მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთიანი აჭარის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია გრძელდება
მთიანი აჭარის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია გრძელდება

მთი­ა­ნი აჭა­რის ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია გრძელ­დე­ბა. ამ­ჯე­რად, გი­დებ­მა და ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა სხალ­თა-ხი­ხა­ნის ხე­ო­ბა­სა და გო­დერ­ძის ალ­პურ მარ­შრუტ­ზე იმოგ­ზა­უ­რეს. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ აჭა­რის ტუ­რიზ­მი­სა და კუ­რორ­ტე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი­დან აც­ნო­ბეს.

აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ინ­ფო­ტუ­რის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა პირ­ველ დღეს სხალ­თა-ხი­ხა­ნის ხე­ო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ის­ტო­რი­ულ-კულ­ტუ­რუ­ლი ღირ­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბი და­ათ­ვა­ლი­ე­რეს, მო­ი­ნა­ხუ­ლეს სხალ­თის მა­მა­თა მო­ნას­ტე­რი, შე­რიფ ხიმ­ში­აშ­ვი­ლის სახლ-მუ­ზე­უ­მი, და­ლაშ­ქრეს ხი­ხა­ნის ციხე და გა­ეც­ნენ სო­ფელ ხი­ხა­ძირ­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ო­ჯა­ხო-სას­ტუმ­რო სახ­ლე­ბის სერ­ვი­სებს. მე­ო­რე დღეს კი ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და გი­დე­ბი ხი­ხა­ძი­რი­დან თეთ­რო­ბის ია­ი­ლე­ბის გავ­ლით, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად ალ­პურ ზო­ნა­ში გა­დის, კუ­რორტ ბე­შუმ­ში გა­ემ­გზავრნენ, სა­დაც ყო­ველ­წლი­ურ სა­ხალ­ხო დღე­სას­წა­ულს "შუ­ამ­თო­ბა" და­ეს­წრნენ.

ინ­ფო­ტუ­რის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ასე­ვე და­ათ­ვა­ლი­ე­რეს გო­დერ­ძის ალ­პუ­რი ბო­ტა­ნი­კუ­რი ბაღი და იქ გარ­სე­ბულ და და­გეგ­მილ სერ­ვი­სებს გა­ეც­ნენ. ორ­დღი­ა­ნი გაც­ნო­ბი­თი ტური მთი­ა­ნა­ჭა­რა­ში მწვა­ნე ტბის მო­ნა­ხუ­ლე­ბით დას­რულ­და, რო­მე­ლიც ტუ­რის­ტე­ბის­თვის მიმ­ზიდ­ვე­ლი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბაა.

ამ­ჟა­მად, მიმ­დი­ნა­რე­ობს მწვა­ნე ტბამ­დე მი­სას­ვლე­ლი გზის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და ტბის ირ­გვლივ ტუ­რის­ტუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წყო­ბა.

„აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო მთი­ა­ნა­ჭა­რის ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას წლის ბო­ლომ­დე გა­აგ­რძე­ლებს”,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

მთიანი აჭარის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია გრძელდება

მთიანი აჭარის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია გრძელდება

მთიანი აჭარის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია გრძელდება. ამჯერად, გიდებმა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებმა სხალთა-ხიხანის ხეობასა და გოდერძის ალპურ მარშრუტზე იმოგზაურეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მიერ ორგანიზებული ინფოტურის მონაწილეებმა პირველ დღეს სხალთა-ხიხანის ხეობაში არსებული ისტორიულ-კულტურული ღირშესანიშნაობები დაათვალიერეს, მოინახულეს სხალთის მამათა მონასტერი, შერიფ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმი, დალაშქრეს ხიხანის ციხე და გაეცნენ სოფელ ხიხაძირში არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლების სერვისებს. მეორე დღეს კი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები და გიდები ხიხაძირიდან თეთრობის იაილების გავლით, რომელიც მთლიანად ალპურ ზონაში გადის, კურორტ ბეშუმში გაემგზავრნენ, სადაც ყოველწლიურ სახალხო დღესასწაულს "შუამთობა" დაესწრნენ.

ინფოტურის მონაწილეებმა ასევე დაათვალიერეს გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი და იქ გარსებულ და დაგეგმილ სერვისებს გაეცნენ. ორდღიანი გაცნობითი ტური მთიანაჭარაში მწვანე ტბის მონახულებით დასრულდა, რომელიც ტურისტებისთვის მიმზიდველი ღირსშესანიშნაობაა.

ამჟამად, მიმდინარეობს მწვანე ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და ტბის ირგვლივ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.

„აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მთიანაჭარის ტურისტული მარშრუტების განვითარებასა და პოპულარიზაციას წლის ბოლომდე გააგრძელებს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი