დღეს საქართველოს სკოლებში სწავლა დაიწყო. განსაკუთრებული ემოციით ამ დღეს პირველკლასელები ელოდნენ.
"აჭარის ტელევიზია" ავრცელებს ფოტოს შუახევის სოფელ გომარდულიდან, რომელზეც სოფლის ატალახებულ ბილიკზე მიმავალი მოსწავლეები არიან ასახულნი. ერთ-ერთი ბავშვი, პირველკლასელი გოგონა, რომელსაც ფეხზე ყვითელი კედები აცვია, მამას სკოლის გზაზე ზურგზე მოკიდებული მიჰყავს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლისთვის, სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია მთელ საქართველოში 700-მდე სკოლაში განხორციელდა.