პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
გლდანის ციხეში 39 წლის პატიმარი გარდაიცვალა - "ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები ჰქონდა, ინტენსიური მკურნალობის კურსს გადიოდა"
გლდანის ციხეში 39 წლის პატიმარი გარდაიცვალა - "ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები ჰქონდა, ინტენსიური მკურნალობის კურსს გადიოდა"

გლ­და­ნის ცი­ხე­ში 39 წლის მსჯავ­რდე­ბუ­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. შემ­თხვე­ვა წუ­ხელ, სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში მოხ­და. რო­გორც პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურ­ში AMBEBI.GE-ს გა­ნუ­ცხა­დეს, მსჯავ­რდე­ბუ­ლი დ.კ. მერ­ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დის მის­ვლის­თა­ნა­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

"21.10.2019 წ. და­ახ­ლო­ე­ბით 18:25 სთ-ზე დ.კ. შე­უძ­ლოდ გახ­და, რის გა­მოც სა­კან­ში გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი იქნა ოჯა­ხის ექი­მი. 18:26 სთ-ზე სა­კან­ში მი­სულ სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს მსჯავ­რდე­ბუ­ლი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დახ­ვდა, არ აღი­ნიშ­ნე­ბო­და სუნ­თქვა და არ ისინ­ჯე­ბო­და პულ­სი არც პე­რი­ფე­რი­ულ და არც ცენ­ტრა­ლურ სის­ხლძარ­ღვებ­ზე. მედ­პერ­სო­ნალ­მა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ი­წყო გულ-ფილ­ტვის რე­ა­ნი­მა­ცია, რომ­ლის მსვლე­ლო­ბის დროს რამ­დენ­ჯერ­მე გა­კეთ­და ად­რე­ნა­ლი­ნის ინ­ტრა­ვე­ნუ­რი ინექ­ცია. პა­რა­ლე­ლუ­რად, 18:30-სთ-ზე გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი იქნა სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და, რო­მე­ლიც ად­გილ­ზე მო­ვი­და 18:53 სთ-ზე. სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მოს­ვლის შემ­დე­გაც, და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 10 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში კვლავ გა­ნაგ­რძობ­და გულ-ფილ­ტვის რე­ა­ნი­მა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბას, თუმ­ცა მსჯავ­რდე­ბუ­ლის გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა და 19:05 სთ-ზე და­ფიქ­სირ­და ბი­ო­ლო­გი­უ­რი სიკ­ვდი­ლი.

მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ეც­ნო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო დე­პარ­ტა­მენტს, რო­მელ­მაც 21 ოქ­ტომ­ბერს და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა მომ­ხდარ ფაქ­ტზე" - აცხა­დე­ბენ პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურ­ში.

ამას­თან, მათ მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსჯავ­რდე­ბულს ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და და ინ­ტენ­სი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბის კურსს გა­დი­ო­და.

"გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი მსჯავ­რდე­ბუ­ლი ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მკურ­ნა­ლობ­და და იღებ­და ფსი­ქი­ატ­რის მიერ და­ნიშ­ნულ მე­დი­კა­მენ­ტებს. თუმ­ცა გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე იგი ისევ გა­დაყ­ვა­ნი­ლი იქნა გლ­და­ნის მერ­ვე სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, სა­დაც გარ­და­იც­ვა­ლა. მსჯავ­რდე­ბუ­ლი დ. კ. 2015 წლი­დან იხ­დი­და სას­ჯელს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 178-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით და ამა­ვე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის “ბ“ ქვე­პუნ­ქტით (ძარ­ცვა).

მსჯავ­რდე­ბუ­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის გუნ­დის სის­ტე­მა­ტუ­რი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ. სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვლე­ვე­ბის და კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, დად­გე­ნი­ლი ჰქონ­და დი­აგ­ნო­ზი: ბოდ­ვი­თი აშ­ლი­ლო­ბა; ემო­ცი­უ­რად არას­ტა­ბი­ლუ­რი პერ­სო­ნო­ლო­გი­უ­რი აშ­ლი­ლო­ბა; ინ­სომ­ნია; არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზია; ცე­ფალ­გია; ქრო­ნი­კუ­ლი ვირუ­სუ­ლი ჩ ჰე­პა­ტი­ტი (ნამ­კურ­ნა­ლე­ბი - 2018წ); ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჰქონ­და დად­გე­ნი­ლი დი­აგ­ნო­ზე­ბის შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა. ამ ეტაპ­ზე, ფსი­ქი­ატ­რის რე­კო­მენ­და­ცი­ით და­ნიშ­ნუ­ლი ჰქონ­და და იღებ­და პრე­პა­რატს „კე­ტი­ლეპ­ტი“ 50 მგ. დღე-ღა­მე­ში. მსჯავ­რდე­ბულ­მა ბოდ­ვი­თი აშ­ლი­ლო­ბის გამო, რამ­დენ­ჯერ­მე გა­ი­ა­რა სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი სხვა­დას­ხვა სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში.

