მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს: დაკავებულია აქციის 305 მონაწილე
შსს: დაკავებულია აქციის 305 მონაწილე

რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე სხვა­დას­ხვა სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლია აქ­ცი­ის 305 მო­ნა­წი­ლე,- ამის შე­სა­ხებ შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ვლა­დი­მერ ბორ­ცვა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ გა­ნა­ცხა­და, აქ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას და შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში ჯან­მრთე­ლო­ბის სხვა­დას­ხვა ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღეს, რო­გორც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა, ისე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა. გა­ნად­გურ­და სა­პო­ლი­ციო ტექ­ნი­კაც.

მი­სი­ვე თქმით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 225-ე მუხ­ლით, რაც ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ან მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას გუ­ლის­ხმობს.

„რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, გუ­შინ პარ­ლა­მენ­ტის წინ გა­ი­მარ­თა აქ­ცია. თავ­და­პირ­ვე­ლად აღ­ნიშ­ნუ­ლი აქ­ცია ატა­რებ­და მშვი­დო­ბი­ან ხა­სი­ათს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა ნა­წი­ლი ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით და პო­ლი­ცი­ე­ლებ­ზე ჯგუ­ფუ­რი თავ­დას­ხმით შე­ე­ცა­და პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის შტურ­მით აღე­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, აქ­ცია გას­ცდა გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის და მშვი­დო­ბი­ა­ნი შეკ­რე­ბის კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ფარ­გლებს და მი­ი­ღო აშ­კა­რად ძა­ლა­დობ­რი­ვი ხა­სი­ა­თი.

მი­უ­ხე­და­ვად სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან არა­ერ­თი მო­წო­დე­ბი­სა, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გა­ნაგ­რძობ­დნენ პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის შტურ­მით აღე­ბის და შე­ნო­ბა­ში შეჭ­რის მცდე­ლო­ბას, სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბის - ხელ­კე­ტე­ბის, რკი­ნის კონ­სტრუქ­ცი­ე­ბის, ქვე­ბის, ბლაგ­ვი საგ­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, ფი­ზი­კუ­რად ჯგუ­ფუ­რად უს­წორ­დე­ბოდ­ნენ პო­ლი­ცი­ე­ლებს, უწევ­დნენ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას და არ ემორ­ჩი­ლე­ბოდ­ნენ მათ კა­ნო­ნი­ერ მო­თხოვ­ნას, ახ­დენ­დნენ პო­ლი­ცი­ელ­თა გა­ნი­ა­რა­ღე­ბას და არ­თმევ­დნენ მათ შე­სა­ბა­მის აღ­ჭურ­ვი­ლო­ბას. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა ნა­წი­ლის მხრი­დან ად­გი­ლი ჰქონ­და მარ­თლწეს­რი­გის მა­სობ­რივ დარ­ღვე­ვას, რაც მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და.

პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში შეჭ­რის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის აღ­დგე­ნის, აქ­ცი­ის სა­მარ­თლებ­რივ ჩარ­ჩო­ებ­ში დაბ­რუ­ნე­ბის, პო­ლი­ცი­ე­ლებ­ზე თავ­დას­ხმის მო­გე­რი­ე­ბის და მარ­თლწეს­რი­გის ჯგუ­ფუ­რი დარ­ღვე­ვის აღ­საკ­ვე­თად, პო­ლი­ცია იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა „პო­ლი­ცი­ის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იძუ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი - ცრემლსა­დე­ნი გაზი, არა­ლე­ტა­ლუ­რი ია­რა­ღი და წყლის ჭავ­ლი. ამას­თან, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და თან­მიმ­დევ­რუ­ლად, მომ­დი­ნა­რე საფრ­თხე­ე­ბის პრო­პორ­ცი­უ­ლად. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა, ძა­ლა­დობ­რი­ვი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­სა­ნე­იტ­რა­ლებ­ლად, ცრემლსა­დე­ნი გაზი გა­მო­ი­ყე­ნეს.

მას შემ­დეგ, რაც აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის დაძ­ლე­ვა და მარ­თლწეს­რი­გის ჯგუ­ფუ­რი დარ­ღვე­ვის აღ­კვე­თა გახ­და შე­უძ­ლე­ბე­ლი, პო­ლი­ცია იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა სხვა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი - არა­ლე­ტა­ლუ­რი ია­რა­ღი და წყლის ჭავ­ლი. აქ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას და შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში ჯან­მრთე­ლო­ბის სხვა­დას­ხვა ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღეს, რო­გორც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა, ისე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა. გა­ნად­გურ­და სა­პო­ლი­ციო ტექ­ნი­კაც. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის ნა­წი­ლი მკურ­ნა­ლო­ბას აგ­რძე­ლებს სხვა­დას­ხვა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში.

მი­უ­ხე­და­ვად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­სა, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა აგ­რე­სი­უ­ლი ნა­წი­ლი მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნაგ­რძობ­და სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვას. მათ გამ­თე­ნი­ი­სას გა­ა­ნად­გუ­რეს პო­ლი­ცი­ის და მო­ქა­ლა­ქე­თა ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი და და­არ­ბი­ეს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე კერ­ძო სა­კუთ­რე­ბის ობი­ექ­ტე­ბი.

სხვა­დას­ხვა სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლია აქ­ცი­ის 305 მო­ნა­წი­ლე. ამას­თან, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 225-ე მუხ­ლით, რაც ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ან მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას გუ­ლის­ხმობს. გა­მო­ძი­ე­ბა შე­ის­წავ­ლის თი­თო­ე­ულ ძა­ლა­დობ­რივ ინ­ცი­დენტს. ასე­ვე, სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბა მი­ე­ცე­მა იმ პირ­თა ქმე­დე­ბას, რო­მელ­თა ორ­გა­ნი­ზე­ბით და აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მშვი­დო­ბი­ა­ნი აქ­ცია ძა­ლა­დობ­რი­ვად გარ­და­იქ­მნა. ამას­თა­ნა­ვე, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა მხრი­დან ად­გი­ლი ჰქონ­და ცალ­კე­ულ კონ­კრე­ტულ გა­დაც­დო­მებს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო აღ­ნიშ­ნულს შე­ის­წავ­ლის“,- ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ავტორი:

შსს: დაკავებულია აქციის 305 მონაწილე

შსს: დაკავებულია აქციის 305 მონაწილე

რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის დაკავებულია აქციის 305 მონაწილე,- ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, აქციის მიმდინარეობისას და შემდგომ პერიოდში ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღეს, როგორც აქციის მონაწილეებმა, ისე სამართალდამცავებმა. განადგურდა საპოლიციო ტექნიკაც.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გუშინ პარლამენტის წინ გაიმართა აქცია. თავდაპირველად აღნიშნული აქცია ატარებდა მშვიდობიან ხასიათს. მოგვიანებით აქციის მონაწილეთა ნაწილი ძალადობის გამოყენებით და პოლიციელებზე ჯგუფური თავდასხმით შეეცადა პარლამენტის შენობის შტურმით აღებას. შესაბამისად, აქცია გასცდა გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო აშკარად ძალადობრივი ხასიათი.

მიუხედავად სამინისტროს მხრიდან არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ პარლამენტის შენობის შტურმით აღების და შენობაში შეჭრის მცდელობას, სხვადასხვა საშუალების - ხელკეტების, რკინის კონსტრუქციების, ქვების, ბლაგვი საგნების გამოყენებით, ფიზიკურად ჯგუფურად უსწორდებოდნენ პოლიციელებს, უწევდნენ წინააღმდეგობას და არ ემორჩილებოდნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, ახდენდნენ პოლიციელთა განიარაღებას და ართმევდნენ მათ შესაბამის აღჭურვილობას. აქციის მონაწილეთა ნაწილის მხრიდან ადგილი ჰქონდა მართლწესრიგის მასობრივ დარღვევას, რაც მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.

პარლამენტის შენობაში შეჭრის თავიდან აცილების, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის, აქციის სამართლებრივ ჩარჩოებში დაბრუნების, პოლიციელებზე თავდასხმის მოგერიების და მართლწესრიგის ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად, პოლიცია იძულებული გახდა გამოეყენებინა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულების სპეციალური საშუალებები - ცრემლსადენი გაზი, არალეტალური იარაღი და წყლის ჭავლი. ამასთან, აღნიშნული საშუალებების გამოყენება განხორციელდა თანმიმდევრულად, მომდინარე საფრთხეების პროპორციულად. სამართალდამცავებმა, ძალადობრივი წინააღმდეგობის გასანეიტრალებლად, ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

მას შემდეგ, რაც აღნიშნული საშუალებით წინააღმდეგობის დაძლევა და მართლწესრიგის ჯგუფური დარღვევის აღკვეთა გახდა შეუძლებელი, პოლიცია იძულებული გახდა გამოეყენებინა სხვა სპეციალური საშუალებები - არალეტალური იარაღი და წყლის ჭავლი. აქციის მიმდინარეობისას და შემდგომ პერიოდში ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღეს, როგორც აქციის მონაწილეებმა, ისე სამართალდამცავებმა. განადგურდა საპოლიციო ტექნიკაც. დაზარალებულების ნაწილი მკურნალობას აგრძელებს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში.

მიუხედავად გამოყენებული საშუალებებისა, აქციის მონაწილეთა აგრესიული ნაწილი მთელი ღამის განმავლობაში განაგრძობდა სამართალდარღვევას. მათ გამთენიისას გაანადგურეს პოლიციის და მოქალაქეთა ავტომანქანები და დაარბიეს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე კერძო საკუთრების ობიექტები.

სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის დაკავებულია აქციის 305 მონაწილე. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. გამოძიება შეისწავლის თითოეულ ძალადობრივ ინციდენტს. ასევე, სამართლებრივი შეფასება მიეცემა იმ პირთა ქმედებას, რომელთა ორგანიზებით და აქტიური მონაწილეობით მშვიდობიანი აქცია ძალადობრივად გარდაიქმნა. ამასთანავე, იმ შემთხვევაში თუ სამართალდამცავთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ცალკეულ კონკრეტულ გადაცდომებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულს შეისწავლის“,- ნათქვამია განცხადებაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს