ავტორი:

5 რჩევა, როგორ შეიძინოთ თვითმფრინავის ბილეთი იაფად

5 რჩევა, როგორ შეიძინოთ თვითმფრინავის ბილეთი იაფად

თვითმფრინავის ბილეთის ყიდვა დაახლოებით 5 ევროდ შესაძლოა, ბევრისთვის წარმოუდგენლად ჟღერდეს. თუმცა, მიუხედავად ამისა, საოცნებო ქვეყანაში სამოგზაურო ბილეთის იაფად ყიდვის რამდენიმე საშუალება არსებობს.

დროის სწორად შერჩევა

ის, თუ როდის ყიდულობთ ბილეთს, აისახება მის ფასზე. მაგალითად, არსებობს ე.წ. "60 დღის წესი", რომლის მიხედვითაც, რეისის დაჯავშნა საუკეთესო ფასად გამგზავრებამდე 1.5 - 2 თვით წინასწარ შეიძლება. გარდა ამისა, ყველაზე ხელმისაწვდომი ფასები ბილეთებზე იანვრის შუა რიცხვებიდან მარტის დასაწყისში ფიქსირდება (თებერვლის დღესასწაულების გამოკლებით). ასევე რეკომენდებულია ბილეთების ყიდვა სამშაბათსა და ოთხშაბათ 14: 00 საათიდან 16:00 საათამდე.

თუ ფრენა კვირის ბოლოსთვისაა დაგეგმილი, ბილეთის ყიდვა ან პარასკევს საღამოს, ან შაბათს ღირს.

ავიაკომპანიების სისტემური შეცდომები

არც ერთი სისტემა იდეალური არ არის და ხშირად, ავიაკომპანიების საძიებო სისტემებიც ცდებიან. ასეთ შემთხვევაში არსებობს რამდენიმე საიტი, რომელიც მომხმარებელს უთითებს ხელსაყრელ შემოთავაზებებზე.

24 საათის წესი

ბილეთის დაჯავშნის შემდეგ, მეორე დილას აუცილებლად შეამოწმეთ რეისები. როგორც წესი, ბილეთის ყიდვის შემდეგ საძიებო სისტემები უფრო იაფ რეისებს გთავაზობთ. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ბილეთს გადაცვლით, მოგიწევთ მცირე ჯარიმის გადახდა (რიგ შემთხვევებში, ამის თავიდან აცილებაც შეიძლება).

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები

საჭიროა ზუსტად იცოდეთ, როგორ გამოიყენოთ ავიაკომპანიის შეთავაზებები. მაგალითად, სანამ ბილეთს იყიდით, შეისწავლეთ ფრენების გრაფიკი. როგორც წესი, ყველაზე იაფი ბილეთები რეისამდე 54 და 10 დღით ადრე იყიდება.

ეცადეთ, თავი აარიდოთ პოპულარულ ქალაქებს. მაგალითად, თუ თქვენ პარიზში ჩაფრენა და მოგზაურობა გსურთ, არ ჩაფრინდეთ ცენტრალურ აეროპორტში, არამედ აირჩიეთ Champagne-Ardenne ან Vatry. ასე ფასი გაცილებით უფრო ნაკლები იქნება.

"ღია ქალაქის" პრინციპი

”ღია ქალაქის” პრინციპი საკმაოდ მარტივი და გავრცელებულია. მაგალითისთვის, თუ სტამბოლში გსურთ ჩაფრენა და ცხოვრობთ კიევში, არ ღირს მხოლოდ კიევი-სტამბული რეისის ყიდვა. ზოგჯერ რეისი კიევი - კიშინიოვი, რომელსაც სტამბოლში აქვს გადაჯდომა, პირდაპირ გადაფრენაზე უფრო იაფია.

კომპანია "სითი პარკმა" დავა შეწყვიტა - რას აცხადებენ თბილისის მერიაში

1 თვეში მესტიამ მოიხმარა იმდენივე ელექტროენერგია, რაც 19-მა რაიონმა ერთად - რა პრობლემაზე საუბრობს "ენერგო-პრო ჯორჯია"?

მთავრობა ე.წ. რიყის დოქებს ყიდის - "სამწუხაროდ, ამ ობიექტმა დღემდე ვერ იპოვა თავისი ფუნქცია"