Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ქუთაისური ოჯახები ძალიან "სვეცკია", ისეთი, როგორც იმერული სუფრა" - დათო ლიკლიკაძის თვალით დანახული მშობლიური ქალაქი
"ქუთაისური ოჯახები ძალიან "სვეცკია", ისეთი, როგორც იმერული სუფრა" - დათო ლიკლიკაძის თვალით დანახული მშობლიური ქალაქი

ქუ­თა­ი­სე­ლია, ჩემი კო­ლე­გა, ცნო­ბი­ლი და ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, დიდი იუ­მო­რის პატ­რო­ნი და ბევ­რს უყ­ვარს... დათო ლიკ­ლი­კა­ძე ფიქ­რობს, რომ ქუ­თა­ის­ში და­ბა­დე­ბით გა­უ­მარ­თლა, იქ გა­ი­ზარ­და და ცხოვ­რობს. ამა­ყობს, რომ ის­ტო­რი­ულ და სა­ხე­ლო­ვან სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და, უზო­მოდ უყ­ვარს თა­ვი­სი ქა­ლა­ქი, რო­მელ­საც დიდი ტრა­დი­ცი­ე­ბი და მა­ღა­ლი კულ­ტუ­რა აქვს და იქა­უ­რო­ბაც სწო­რედ ამი­ტომ იზი­დავს...

AMBEBI.GE-ს დათო ლიკ­ლი­კა­ძე ამ­ჯე­რად თა­ვის საყ­ვა­რელ ქა­ლაქ­ზე ესა­უბ­რა.

- ამ ქა­ლაქ­ში და­ბა­დე­ბა მარ­თლა გა­მარ­თლე­ბაა! აქა­უ­რო­ბას ყვე­ლა­ფე­რი აქვს, რაც ქა­ლაქს უნდა ჰქონ­დეს... ქა­ლა­ქე­ლო­ბაც იმა­ზე მე­ტა­დაა "კუ­დაბ­ზი­კო­ბა­ში" აყ­ვა­ნი­ლი, ვიდ­რე და­ვით კლდი­აშ­ვილს ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში მო­უ­გო­ნია... ქუ­თა­ი­სე­ლე­ბი იმა­ზე მე­ტად "სნო­ბე­ბი" არი­ან, ვიდ­რე "სნო­ბო­ბა" თბი­ლის­ში იმ თბი­ლი­სე­ლებს ახა­სი­ა­თებთ, ვინც, რო­გორც წესი, სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქი­დან არი­ან იქ ჩა­სუ­ლე­ბი და ნამ­დვი­ლი ქა­ლა­ქე­ლე­ბი არც არი­ან...

აქ თუ 9 თა­ო­ბის ქუ­თა­ი­სე­ლი არ ხარ, თუ წი­ნა­პა­რი სა­ფი­ჩხი­ის დამწვა­ნე ყვა­ვი­ლასსა­საფ­ლა­ო­ებ­ზე არ გის­ვე­ნია, გა­მო­რი­ცხუ­ლია ქა­ლაქ­ში გა­ღი­ა­რონ“ - ხუმ­რობს დათო და გვე­უბ­ნე­ბა იმა­საც, რომ ქუ­თა­ი­სე­ლო­ბას ბევ­რიც იჩე­მებს.

"ზო­გი­ერ­თი თავს ქუ­თა­ი­სელს უწო­დებს, გან­სა­კუთ­რე­ბით ისე­თე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ქა­ლაქ­ში მე­ზო­ბე­ლი რა­ი­ო­ნე­ბი­დან და სოფ­ლე­ბი­დან ჩა­მო­ვიდ­ნენ, გა­ი­არ-გა­მო­ი­ა­რეს და თბი­ლის­ში მო­ა­დი­ნეს "ტყლა­შა­ნი". თან, ისეთ კი­ლო­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ, გა­ოც­დე­ბი- ჩვენწე­ვი­და-მე­ვი­და­თიარ ვსა­უბ­რობთ, ქუ­თა­ის­საც არ ვუ­წო­დებთქუ­თე­ისს“. ეს სი­ტყვა პირ­ვე­ლად ქუ­თა­ის­ში ჩა­მო­სუ­ლი ხალ­ხის­გან გა­ვი­გო­ნე, რომ­ლე­ბიც, რო­გორც ვამ­ბობ, თბი­ლის­ში წა­ვიდ­ნენ, მერე მოგ­ვიბ­რუნ­დნენ და - „რავა ხარ ქუ­თე­ი­სიო?“ გვი­თხრეს“ - ამ­ბობს ლიკ­ლი­კა­ძე.

დი­ა­ლო­გი ქუ­თა­ი­სურ ოჯა­ხებ­ზე სა­უბ­რით გა­ვაგ­რძე­ლეთ - მათ ტრა­დი­ცი­ებ­ზე და ცო­ტაც "იმე­რულ კუ­დაბ­ზი­კო­ბა­ზე":

"ქუ­თა­ი­სუ­რი ოჯა­ხე­ბი ძა­ლი­ან "სვეც­კი", გა­დაპ­რან­ჭუ­ლია, ისე­თი, რო­გორც იმე­რუ­ლი სუფ­რა. აქ სა­ო­ცა­რი ოჯა­ხუ­რი მუ­ზი­ცი­რე­ბის ტრა­დი­ცია დები იშხნე­ლე­ბი­დან, ბაფ­თი­ა­ნი გი­ტა­რი­დან მო­დის. მერე კი მუ­სი­კა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით, ამ ქა­ლაქს გა­მორ­ჩე­უ­ლი როკი და რე­პიც არ დაჰკლე­ბია, რაც ასე­ვე ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო...

