ავტორი:

"რუსთავი 2"-ის ახალი გენერალური დირექტორი ტელეკომპანიაში მივიდა

"რუსთავი 2"-ის ახალი გენერალური დირექტორი ტელეკომპანიაში მივიდა

"რუსთავი 2"-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია ტელეკომპანიაში მივიდა. როგორც სალიამ შენობაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მას სურს ტელეკომპანიის მენეჯმენტს და თანამშრომლებს შეხვდეს.

"გუშინაც ამ მიზნით მოვედი, რომ დამეწყო გაცნობა კომპანიაში არსებული ვითარების, პირველ რიგში გამეგო თანამშრომლების ვინაობა და შემდგომ შევხვედროდი ყველას უკლებრივ, გამეცნო ყველა თანამშრომელი და პარალელურად დამეწყო იმ საკითხებზე მუშაობა, რაც აუცილებელია კომპანიის შეუფერხებელი საქმიანობისთვის. დღესაც იგივე მიზნით ვარ. გუშინ განმიცხადეს, რომ სამუშაო საათები დასრულებული იყო და ის ადამიანები, ვინც ამ ფუნქციებს ასრულებდნენ, წასულები იყვნენ. შესაბამისად, მოვედი ისეთ დროს როცა ვვარაუდობ, რომ ყველა ადგილზე უნდა იყოს. შევალ და გავესაუბრები", - განუცხადა პაატა სალიამ ჟურნალისტებს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები