მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამას ყველა მარტოსული გოგონასთვის ვწერ..."
"ამას ყველა მარტოსული გოგონასთვის ვწერ..."

მარ­ტო­ო­ბა ძა­ლი­ან მა­გა­რი რა­ღა­ცაა, რო­დე­საც გყავს ვი­ღაც, ვი­საც შე­გიძ­ლია ეს გა­უ­ზი­ა­რო :)… მე ყო­ველ­თვის მომ­წონ­და მარ­ტო­ო­ბა, რად­გან ჩემ­თვის მახ­ლო­ბე­ლი და გა­სა­გე­ბი იყო მას­ში აღ­ბეჭ­დი­ლი სევ­და…

მე არ ვიცი, სად შე­იძ­ლე­ბა ამ ქა­ლაქ­ში 30 წლის ასაკ­ში შეხ­ვდე ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ჩა­ებ­მე­ბა თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის ფერ­ხულ­ში და თან წა­რუ­ძღვე­ბა ისე, რო­გორც სა­კუ­თარს. ამ ასაკ­ში ყვე­ლა "ნორ­მა­ლუ­რი" უკვე დიდი ხა­ნია და­ხა­რის­ხე­ბუ­ლია… პა­ემ­ნე­ბი გა­სა­უბ­რე­ბას ჰგავს, ხან­გრძლი­ვი რწე­ვის­თვის დრო ცო­ტაა, ცა­რი­ე­ლი და ფუჭი სუ­ლი­ე­რი ტან­ჯვის­თვის კი სა­ერ­თოდ აღარ გაქვთ არც დრო და არც ძალა.

ვინც ჩემი ის­ტო­რია იცის, ხში­რად მე­უბ­ნე­ბი­ან: გა­გი­მარ­თლა, რომ შენს ოთოს შეხ­ვდი. მიდი და იპოვ­ნე ახლა ასე­თი ნამ­დვი­ლი მა­მა­კა­ცი! მე, რა თქმა უნდა, დას­ტუ­რის ნიშ­ნად თავს ვაქ­ნევ (გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, თუ ოთოც ჩემს გვერ­დი­თაა), თუმ­ცა წმინ­და გა­მარ­თლე­ბის თე­ო­რი­ას სუ­ლაც არ ვე­თან­ხმე­ბი.

უდი­დე­სი ბედ­ნი­ე­რე­ბაა, რომ ჩვენ ერ­თმა­ნეთს შვი­ლე­ბის გა­რე­შე და თა­ვი­სუფ­ლე­ბი შევ­ხვდით, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს სა­კუ­თა­რი ის­ტო­რია არ აქვს, ასე­ვე მტკი­ცედ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თი და უკვე ნაკ­ლე­ბად კა­ტე­გო­რი­უ­ლი წარ­მოდ­გე­ნე­ბი იმა­ზე, თუ რა არის სიყ­ვა­რუ­ლი და ვის­თან ერ­თად გვსურს ღრმა სი­ბე­რემ­დე ერთ ჭერ­ქვეშ ცხოვ­რე­ბა.

იმი­ტომ, რომ ცხოვ­რე­ბა "ნამ­დვი­ლი მა­მა­კა­ცე­ბის" გვერ­დით, რომ­ლებ­ზეც ნაზი ქა­ლუ­რი მხრე­ბი და გუ­ლე­ბი ოც­ნე­ბო­ბენ, არც ისე ად­ვი­ლია სი­ნამ­დვი­ლე­ში. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, თუ თა­ვად არ გაქვს მყა­რი ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის სტი­ლი­სა და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის მშვი­დად მი­ღე­ბის უნა­რი.

ამას ყვე­ლა მარ­ტო­სუ­ლი გო­გო­ნას­თვის ვწერ, ჭკვი­ა­ნე­ბის­თვის, ლა­მა­ზე­ბის­თვის, ტა­ნა­დე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ამა­ყად თა­ვა­წე­ულ ცხოვ­რე­ბას არი­ან მიჩ­ვე­ულ­ნი. ვიცი, რომ რო­დე­საც გარ­შე­მო ყვე­ლა თხოვ­დე­ბა, აჩე­ნენ შვი­ლებს და ხე­ლი­ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლე­ბი მი­უყ­ვე­ბი­ან უკე­თეს ცხოვ­რე­ბას, გეჩ­ვე­ნე­ბათ, რომ პარ­ტია წა­გე­ბუ­ლია, ყვე­ლა­ფე­რი ხე­ლი­დან გაშ­ვე­ბუ­ლია, თუმ­ცა სი­ნამ­დვი­ლე­ში არც კი დამ­ჯდარ­ხართ სა­თა­მა­შო მა­გი­დას­თან. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"ამას ყველა მარტოსული გოგონასთვის ვწერ..."

"ამას ყველა მარტოსული გოგონასთვის ვწერ..."

მარტოობა ძალიან მაგარი რაღაცაა, როდესაც გყავს ვიღაც, ვისაც შეგიძლია ეს გაუზიარო :)… მე ყოველთვის მომწონდა მარტოობა, რადგან ჩემთვის მახლობელი და გასაგები იყო მასში აღბეჭდილი სევდა…

მე არ ვიცი, სად შეიძლება ამ ქალაქში 30 წლის ასაკში შეხვდე ადამიანს, რომელიც ჩაებმება თქვენი ცხოვრების ფერხულში და თან წარუძღვება ისე, როგორც საკუთარს. ამ ასაკში ყველა "ნორმალური" უკვე დიდი ხანია დახარისხებულია… პაემნები გასაუბრებას ჰგავს, ხანგრძლივი რწევისთვის დრო ცოტაა, ცარიელი და ფუჭი სულიერი ტანჯვისთვის კი საერთოდ აღარ გაქვთ არც დრო და არც ძალა.

ვინც ჩემი ისტორია იცის, ხშირად მეუბნებიან: გაგიმართლა, რომ შენს ოთოს შეხვდი. მიდი და იპოვნე ახლა ასეთი ნამდვილი მამაკაცი! მე, რა თქმა უნდა, დასტურის ნიშნად თავს ვაქნევ (განსაკუთრებით მაშინ, თუ ოთოც ჩემს გვერდითაა), თუმცა წმინდა გამართლების თეორიას სულაც არ ვეთანხმები.

უდიდესი ბედნიერებაა, რომ ჩვენ ერთმანეთს შვილების გარეშე და თავისუფლები შევხვდით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თითოეულ ჩვენგანს საკუთარი ისტორია არ აქვს, ასევე მტკიცედ ჩამოყალიბებული ხასიათი და უკვე ნაკლებად კატეგორიული წარმოდგენები იმაზე, თუ რა არის სიყვარული და ვისთან ერთად გვსურს ღრმა სიბერემდე ერთ ჭერქვეშ ცხოვრება.

იმიტომ, რომ ცხოვრება "ნამდვილი მამაკაცების" გვერდით, რომლებზეც ნაზი ქალური მხრები და გულები ოცნებობენ, არც ისე ადვილია სინამდვილეში. განსაკუთრებით მაშინ, თუ თავად არ გაქვს მყარი შინაგანი სამყარო ან განსხვავებული ცხოვრების სტილისა და შეხედულებების მშვიდად მიღების უნარი.

ამას ყველა მარტოსული გოგონასთვის ვწერ, ჭკვიანებისთვის, ლამაზებისთვის, ტანადებისთვის, რომლებიც ამაყად თავაწეულ ცხოვრებას არიან მიჩვეულნი. ვიცი, რომ როდესაც გარშემო ყველა თხოვდება, აჩენენ შვილებს და ხელიხელჩაკიდებულები მიუყვებიან უკეთეს ცხოვრებას, გეჩვენებათ, რომ პარტია წაგებულია, ყველაფერი ხელიდან გაშვებულია, თუმცა სინამდვილეში არც კი დამჯდარხართ სათამაშო მაგიდასთან. წაიკითხეთ სრულად

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