ბო­ლოს 27.08.2019–29.08.2019 წწ მო­თავ­სე­ბუ­ლი იყო N18 პე­ნი­ტენ­ცი­ურ (ბრალ­დე­ბულ­თა და მსჯავ­რდე­ბულ­თა სამ­კურ­ნა­ლო) და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, ხოლო 30.08.2019 წ. გა­დაყ­ვა­ნილ იქნა N8 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, სა­დაც იმ­ყო­ფე­ბო­და ელექტრო­ნულ-ვი­ზუ­ა­ლუ­რი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის სის­ტე­მით აღ­ჭურ­ვილ სა­კან­ში", - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის მიერ გა­მოგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

გლდანის ციხეში 39 წლის პატიმარი გარდაიცვალა - "ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები ჰქონდა, ინტენსიური მკურნალობის კურსს გადიოდა"

გლდანის ციხეში 39 წლის პატიმარი გარდაიცვალა - "ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები ჰქონდა, ინტენსიური მკურნალობის კურსს გადიოდა"

გლდანის ციხეში 39 წლის მსჯავრდებული გარდაიცვალა. შემთხვევა წუხელ, საღამოს საათებში მოხდა. როგორც პენიტენციურ სამსახურში AMBEBI.GE-ს განუცხადეს, მსჯავრდებული დ.კ. მერვე დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლისთანავე გარდაიცვალა.

"21.10.2019 წ. დაახლოებით 18:25 სთ-ზე დ.კ. შეუძლოდ გახდა, რის გამოც საკანში გამოძახებული იქნა ოჯახის ექიმი. 18:26 სთ-ზე საკანში მისულ სამედიცინო პერსონალს მსჯავრდებული უგონო მდგომარეობაში დახვდა, არ აღინიშნებოდა სუნთქვა და არ ისინჯებოდა პულსი არც პერიფერიულ და არც ცენტრალურ სისხლძარღვებზე. მედპერსონალმა დაუყოვნებლივ დაიწყო გულ-ფილტვის რეანიმაცია, რომლის მსვლელობის დროს რამდენჯერმე გაკეთდა ადრენალინის ინტრავენური ინექცია. პარალელურად, 18:30-სთ-ზე გამოძახებული იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელიც ადგილზე მოვიდა 18:53 სთ-ზე. სასწრაფო დახმარების მოსვლის შემდეგაც, დაწესებულების სამედიცინო პერსონალი დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში კვლავ განაგრძობდა გულ-ფილტვის რეანიმაციის ჩატარებას, თუმცა მსჯავრდებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა და 19:05 სთ-ზე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი.

მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს, რომელმაც 21 ოქტომბერს დაიწყო გამოძიება მომხდარ ფაქტზე" - აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.

ამასთან, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მსჯავრდებულს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები ჰქონდა და ინტენსიური მკურნალობის კურსს გადიოდა.

"გარკვეული პერიოდი მსჯავრდებული ციხის საავადმყოფოში მკურნალობდა და იღებდა ფსიქიატრის მიერ დანიშნულ მედიკამენტებს. თუმცა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე იგი ისევ გადაყვანილი იქნა გლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც გარდაიცვალა. მსჯავრდებული დ. კ. 2015 წლიდან იხდიდა სასჯელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით (ძარცვა).

მსჯავრდებული იმყოფებოდა პირველადი ჯანდაცვის გუნდის სისტემატური მეთვალყურეობის ქვეშ. სამედიცინო გამოკვლევების და კონსულტაციების საფუძველზე, დადგენილი ჰქონდა დიაგნოზი: ბოდვითი აშლილობა; ემოციურად არასტაბილური პერსონოლოგიური აშლილობა; ინსომნია; არტერიული ჰიპერტენზია; ცეფალგია; ქრონიკული ვირუსული ჩ ჰეპატიტი (ნამკურნალები - 2018წ); ჩატარებული ჰქონდა დადგენილი დიაგნოზების შესაბამისი მკურნალობა. ამ ეტაპზე, ფსიქიატრის რეკომენდაციით დანიშნული ჰქონდა და იღებდა პრეპარატს „კეტილეპტი“ 50 მგ. დღე-ღამეში. მსჯავრდებულმა ბოდვითი აშლილობის გამო, რამდენჯერმე გაიარა სტაციონარული მკურნალობის კურსი სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში.

ბოლოს 27.08.2019–29.08.2019 წწ მოთავსებული იყო N18 პენიტენციურ (ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო) დაწესებულებაში, ხოლო 30.08.2019 წ. გადაყვანილ იქნა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც იმყოფებოდა ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობის სისტემით აღჭურვილ საკანში", - ნათქვამია უწყების მიერ გამოგზავნილ წერილში.

ილია ჯიშკარიანს სამსახურში მისვლის ნებას პროკურატურა არ აძლევს - ადვოკატი

"კობაურს გარდაცვლილი სმიტების ოჯახმა გამოუგზავნა წერილი..." - რას ამბობს ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

"8 კოლონია მოიარა... თანამოსაკნეებისადმი სისასტიკით გამოირჩეოდა" - რას წერს რუსული მედია ტარიელ ონიანზე