მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს
ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს

"რუს­თა­ვი 2"-ის მფლო­ბე­ლი ქი­ბარ ხალ­ვა­ში გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. ქი­ბარ ხალ­ვა­შის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღეს ამო­ი­წუ­რა ერ­თკვი­რი­ა­ნი ვადა, რო­მე­ლიც გან­სა­ზღვრა იმის­თვის, რომ მი­ე­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა „რუს­თა­ვი 2“-ის გას­ხვი­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ამ ვა­და­ში არ გა­მოჩ­ნდა რე­ა­ლუ­რი მსურ­ვე­ლი.

ქი­ბარ ხალ­ვა­შის გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"დღეს ამო­ი­წუ­რა ერ­თკვი­რი­ა­ნი ვადა, რო­მე­ლიც გან­ვსა­ზღვე იმი­სათ­ვის, რომ მი­მე­ღო სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის გას­ხვი­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

რო­გორც ვხე­დავთ, ამ ვა­და­ში არ გა­მოჩ­ნდა რე­ა­ლუ­რი მსურ­ვე­ლი.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, თუ რე­ა­ლუ­რად რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დაგ­ვიბ­რუნ­და „რუს­თა­ვი 2“. დღეს უკვე ყვე­ლა­სათ­ვის ნა­თე­ლია, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნია, რო­მელ­საც ჰქონ­და ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ყო­ფი­ლი­ყო გა­მარ­თუ­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი, რე­ა­ლუ­რად ფი­ნან­სუ­რი კა­ტას­ტრო­ფის წი­ნა­შე დგას. რო­გორც იცით, მისი და­ვა­ლი­ა­ნე­ბა კრე­დი­ტო­რე­ბის წი­ნა­შე 70 მი­ლი­ონ ლარს აჭარ­ბებს. ცხა­დია, ამას აქვს თა­ვი­სი მი­ზე­ზე­ბი: მათ შო­რის, ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მიერ კომ­პა­ნი­ის ინ­ტე­რე­სე­ბის სა­ზი­ა­ნოდ მოქ­მე­დე­ბა, შე­მო­სავ­ლე­ბის ხე­ლოვ­ნუ­რი შემ­ცი­რე­ბა და ხარ­ჯე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი გაზ­რდა.

ახლა მე ასე­თი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე ვდგა­ვარ: ან უნდა და­ვი­წყო კომ­პა­ნი­ის გა­კოტ­რე­ბის პრო­ცე­სი ან ვცა­დო მისი გა­დარ­ჩე­ნა.

მე მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ „რუს­თა­ვი 2“ არ გა­კოტ­რდეს, რის­თვი­საც გა­მო­ვი­ყე­ნებ ყვე­ლა ჩემს რე­სურსს და შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

„რუს­თა­ვი 2“ უნდა გახ­დეს კო­მერ­ცი­უ­ლად გა­მარ­თუ­ლი და მომ­გე­ბი­ა­ნი ტე­ლე­ვი­ზია, რო­მე­ლიც არ იქ­ნე­ბა დამ­ძი­მე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი თუ სხვა სა­ხის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბით და ამ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს არ გა­და­ა­ყო­ლებს ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ინ­ტე­რე­სებს.

მე მაქვს ბიზ­ნეს­ში მრა­ვალ­წლი­ა­ნი წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და ვფიქ­რობ, რომ იმ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად, ვის­თვი­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ინ­ტე­რე­სე­ბი, გა­ვუმკლავ­დე­ბი ამ პრობ­ლე­მებს.

ამას­თან ერ­თად ვაც­ნო­ბი­ე­რებ, რომ მო­მი­წევს რთუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი კრე­დი­ტო­რებ­თან, რათა კომ­პა­ნი­ამ შეძ­ლოს გა­მარ­თუ­ლი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა და კრი­ზი­სი­დან გა­მოს­ვლა. თუმ­ცა, ვფიქ­რობ, ეტა­პობ­რი­ვად ყვე­ლა სირ­თუ­ლეს დავძლევთ.

ჩემს უპირ­ვე­ლეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბად ვთვლი, სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ტე­ლე­ვი­ზია ჩად­გეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში და და­იბ­რუ­ნის ნდო­ბა - იყოს კრი­ტი­კუ­ლი და მწვა­ვე, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად მა­ღა­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი და ეთი­კუ­რი სტან­დარ­ტე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი“, - ნათ­ქვა­მია ხალ­ვა­შის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ამა­ვე დროს, გა­ვაგ­რძე­ლებ სა­მარ­თლებ­რივ და­ვას ყო­ფილ გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორ­თან, რო­მე­ლიც, რო­გორ­ცყ­ვე­ლას­თვის ნა­თე­ლი გახ­და, შეგ­ნე­ბუ­ლად ან­გრევ­და არხს, აზა­რა­ლებ­და მის ინ­ტე­რე­სებს და არხს მხო­ლოდ სა­ა­კაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლის ია­რა­ღად იყე­ნებ­და. ვი­მე­დოვ­ნებ, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნია შეძ­ლებს და­იბ­რუ­ნოს­მის­გან უკა­ნო­ნოდ მით­ვი­სე­ბუ­ლი თან­ხე­ბი, რაც სა­ბო­ლო­ოდ ისევ არ­ხის კეთ­ლი­დღე­ო­ბას მოხ­მარ­დე­ბა.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ „რუს­თა­ვი 2“ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში იქ­ნე­ბა რო­გორც ფი­ნან­სუ­რად, ასე­ვე პო­ლი­ტი­კუ­რად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნია, ხოლო რე­ა­ლუ­რად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი, მძლავ­რი მე­დია სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სებს მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა.

კომ­პა­ნი­ის გა­ჯან­სა­ღე­ბი­სათ­ვის უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში შე­ვი­მუ­შა­ვებ კონ­კრე­ტულ სა­მოქ­მე­დო გეგ­მას, რო­მელ­საც აუ­ცი­ლებ­ლად გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ და მი­ვაღ­წევთ და­სა­ხულ მი­ზანს!" - აცხა­დებს ხალ­ვა­ში.

ავტორი:

ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს

ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს

"რუსთავი 2"-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს. ქიბარ ხალვაშის ინფორმაციით, დღეს ამოიწურა ერთკვირიანი ვადა, რომელიც განსაზღვრა იმისთვის, რომ მიეღო გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის გასხვისებასთან დაკავშირებით და ამ ვადაში არ გამოჩნდა რეალური მსურველი.

ქიბარ ხალვაშის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს ამოიწურა ერთკვირიანი ვადა, რომელიც განვსაზღვე იმისათვის, რომ მიმეღო საბოლოო გადაწყვეტილება ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გასხვისებასთან დაკავშირებით.

როგორც ვხედავთ, ამ ვადაში არ გამოჩნდა რეალური მსურველი.

საზოგადოებისთვის ცნობილია, თუ რეალურად რა მდგომარეობაში დაგვიბრუნდა „რუსთავი 2“. დღეს უკვე ყველასათვის ნათელია, რომ ტელეკომპანია, რომელსაც ჰქონდა ყველა შესაძლებლობა, ყოფილიყო გამართული და წარმატებული, რეალურად ფინანსური კატასტროფის წინაშე დგას. როგორც იცით, მისი დავალიანება კრედიტორების წინაშე 70 მილიონ ლარს აჭარბებს. ცხადია, ამას აქვს თავისი მიზეზები: მათ შორის, ყოფილი გენერალური დირექტორის მიერ კომპანიის ინტერესების საზიანოდ მოქმედება, შემოსავლების ხელოვნური შემცირება და ხარჯების მაქსიმალური გაზრდა.

ახლა მე ასეთი არჩევანის წინაშე ვდგავარ: ან უნდა დავიწყო კომპანიის გაკოტრების პროცესი ან ვცადო მისი გადარჩენა.

მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ „რუსთავი 2“ არ გაკოტრდეს, რისთვისაც გამოვიყენებ ყველა ჩემს რესურსს და შესაძლებლობას.

„რუსთავი 2“ უნდა გახდეს კომერციულად გამართული და მომგებიანი ტელევიზია, რომელიც არ იქნება დამძიმებული პოლიტიკური თუ სხვა სახის ვალდებულებებით და ამ ვალდებულებებს არ გადააყოლებს ტელეკომპანიის ინტერესებს.

მე მაქვს ბიზნესში მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილება და ვფიქრობ, რომ იმ ადამიანებთან ერთად, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ტელეკომპანიის ინტერესები, გავუმკლავდები ამ პრობლემებს.

ამასთან ერთად ვაცნობიერებ, რომ მომიწევს რთული მოლაპარაკებები კრედიტორებთან, რათა კომპანიამ შეძლოს გამართული ფუნქციონირება და კრიზისიდან გამოსვლა. თუმცა, ვფიქრობ, ეტაპობრივად ყველა სირთულეს დავძლევთ.

ჩემს უპირველეს ვალდებულებად ვთვლი, სააკაშვილისგან გათავისუფლებული ტელევიზია ჩადგეს საზოგადოების სამსახურში და დაიბრუნის ნდობა - იყოს კრიტიკული და მწვავე, მაგრამ ამავდროულად მაღალი პროფესიული და ეთიკური სტანდარტების მატარებელი“, - ნათქვამია ხალვაშის განცხადებაში.

ამავე დროს, გავაგრძელებ სამართლებრივ დავას ყოფილ გენერალურ დირექტორთან, რომელიც, როგორცყველასთვის ნათელი გახდა, შეგნებულად ანგრევდა არხს, აზარალებდა მის ინტერესებს და არხს მხოლოდ სააკაშვილის პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იყენებდა. ვიმედოვნებ, რომ ტელეკომპანია შეძლებს დაიბრუნოსმისგან უკანონოდ მითვისებული თანხები, რაც საბოლოოდ ისევ არხის კეთლიდღეობას მოხმარდება.

დარწმუნებული ვარ, რომ „რუსთავი 2“ უახლოეს მომავალში იქნება როგორც ფინანსურად, ასევე პოლიტიკურად დამოუკიდებელი ტელეკომპანია, ხოლო რეალურად დამოუკიდებელი ჟურნალისტები და პოლიტიკური ინტერესებისგან თავისუფალი, მძლავრი მედია საზოგადოების საუკეთესო ინტერესებს მოემსახურება.

კომპანიის გაჯანსაღებისათვის უახლოეს პერიოდში შევიმუშავებ კონკრეტულ სამოქმედო გეგმას, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებთ და მივაღწევთ დასახულ მიზანს!" - აცხადებს ხალვაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