პოლიტიკა
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანაკლიის პორტი - სავაჭროდაც და საომრადაც?!
ანაკლიის პორტი - სავაჭროდაც და საომრადაც?!

ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლის ბლო­გი

რა­ტომ არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი აშშ სა­ქარ­თვე­ლო­ში ანაკ­ლი­ის პორ­ტის აშე­ნე­ბით ასე ძლი­ერ?

აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა მაიკ პომ­პე­ომ 11 ივ­ნისს, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ მა­მუ­კა ბახ­ტა­ძეს­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­მარ­თულ ერ­თობ­ლივ ბრი­ფინგზე იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ ანაკ­ლი­ის პორ­ტის პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას საფრ­თხე არ შე­ექ­მნე­ბა და აღ­ნიშ­ნა, რომ "პორ­ტის პრო­ექ­ტი თა­ვი­დან აა­რი­დებს სა­ქარ­თვე­ლოს რუ­სე­თი­სა და ჩი­ნე­თის ეკო­ნო­მი­კის ზე­გავ­ლე­ნას, ვი­ნა­ი­დან მათ არ აქვთ კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბი მთე­ლი გუ­ლით".

ის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რი ქვეყ­ნის ერთ-ერთი მთა­ვა­რი პირი ასე ღიად ინ­ტე­რეს­დე­ბა­ერ­თი შე­ხედ­ვით, მეტ­წი­ლად კერ­ძო კო­მერ­ცი­უ­ლი პრო­ექ­ტის აუ­ცი­ლე­ბე­ლი და სას­წრა­ფო გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით, ბევრ კი­თხვას აღ­ძრავს...

ამ კი­თხვებს შო­რის მთა­ვა­რი კი ალ­ბათ შემ­დე­გია-მო­მა­ვალ ანაკ­ლი­ის პორ­ტს მარ­ტო სა­ვაჭ­რო ფუნ­ქცი­ე­ბი როდი და­ე­კის­რე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, მან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დატ­ვირ­თვა უნდა მი­ი­ღოს რე­გი­ონ­ში უსაფრ­თხო­ე­ბის გა­სამ­ტკი­ცებ­ლა­დაც...

სატ­რან­სპორ­ტო კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა დიდ­წი­ლად გან­სა­ზღვრავს ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ სიძ­ლი­ე­რეს. თუ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო და სარ­კი­ნიგ­ზო გზე­ბი გამ­ტა­რი­ა­ნო­ბით ფას­დე­ბა, აე­როდ­რო­მე­ბის დონე კი ასაფ­რენ-და­საფ­რე­ნი ზო­ლის სიგ­რძი­თა და ბე­ტო­ნის საფ­რის სის­ქით, სა­ზღვაო პორ­ტე­ბი ნავ­მი­სად­გო­მე­ბის სიგ­რძი­თა და რა­ო­დე­ნო­ბით ფა­სობს. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რამ­დე­ნად ღრმაა ნავ­მი­სად­გომ­თან ზღვის სიღ­რმე.

სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ის­თვის ორი სა­ზღვაო პორ­ტი­ღა დარ­ჩა ბა­თუმ­სა და ფოთ­ში, მაგ­რამ მათი სიღ­რმე­ე­ბი მხო­ლოდ ათ მეტ­რამ­დეა , რა­ცარ კმა­რა რო­გორც დიდი წყალ­წყვის სა­ო­კე­ა­ნე ტან­კე­რე­ბი­სა და მშრალტვირ­თმზი­დი გე­მე­ბის ნავ­მი­სად­გო­მებ­თან მი­სა­ღე­ბად, ისე კრე­ი­სე­რის ტი­პის სამ­ხედ­რო ხო­მალ­დე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის.

ანაკ­ლი­ა­ში ახა­ლი პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბი­სას და­ა­ნონსდა, რომ ნავ­მი­სად­გო­მებ­თან ზღვის სიღ­რმემ შე­იძ­ლე­ბა 20 მეტრსაც მი­აღ­წი­ოს, რაც ყო­ველ­გვარ შე­ზღუდ­ვას მო­უხ­სნის ნე­ბის­მი­ე­რი წყალ­წყვის მცუ­რავ სა­შუ­ა­ლე­ბას, თვით 100 - ათას­ტო­ნი­ან წყალ­წყვის ატო­მურ ავი­ა­მზიდ­საც კი, რო­მე­ლიც წყალ­ში 12 მეტ­რი­თაა ჩა­სუ­ლი.

თუმ­ცა მონ­ტროს კონ­ვენ­ცი­ის თა­ნახ­მად, თურ­ქე­თი შავ ზღვა­ში ატო­მურს კი არა, ჩვე­უ­ლებ­რივძრა­ვი­ან ავი­ა­მზი­დებ­საც არ შე­მო­უშ­ვებს, მაგ­რამ, მე­ო­რე მხრივ, კრე­ი­სე­რის ტი­პის ხო­მალ­დე­ბი, რო­მელ­თა წყალ­ში­გი (იგი­ვე ჩაჯ­დო­მა) 9-10 მეტ­რია, ანაკ­ლი­ის პორ­ტში რო­გორც თევ­ზი წყალ­ში, ისე იგ­რძნო­ბენ თავს. იხი­ლეთ ვრცლად

ავტორი:

ანაკლიის პორტი - სავაჭროდაც და საომრადაც?!

ანაკლიის პორტი - სავაჭროდაც და საომრადაც?!

ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

რატომ არის დაინტერესებული აშშ საქართველოში ანაკლიის პორტის აშენებით ასე ძლიერ?

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ 11 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე იმედი გამოთქვა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას საფრთხე არ შეექმნება და აღნიშნა, რომ "პორტის პროექტი თავიდან აარიდებს საქართველოს რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკის ზეგავლენას, ვინაიდან მათ არ აქვთ კეთილი სურვილები მთელი გულით".

ის, რომ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პირი ასე ღიად ინტერესდებაერთი შეხედვით, მეტწილად კერძო კომერციული პროექტის აუცილებელი და სასწრაფო განხორციელებით, ბევრ კითხვას აღძრავს...

ამ კითხვებს შორის მთავარი კი ალბათ შემდეგია-მომავალ ანაკლიის პორტს მარტო სავაჭრო ფუნქციები როდი დაეკისრება, სავარაუდოდ, მან მნიშვნელოვანი დატვირთვა უნდა მიიღოს რეგიონში უსაფრთხოების გასამტკიცებლადაც...

სატრანსპორტო კომუნიკაციების განვითარება დიდწილად განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერეს. თუ საავტომობილო და სარკინიგზო გზები გამტარიანობით ფასდება, აეროდრომების დონე კი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძითა და ბეტონის საფრის სისქით, საზღვაო პორტები ნავმისადგომების სიგრძითა და რაოდენობით ფასობს. ასევე მნიშვნელოვანია, რამდენად ღრმაა ნავმისადგომთან ზღვის სიღრმე.

საქართველოს დღეისთვის ორი საზღვაო პორტიღა დარჩა ბათუმსა და ფოთში, მაგრამ მათი სიღრმეები მხოლოდ ათ მეტრამდეა , რაცარ კმარა როგორც დიდი წყალწყვის საოკეანე ტანკერებისა და მშრალტვირთმზიდი გემების ნავმისადგომებთან მისაღებად, ისე კრეისერის ტიპის სამხედრო ხომალდების მომსახურებისთვის.

ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობისას დაანონსდა, რომ ნავმისადგომებთან ზღვის სიღრმემ შეიძლება 20 მეტრსაც მიაღწიოს, რაც ყოველგვარ შეზღუდვას მოუხსნის ნებისმიერი წყალწყვის მცურავ საშუალებას, თვით 100 - ათასტონიან წყალწყვის ატომურ ავიამზიდსაც კი, რომელიც წყალში 12 მეტრითაა ჩასული.

თუმცა მონტროს კონვენციის თანახმად, თურქეთი შავ ზღვაში ატომურს კი არა, ჩვეულებრივძრავიან ავიამზიდებსაც არ შემოუშვებს, მაგრამ, მეორე მხრივ, კრეისერის ტიპის ხომალდები, რომელთა წყალშიგი (იგივე ჩაჯდომა) 9-10 მეტრია, ანაკლიის პორტში როგორც თევზი წყალში, ისე იგრძნობენ თავს. იხილეთ ვრცლად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