მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ დავიცვათ თავი კიბერთაღლითობისგან
როგორ დავიცვათ თავი კიბერთაღლითობისგან

თქვე­ნი ნაც­ნო­ბის­გან, მე­გობ­რის­გან ან სუ­ლაც ინ­ტერ­ნეტ­ბან­კის­გან მი­ღე­ბუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბი­დან ინ­ტერ­ნეტ­თაღ­ლი­თო­ბის სა­ხე­ე­ბის შე­სა­ხებ გსმე­ნი­ათ და„ფი­შინ­გი“ ან „სპუ­ფინ­გი“ უცხო სი­ტყვე­ბი აღარ არის.

კი­დევ ერთხელ რომ გან­ვმარ­ტოთ, ფი­შინ­გი წარ­მო­ად­გენს კი­ბერ თაღ­ლი­თო­ბის ერთ-ერთი ფორ­მას, რომ­ლის დრო­საც ფი­ზი­კურ პირს ან ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტით, ტე­ლე­ფო­ნით, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის, SMS-ის სა­ხით ან სხვა ფორ­მით მის­დის შე­ტყო­ბი­ნე­ბა იმი­სათ­ვის, რომ მას პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცია გა­მოს­ძა­ლონ. შე­ტყო­ბი­ნე­ბა ყალ­ბი ვებგ­ვერ­დის ბმულ­საც შე­ი­ცავს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან არის მიმსგავ­სე­ბუ­ლი ნამ­დვილ ინ­ტერ­ნეტ­ბანკს ან სხვა გვერდს.

სა­ბან­კო მო­ნა­ცე­მე­ბის შეყ­ვა­ნით კი თაღ­ლი­თებს კონ­კრე­ტუ­ლი პი­რის ან ბიზ­ნეს სუ­ბი­ექ­ტის ან­გა­რიშ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი თან­ხის მო­პარ­ვა შე­უძ­ლი­ათ.

ფი­შინ­გის ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი არხი ელექტრო­ნუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბაა. Hostingtribunal.com-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, შემ­თხვე­ვე­ბის 92%-ში ინ­ტერ­ნეტ­თაღ­ლი­თო­ბის მსხვერ­პლმა და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი ვირუ­სი, სა­ეჭ­ვო ბმუ­ლი ან ინ­ტერ­ნეტ­თაღ­ლი­თე­ბის­თვის ხელ­საყ­რე­ლი მა­სა­ლა სწო­რედ ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტით მი­ი­ღო , თაღ­ლი­თის მიერ შე­თა­ვა­ზე­ბულ ინ­სტრუქ­ცი­ას მიჰ­ყვა და მას უნე­ბუ­რად, თა­ვის სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე წვდო­მის­თვის სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია გა­ან­დო.

სევე, ხში­რია კი­ბერ­თაღ­ლი­თო­ბის ახა­ლი სა­ხე­ო­ბა - „სპუ­ფინ­გი”, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს რო­გორც მომ­სა­ხუ­რე ბან­კის მსგავს სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბას, ისე ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტის ან IP მი­სა­მარ­თის გა­ყალ­ბე­ბა­სა და სხვა მსგავ­სი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით თაღ­ლი­თო­ბას. მისი ზო­გი­ერ­თი შემ­თხვე­ვა ასე­თია: მომ­სა­ხუ­რე ბან­კის მსგავ­სი ნომ­რი­დან მომ­ხმა­რე­ბელს ურე­კა­ვენ. ის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას ვერ ახ­დენს ბან­კის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ურე­კავს თუ მე­სა­მე პირი და ოპე­რა­ტორს და თა­ვის პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცე­მებს აძ­ლევს. მათ შო­რის, ინ­ტერ­ნეტ­ბან­კის პა­როლს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბი ინ­ტერ­ნეტ­თაღ­ლი­ღე­ბის­გან თავ­დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მებ­ზე მუ­შა­ო­ბენ, ჩვე­ნი ფი­ნან­სე­ბის დაც­ვის­თვის გა­დამ­წყვე­ტი როლი მომ­ხმა­რებ­ლებს გვე­ნი­ჭე­ბა. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ბან­კი, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ფუ­ლის ჩვე­ნი­ვე ან­გა­რიშ­ზე შე­ნახ­ვა­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, ბრძო­ლა­ში უია­რა­ღოდ დარ­ჩე­ნილ მე­ო­მარს და­ემ­სგავ­სე­ბა.

