, რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტად ისარ­გებ­ლონ Pure რე­ჟი­მით.

კომ­პა­ნია ახა­ლი ხედ­ვის ფარ­გლებ­ში მიზ­ნად ისა­ხავს მომ­ხმა­რებ­ლე­ბი უზ­რუნ­ველ­ჰყოს გა­და­ად­გი­ლე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბით, პერ­სო­ნა­ლუ­რი და მდგრა­დი უსაფრ­თხო გზით. „ვოლ­ვო ქარს“-ის მი­ზა­ნია, მისი მსოფ­ლიო გა­ყიდ­ვე­ბის ნა­ხე­ვა­რი იყოს სრუ­ლად ელექტრო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი, ამ დრო­ი­სათ­ვის კომ­პა­ნი­ა­ში ასე­ვე მო­ე­ლი­ან, რომ მათი გა­ყი­დუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ერთი მე­სა­მე­დი მარ­თვის ავ­ტო­მა­ტუ­რი სის­ტე­მით იქ­ნე­ბა აღ­ჭურ­ვი­ლი.

NS

ავტორი:

"ვოლვო ქარსის" ახალი კლიმატური გეგმა

"ვოლვო ქარსის" ახალი კლიმატური გეგმა

„ვოლვო ქარსი“ იწყებს საავტომობილო ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური გეგმის განხორციელებას, რომელიც მიზნად ისახავს 2025 წლისთვის ერთ ავტომობილზე, მთელი მისი საექსპლუატაციო ციკლის განმავლობაში, ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის 40%-ით შემცირებას. ეს არის პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი „ვოლვო ქარსი“ 2040 წლისთვის გახდეს კომპანია, რომელიც არ მოახდენს გავლენას კლიმატურ ცვლილებეზე.

გეგმაში წარმოდგენილია კონკრეტული სამოქმედო ნაბიჯები, რომლებიც თანხვედრაშია 2015 წლის პარიზის გლობალურ შეთანხმებასთან კლიმატის შესახებ, რომლის მიზანია გლობალური დათბობა შეამციროს საწარმოო რევოლუციამდელი პერიოდის დონესთან შედარებით 1.5 გრადუსით მეტ ტემპერატურამდე.

„ვოლვო ქარს“-ის 2040 წლის გეგმები სცილდება გამონაბოლქვი ნივთიერებების შემცირებას და მოიცავს სრულ ელექტროფიცირებას, ეს არის კიდევ ერთი სფერო, სადაც კომპანია უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს. მასალების გადამუშავების და ხელახალი გამოყენების გზით იგი ასევე ცდილობს მოაგვაროს ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის პრობლემა თავის საწარმოო ქსელში.

“ჩვენ გარდავქმნით ჩვენს კომპანიას კონკრეტული მოქმედებებით და არა სიმბოლური დაპირებებით. „ვოლვო ქარს“-ში ვზრუნავთ როგორც საწარმოო პროცესზე, ასევე ჩვენი ავტომობილების მიერ გამოყოფილ გამონაბოლქვზე. ჩვენ გადავჭრით ყველა პრობლემას, რომელზეც შეგვიძლია გავლენის მოხდენა, მოვუწოდებთ რა ჩვენს მომწოდებლებს და ენერგეტიკულ სექტორს შემოგვიერთდნენ ნეიტრალური კლიმატიანი მომავლისკენ სავალ გზაზე”,- განაცხადა კომპანიის პრეზიდენტმა ჰაკან სამუელსონმა.

2025 წლისთვის CO2 გამონაბოლქვის 40 %-ით შემცირების განსახორციელებლად, კომპანიამ დაგეგმა მთელი რიგი ნაბიჯები თავისი ოპერაციების სხვადასხვა ნაწილში. ყველაზე გამორჩეული მიზანია, 2025 წლისთვის მსოფლიო გაყიდვების 50 % იყოს სრულად ელექტრო ავტომობილები, რომლის შედეგადაც 2025 წლისთვის ნახშირორჟანგის გამონაბოლქვი ერთ ავტომობილზე 50 %-ით შემცირდება.

კომპანიის უახლოესი გეგმები ასევე მოიცავს ვოლვოს ახალ ავტომობილებში ხელმეორედ გადამუშავებული პლასტმასის 25 % წილის გამოყენებას და კომპანიის მთლიანი ოპერაციებიდან წარმოშობილი ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის 25 %-ით შემცირებას, წარმოებისა და ლოჯისტიკის ჩათვლით.

„ვოლვო ქარსი“ იყო პირველი ტრადიციული ავტომობილების მწარმოებელი, რომელმაც მიზნად დაისახა სრული ელექტროფიცირება და შიდაწვის ძრავიანი ავტომობილების წარმოებიდან ეტაპობრივად ამოღება. მიმდინარე წლიდან, ყოველი ახალი მოდელის ვოლვო იქნება ელექტროფიცირებული, დღესდღეობით კომპანია უშვებს თავის პირველ სრულად ელექტრო ავტომობილს - XC40.

ელექტრომობილი XC40 არის პირველი ავტომობილი „ვოლვო ქარს“-ის ახალი დამუხტვადი ავტომობილების ხაზში. „დამუხტვადი“- იქნება საერთო სახელი სრულად ელექტრო და plug-in ჰიბრიდული აგრეგატების მქონე ყველა ვოლვოსათვის. დამუხტვადი ავტომობილების ხაზი მიზნად ისახავს „ვოლვო ქარს“-ის ელექტროფიცირებული ავტომობილების გაყიდვების მოცულობის სამომავლო ზრდას და plug-in ჰიბრიდების მძღოლების წახალისებას, რაც შეიძლება მეტად ისარგებლონ Pure რეჟიმით.

კომპანია ახალი ხედვის ფარგლებში მიზნად ისახავს მომხმარებლები უზრუნველჰყოს გადაადგილების თავისუფლებით, პერსონალური და მდგრადი უსაფრთხო გზით. „ვოლვო ქარს“-ის მიზანია, მისი მსოფლიო გაყიდვების ნახევარი იყოს სრულად ელექტრო ავტომობილები, ამ დროისათვის კომპანიაში ასევე მოელიან, რომ მათი გაყიდული ავტომობილების ერთი მესამედი მართვის ავტომატური სისტემით იქნება აღჭურვილი.

NS

"ძალიან გავხდი, სამ თვეში 28 კილოგრამი დავიკელი" - რატომ მოხვდა ზურა დოიჯაშვილი ისრაელის კლინიკაში

ბერა ამაზონის ჯუნგლების აღდგენისთვის მილიონ დოლარს გაიღებს

26 ოქტომბერს "სითი მოლი საბურთალო" ოფიციალურად იხსნება