ავტორი:

"მინდა შეგახსენოთ, რომ გროზნოდან თბილისამდე სულ 200 კილომეტრია..." - რამზან კადიროვი

"მინდა შეგახსენოთ, რომ გროზნოდან თბილისამდე სულ 200 კილომეტრია..." - რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ შეშფოთებით ადევნებს თვალს თბილისში მიმდინარე მოვლენებს.

„მინდა შეგახსენოთ, რომ გროზნოდან თბილისამდე სულ 200 კილომეტრია. რუსეთში, არაოფიციალური მონაცემებით, თითქმის მილიონი ქართველია. ჩვენ ხალხებს მეგობრობის და ერთიანობის საუკუნეობრივი კავშირი აქვთ“, - კადიროვის კომენტარს ტელეგრამში „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

კადიროვმა ივარაუდა, რომ ანტირუსი რადიკალების გამო ქართული პლაჟები, რესტორნები, კაფეები და სასტუმროები დაცარიელდება. კადიროვის აზრით, რუსებს და ქართველებს „ათასობით მიზეზი აქვთ მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის და არც ერთი მიზეზი ერთმანეთის სიძულვილისათვის“.

ჩეჩნეთის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ ქართველი „პოლიტიკანები“ რუსეთის წინააღმდეგ განაწყვეს დასავლეთისგან წაქეზებულმა ძალებმა.

„ქალბატონი პრეზიდენტი (სალომე ზურაბიშვილი) ძალიან ცდება. სწორედ რუსეთია დაინტერესებული იმით, რომ საქართველოში იყოს მშვიდობა, ერთიანობა და თანხმობა“, - დაასკვნა კადიროვმა.

VIDEO: ავარიაში მოყოლილი ქორწილის ესკორტი გარდაბანში, სადაც სამი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახნენ - დაშავდა ნეფე-პატარძალი და კიდევ 2 ადამიანი

ჩინეთში მამაკაცი COVID-19-სგან განსხვავებული ვირუსით გარდაიცვალა - რა არის ჰანტავირუსი?

რუსეთში, კურილის კუნძულებზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა - გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე

როგორ ამტკიცებენ მეცნიერები, რომ ახალი კორონავირუსი ხელოვნურად შექმნილი არ არის?