საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

12

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:10-ზე, მთვარე სასწორშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა
m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა

დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნია „m2 უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა“ გა­ყიდ­ვე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მომ­სა­ხუ­რე­ბის კულ­ტუ­რი­სა და ხა­რის­ხის ახალ ეტაპ­ზე გა­და­ვი­და. ერ­თგუ­ლი და მო­მა­ვა­ლი კლი­ენ­ტე­ბის­თვის კომ­პა­ნი­ამ გა­ყიდ­ვე­ბის ახა­ლი ოფი­სი გახ­სნა, რო­მე­ლიც ფუნ­ქცი­ო­ნა­ლუ­რად, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რად და სერ­ვი­სით სრუ­ლი­ად ინო­ვა­ცი­უ­რია, პა­სუ­ხობს თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნის ყვე­ლა მო­თხოვ­ნას და მორ­გე­ბუ­ლია მის ცხოვ­რე­ბის სტილ­ზე.

წე­რეთ­ლის 118-ში მდე­ბა­რე სივ­რცე დე­ვე­ლოპ­მენ­ტის მო­მა­ვალ­ში გა­მა­ვა­ლი ერ­თგვა­რი კა­რია, რო­მე­ლიც აქამ­დე არ­სე­ბულ წარ­მოდ­გე­ნებს ამ­სხვრევს და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის გა­ყიდ­ვე­ბის უახ­ლეს შე­საძ­ლებ­ლო­ბებს ბო­ლომ­დე წარ­მო­ა­ჩენს.

გა­ყიდ­ვე­ბის ახა­ლი ოფი­სის ნო­ვა­ტო­რუ­ლი ში­ნა­არ­სი გარე სივ­რცი­დან­ვე იგ­რძნო­ბა, სა­დაც კომ­პა­ნი­ის ყვე­ლა­ზე კომ­პაქ­ტუ­რი, 27 კვად­რა­ტულ მეტ­რი­ა­ნი ბი­ნის ნა­ტუ­რა­ლუ­რი ზო­მის გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლი და სრუ­ლი­ად კე­თილ­მო­წყო­ბი­ლი ბინა დაგ­ხვდე­ბათ. კონ­სტრუქ­ცია თით­ქოს დე­კო­რა­ტი­უ­ლი ამ­წით არის ჩად­გმუ­ლი, რაც იმის სიმ­ბო­ლოდ შეგ­ვიძ­ლია გან­ვი­ხი­ლოთ, რომ m2 თქვენს ბი­ნას ასე ერთი ხე­ლის მოს­მით - ზედ­მე­ტი ფო­რი­ა­ქი­სა და დრო­ის კარ­გვის გა­რე­შე მო­გარ­თმევთ.

ბი­ლიკს მი­ვუყ­ვე­ბით და ნე­ბის­მი­ერ სტუ­მარ­ზე ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი გა­ყიდ­ვე­ბის ცენ­ტრა­ლურ ოფის­ში შევ­დი­ვართ. ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნი და გან­წყო­ბა ზუს­ტად იმე­ო­რებს m2-ს ფი­ლო­სო­ფი­ას: არის თა­ნა­მედ­რო­ვე, ფუნ­ქცი­ო­ნა­ლუ­რად მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი და ინო­ვა­ცი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი. თუმ­ცა მთა­ვა­რი მა­ინც აქ არ­სე­ბუ­ლი გან­წყო­ბაა, პო­ტენ­ცი­უ­რი მომ­ხმა­რებ­ლი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, მის კომ­ფორ­ტსა და დრო­ზე ზრუნ­ვაა. მხო­ლოდ ერთხელ მის­ვლა სრუ­ლი­ად რე­ა­ლურს ხდის იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ აქ მოს­ვლი­დან ერთ სა­ათ­ში ახა­ლი ბი­ნის მფლო­ბე­ლი გახ­დეთ.

ამის­თვის კი ზედ­მე­ტი ფიქ­რიც არ დაგ­ჭირ­დე­ბათ, რად­გან შო­უ­რუმ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ინო­ვა­ცი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით ზუს­ტად შე­იქ­მნით წარ­მოდ­გე­ნას m2-ს უახ­ლე­სი ამ­ბი­ცი­უ­რი გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ. ფო­ი­ე­ში დგას m3-ის მა­კე­ტი, ის ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რად გან­თავ­სე­ბულ ე.წ. ვი­დე­ო­კე­დელ­ზეა გაშ­ლი­ლი, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ, კომ­პლექ­სებს შო­რის მან­ქა­ნე­ბი­სა თუ ადა­მი­ა­ნე­ბის მოძ­რა­ო­ბას, სტა­დი­ო­ნებ­სა თუ სა­ბავ­შვო ზო­ნებ­ში მო­თა­მა­შე­ებ­სა და ტყე­პარკში დამ­სვე­ნებ­ლებს ადევ­ნოთ თვა­ლი. თან არა მხო­ლოდ დღე-ღა­მის, არა­მედ წე­ლი­წა­დის ოთხი­ვე დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში. მა­კე­ტი შე­გიქ­მნით გან­წყო­ბას რომ კარ­გად და­ი­ნა­ხოთ და შე­იგ­რძნოთ, თუ სად არის თქვე­ნი სახ­ლი.

m2-ს ახა­ლი გა­ლე­რეა, ზო­გა­დად გა­ყიდ­ვე­ბის სფე­რო­ში, ერ­თგვა­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის მა­გა­ლი­თია, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად ან­გრევს ძველ სტან­დარ­ტებს და თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის წყა­ლო­ბით ახალ კულ­ტუ­რას ამ­კვიდ­რებს. უბ­რა­ლოდ, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ გყავთ ოჯა­ხი, შვი­ლე­ბი, რაც ნიშ­ნავს, რომ ერ­თზე მეტი სა­ძი­ნე­ბე­ლი, იზო­ლი­რე­ბუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო და სხვა და­მა­ტე­ბი­თი ფარ­თიც გჭირ­დე­ბათ. ასე­ვე, ამ­ჯო­ბი­ნებთ კონ­კრე­ტულ სარ­თულს, სა­დარ­ბა­ზო­სა და ხედს. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, გა­ფილ­ტვრის მე­თოდს მი­მარ­თავთ და მხო­ლოდ თქვენს მო­თხოვ­ნებ­ზე მორ­გე­ბულ ბი­ნას შე­არ­ჩევთ. ნამ­დვი­ლი ჯა­დოქ­რო­ბა კი სწო­რედ აქე­დან იწყე­ბა - რო­გორც კი არ­ჩე­ვანს და­ა­დას­ტუ­რებთ, ფო­ი­ე­ში გან­თავ­სე­ბულ კომ­პლექ­სე­ბის მა­კეტ­ზე თქვე­ნი მო­მა­ვა­ლი ბი­ნის ფან­ჯრე­ბი გა­ნათ­დე­ბა. ამის მერე უკვე იმის გან­სა­ზღვრა­საც შეძ­ლებთ, რე­ა­ლუ­რად, რო­გო­რი ხედი იშ­ლე­ბა თქვე­ნი ბი­ნი­დან, რო­გო­რია მზის ტრა­ექ­ტო­რია, რო­გორ ემიჯ­ნე­ბით მე­ზო­ბელს და ა.შ.

ცენ­ტრა­ლურ ფო­ი­ეს გა­ივ­ლით და ერ­თგვარ „სარ­თულ­ზე“ მოხ­ვდე­ბით, სა­დაც ყვე­ლა მო­ცუ­ლო­ბის ბინა არა მხო­ლოდ ნა­ტუ­რა­ლუ­რი ზო­მის მა­კე­ტის სა­ხით დაგ­ხვდე­ბათ, არა­მედ ბო­ლომ­დე აღ­ჭურ­ვი­ლიც. თქვენ მხო­ლოდ უნდა აირ­ჩი­ოთ, ცხოვ­რე­ბის ამ ეტაპ­ზე 27 კვად­რა­ტულ მეტ­რი­ა­ნი ბინა გჭირ­დე­ბათ თუ უკვე მზად ხართ, ოჯახ­თან ერ­თად 90 კვად­რა­ტუ­ლი­ან­ში შე­სახ­ლდეთ; აქვე აირ­ჩევთ m2-ს დი­ზა­ნე­რე­ბის მიერ შექ­მნილ ხუთი ტი­პის რე­მონ­ტსაც: მუს­კატს, და­რი­ჩინს, ვა­ნილს, ჯინ­ჯერს თუ ფის­ტა­ჩი­ოს. არ გაკ­მა­ყო­ფი­ლებთ ჩა­მოთ­ვლი­ლი მე­ნიუ? მა­შინ მე­ო­რე სარ­თულ­ზე უნდა გა­და­ი­ნაც­ვლოთ და კომ­პა­ნი­ის გა­მოც­დი­ლი დი­ზა­ინ­რე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბით ისარ­გებ­ლოთ, რომ­ლე­ბიც იქვე გაჩ­ვე­ნე­ბენ ინ­ტე­რი­ერ­ში გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი მო­სა­პირ­კე­თე­ბე­ლი მა­სა­ლის დიდ არ­ჩე­ვანს და შე­დე­გად უმოკ­ლეს ვა­და­ში, შექ­მნი­ან მხო­ლოდ თქვენს მო­თხოვ­ნებ­ზე მორ­გე­ბულ სრუ­ლი­ად ახალ ბი­ნას.

ბი­ნის მო­ცუ­ლო­ბი­სა და რე­მონ­ტის ტი­პის არ­ჩე­ვის შემ­დეგ მისი ყიდ­ვის დრო დგე­ბა. არც ამის­თვის მო­გიხ­დე­ბათ ზედ­მე­ტი დრო­ი­სა და ენერ­გი­ის და­ხარ­ჯვა, რად­გან სა­ბან­კო და ყვე­ლა სა­ხის იუ­რი­დი­ულ მომ­სა­ხუ­რე­ბა­საც ად­გილ­ზე მი­ი­ღებთ. ამის შემ­დეგ კი, შე­გიძ­ლი­ათ, ბი­ნა­ზე ცოტა ხანს სა­ერ­თოდ აღარ იფიქ­როთ, რად­გან რო­დე­საც დათ­ქმუ­ლი დრო მოვა, m2 გამ­ზა­დე­ბუ­ლი ბი­ნის გა­სა­ღებს გად­მოგ­ცემთ და თქვენც ცხოვ­რე­ბის ახა­ლი ეტა­პის­კენ მი­მა­ვალ კარს შე­ა­ღებთ. ეს კი გარ­და­უ­ვა­ლია, რად­გან m2-ს გა­ლე­რე­ა­ში მი­ღე­ბუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა ამ მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში ბო­ლომ­დე გა­და­ნაც­ვლე­ბის შე­უქ­ცე­ვად სურ­ვილს გა­გი­ჩენთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა

m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა

დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ გაყიდვების მიმართულებით მომსახურების კულტურისა და ხარისხის ახალ ეტაპზე გადავიდა. ერთგული და მომავალი კლიენტებისთვის კომპანიამ გაყიდვების ახალი ოფისი გახსნა, რომელიც ფუნქციონალურად, ტექნოლოგიურად და სერვისით სრულიად ინოვაციურია, პასუხობს თანამედროვე ადამიანის ყველა მოთხოვნას და მორგებულია მის ცხოვრების სტილზე.

წერეთლის 118-ში მდებარე სივრცე დეველოპმენტის მომავალში გამავალი ერთგვარი კარია, რომელიც აქამდე არსებულ წარმოდგენებს ამსხვრევს და უძრავი ქონების გაყიდვების უახლეს შესაძლებლობებს ბოლომდე წარმოაჩენს.

გაყიდვების ახალი ოფისის ნოვატორული შინაარსი გარე სივრციდანვე იგრძნობა, სადაც კომპანიის ყველაზე კომპაქტური, 27 კვადრატულ მეტრიანი ბინის ნატურალური ზომის გარემონტებული და სრულიად კეთილმოწყობილი ბინა დაგხვდებათ. კონსტრუქცია თითქოს დეკორატიული ამწით არის ჩადგმული, რაც იმის სიმბოლოდ შეგვიძლია განვიხილოთ, რომ m2 თქვენს ბინას ასე ერთი ხელის მოსმით - ზედმეტი ფორიაქისა და დროის კარგვის გარეშე მოგართმევთ.

ბილიკს მივუყვებით და ნებისმიერ სტუმარზე ადაპტირებული გაყიდვების ცენტრალურ ოფისში შევდივართ. ინტერიერის დიზაინი და განწყობა ზუსტად იმეორებს m2-ს ფილოსოფიას: არის თანამედროვე, ფუნქციონალურად მოსახერხებელი და ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი. თუმცა მთავარი მაინც აქ არსებული განწყობაა, პოტენციური მომხმარებლისადმი დამოკიდებულება, მის კომფორტსა და დროზე ზრუნვაა. მხოლოდ ერთხელ მისვლა სრულიად რეალურს ხდის იმის შესაძლებლობას, რომ აქ მოსვლიდან ერთ საათში ახალი ბინის მფლობელი გახდეთ.

ამისთვის კი ზედმეტი ფიქრიც არ დაგჭირდებათ, რადგან შოურუმში გამოყენებული ინოვაციური ტექნოლოგიებით ზუსტად შეიქმნით წარმოდგენას m2-ს უახლესი ამბიციური გეგმების შესახებ. ფოიეში დგას m3-ის მაკეტი, ის ჰორიზონტალურად განთავსებულ ე.წ. ვიდეოკედელზეა გაშლილი, რაც საშუალებას მოგცემთ, კომპლექსებს შორის მანქანებისა თუ ადამიანების მოძრაობას, სტადიონებსა თუ საბავშვო ზონებში მოთამაშეებსა და ტყეპარკში დამსვენებლებს ადევნოთ თვალი. თან არა მხოლოდ დღე-ღამის, არამედ წელიწადის ოთხივე დროის განმავლობაში. მაკეტი შეგიქმნით განწყობას რომ კარგად დაინახოთ და შეიგრძნოთ, თუ სად არის თქვენი სახლი.

m2-ს ახალი გალერეა, ზოგადად გაყიდვების სფეროში, ერთგვარი რევოლუციის მაგალითია, რომელიც მთლიანად ანგრევს ძველ სტანდარტებს და თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ახალ კულტურას ამკვიდრებს. უბრალოდ, წარმოიდგინეთ, რომ გყავთ ოჯახი, შვილები, რაც ნიშნავს, რომ ერთზე მეტი საძინებელი, იზოლირებული სამზარეულო და სხვა დამატებითი ფართიც გჭირდებათ. ასევე, ამჯობინებთ კონკრეტულ სართულს, სადარბაზოსა და ხედს. ასეთ შემთხვევაში, გაფილტვრის მეთოდს მიმართავთ და მხოლოდ თქვენს მოთხოვნებზე მორგებულ ბინას შეარჩევთ. ნამდვილი ჯადოქრობა კი სწორედ აქედან იწყება - როგორც კი არჩევანს დაადასტურებთ, ფოიეში განთავსებულ კომპლექსების მაკეტზე თქვენი მომავალი ბინის ფანჯრები განათდება. ამის მერე უკვე იმის განსაზღვრასაც შეძლებთ, რეალურად, როგორი ხედი იშლება თქვენი ბინიდან, როგორია მზის ტრაექტორია, როგორ ემიჯნებით მეზობელს და ა.შ.

ცენტრალურ ფოიეს გაივლით და ერთგვარ „სართულზე“ მოხვდებით, სადაც ყველა მოცულობის ბინა არა მხოლოდ ნატურალური ზომის მაკეტის სახით დაგხვდებათ, არამედ ბოლომდე აღჭურვილიც. თქვენ მხოლოდ უნდა აირჩიოთ, ცხოვრების ამ ეტაპზე 27 კვადრატულ მეტრიანი ბინა გჭირდებათ თუ უკვე მზად ხართ, ოჯახთან ერთად 90 კვადრატულიანში შესახლდეთ; აქვე აირჩევთ m2-ს დიზანერების მიერ შექმნილ ხუთი ტიპის რემონტსაც: მუსკატს, დარიჩინს, ვანილს, ჯინჯერს თუ ფისტაჩიოს. არ გაკმაყოფილებთ ჩამოთვლილი მენიუ? მაშინ მეორე სართულზე უნდა გადაინაცვლოთ და კომპანიის გამოცდილი დიზაინრების მომსახურებით ისარგებლოთ, რომლებიც იქვე გაჩვენებენ ინტერიერში გამოსაყენებელი მოსაპირკეთებელი მასალის დიდ არჩევანს და შედეგად უმოკლეს ვადაში, შექმნიან მხოლოდ თქვენს მოთხოვნებზე მორგებულ სრულიად ახალ ბინას.

ბინის მოცულობისა და რემონტის ტიპის არჩევის შემდეგ მისი ყიდვის დრო დგება. არც ამისთვის მოგიხდებათ ზედმეტი დროისა და ენერგიის დახარჯვა, რადგან საბანკო და ყველა სახის იურიდიულ მომსახურებასაც ადგილზე მიიღებთ. ამის შემდეგ კი, შეგიძლიათ, ბინაზე ცოტა ხანს საერთოდ აღარ იფიქროთ, რადგან როდესაც დათქმული დრო მოვა, m2 გამზადებული ბინის გასაღებს გადმოგცემთ და თქვენც ცხოვრების ახალი ეტაპისკენ მიმავალ კარს შეაღებთ. ეს კი გარდაუვალია, რადგან m2-ს გალერეაში მიღებული შთაბეჭდილება ამ მოგზაურობაში ბოლომდე გადანაცვლების შეუქცევად სურვილს გაგიჩენთ.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი