პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისრაელში საქართველოს ახალი ელჩი ჰყავს
ისრაელში საქართველოს ახალი ელჩი ჰყავს

ის­რა­ელ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან ელ­ჩად პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი, ლაშა ჟვა­ნია და­ი­ნიშ­ნა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ლაშა ჟვა­ნი­ას აქვს მდი­და­რი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა.

"1995 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა პო­ზი­ცი­ებ­ზე საქ­მი­ა­ნობ­და სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­ურ სამ­სა­ხურ­ში, მათ შო­რის 2004 წელს გახ­ლდათ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, შო­რის 2005-2008 წლებ­ში ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფო­ში და კვიპ­რო­სის რეს­პუბ­ლი­კა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელჩი. ად­რე­ულ წლებ­ში დიპ­ლო­მა­ტი­ურ სამ­სა­ხურ­ში იგი საქ­მი­ა­ნობ­და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პო­ლი­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის სამ­ხრეთ და აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ის სამ­მარ­თვე­ლოს მე­სა­მე მდივ­ნად, ასე­ვე გახ­ლდათ აფ­რი­კის, ავ­სტრა­ლი­ი­სა და ოკე­ა­ნე­თის ქვეყ­ნე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს მე­სა­მე მდი­ვა­ნი და დსთ-ს ქვეყ­ნე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მრა­ვალ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს მე­ო­რე მდივ­ნად, ასე­ვე ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფო­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­ში პირ­ვე­ლი მდი­ვა­ნი შემ­დეგ კი კონ­სუ­ლი.

„ლაშა ჟვა­ნი­ას აქვს სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­ში მუ­შა­ო­ბის მდი­და­რი გა­მოც­დი­ლე­ბა. 2018 წლის დე­კემ­ბრი­დან 2019 წლის მა­ი­სამ­დე მუ­შა­ობ­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სად. 2008-2009 წლებ­ში გახ­ლდათ სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრი, 2002-2003 წლებ­ში გახ­ლდათ სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, 2002-2003 წლებ­ში ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი საბ­ჭოს წევ­რი. 2008 წელს გახ­ლდათ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე.

2009-2018 წლებ­ში იყო სა­კონ­სულ­ტა­ციო და ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მარ­თვის კომ­პა­ნია Global Uni Group, დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი.

2010 წლი­დან დღემ­დე არის სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია მე­ო­რეს კულ­ტუ­რის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და სუ­ლი­ე­რე­ბის აღორ­ძი­ნე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფონ­დის მთა­ვა­რი მე­ნე­ჯე­რი.

2004 წელს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელ­ჩის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი რან­გი“, -აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

ისრაელში საქართველოს ახალი ელჩი ჰყავს

ისრაელში საქართველოს ახალი ელჩი ჰყავს

ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ლაშა ჟვანია დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლაშა ჟვანიას აქვს მდიდარი დიპლომატიური გამოცდილება.

"1995 წლიდან მოყოლებული სხვადასხვა პოზიციებზე საქმიანობდა საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში, მათ შორის 2004 წელს გახლდათ საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილე, შორის 2005-2008 წლებში ისრაელის სახელმწიფოში და კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. ადრეულ წლებში დიპლომატიურ სამსახურში იგი საქმიანობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიის სამმართველოს მესამე მდივნად, ასევე გახლდათ აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების სამმართველოს მესამე მდივანი და დსთ-ს ქვეყნების დეპარტამენტის მრავალმხრივი ურთიერთობების სამმართველოს მეორე მდივნად, ასევე ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოში პირველი მდივანი შემდეგ კი კონსული.

„ლაშა ჟვანიას აქვს სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის მდიდარი გამოცდილება. 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის მაისამდე მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად. 2008-2009 წლებში გახლდათ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, 2002-2003 წლებში გახლდათ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, 2002-2003 წლებში ანტიკორუფციული საბჭოს წევრი. 2008 წელს გახლდათ საქართველოს პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე.

2009-2018 წლებში იყო საკონსულტაციო და ინვესტიციების მართვის კომპანია Global Uni Group, დამფუძნებელი.

2010 წლიდან დღემდე არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეს კულტურის, მეცნიერებისა და სულიერების აღორძინებისა და განვითარების საერთაშორისო ფონდის მთავარი მენეჯერი.

2004 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

თინა ბოკუჩავა და ელენე ხოშტარია პარლამენტის იურიდიულ კომიტეტზე ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბებით მივიდნენ

გიორგი მარგველაშვილი - "ვუბრუნდები აქტიურ პოლიტიკას"

21 თებერვალს მიხეილ კალანდია სასამართლოს დარბაზიდან უნდა გათავისუფლდეს - იგი მაღალი ხარისხის პროკურორი გახდება - ადვოკატი