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, იცი თუ არა რო­ი­ალ­ზე და პი­ა­ნი­ნო­ზე დაკ­ვრა, თუ სახ­ლში კარ­გი პი­ა­ნი­ნო და რო­ი­ა­ლი არ გაქვს, ვერ ხარ კარ­გი ქუ­თა­ი­სე­ლი... კი, ამ ქა­ლაქს ასე­თი შტრი­ხე­ბიც ახა­სი­ა­თებს...

ოჯახ­შიმა­დო­ნას სერ­ვი­ზიცაუ­ცი­ლე­ბე­ლია - თუმა­დო­ნასჩვი­ლი უკა­ვია, ის სერ­ვი­ზი უფრო ძვი­რია. ჰოდა, თუ ასე­თი არ გაქვს, ქუ­თა­ი­სე­ლად არ ით­ვლე­ბი. „გორ­კადადე­სა­უცუნდა გქონ­დეს, 9-ჯვრი­ა­ნი, ლო­მის ფე­ხებ­ზე. ასე­თი უც­ნა­უ­რი დე­ტა­ლე­ბი­თაც ფას­დე­ბი ქუ­თა­ის­ში და გა­ღი­ა­რე­ბენ... ეს კარ­გია თუ ცუ­დია, სხვა სა­კი­თხია, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ მე ქუ­თა­ი­სი ძა­ლი­ან მიყ­ვარს!

- ხში­რად უკ­ვირთ, რომ ისე­თი უნა­რე­ბის ადა­მი­ან­მა, რო­გო­რიც შენ ხარ, პა­ტა­რა ქა­ლა­ქი არას­დროს და­ტო­ვე და სა­ცხოვ­რებ­ლად დე­და­ქა­ლაქ­ში არ გა­დახ­ვე­დი. რა­ტომ?

- წას­ვლის შან­სი მი­ლი­ონ­ჯერ მქონ­და, ოთხჯერ კი ოფი­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი სხვა­დას­ხვა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში (ტე­ლე­წამ­ყვა­ნად, პრო­დი­უ­სე­რად და ..) სა­უ­კე­თე­სო პი­რო­ბე­ბით და მა­ღა­ლი ხელ­ფა­სით შე­მომ­თა­ვა­ზეს, მაგ­რამ ყვე­ლას მო­ვუ­ბო­დი­შე და უარი ვუ­თხა­რი, რაც ძა­ლი­ან გა­უკ­ვირ­დათ...

რა ვქნა, არ შე­მიძ­ლია ქუ­თა­ი­სის გა­რე­შე, სხვა­გან ვერ გავძლებ, თუმ­ცა ყვე­ლას მად­ლო­ბა და­ფა­სე­ბის­თვის! თბი­ლის­ში რომ ჩა­მოვ­დი­ვარ, დი­დუ­ბი­სა და ოკ­რი­ბას სად­გუ­რებს მივ­ტი­რი, იმა­ზე ვფიქ­რობ, რო­დის წა­ვალ ჩემს ქა­ლაქ­ში, რო­მე­ლიც ავად­მყო­ფუ­რად მიყ­ვარს.

პა­რი­ზიც სას­წა­უ­ლად მიყ­ვარს და ქუ­თა­ისს იქა­უ­რო­ბა­შიც კი ვერ გავცვლი! დიახ, ეი­ფელსთეთ­რი ხიდიმირ­ჩევ­ნია... ხომ მა­გა­რი მდი­ნა­რეა იორ­და­ნე, სა­დაც ქრის­ტე მო­ი­ნათ­ლა, მაგ­რამ რი­ონ­ში ვერ გავცვლი! ასე­თი ტიპი ვარ, ჩემი ქა­ლა­ქის სიყ­ვა­რუ­ლი ცოტა გო­ი­მო­ბა­შიც გა­დამ­დის...

- ქუ­თა­ი­სი უბ­ნე­ბად არის და­ყო­ფი­ლი. შენ თე­ატრთან, ქა­ლა­ქის ცენ­ტრში ცხოვ­რობ... თა­ვი­დან­ვე ამ ად­გი­ლას ცხოვ­რობ­დი?

- უბა­ნი კი­დევ ცალ­კე თე­მაა... მე ძი­რძვე­ლი სა­ფი­ჩხი­ე­ლი ვარ, და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე იქ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ახლა უკვე ქა­ლა­ქის ცენ­ტრში ვცხოვ­რობ, ლადო მეს­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რის წინ და ყო­ველდღე ამ შე­ნო­ბას ვუ­ყუ­რებ, რო­მელ­შიც გა­ვი­ზარ­დე.

ჩემი სა­ძი­ნებ­ლი­დან, სამ­ზა­რე­უ­ლო­დან და ნე­ბის­მი­ე­რი ფან­ჯრი­დან თე­ატრს გავ­ცქე­რი და დარ­ბაზ­ში დაკ­რუ­ლი ტაში ხში­რად სახ­ლში შვილს მიღ­ვი­ძებს, რა­მაც გა­და­მა­ტა­ნი­ნა სა­ფი­ჩხი­ის და­ტო­ვე­ბა. პრინ­ციპ­ში, შორ­საც არაა...

სა­ფი­ჩხია, ჭომა, გორა, ბა­ლახ­ვა­ნი - ეს ოთხი უბა­ნი ყვე­ლა­ზე ძვე­ლია ქუ­თა­ის­ში. ამი­ტომ, სა­ფი­ჩხი­ე­ლი რომ ხარ, უკვე ორ­მა­გად ქუ­თა­ი­სე­ლი ხარ. ეს ის უბა­ნი­ცაა, სა­დაც თითო ოჯახ­ზე ორი სული ქურ­დი მო­დი­ო­და. ასე მგო­ნია, ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ქურ­დე­ბი სა­ფი­ჩხი­ა­ზე და­ი­ბად­ნენ...

მარ­თა­ლია, რთუ­ლი უბა­ნი იყო, მაგ­რამ ეს იყო ად­გი­ლი, სა­დაც ვი­ო­ლი­ნო­თი გა­ივ­ლი­დი დასკრი­პ­კასარა­ვინ მო­გა­ძა­ხებ­და. ბიჭი გრძე­ლი თმით და სა­ყუ­რით გა­მოჩ­ნდე­ბო­და და შე­უ­რა­ცხყო­ფას არა­ვინ მი­ა­ყე­ნებ­და. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის ადა­მი­ა­ნი უბან­ში არა­ვის უცე­მია.

სა­ფი­ჩხია იყო ტო­ლე­რან­ტო­ბის, შემ­წყნა­რებ­ლო­ბის, მულ­ტი­კულ­ტუ­რუ­ლი, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, თავ­სე­ბა­დი უბა­ნი, სა­დაც ყვე­ლა­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობ­და და ერ­თმა­ნეთს პა­ტივს სცემ­და

დიახ, სა­ფი­ჩხია და ქუ­თა­ი­სი მა­გა­ლი­თი იყო, რო­გორ უნდა ეცათ პა­ტი­ვი გან­სხვა­ვე­ბუ­ლის­თვის! აი, კი­დევ ერთი მი­ზე­ზი, რა­ტო­მაც დავ­რჩი ამ ქა­ლაქ­ში...

- ქუ­თა­ის­მა დიდი სიყ­ვა­რუ­ლი იცი­სო...

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა ქა­ლა­ქი ქარ­თუ­ლია, მაგ­რამ ქუ­თა­ი­სი მე­ტად. იმის თქმა მინ­და, რომ მას ირ­გვლივ სა­ქარ­თვე­ლო აკ­რავს, არც ერთ უცხო ქვე­ყა­ნას არ ესა­ზღვრე­ბა. და­ნარ­ჩე­ნი ქა­ლა­ქე­ბი­დან ზოგი ან დე­და­ქა­ლა­ქია, ან სა­სა­ზღვრო, ან სა­კუ­რორ­ტო... მოკ­ლედ, ქუ­თა­ის­ში გარ­და სიყ­ვა­რუ­ლი­სა, არა­ფე­რია, ის უბ­რა­ლოდ უნდა გიყ­ვარ­დეს!

- რა მოგ­ცა შენ­მა ქა­ლაქ­მა, ასე რომ გიყ­ვარს?

- ამ ქა­ლაქ­მა მას­წავ­ლა, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ცხოვ­რე­ბა გა­მო­ი­ყე­ნო... ხში­რად ასე­თი იარ­ლი­ყიც გვაქვს ხოლ­მე აკ­რუ­ლი - „ქუ­თა­ი­სე­ლი აფე­რის­ტი“. სი­ნამ­დვი­ლე­ში ქუ­თა­ი­სე­ლე­ბი აფე­რის­ტე­ბი არ არი­ან, რად­გა­ნაც ზუს­ტად ისე­თე­ბი არი­ან, რო­გორც ხა­შურ­ლე­ბი, სამ­ტრე­დი­ე­ლე­ბი, ზუგ­დი­დე­ლე­ბი, თე­ლა­ვე­ლე­ბი, გურ­ჯა­ა­ნე­ლე­ბი...

ქუ­თა­ი­სე­ლე­ბი დიპ­ლო­მა­ტე­ბი, ჭკვი­ა­ნე­ბი არი­ან. იცი­ან, რა უნ­დათ, მათ წარ­მა­ტე­ბას ყველ­გან მი­აღ­წი­ეს. მათ შო­რის, თბი­ლის­შიც - კარ­გი ბი­ნე­ბი შე­ი­ძი­ნეს, ლა­მა­ზი ცო­ლე­ბი ჰყავთ, სულ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე იყ­ვნენ, ქუ­თა­ი­სე­ლებ­მა ჩა­ა­ჩო­ჩეს თბი­ლი­სე­ლე­ბი, ლო­კო­მო­ტი­ვე­ბი გახ­დნენ და ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩხუ­ბით, ია­რა­ღით, მო­ტყუ­ე­ბით კი არ გა­ა­კე­თეს, შენი ჭი­რი­მე, შენ გე­ნაც­ვა­ლე­თი, მო­წი­წე­ბით. როცა წა­იქ­ცნენ, წა­მოდ­გნენ, არ შერ­ცხვათ. გა­ჯიბ­რე­ბის მო­ტი­ვა­ცია ჰქონ­დათ!

და მერე ვი­ღა­ცე­ბი ად­გნენ და აფე­რის­ტე­ბი გვი­წო­დეს - რო­გორ მი­აღ­წევ­და, თუ აფე­რის­ტი არ არი­სო?! სი­ნამ­დვი­ლე­ში ქუ­თა­ი­სე­ლე­ბი დიპ­ლო­მა­ტე­ბი და ჭკვი­ა­ნე­ბი არი­ან!

- და ეს გა­ნას­ხვა­ვებს მათ სა­ქარ­თვე­ლოს და­ნარ­ჩე­ნი კუ­თხის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან?

- გუ­რუ­ლე­ბი ფი­ცხე­ბი არინ - უცებფეთ­ქდე­ბი­ან,“ რაჭ­ვე­ლე­ბი პი­რი­ქით, აგ­ვი­ა­ნე­ბენ, მეგ­რე­ლე­ბი - ცხა­რე­ე­ბი, კა­ხე­ლე­ბი - დინ­ჯე­ბი... ყვე­ლა რა­ღა­ცით გა­მო­ირ­ჩე­ვა, ქუ­თა­ი­სე­ლე­ბი და ზო­გა­დად, იმერ­ლე­ბი ზრდი­ლო­ბი­ა­ნე­ბი არი­ან და რო­გორც ვთქვი, დიპ­ლო­მა­ტე­ბი, ზუს­ტად იცი­ან, ამ ცხოვ­რე­ბის­გან რა უნ­დათ და წარ­მა­ტე­ბას ამი­ტომ აღ­წე­ვენ.

როცა იცი, რა გინ­და, ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­გი­ვა. როცა ეს არ იცი, ან არას­წო­რად გინ­და, ყვე­ლა­ფე­რი უშე­დე­გოა. ქუ­თა­ი­სე­ლებ­მა ასე­ვე ზუს­ტად იცი­ან წარ­მა­ტე­ბის ფასი, ამას­თან, მისი მო­პო­ვე­ბაც და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბაც იცი­ან. ამი­ტომ გვე­ძა­ხი­ანაფე­რის­ტებს“. არა­და, ხომ ვთქვი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ - ჩვენ­თა­ნაც უყ­ვართ, სძულთ, უხა­რი­ათ, სწყინთ...

- ქუ­თა­ი­სი ტრა­დი­ცი­ე­ბის ქა­ლა­ქია - კულ­ტუ­რის, თე­ატ­რის, სპორ­ტის სფე­რო­ში ლო­მის წილი მი­უ­ძღვის და დიდი შე­დე­გე­ბი ჰქო­ნია...

- ცოტა ხნის წინ ვწერ­დი ქუ­თა­ი­სის ღირ­სე­ბებ­ზე... დიახ, ვსწავ­ლობ­დი სკო­ლა­ში, სა­დაც ვაჟა, ილია და ყაზ­ბე­გის გარ­და, ყვე­ლა გა­მო­ჩე­ნი­ლი ქარ­თვე­ლი ჩემი სკო­ლე­ლია: აკა­კი წე­რე­თე­ლი, ვლა­დი­მერ მა­ი­ა­კოვ­სკი, ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლი, პა­ო­ლო, ნიკო ნი­კო­ლა­ძე და რა ვიცი, ვის მერ­ხზე არ ვმჯდარ­ვარ ჩემს სკო­ლა­ში - სა­ო­ცა­რი ის­ტო­რი­უ­ლი სკო­ლაა...

- ქუ­თა­ი­სი კო­ლო­რი­ტუ­ლი იუ­მო­რის ქა­ლა­ქი­ცაა, გა­სა­ო­ცა­რი სი­ტყვა-პა­სუ­ხი იცი­ან ქუ­თა­ის­ში...

- კი, ამ ქა­ლაქ­ში ყვე­ლა ხუმ­რობს, ეს ქა­ლა­ქი სწო­რედ იუ­მორ­მა გა­და­არ­ჩი­ნა. 90-იან წლებ­ში, როცა ყვე­ლას გვი­ჭირ­და - ჩვენს გა­ჭირ­ვე­ბა­ზე ვღა­და­ობ­დით, რა­მაც გაგ­ვაძ­ლი­ე­რა. აქ იუ­მო­რი კლა­სი­კის დო­ნე­ზეა აყ­ვა­ნი­ლი, ადა­მი­ა­ნი პირ­და­პირ იმის მი­ხედ­ვით ფას­დე­ბა, რო­გორ ხუმ­რობს. ამ იუ­მორს თუ ზურგს ერთი-ორი წიგ­ნიც არ უმაგ­რებს, შენი ცა­რი­ე­ლი იუ­მო­რიც არა­ვის უნდა და აქ არც ამის დე­ფი­ცი­ტია...

ხან­და­ხან მრცხვე­ნია, როცა ჩემ­ზე ამ­ბო­ბენ, უბე­დუ­რი ენა და ხუმ­რო­ბა აქ­ვსო. აქ იმ­დე­ნი ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნია, სხარ­ტი ენით ცნო­ბი­ლი, რომ ამმა­და­ნი­და­ნაცამი­ღია რა­ღა­ცე­ბი, ჩე­მე­ბუ­რად გა­და­მი­კე­თე­ბია. ხან ჩემი მე­ზობ­ლის­თვის და­მიბ­რა­ლე­ბია, ხან სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის. მერე თი­თო­ნაც ვი­ყე­ნებ კარ­გად. სას­წა­უ­ლი იუ­მო­რის ქა­ლა­ქია.

- რა გა­ნა­პი­რო­ბებს ამას?

- ასე ღრმად არ მი­ფიქ­რია, არ შე­მის­წავ­ლია, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ყვე­ლა ლა­ღია მა­ში­ნაც კი, როცა რა­ღაც არ არის კარ­გად, კი, ყვე­ლა ბედ­ნი­ე­რია... ამის უნა­რი აქვთ ქუ­თა­ი­სე­ლებს.

- სულ ბო­ლოს, რო­გორ ფიქ­რობ, რა გან­სა­ზღვრავს შენს პო­პუ­ლა­რო­ბას?

- ალ­ბათ ისევ იუ­მო­რი, რად­გან არა­ვის უნდა შენი პრობ­ლე­მე­ბის მოს­მე­ნა, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ დათო ლიკ­ლი­კა­ძეს პრობ­ლე­მე­ბი არ აქვს... მაგ­რამ ჩემს ცუ­დად ყოფ­ნას ვე­რა­ვის გა­დავ­დებ, ადა­მი­ანს შენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა უნდა უხა­რო­დეს.

ჩემს ყვე­ლა პრობ­ლე­მას გა­რეთ ვტო­ვებ, როცა ბავ­შვებ­თან ლექ­ცი­ა­ზე შევ­დი­ვარ, როცა სამ­სა­ხურ­ში მივ­დი­ვარ, ოჯახ­ში ვბრუნ­დე­ბი, სა­დაც უნდა ვიყო. ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას ვი­წყებ სა­კუ­თა­რი თა­ვის და­ცინ­ვით და მერე ვა­ღა­და­ვებ და­ნარ­ჩენ სა­ქარ­თვე­ლოს! თუ შენს თავს არ დას­ცი­ნი და მხო­ლოდ სხვის­კენ იშ­ვერ ხელს, უკვე მავ­ნე­ბე­ლი ხარ, მაგ­რამ როცა შენ თავს დას­ცი­ნი, ე.ი იუ­მო­რი გაქვს...

- AMBEBI.GE-ს აუ­ი­დი­ტო­რი­ას, ჩვენს მკი­თხველს ქუ­თა­ი­სი­დან რას ეტყო­დი?

- AMBEBI.GE-ს ყვე­ლა ქუ­თა­ი­სე­ლი კი­თხუ­ლობს და ამი­ტო­მაც ხართ ყვე­ლა რე­ი­ტინ­გში პირ­ვე­ლი, გა­და­ხე­უ­ლიგაქვთ ყვე­ლა­ნა­ი­რი რე­ი­ტინ­გი! ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია თქვენ­თვის მი­ცე­მუ­ლი ინ­ტერ­ვიუ.

მკი­თხველს კი ვე­ტყვი, რომ ქუ­თა­ი­სი არა­ფერ­ში დაგ­ჭირ­დე­ბათ - აქ არც სა­ზღვა­რია, არც ზღვა, არც კუ­რორ­ტი, აქა­უ­რო­ბა მხო­ლოდ უნდა გიყ­ვარ­დეთ! ჰოდა, თუ გიყ­ვართ, ჩა­მობ­რძან­დით და აქ სიყ­ვა­რუ­ლის გარ­და, სა­ნაც­ვლოდ ვე­რა­ფერს მი­ი­ღებთ!

ქუ­თა­ი­სის ფოტო: ან­დრია წყა­რო­ზია

ავტორი:

"ქუთაისური ოჯახები ძალიან "სვეცკია", ისეთი, როგორც იმერული სუფრა" - დათო ლიკლიკაძის თვალით დანახული მშობლიური ქალაქი

"ქუთაისური ოჯახები ძალიან "სვეცკია", ისეთი, როგორც იმერული სუფრა" - დათო ლიკლიკაძის თვალით დანახული მშობლიური ქალაქი

ქუთაისელია, ჩემი კოლეგა, ცნობილი და ნიჭიერი ადამიანი, დიდი იუმორის პატრონი და ბევრს უყვარს... დათო ლიკლიკაძე ფიქრობს, რომ ქუთაისში დაბადებით გაუმართლა, იქ გაიზარდა და ცხოვრობს. ამაყობს, რომ ისტორიულ და სახელოვან სკოლაში სწავლობდა, უზომოდ უყვარს თავისი ქალაქი, რომელსაც დიდი ტრადიციები და მაღალი კულტურა აქვს და იქაურობაც სწორედ ამიტომ იზიდავს...

AMBEBI.GE-ს დათო ლიკლიკაძე ამჯერად თავის საყვარელ ქალაქზე ესაუბრა.

- ამ ქალაქში დაბადება მართლა გამართლებაა! აქაურობას ყველაფერი აქვს, რაც ქალაქს უნდა ჰქონდეს... ქალაქელობაც იმაზე მეტადაა "კუდაბზიკობაში" აყვანილი, ვიდრე დავით კლდიაშვილს ნაწარმოებებში მოუგონია... ქუთაისელები იმაზე მეტად "სნობები" არიან, ვიდრე "სნობობა" თბილისში იმ თბილისელებს ახასიათებთ, ვინც, როგორც წესი, სხვადასხვა ქალაქიდან არიან იქ ჩასულები და ნამდვილი ქალაქელები არც არიან...

აქ თუ 9 თაობის ქუთაისელი არ ხარ, თუ წინაპარი საფიჩხიის დამწვანე ყვავილასსასაფლაოებზე არ გისვენია, გამორიცხულია ქალაქში გაღიარონ“ - ხუმრობს დათო და გვეუბნება იმასაც, რომ ქუთაისელობას ბევრიც იჩემებს.

"ზოგიერთი თავს ქუთაისელს უწოდებს, განსაკუთრებით ისეთები, რომლებიც ამ ქალაქში მეზობელი რაიონებიდან და სოფლებიდან ჩამოვიდნენ, გაიარ-გამოიარეს და თბილისში მოადინეს "ტყლაშანი". თან, ისეთ კილოზე ლაპარაკობენ, გაოცდები- ჩვენწევიდა-მევიდათიარ ვსაუბრობთ, ქუთაისსაც არ ვუწოდებთქუთეისს“. ეს სიტყვა პირველად ქუთაისში ჩამოსული ხალხისგან გავიგონე, რომლებიც, როგორც ვამბობ, თბილისში წავიდნენ, მერე მოგვიბრუნდნენ და - „რავა ხარ ქუთეისიო?“ გვითხრეს“ - ამბობს ლიკლიკაძე.

დიალოგი ქუთაისურ ოჯახებზე საუბრით გავაგრძელეთ - მათ ტრადიციებზე და ცოტაც "იმერულ კუდაბზიკობაზე":

"ქუთაისური ოჯახები ძალიან "სვეცკი", გადაპრანჭულია, ისეთი, როგორც იმერული სუფრა. აქ საოცარი ოჯახური მუზიცირების ტრადიცია დები იშხნელებიდან, ბაფთიანი გიტარიდან მოდის. მერე კი მუსიკალური მიმართულებით, ამ ქალაქს გამორჩეული როკი და რეპიც არ დაჰკლებია, რაც ასევე ძალიან პოპულარული იყო...

მიუხედავად იმისა, იცი თუ არა როიალზე და პიანინოზე დაკვრა, თუ სახლში კარგი პიანინო და როიალი არ გაქვს, ვერ ხარ კარგი ქუთაისელი... კი, ამ ქალაქს ასეთი შტრიხებიც ახასიათებს...

ოჯახშიმადონას სერვიზიცაუცილებელია - თუმადონასჩვილი უკავია, ის სერვიზი უფრო ძვირია. ჰოდა, თუ ასეთი არ გაქვს, ქუთაისელად არ ითვლები. „გორკადადესაუცუნდა გქონდეს, 9-ჯვრიანი, ლომის ფეხებზე. ასეთი უცნაური დეტალებითაც ფასდები ქუთაისში და გაღიარებენ... ეს კარგია თუ ცუდია, სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ მე ქუთაისი ძალიან მიყვარს!

- ხშირად უკვირთ, რომ ისეთი უნარების ადამიანმა, როგორიც შენ ხარ, პატარა ქალაქი არასდროს დატოვე და საცხოვრებლად დედაქალაქში არ გადახვედი. რატომ?

- წასვლის შანსი მილიონჯერ მქონდა, ოთხჯერ კი ოფიციალური სამსახური სხვადასხვა ტელევიზიაში (ტელეწამყვანად, პროდიუსერად და ..) საუკეთესო პირობებით და მაღალი ხელფასით შემომთავაზეს, მაგრამ ყველას მოვუბოდიშე და უარი ვუთხარი, რაც ძალიან გაუკვირდათ...

რა ვქნა, არ შემიძლია ქუთაისის გარეშე, სხვაგან ვერ გავძლებ, თუმცა ყველას მადლობა დაფასებისთვის! თბილისში რომ ჩამოვდივარ, დიდუბისა და ოკრიბას სადგურებს მივტირი, იმაზე ვფიქრობ, როდის წავალ ჩემს ქალაქში, რომელიც ავადმყოფურად მიყვარს.

პარიზიც სასწაულად მიყვარს და ქუთაისს იქაურობაშიც კი ვერ გავცვლი! დიახ, ეიფელსთეთრი ხიდიმირჩევნია... ხომ მაგარი მდინარეა იორდანე, სადაც ქრისტე მოინათლა, მაგრამ რიონში ვერ გავცვლი! ასეთი ტიპი ვარ, ჩემი ქალაქის სიყვარული ცოტა გოიმობაშიც გადამდის...

- ქუთაისი უბნებად არის დაყოფილი. შენ თეატრთან, ქალაქის ცენტრში ცხოვრობ... თავიდანვე ამ ადგილას ცხოვრობდი?

- უბანი კიდევ ცალკე თემაა... მე ძირძველი საფიჩხიელი ვარ, დავიბადე და გავიზარდე იქ, მიუხედავად იმისა, რომ ახლა უკვე ქალაქის ცენტრში ვცხოვრობ, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის წინ და ყოველდღე ამ შენობას ვუყურებ, რომელშიც გავიზარდე.

ჩემი საძინებლიდან, სამზარეულოდან და ნებისმიერი ფანჯრიდან თეატრს გავცქერი და დარბაზში დაკრული ტაში ხშირად სახლში შვილს მიღვიძებს, რამაც გადამატანინა საფიჩხიის დატოვება. პრინციპში, შორსაც არაა...

საფიჩხია, ჭომა, გორა, ბალახვანი - ეს ოთხი უბანი ყველაზე ძველია ქუთაისში. ამიტომ, საფიჩხიელი რომ ხარ, უკვე ორმაგად ქუთაისელი ხარ. ეს ის უბანიცაა, სადაც თითო ოჯახზე ორი სული ქურდი მოდიოდა. ასე მგონია, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქურდები საფიჩხიაზე დაიბადნენ...

მართალია, რთული უბანი იყო, მაგრამ ეს იყო ადგილი, სადაც ვიოლინოთი გაივლიდი დასკრიპკასარავინ მოგაძახებდა. ბიჭი გრძელი თმით და საყურით გამოჩნდებოდა და შეურაცხყოფას არავინ მიაყენებდა. განსხვავებული ორიენტაციის ადამიანი უბანში არავის უცემია.

საფიჩხია იყო ტოლერანტობის, შემწყნარებლობის, მულტიკულტურული, მრავალფეროვანი, თავსებადი უბანი, სადაც ყველანაირი ადამიანი ცხოვრობდა და ერთმანეთს პატივს სცემდა

დიახ, საფიჩხია და ქუთაისი მაგალითი იყო, როგორ უნდა ეცათ პატივი განსხვავებულისთვის! აი, კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც დავრჩი ამ ქალაქში...

- ქუთაისმა დიდი სიყვარული იცისო...

- საქართველოში ყველა ქალაქი ქართულია, მაგრამ ქუთაისი მეტად. იმის თქმა მინდა, რომ მას ირგვლივ საქართველო აკრავს, არც ერთ უცხო ქვეყანას არ ესაზღვრება. დანარჩენი ქალაქებიდან ზოგი ან დედაქალაქია, ან სასაზღვრო, ან საკურორტო... მოკლედ, ქუთაისში გარდა სიყვარულისა, არაფერია, ის უბრალოდ უნდა გიყვარდეს!

- რა მოგცა შენმა ქალაქმა, ასე რომ გიყვარს?

- ამ ქალაქმა მასწავლა, თუ როგორ შეიძლება, ცხოვრება გამოიყენო... ხშირად ასეთი იარლიყიც გვაქვს ხოლმე აკრული - „ქუთაისელი აფერისტი“. სინამდვილეში ქუთაისელები აფერისტები არ არიან, რადგანაც ზუსტად ისეთები არიან, როგორც ხაშურლები, სამტრედიელები, ზუგდიდელები, თელაველები, გურჯაანელები...

ქუთაისელები დიპლომატები, ჭკვიანები არიან. იციან, რა უნდათ, მათ წარმატებას ყველგან მიაღწიეს. მათ შორის, თბილისშიც - კარგი ბინები შეიძინეს, ლამაზი ცოლები ჰყავთ, სულ თანამდებობებზე იყვნენ, ქუთაისელებმა ჩააჩოჩეს თბილისელები, ლოკომოტივები გახდნენ და ეს ყველაფერი ჩხუბით, იარაღით, მოტყუებით კი არ გააკეთეს, შენი ჭირიმე, შენ გენაცვალეთი, მოწიწებით. როცა წაიქცნენ, წამოდგნენ, არ შერცხვათ. გაჯიბრების მოტივაცია ჰქონდათ!

და მერე ვიღაცები ადგნენ და აფერისტები გვიწოდეს - როგორ მიაღწევდა, თუ აფერისტი არ არისო?! სინამდვილეში ქუთაისელები დიპლომატები და ჭკვიანები არიან!

- და ეს განასხვავებს მათ საქართველოს დანარჩენი კუთხის წარმომადგენლებისგან?

- გურულები ფიცხები არინ - უცებფეთქდებიან,“ რაჭველები პირიქით, აგვიანებენ, მეგრელები - ცხარეები, კახელები - დინჯები... ყველა რაღაცით გამოირჩევა, ქუთაისელები და ზოგადად, იმერლები ზრდილობიანები არიან და როგორც ვთქვი, დიპლომატები, ზუსტად იციან, ამ ცხოვრებისგან რა უნდათ და წარმატებას ამიტომ აღწევენ.

როცა იცი, რა გინდა, ყველაფერი გამოგივა. როცა ეს არ იცი, ან არასწორად გინდა, ყველაფერი უშედეგოა. ქუთაისელებმა ასევე ზუსტად იციან წარმატების ფასი, ამასთან, მისი მოპოვებაც და შენარჩუნებაც იციან. ამიტომ გვეძახიანაფერისტებს“. არადა, ხომ ვთქვი, ჩვეულებრივი ადამიანები ვართ - ჩვენთანაც უყვართ, სძულთ, უხარიათ, სწყინთ...

- ქუთაისი ტრადიციების ქალაქია - კულტურის, თეატრის, სპორტის სფეროში ლომის წილი მიუძღვის და დიდი შედეგები ჰქონია...

- ცოტა ხნის წინ ვწერდი ქუთაისის ღირსებებზე... დიახ, ვსწავლობდი სკოლაში, სადაც ვაჟა, ილია და ყაზბეგის გარდა, ყველა გამოჩენილი ქართველი ჩემი სკოლელია: აკაკი წერეთელი, ვლადიმერ მაიაკოვსკი, ექვთიმე თაყაიშვილი, პაოლო, ნიკო ნიკოლაძე და რა ვიცი, ვის მერხზე არ ვმჯდარვარ ჩემს სკოლაში - საოცარი ისტორიული სკოლაა...

- ქუთაისი კოლორიტული იუმორის ქალაქიცაა, გასაოცარი სიტყვა-პასუხი იციან ქუთაისში...

- კი, ამ ქალაქში ყველა ხუმრობს, ეს ქალაქი სწორედ იუმორმა გადაარჩინა. 90-იან წლებში, როცა ყველას გვიჭირდა - ჩვენს გაჭირვებაზე ვღადაობდით, რამაც გაგვაძლიერა. აქ იუმორი კლასიკის დონეზეა აყვანილი, ადამიანი პირდაპირ იმის მიხედვით ფასდება, როგორ ხუმრობს. ამ იუმორს თუ ზურგს ერთი-ორი წიგნიც არ უმაგრებს, შენი ცარიელი იუმორიც არავის უნდა და აქ არც ამის დეფიციტია...

ხანდახან მრცხვენია, როცა ჩემზე ამბობენ, უბედური ენა და ხუმრობა აქვსო. აქ იმდენი ნიჭიერი ადამიანია, სხარტი ენით ცნობილი, რომ ამმადანიდანაცამიღია რაღაცები, ჩემებურად გადამიკეთებია. ხან ჩემი მეზობლისთვის დამიბრალებია, ხან საკუთარი თავისთვის. მერე თითონაც ვიყენებ კარგად. სასწაული იუმორის ქალაქია.

- რა განაპირობებს ამას?

- ასე ღრმად არ მიფიქრია, არ შემისწავლია, მაგრამ ფაქტია, რომ ყველა ლაღია მაშინაც კი, როცა რაღაც არ არის კარგად, კი, ყველა ბედნიერია... ამის უნარი აქვთ ქუთაისელებს.

- სულ ბოლოს, როგორ ფიქრობ, რა განსაზღვრავს შენს პოპულარობას?

- ალბათ ისევ იუმორი, რადგან არავის უნდა შენი პრობლემების მოსმენა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დათო ლიკლიკაძეს პრობლემები არ აქვს... მაგრამ ჩემს ცუდად ყოფნას ვერავის გადავდებ, ადამიანს შენთან ურთიერთობა უნდა უხაროდეს.

ჩემს ყველა პრობლემას გარეთ ვტოვებ, როცა ბავშვებთან ლექციაზე შევდივარ, როცა სამსახურში მივდივარ, ოჯახში ვბრუნდები, სადაც უნდა ვიყო. ადამიანებთან ურთიერთობას ვიწყებ საკუთარი თავის დაცინვით და მერე ვაღადავებ დანარჩენ საქართველოს! თუ შენს თავს არ დასცინი და მხოლოდ სხვისკენ იშვერ ხელს, უკვე მავნებელი ხარ, მაგრამ როცა შენ თავს დასცინი, ე.ი იუმორი გაქვს...

- AMBEBI.GE-ს აუიდიტორიას, ჩვენს მკითხველს ქუთაისიდან რას ეტყოდი?

- AMBEBI.GE-ს ყველა ქუთაისელი კითხულობს და ამიტომაც ხართ ყველა რეიტინგში პირველი, გადახეულიგაქვთ ყველანაირი რეიტინგი! ჩემთვის დიდი პატივია თქვენთვის მიცემული ინტერვიუ.

მკითხველს კი ვეტყვი, რომ ქუთაისი არაფერში დაგჭირდებათ - აქ არც საზღვარია, არც ზღვა, არც კურორტი, აქაურობა მხოლოდ უნდა გიყვარდეთ! ჰოდა, თუ გიყვართ, ჩამობრძანდით და აქ სიყვარულის გარდა, სანაცვლოდ ვერაფერს მიიღებთ!

ქუთაისის ფოტო: ანდრია წყაროზია