მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტოჩინოშინი საქართველოში ჩამოვიდა
ტოჩინოშინი საქართველოში ჩამოვიდა

ქარ­თვე­ლი სუ­მო­ის­ტი ლე­ვან გორ­გა­ძე(ტო­ჩი­ნო­ში­ნი) თბი­ლის­ში ჩა­მო­ვი­და. სუ­მო­ისტს თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი დახ­ვდნენ. ტო­ჩი­ნო­შინს სიმ­ღე­რით შეხ­ვდნენ. ტო­ჩი­ნო­შინ­მა ქარ­თველ გულ­შე­მატ­კივ­რებს მად­ლო­ვა გა­და­უ­ხა­და და აღ­ნიშ­ნა, რომ მხარ­და­ჭე­რა მის­თის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

ლე­ვან გორ­გა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ ოძე­კის წო­დე­ბა და­იბ­რუ­ნა, რაც შე­ე­ხე­ბა ჩემ­პი­ო­ნო­ბას, ტო­ჩი­ნო­ში­ნი მის დაბ­რუ­ნე­ბას მო­მა­ვა­ლი წლის­თვის იმე­დოვ­ნებს.

„ამ­დენ­წლი­ა­ნი გულ­შე­მატ­კივ­რო­ბის­თვის მინ­და ყვე­ლას დიდი მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ. მარ­თლაც ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლი მა­ი­სის ბაშო მქონ­და, და­საბ­რუ­ნე­ბე­ლი გვქონ­და ოძე­კის წო­დე­ბა, ტი­ტუ­ლი. ჩვენ­და სა­სი­კე­თოდ მოხ­და ისე, რომ წო­დე­ბა და­ვიბ­რუ­ნეთ, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ, ჩემ­პი­ო­ნო­ბა დავ­კარ­გეთ.“ - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან გორ­გა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა ნაცუ ბა­შოს მე-13 დღეს მომ­ხდარ ინ­ცი­დენტს, რომ­ლის შე­დე­გა­დაც, მსა­ჯე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ქარ­თვე­ლი სუ­მო­ის­ტი ასა­ნო­ი­ა­მას­თან ბრძო­ლა­ში და­მარ­ცხე­ბუ­ლად გა­მო­ა­ცხა­დეს, ლე­ვან გორ­გა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ ეს მსა­ჯე­ბის შეც­დო­მა იყო, რო­მელ­საც აღა­რა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა.

„შეც­დო­მა და­უშ­ვეს. სი­მარ­თლე ვთქვათ, მსა­ჯე­ბის შეც­დო­მა იყო, მაგ­რამ ალ­ბათ, ასე­თი რა­ღაც ყო­ველ­თვის, ყვე­ლა სპორ­ტში ხდე­ბა და ამას არა­ფე­რი აღარ ეშ­ვე­ლე­ბა. რა ვუ­ყოთ, მო­მა­ვა­ლი წინ არის.“ - აღ­ნიშ­ნა ლე­ვან გორ­გა­ძემ.

ტო­ჩი­ნო­ში­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე დღით დარ­ჩე­ბა, რომ­ლის შემ­დე­გაც, ის ია­პო­ნი­ა­ში დაბ­რუნ­დე­ბა.

00:00 / 00:00
ავტორი:

ტოჩინოშინი საქართველოში ჩამოვიდა

ტოჩინოშინი საქართველოში ჩამოვიდა

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე(ტოჩინოშინი) თბილისში ჩამოვიდა. სუმოისტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები და ახლობლები დახვდნენ. ტოჩინოშინს სიმღერით შეხვდნენ. ტოჩინოშინმა ქართველ გულშემატკივრებს მადლოვა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მხარდაჭერა მისთის ძალიან მნიშვნელოვანია.

ლევან გორგაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ოძეკის წოდება დაიბრუნა, რაც შეეხება ჩემპიონობას, ტოჩინოშინი მის დაბრუნებას მომავალი წლისთვის იმედოვნებს.

„ამდენწლიანი გულშემატკივრობისთვის მინდა ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ. მართლაც ძალიან დაძაბული მაისის ბაშო მქონდა, დასაბრუნებელი გვქონდა ოძეკის წოდება, ტიტული. ჩვენდა სასიკეთოდ მოხდა ისე, რომ წოდება დავიბრუნეთ, თუმცა სამწუხაროდ, ჩემპიონობა დავკარგეთ.“ - განაცხადა ლევან გორგაძემ.

რაც შეეხება ნაცუ ბაშოს მე-13 დღეს მომხდარ ინციდენტს, რომლის შედეგადაც, მსაჯების გადაწყვეტილებით, ქართველი სუმოისტი ასანოიამასთან ბრძოლაში დამარცხებულად გამოაცხადეს, ლევან გორგაძემ აღნიშნა, რომ ეს მსაჯების შეცდომა იყო, რომელსაც აღარაფერი ეშველება.

„შეცდომა დაუშვეს. სიმართლე ვთქვათ, მსაჯების შეცდომა იყო, მაგრამ ალბათ, ასეთი რაღაც ყოველთვის, ყველა სპორტში ხდება და ამას არაფერი აღარ ეშველება. რა ვუყოთ, მომავალი წინ არის.“ - აღნიშნა ლევან გორგაძემ.

ტოჩინოშინი საქართველოში რამდენიმე დღით დარჩება, რომლის შემდეგაც, ის იაპონიაში დაბრუნდება.

"სიჩუმე აღარ მგონია სწორი, ამიტომ სიცხადის შემოტანის მიზნით განვმარტავ..." - რას წერს ნიკა ვაჩეიშვილი გელათთან დაკავშირებით და როგორ პასუხობს წულუკიანს?

"ეს არის მტერზე გამარჯვების კიდევ ერთი ნიშანი" - საქართველოს შეიარაღებული ძალების ბოლო მთავარსარდალი პრემიერის ძალისხმევით ქართულ მიწას უბრუნდება

ქუჩები თბილისში, სადაც 26 მაისის ღონისძიებების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება