მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკა მელია პროკურატურაში დაიბარეს
ნიკა მელია პროკურატურაში დაიბარეს

„ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერთი ლი­დე­რი, დე­პუ­ტა­ტი ნიკა მე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­ი­ბა­რეს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, 10 სექ­ტემ­ბერს, მე­ლი­ამ დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად და­არ­ღვია თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბით და­წე­სე­ბუ­ლი აკ­რძალ­ვა და სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით, სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს უა­რის მი­უ­ხე­და­ვად, და­ტო­ვა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი.

პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, ნი­კა­ნორ მე­ლია და­ბა­რე­ბუ­ლია პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, რათა გა­ნე­მარ­ტოს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა წარ­მო­ად­გენს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის პი­რო­ბის დარ­ღვე­ვას და მსგავ­სი კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ფაქ­ტის გან­მე­ო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მის მი­მართ შე­საძ­ლოა გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნას უფრო მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა.

„ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

„რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, 2019 წლის 27 ივ­ნისს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბით, ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­სა და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის ბრალ­დე­ბულ ნი­კა­ნორ მე­ლი­ას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ე­ფარ­და გი­რაო 30 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით. ამას­თან, და­მა­ტე­ბი­თი შე­ზღუდ­ვის სა­ხით მას აეკ­რძა­ლა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის და­ტო­ვე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს ინ­ფორ­მი­რე­ბის და თან­ხმო­ბის გა­რე­შე, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლას სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბე­ბით გა­მოს­ვლა და მოწ­მე­ებ­თან ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის კო­მუ­ნი­კა­ცია. 2019 წლის 2 ივ­ლი­სის, თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბით, ძა­ლა­ში დარ­ჩა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ და ბრალ­დე­ბულ ნი­კა­ნორ მე­ლის მი­მართ და­მა­ტე­ბით გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქნა ელექტრო­ნუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გი. პირ­ვე­ლი მო­მარ­თვის­თა­ნა­ვე, ნი­კა­ნორ მე­ლი­ას პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან მი­ე­ცა თან­ხმო­ბა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი­ყო სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში და გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა სა­დე­პუ­ტა­ტო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა. გარ­და ამი­სა, მას აქვს სრულ­ყო­ფი­ლი კო­მუ­ნი­კა­ცია მე­დი­ას­თან სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი­დან. გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ამ­გვა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, 2019 წლის 10 სექ­ტემ­ბერს, ნი­კა­ნორ მე­ლი­ამ დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად და­არ­ღვია თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბით და­წე­სე­ბუ­ლი აკ­რძალ­ვა და სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით, სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს უა­რის მი­უ­ხე­და­ვად, და­ტო­ვა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ნი­კა­ნორ მე­ლია და­ბა­რე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, რათა გა­ნე­მარ­ტოს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა წარ­მო­ად­გენს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის პი­რო­ბის დარ­ღვე­ვას და მსგავ­სი კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ფაქ­ტის გან­მე­ო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მის მი­მართ შე­საძ­ლოა გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნას უფრო მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ავტორი:

ნიკა მელია პროკურატურაში დაიბარეს

ნიკა მელია პროკურატურაში დაიბარეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ნიკა მელია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს, - ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, 10 სექტემბერს, მელიამ დემონსტრაციულად დაარღვია თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით დაწესებული აკრძალვა და საკუთარი სურვილით, საგამოძიებო ორგანოს უარის მიუხედავად, დატოვა საცხოვრებელი ადგილი.

პროკურატურის განცხადებით, ნიკანორ მელია დაბარებულია პროკურატურაში, რათა განემარტოს, რომ აღნიშნული ქმედება წარმოადგენს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პირობის დარღვევას და მსგავსი კანონსაწინააღმდეგო ფაქტის განმეორების შემთხვევაში, მის მიმართ შესაძლოა გამოყენებულ იქნას უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება.

„ინტერპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2019 წლის 27 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობისთვის ბრალდებულ ნიკანორ მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარის ოდენობით. ამასთან, დამატებითი შეზღუდვის სახით მას აეკრძალა საცხოვრებელი ადგილის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირების და თანხმობის გარეშე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებებით გამოსვლა და მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. 2019 წლის 2 ივლისის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ და ბრალდებულ ნიკანორ მელის მიმართ დამატებით გამოყენებული იქნა ელექტრონული მონიტორინგი. პირველი მომართვისთანავე, ნიკანორ მელიას პროკურატურისგან მიეცა თანხმობა გამოცხადებულიყო საქართველოს პარლამენტში და განეხორციელებინა სადეპუტატო უფლებამოსილება. გარდა ამისა, მას აქვს სრულყოფილი კომუნიკაცია მედიასთან საცხოვრებელი სახლიდან. გენერალური პროკურატურის ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, 2019 წლის 10 სექტემბერს, ნიკანორ მელიამ დემონსტრაციულად დაარღვია თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით დაწესებული აკრძალვა და საკუთარი სურვილით, საგამოძიებო ორგანოს უარის მიუხედავად, დატოვა საცხოვრებელი ადგილი. აქედან გამომდინარე, ნიკანორ მელია დაბარებულია საქართველოს პროკურატურაში, რათა განემარტოს, რომ აღნიშნული ქმედება წარმოადგენს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პირობის დარღვევას და მსგავსი კანონსაწინააღმდეგო ფაქტის განმეორების შემთხვევაში, მის მიმართ შესაძლოა გამოყენებულ იქნას უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება“, - ნათქვამია განცხადებაში.

"ჩვენ შეიძლება ვიხილოთ რუსული, ან რუსულ-თურქული სამშვიდობო ძალები ყარაბაღში" - გია ხუხაშვილი

"მთიანი ყარაბაღი წარმოადგენს აზერბაიჯანის სუვერენულ ტერიტორიას და ამას არაფერი შეცვლის" - მიხეილ სააკაშვილი

"თუ ამან მიიღო გრძელვადიანი დაპირისპირების სახე, სამხრეთ კავკასიას, მათ შორის საქართველოს, მძიმე დღეები დაუდგება" - ექსპერტი