ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა ის საქართველოში დაპატიჟა . უცხოური სიანფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, ამის შესახებ ლუკაშენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ეს მიწვევა ლუკაშენკომ სააკაშვილისგან უკრაინაში შეხვედრის ფარგლებში მიიღო.
"ეს შეხვედრა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული არ ყოფილა. ჩვენ ვინმეს წინააღმდეგ კოალიციას არ ვქმნით", - აღნიშნა ლუკაშენკომ.