რა უნდა გა­ვა­კე­თოთ იმის­თვის, რომ ინ­ტერ­ნეტ­თაღ­ლი­თებ­მა სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბი­დან ფუ­ლის მო­პარ­ვა ვერ შეძ­ლონ?

სა­ბან­კო სექ­ტო­რი 8 ძი­რი­თად რე­კო­მენ­და­ცი­ას გვთა­ვა­ზობს:

· მავ­ნე და ჯა­შუ­შუ­რი პროგ­რა­მე­ბის­გან თა­ვის დაც­ვის მიზ­ნით გა­მო­ი­ყე­ნეთ ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბი და ან­ტი­ვირუ­სე­ბი;

· სა­ჯა­რო Wi-Fi-ით სარ­გებ­ლო­ბი­სას, არ შეხ­ვი­დეთ ინ­ტერ­ნეტ­ბან­კში და არ შე­იყ­ვა­ნოთ ბა­რა­თის მო­ნა­ცე­მე­ბი;

· გა­მო­ი­ყე­ნეთ რთუ­ლი პა­რო­ლე­ბი და გა­აქ­ტი­უ­რეთ ორ­დო­ნი­ა­ნი ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ფუნ­ქცია მო­ბი­ლურ და ინ­ტერ­ნეტ ბან­კში, ხოლო ბა­რა­თებ­ზე - 3D დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მი;

· გა­მო­ი­ყე­ნეთ დამ­ცა­ვი ბა­რი­ე­რი (Firewall);

· გა­ა­აქ­ტი­უ­რეთ „სპა­მის“ და “ფი­შინ­გის“ ფილტრე­ბი, და­შიფ­რეთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მე­სი­ჯე­ბი ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტით გაგ­ზავ­ნი­სას;

· არა­ვის გა­უ­ზი­ა­როთ თქვე­ნი პა­რო­ლე­ბი, სა­ბა­რა­თე და ინ­ტერ­ნეტ­ბან­კის მო­ნა­ცე­მე­ბი;

· სიფრ­თხი­ლით მო­ე­კი­დეთ ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­ში არ­სე­ბულ შე­მო­თა­ვა­ზე­ბებს, რომ­ლე­ბიც გარ­კვე­ულ ბმულ­ზე გა­დას­ვლას და სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბის, ინ­ტერ­ნეტ ბან­კის პა­რო­ლი­სა და მსგავ­სი მო­ნა­ცე­მე­ბის შეყ­ვა­ნას ითხო­ვენ;

· დარ­წმუნ­დით, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ვებგ­ვერ­დი ყალ­ბი არ არის და ინ­ფორ­მა­ცია თქვენს მომ­სა­ხუ­რე ბანკთან გა­და­ა­მოწ­მეთ.

ავტორი:

როგორ დავიცვათ თავი კიბერთაღლითობისგან

როგორ დავიცვათ თავი კიბერთაღლითობისგან

თქვენი ნაცნობისგან, მეგობრისგან ან სულაც ინტერნეტბანკისგან მიღებული შეტყობინებიდან ინტერნეტთაღლითობის სახეების შესახებ გსმენიათ და„ფიშინგი“ ან „სპუფინგი“ უცხო სიტყვები აღარ არის.

კიდევ ერთხელ რომ განვმარტოთ, ფიშინგი წარმოადგენს კიბერ თაღლითობის ერთ-ერთი ფორმას, რომლის დროსაც ფიზიკურ პირს ან ორგანიზაციას ელექტრონული ფოსტით, ტელეფონით, სოციალური ქსელის, SMS-ის სახით ან სხვა ფორმით მისდის შეტყობინება იმისათვის, რომ მას პირადი ინფორმაცია გამოსძალონ. შეტყობინება ყალბი ვებგვერდის ბმულსაც შეიცავს, რომელიც ძალიან არის მიმსგავსებული ნამდვილ ინტერნეტბანკს ან სხვა გვერდს.

საბანკო მონაცემების შეყვანით კი თაღლითებს კონკრეტული პირის ან ბიზნეს სუბიექტის ანგარიშზე განთავსებული თანხის მოპარვა შეუძლიათ.

ფიშინგის ყველაზე გავრცელებული არხი ელექტრონული შეტყობინებაა. Hostingtribunal.com-ის მიერ გავრცელებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით, შემთხვევების 92%-ში ინტერნეტთაღლითობის მსხვერპლმა დამაზიანებელი ვირუსი, საეჭვო ბმული ან ინტერნეტთაღლითებისთვის ხელსაყრელი მასალა სწორედ ელექტრონული ფოსტით მიიღო , თაღლითის მიერ შეთავაზებულ ინსტრუქციას მიჰყვა და მას უნებურად, თავის საბანკო ანგარიშებზე წვდომისთვის საჭირო ინფორმაცია გაანდო.

სევე, ხშირია კიბერთაღლითობის ახალი სახეობა - „სპუფინგი”, რომელიც გულისხმობს როგორც მომსახურე ბანკის მსგავს საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებას, ისე ელექტრონული ფოსტის ან IP მისამართის გაყალბებასა და სხვა მსგავსი საშუალებებით თაღლითობას. მისი ზოგიერთი შემთხვევა ასეთია: მომსახურე ბანკის მსგავსი ნომრიდან მომხმარებელს ურეკავენ. ის იდენტიფიცირებას ვერ ახდენს ბანკის წარმომადგენელი ურეკავს თუ მესამე პირი და ოპერატორს და თავის პერსონალურ მონაცემებს აძლევს. მათ შორის, ინტერნეტბანკის პაროლს.

მიუხედავად იმისა, რომ კომერციული ბანკები ინტერნეტთაღლიღებისგან თავდაცვის მექანიზმებზე მუშაობენ, ჩვენი ფინანსების დაცვისთვის გადამწყვეტი როლი მომხმარებლებს გვენიჭება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბანკი, რომელიც ჩვენი ფულის ჩვენივე ანგარიშზე შენახვაზეა პასუხისმგებელი, ბრძოლაში უიარაღოდ დარჩენილ მეომარს დაემსგავსება.

რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ინტერნეტთაღლითებმა საბანკო ანგარიშებიდან ფულის მოპარვა ვერ შეძლონ?

საბანკო სექტორი 8 ძირითად რეკომენდაციას გვთავაზობს:

· მავნე და ჯაშუშური პროგრამებისგან თავის დაცვის მიზნით გამოიყენეთ ლიცენზირებული პროგრამები და ანტივირუსები;

· საჯარო Wi-Fi-ით სარგებლობისას, არ შეხვიდეთ ინტერნეტბანკში და არ შეიყვანოთ ბარათის მონაცემები;

· გამოიყენეთ რთული პაროლები და გააქტიურეთ ორდონიანი ავტორიზაციის ფუნქცია მობილურ და ინტერნეტ ბანკში, ხოლო ბარათებზე - 3D დაცვის მექანიზმი;

· გამოიყენეთ დამცავი ბარიერი (Firewall);

· გაააქტიურეთ „სპამის“ და “ფიშინგის“ ფილტრები, დაშიფრეთ მნიშვნელოვანი მესიჯები ელექტრონული ფოსტით გაგზავნისას;

· არავის გაუზიაროთ თქვენი პაროლები, საბარათე და ინტერნეტბანკის მონაცემები;

· სიფრთხილით მოეკიდეთ ინტერნეტ სივრცეში არსებულ შემოთავაზებებს, რომლებიც გარკვეულ ბმულზე გადასვლას და საბანკო ანგარიშების, ინტერნეტ ბანკის პაროლისა და მსგავსი მონაცემების შეყვანას ითხოვენ;

· დარწმუნდით, რომ აღნიშნული ვებგვერდი ყალბი არ არის და ინფორმაცია თქვენს მომსახურე ბანკთან გადაამოწმეთ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი