ბრიტანეთის დედოფალმა ლონდონში სტუმრად მყოფ დონალდ და მელანია ტრამპებს სახელმწიფო ბანკეტზე უმასპინძლა. ბუკინგემის სასახლეში წყვილთან ერთად აშშ-ს პრეზიდენტის 5 შვილი - ივანკა, ტიფანი, დონალდ ტრამპ ჯუნიორი და ერიკიც იმყოფებოდნენ.
ბანკეტზე კემბრიჯის ჰერცოგინია არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. ქეით მიდლტონმა ალექსანდერ მაკქუინის თეთრი კაბა შეარჩია.
პრინცი უილიამი საბანკეტო დარბაზში პრემიერ-მინისტრთან, ტერეზა მეისთან ერთად შევიდა.
მელანიას კაბა კრისტიან დიორის 2019 წლის კოლექციიდან ეცვა.