პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"200 დოლარით წავედი ამერიკაში..." - როგორია ნინი შერმადინის ცხოვრება შორეულ ემიგრაციაში
"200 დოლარით წავედი ამერიკაში..." - როგორია ნინი შერმადინის ცხოვრება შორეულ ემიგრაციაში

ნინი შერ­მა­დი­ნი იმ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რი­ცხვს ეკუთ­ვნის, რო­მე­ლიც ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­ვი­და და ახლა ორ ქვე­ყა­ნას შო­რის უწევს მოგ­ზა­უ­რო­ბა. ნინი ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს და რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტია. თბი­ლის­ში მას შვი­ლი ჰყავს, შე­სა­ბა­მი­სად, სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში ხში­რად უწევს ჩა­მოს­ვლა. "რე­ი­ტინ­გი" ნინი შერ­მა­დინს ერთ-ერთ ბარ­ში შეხ­ვდა და მას­თან ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა.

- ნინი, რო­დის და რა­ტომ დაბ­რუნ­დი თბი­ლის­ში?

- 14 მა­ისს დავ­ბრუნ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში, პირ­ვე­ლი მი­ზე­ზი, რის გა­მოც ჩა­მოვ­დი­ვარ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არის ჩემი შვი­ლი და ახ­ლაც ასე იყო, ასე­ვე მინ­დო­და ჩემი მე­გობ­რის, ეკა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბის დღის­თვის სი­ურპრი­ზის გა­კე­თე­ბა. ხან­გრძლი­ვი პა­უ­ზის შემ­დეგ მე­ღირ­სა და მაქვს ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც მაია კა­ჭ­კა­ჭიშ­ვილ­მა და­მი­წე­რა და გა­დავ­წყვი­ტე ამ მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში კლი­პიც გა­და­მე­ღო. როცა სუ­ლი­ე­რი დას­ვე­ნე­ბა მინ­და, სა­ქარ­თვე­ლო­ზე კარ­გი ად­გი­ლი ჩემ­თვის არ არ­სე­ბობს.

- თქვე­ნი შვი­ლი ვის­თან ერ­თად ცხოვ­რობს?

- ჩემს მშობ­ლებ­თან ცხოვ­რობს. ახლა სა­ბუ­თებს ვუ­წეს­რი­გებ, რომ ისიც ამე­რი­კა­ში წა­ვიყ­ვა­ნო. მალე მი­ვი­ღებ ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას და ამა­სო­ბა­ში, ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლის სა­ბუ­თე­ბის გა­კე­თე­ბაც მო­ეს­წრე­ბა.

- ცნო­ბი­ლია, რომ ამე­რი­კა­ში ბან­კში მუ­შა­ობთ...

- იმ ახლა ბან­კი­დან წა­მო­ვე­დი და სხვა­გან ვი­წყებ მუ­შა­ო­ბას. Bank of america-ში გა­ვი­ა­რე გა­სა­უბ­რე­ბა და მალე პა­სუხს ვე­ლო­დე­ბი.

- ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვი, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი ვარო, რა იგუ­ლის­ხმე?

- ყვე­ლა­ფე­რი იგუ­ლის­ხმე­ბა, 24 წლის ასაკ­ში 200 დო­ლა­რით წა­ვე­დი ამე­რი­კა­ში. ჩა­ვე­დი თუ არა და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, ვი­ყა­ვი მიმ­ტა­ნი, ძიძა, ყველ­გან ვმუ­შა­ობ­დი, სა­დაც შე­მეძ­ლო ფული მე­შო­ვა. როცა ამე­რი­კა­ში ჩა­ვე­დი, სოსო თო­ლო­რა­ია, თა­მუ­ნა მი­ქა­ძე და უამ­რა­ვი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი დამ­ხვდა. შემ­დეგ გი­ორ­გი შა­ლუ­ტაშ­ვილ­მა და გეგა ოძე­ლაშ­ვილ­მა ამიყ­ვა­ნეს თა­ვის რეს­ტო­რან­ში, ჩემი წარ­მა­ტე­ბა ქარ­თველ ემიგ­რან­ტებს უკავ­შირ­დე­ბა. რითი და­ვიმ­სა­ხუ­რე ეს არ ვიცი. ოდეს­მე რა­მეს თუ მი­ვაღ­წევ, ეს იქ­ნე­ბა ქარ­თვე­ლი ემგრან­ტე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბა. მე უბ­რა­ლოდ ალ­ბათ კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად ვიქ­ცე­ვი ყვე­ლა საქ­მე­ში და ეს მი­წყობს ხელს. რაც იურ­მა­ლი­დან ჩა­მო­ვე­დი, პო­პუ­ლა­რო­ბის ზე­ნი­ტში ვი­ყა­ვი, მას შემ­დეგ არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია, მაგ­რამ ყვე­ლას ვახ­სო­ვარ. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი ვი­ზუ­ა­ლუ­რად, ვო­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, რთუ­ლი ხა­სი­ა­თე­ბი მაქვს, მარ­თა­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ, ის ვარ რაც ვარ, ბევ­რი მი­ნუ­სე­ბით და პლი­უ­სე­ბით. ყვე­ლა­ფე­რი რთუ­ლად მო­დის ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. სიმ­ღე­რის კონ­კურ­სე­ბის გარ­და არა­ფე­რი მო­მი­გია ცხოვ­რე­ბა­ში. კარ­გია ფორ­ტუ­ნა რომ არ მწყა­ლობს, ეს მო­დუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მაქვს. ბროდ­ვე­ი­ზე ამიყ­ვა­ნეს, კონ­ტრაქ­ტი გა­ვა­ფორ­მე და ჩა­ი­შა­ლა. მას შემ­დეგ ახალ გეგ­მებ­ზე ლა­პა­რა­კი მე­ში­ნია. ბევ­რჯერ მი­ფიქ­რია მოდი აღარ ვიმ­ღე­რებ-მეთ­ქი.

- ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო?

- ფი­ნან­სუ­რად სტა­ბი­ლუ­რად ვარ. უფრო ემო­ცი­უ­რი ფო­ნის ბრა­ლია ასე­თი ფიქ­რე­ბი, აკე­თებ აკე­თებ რა­ღა­ცას, სულ აღ­მას­ვლა დაღ­მას­ვლა მაქვს და სწო­რედ ამ დროს მიჩ­ნდე­ბა ეს გან­ცდა, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ჩა­ვარ­დნე­ბი მაქვს, ვამ­ბობ 30 წლის ვარ, რაღა დროს ჩემი სიმ­ღე­რაა, ბან­კში უფრო მეტი პერ­სპექტვა მაქვს-მეთ­ქი, მაგ­რამ სიმ­ღე­რის გა­რე­შე არ შე­მიძ­ლია. ახლა გა­დავ­წყვი­ტე კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ჩა­ვა­ბა­რო. მა­გა­რი მე­გო­ბა­რი მყავს დათო ღვი­ნი­ა­ნი­ძე, რო­მე­ლიც აშშ-ში მუ­სი­კა­ლურ კონ­კურ­სებს კუ­რი­რებს. მი­თხრა შენ­ნა­ი­რი ვო­კა­ლი არ უნდა იკარ­გე­ბო­დეს, ესტრა­და­ში ხო გა­ა­კე­თე ყვე­ლა­ფე­რი და კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ჩა­ა­ბა­რეო და რა­ტო­მაც არა, ჩა­ვა­ბა­რებ...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"200 დოლარით წავედი ამერიკაში..." - როგორია ნინი შერმადინის ცხოვრება შორეულ ემიგრაციაში

"200 დოლარით წავედი ამერიკაში..." - როგორია ნინი შერმადინის ცხოვრება შორეულ ემიგრაციაში

ნინი შერმადინი იმ ცნობილი ადამიანების რიცხვს ეკუთვნის, რომელიც ემიგრაციაში წავიდა და ახლა ორ ქვეყანას შორის უწევს მოგზაურობა. ნინი ამერიკაში ცხოვრობს და როგორც თავად ამბობს, წარმატებული ქართველი ემიგრანტია. თბილისში მას შვილი ჰყავს, შესაბამისად, საკუთარ ქვეყანაში ხშირად უწევს ჩამოსვლა. "რეიტინგი" ნინი შერმადინს ერთ-ერთ ბარში შეხვდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

- ნინი, როდის და რატომ დაბრუნდი თბილისში?

- 14 მაისს დავბრუნდი საქართველოში, პირველი მიზეზი, რის გამოც ჩამოვდივარ საქართველოში, არის ჩემი შვილი და ახლაც ასე იყო, ასევე მინდოდა ჩემი მეგობრის, ეკა მგალობლიშვილის დაბადების დღისთვის სიურპრიზის გაკეთება. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მეღირსა და მაქვს ქართული სიმღერა, რომელიც მაია კაჭკაჭიშვილმა დამიწერა და გადავწყვიტე ამ მოკლე პერიოდში კლიპიც გადამეღო. როცა სულიერი დასვენება მინდა, საქართველოზე კარგი ადგილი ჩემთვის არ არსებობს.

- თქვენი შვილი ვისთან ერთად ცხოვრობს?

- ჩემს მშობლებთან ცხოვრობს. ახლა საბუთებს ვუწესრიგებ, რომ ისიც ამერიკაში წავიყვანო. მალე მივიღებ ამერიკის მოქალაქეობას და ამასობაში, ჩემი ქალიშვილის საბუთების გაკეთებაც მოესწრება.

- ცნობილია, რომ ამერიკაში ბანკში მუშაობთ...

- იმ ახლა ბანკიდან წამოვედი და სხვაგან ვიწყებ მუშაობას. Bank of america-ში გავიარე გასაუბრება და მალე პასუხს ველოდები.

- ერთ-ერთ ინტერვიუში თქვი, რომ წარმატებული ქართველი ემიგრანტი ვარო, რა იგულისხმე?

- ყველაფერი იგულისხმება, 24 წლის ასაკში 200 დოლარით წავედი ამერიკაში. ჩავედი თუ არა დავიწყე მუშაობა, ვიყავი მიმტანი, ძიძა, ყველგან ვმუშაობდი, სადაც შემეძლო ფული მეშოვა. როცა ამერიკაში ჩავედი, სოსო თოლორაია, თამუნა მიქაძე და უამრავი ქართველი ემიგრანტი დამხვდა. შემდეგ გიორგი შალუტაშვილმა და გეგა ოძელაშვილმა ამიყვანეს თავის რესტორანში, ჩემი წარმატება ქართველ ემიგრანტებს უკავშირდება. რითი დავიმსახურე ეს არ ვიცი. ოდესმე რამეს თუ მივაღწევ, ეს იქნება ქართველი ემგრანტების დამსახურება. მე უბრალოდ ალბათ კეთილსინდისიერად ვიქცევი ყველა საქმეში და ეს მიწყობს ხელს. რაც იურმალიდან ჩამოვედი, პოპულარობის ზენიტში ვიყავი, მას შემდეგ არაფერი გამიკეთებია, მაგრამ ყველას ვახსოვარ. განსხვავებული ვიყავი ვიზუალურად, ვოკალური მონაცემებით, რთული ხასიათები მაქვს, მართალი ადამიანი ვარ, ის ვარ რაც ვარ, ბევრი მინუსებით და პლიუსებით. ყველაფერი რთულად მოდის ჩემს ცხოვრებაში. სიმღერის კონკურსების გარდა არაფერი მომიგია ცხოვრებაში. კარგია ფორტუნა რომ არ მწყალობს, ეს მოდუნების საშუალება არ მაქვს. ბროდვეიზე ამიყვანეს, კონტრაქტი გავაფორმე და ჩაიშალა. მას შემდეგ ახალ გეგმებზე ლაპარაკი მეშინია. ბევრჯერ მიფიქრია მოდი აღარ ვიმღერებ-მეთქი.

- ფინანსური პრობლემების გამო?

- ფინანსურად სტაბილურად ვარ. უფრო ემოციური ფონის ბრალია ასეთი ფიქრები, აკეთებ აკეთებ რაღაცას, სულ აღმასვლა დაღმასვლა მაქვს და სწორედ ამ დროს მიჩნდება ეს განცდა, ფსიქოლოგიური ჩავარდნები მაქვს, ვამბობ 30 წლის ვარ, რაღა დროს ჩემი სიმღერაა, ბანკში უფრო მეტი პერსპექტვა მაქვს-მეთქი, მაგრამ სიმღერის გარეშე არ შემიძლია. ახლა გადავწყვიტე კონსერვატორიაში ჩავაბარო. მაგარი მეგობარი მყავს დათო ღვინიანიძე, რომელიც აშშ-ში მუსიკალურ კონკურსებს კურირებს. მითხრა შენნაირი ვოკალი არ უნდა იკარგებოდეს, ესტრადაში ხო გააკეთე ყველაფერი და კონსერვატორიაში ჩააბარეო და რატომაც არა, ჩავაბარებ...წაიკითხეთ სრულად

ჩცდ-ის ბაქარის ულამაზესი ქორწილი პანდემიის დროს - ბუბა მირცხულავასა და მისი რჩეულის ქორწინების შთამბეჭდავი ფოტოები

"რამდენიმე დღე კლინიკაში იწვა...გული აწუხებდა" - რა გახდა გოგი ქავთარაძის გარდაცვალების მიზეზი

გოგი ქავთარაძე გარდაიცვალა - "წელს მისი ვარსკვლავის გახსნა უნდა ყოფილიყო…"