მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზაქარია ქუცნაშვილი პარლამენტს ტოვებს
ზაქარია ქუცნაშვილი პარლამენტს ტოვებს

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტატ­მა ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვილ­მა სა­დე­პუ­ტა­ტო მან­და­ტის შე­წყვე­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

რო­გორც მან „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, ის პარ­ლა­მენტს ტო­ვებს და შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვეტ­ლე­ბით, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს მი­მარ­თავს.

„სა­მო­ქა­ლა­ქო მშვი­დო­ბა და თან­ხმო­ბა გა­ცი­ლე­ბით უფრო ღი­რე­ბუ­ლია, ვიდ­რე პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის მან­და­ტი“, - გა­ნუ­ცხა­და „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, გუ­შინ სა­ქარ­თვე­ლომ მთელს მსოფ­ლი­ოს და­ა­ნა­ხა, რომ ოკუ­პა­ცი­ას არ შე­ე­გუ­ე­ბა:

“ეს იყო ჩემი მი­ზა­ნი და ამი­ტო­მაც მე­გო­ნა, რომ ოპო­ზი­ცია და პო­ზი­ცია ამას ყვე­ლა ერ­თად ვი­ზე­ი­მებ­დით, ნაც­ვლად იმი­სა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­მარ­თლი­ა­ნი პრო­ტეს­ტი მერ­კან­ტი­ლურ ინ­ტე­რე­სებ­ში გა­და­ე­ზარ­დათ და ძა­ლა­დობ­რი­ვი აქ­ცი­ი­სა­კენ მო­ე­წო­დე­ბი­ნათ“ - გა­ნა­ცხა­და ქუც­ნაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, ქუც­ნაშ­ვი­ლი მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტთა­შო­რი­სო ასამ­ბლე­ა­ში ქარ­თულ დე­ლე­გა­ცი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. შე­სა­ბა­მი­სად, ის ერთ-ერთი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი იყო თბი­ლის­ში გა­მარ­თუ­ლი სე­სი­ი­სა, რო­მე­ლიც საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის მი­ზე­ზი გახ­და.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი რუსი დე­პუ­ტა­ტის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას და სერ­გეი გავ­რი­ლო­ვის მიერ, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის სა­ვარ­ძლის და­კა­ვე­ბას აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ. პარ­ლა­მენ­ტის წინ სი­ტუ­ა­ცია 20 ივ­ნისს, და­ახ­ლო­ე­ბით 22:00 სა­ათ­ზე და­ი­ძა­ბა, მას შემ­დეგ, რაც დე­მონ­სტრან­ტე­ბი პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის შე­სას­ვლე­ლის­კენ და­იძ­რნენ. მათ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მი­სა­მარ­თით ცრემლსა­დე­ნი გაზი, რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბი და წყლის ჭავ­ლი გა­მო­ი­ყე­ნეს.

ავტორი:

ზაქარია ქუცნაშვილი პარლამენტს ტოვებს

ზაქარია ქუცნაშვილი პარლამენტს ტოვებს

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ის პარლამენტს ტოვებს და შესაბამისი გადაწყვეტლებით, საკანონმდებლო ორგანოს მიმართავს.

„სამოქალაქო მშვიდობა და თანხმობა გაცილებით უფრო ღირებულია, ვიდრე პარლამენტის წევრის მანდატი“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ზაქარია ქუცნაშვილმა.

მისივე თქმით, გუშინ საქართველომ მთელს მსოფლიოს დაანახა, რომ ოკუპაციას არ შეეგუება:

“ეს იყო ჩემი მიზანი და ამიტომაც მეგონა, რომ ოპოზიცია და პოზიცია ამას ყველა ერთად ვიზეიმებდით, ნაცვლად იმისა, რომ საზოგადოების სამართლიანი პროტესტი მერკანტილურ ინტერესებში გადაეზარდათ და ძალადობრივი აქციისაკენ მოეწოდებინათ“ - განაცხადა ქუცნაშვილმა.

ცნობისთვის, ქუცნაშვილი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა. შესაბამისად, ის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო თბილისში გამართული სესიისა, რომელიც საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეები რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლას და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას აპროტესტებდნენ. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. მათ აქციის მონაწილეების მისამართით ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები